ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც "გურია ნიუსს" შპს "მედალფადან" აცნობეს, საავადმყოფოში ოზურგეთელი ახალგაზრდა დაჭრილი მიიყვანეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"გურია ნიუსს" გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ფერსაშვილმა განუცხადა, რომ თბილისში იმყოფება და მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის. ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ჭანუყვაძემ კი მომხდარი დაადასტურა.
"ვარ მივლინებით თბილისში, გზაში ვარ, მოვდივარ, თუმცა გეტყვით, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიცია მუშაობს, დეტალებზე ვერ გესაუბრებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ჭანუყვაძემ.