საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლას, რომლის დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედაა, განათლების სამინისტროს დელეგაცია ეწვია
სკოლას, რომლის დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედაა, განათლების სამინისტროს დელეგაცია ეწვია

სკო­ლა­ში, რომ­ლის დი­რექ­ტო­რი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დედა, ჟე­ნია მე­რა­ბიშ­ვი­ლია, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წა­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს. ვინ და რა­ტომ ეწ­ვია ახალ­ცი­ხის მე­ხუ­თე სკო­ლას, არც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო და არც სკო­ლა ამ­ხელს. სა­მი­ნის­ტრო­ში არც იმას გან­მარ­ტა­ვენ, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ვი­ზი­ტი ჟე­ნია მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცნო­ბილ სკან­დალს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 13 თე­ბერ­ვალს, დი­ლით ჟე­ნია მე­რა­ბიშ­ვილ­მა სკო­ლა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე გო­გო­ნა თმით ით­რია და მის ორ თა­ნაკ­ლა­სელს ქოლ­გით სცე­მა. მა­ნამ­დე კი ხელ­ფა­სის დაკ­ლე­ბის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლო დამ­ლა­გე­ბე­ლი სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რა, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ბო­ლოს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, თიკო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მე­ხუ­თე სკო­ლა­ში 13 თე­ბერ­ვალს მომ­ხდარ ფაქ­ტზე სა­მი­ნის­ტრომ მოკ­ვლე­ვა მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­წყო, თუმ­ცა სა­მი­ნის­ტროს დე­ლე­გა­ცი­ის დღე­ვან­დე­ლი ვი­ზი­ტის მი­ზე­ზი არ და­ა­კონ­კრე­ტა. სკო­ლის სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე ნანა და­თაშ­ვილ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მი­ნიტ­როს წა­მო­მად­გენ­ლებს ამ­ჯე­რად და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რა აქვთ და კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თე­ბენ.

სრუ­ლი ვერ­სია

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

სკოლას, რომლის დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედაა, განათლების სამინისტროს დელეგაცია ეწვია

სკოლას, რომლის დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედაა, განათლების სამინისტროს დელეგაცია ეწვია

სკოლაში, რომლის დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილია, განათლების სამინისტროს წამომადგენლებმა დახურული შეხვედრა გამართეს. ვინ და რატომ ეწვია ახალციხის მეხუთე სკოლას, არც განათლების სამინისტრო და არც სკოლა ამხელს. სამინისტროში არც იმას განმარტავენ, უკავშირდება თუ არა ვიზიტი ჟენია მერაბიშვილის ცნობილ სკანდალს.

გავრცელებული ინფორმაციით, 13 თებერვალს, დილით ჟენია მერაბიშვილმა სკოლაში დაგვიანების გამო, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგონა თმით ითრია და მის ორ თანაკლასელს ქოლგით სცემა. მანამდე კი ხელფასის დაკლების გამო უკმაყოფილო დამლაგებელი საკუთარ კაბინეტში დაიბარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბოლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თიკო ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ მეხუთე სკოლაში 13 თებერვალს მომხდარ ფაქტზე სამინისტრომ მოკვლევა მეორე დღესვე დაიწყო, თუმცა სამინისტროს დელეგაციის დღევანდელი ვიზიტის მიზეზი არ დააკონკრეტა. სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა დათაშვილმა კი განაცხადა, რომ სამინიტროს წამომადგენლებს ამჯერად დახურული შეხვედრა აქვთ და კომენტარს არ გააკეთებენ.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა