პარტნიორები:

    ირაკლი ფირცხალავა - ბუტა რობაქიძე პასუხისმგებლობის მოხსნისთვის გამოიყენეს

    ირაკლი ფირცხალავა - ბუტა რობაქიძე პასუხისმგებლობის მოხსნისთვის გამოიყენეს

    ბუტა რობაქიძე იმ ახალგაზრდების მსხვერპლია, რომლებმაც მისი სახელი იმისთვის გამოიყენეს, რომ გამართლებულიყვნენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომელმაც საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაავრცელა.

    "ზუსტად იმ ადამიანების სინდისზეა ის, რაც ხდებოდა ამ წლების განმავლობაში. ბუტა მიზეზად გამოიყენეს, რომ მათ პასუხისმგებლობა მოეხსნათ", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

    რაც შეეხება მოპოვებული კადრების წარმომავლობას, ფირცხალავას თქმით, მან ზაფხულში შეიტყო, რომ ჟურნალისტ ვახო კომახიძის სახელით, გარკვეული ჯგუფი რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალის გაყიდვას ცდილობდა.

    ფირცხალავა ამბობს, რომ გამოძიება ამის შემდეგ დაიწყო და მოიპოვა ის კადრები, რაც დღეს საზოგადოებამ ნახა.

    "ინტერპრესნიუსი"

    დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

    "სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

    პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ