კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ დონაძე - მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე
გურამ დონაძე - მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე

მე დღე­ი­დან მკვლე­ლი არ ვარ და ეს და­ვამ­ტკი­ცე, - ამის შე­სა­ხებ შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ­მა გუ­რამ დო­ნა­ძემ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ნახა, თუ რა მოხ­და 2004 წლის 24 მა­ისს. რო­გორც დო­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეს კად­რე­ბი მას აქამ­დე ნა­ნა­ხი არ ჰონ­და და ტე­ლე­ე­თე­რის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლია.

ამას­თან, გუ­რამ დო­ნა­ძის თქმით, ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჟურ­ნა­ლისტ ვახო კო­მა­ხი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი არის ყალ­ბი. კერ­ძოდ, მისი თქმით, ვი­დე­ო­მა­სა­ლა ინ­ტერ­შუ­მით არის გა­და­ფა­რუ­ლი.

"გარ­კვე­ულ­მა ჯგუ­ფებ­მა პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­და­ა­მონ­ტა­ჟეს და გავ­რცელ­და ინ­ტერ­შუ­მი­ა­ნი მა­სა­ლა, ისე რო­გორც უნ­დო­დათ. ვახო კო­მა­ხი­ძემ გა­ავ­რცე­ლა მსგავ­სი სი­ყალ­ბე, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იყ­ვა­ნა შეც­დო­მა­ში, რაც ჩვენ ვნა­ხეთ სა­ოც­რე­ბა იყო. არა­სო­დეს ბუტა რო­ბა­ქი­ძის ოჯა­ხის­თვის პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია იმ ბრალ­დე­ბებ­ზე, რო­მელ­საც ისი­ნი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ყე­ნებ­დნენ, იმი­ტომ არ ვცემ­დი პა­სუხს, რომ მეს­მო­და მათი ტრა­გე­დია. მე დღე­ი­დან მკვლე­ლი არ ვარ და ეს და­ვამ­ტკი­ცე. დღეს ამ საქ­მეს ფარ­და აე­ხა­და", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ დო­ნა­ძემ.

მისი თქმით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა მას ნა­ნა­ხი არ ჰქონ­და, მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლისტ გოჩა მუ­კბა­ნი­ა­ნის მიერ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მა­სა­ლა ჰქონ­და ნა­ნა­ხი.

"მე არ მე­ვა­ლე­ბო­და სრუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ნახ­ვა, მე ვნა­ხე ის რაც მო­ამ­ზა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა; მუ­კბა­ნი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ თით­ქოს მე მას ზე­წო­ლის ქვეშ ვამ­ყო­ფებ­დი, ეს არის სი­ყალ­ბე, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში ნახ­სე­ნე­ბი აქვს თით­ქოს და­კი­თხვა­ზე მი­იყ­ვა­ნა ჩემ­მა მძღოლ­მა. და­კი­თხვა­ზე მუ­კბა­ნი­ა­ნი 2005 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და, მძღოლ­მა კი, რო­მელ­საც ის ასა­ხე­ლებს, ჩემ­თან მუ­შა­ო­ბა 2007 წელს და­ი­წყო. მუ­კბა­ნი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლი იყო ჩემ­თვის მო­ე­ყო­ლა შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლე­ბი, თუმ­ცა არ ვიცი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას, სა­დაც მუ­კბა­ნი­ა­ნი მთე­ლი ღამე მო­რი­გე­ობ­და, ვის რას მო­ე­ლა­პა­რა­კა, ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა გა­არ­კვი­ოს", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ დო­ნა­ძემ.

ამას­თან გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს მად­ლო­ბას უხ­დის და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ის სი­ყალ­ბე­ე­ბი რაც აქამ­დე ფი­გუ­რი­რებ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ცხრა წე­ლია მკვლე­ლი ვარ, ჩა­დე­ქით ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ით­მი­ნეთ ეს - გუ­რამ დო­ნა­ძე"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

გურამ დონაძე - მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე

გურამ დონაძე - მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე

მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე, - ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა გურამ დონაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრებიდან ნახა, თუ რა მოხდა 2004 წლის 24 მაისს. როგორც დონაძემ აღნიშნა, ეს კადრები მას აქამდე ნანახი არ ჰონდა და ტელეეთერის მეშვეობით გავრცელებული კადრებით გაოცებულია.

ამასთან, გურამ დონაძის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ ვახო კომახიძის მიერ გავრცელებული კადრები არის ყალბი. კერძოდ, მისი თქმით, ვიდეომასალა ინტერშუმით არის გადაფარული.

"გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიტიკურ ჭრილში აღნიშნული ვიდეომასალა გადაამონტაჟეს და გავრცელდა ინტერშუმიანი მასალა, ისე როგორც უნდოდათ. ვახო კომახიძემ გაავრცელა მსგავსი სიყალბე, რამაც საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, რაც ჩვენ ვნახეთ საოცრება იყო. არასოდეს ბუტა რობაქიძის ოჯახისთვის პასუხი არ გამიცია იმ ბრალდებებზე, რომელსაც ისინი 9 წლის განმავლობაში მიყენებდნენ, იმიტომ არ ვცემდი პასუხს, რომ მესმოდა მათი ტრაგედია. მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე. დღეს ამ საქმეს ფარდა აეხადა", - განაცხადა გურამ დონაძემ.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული სრული ვიდეომასალა მას ნანახი არ ჰქონდა, მხოლოდ ჟურნალისტ გოჩა მუკბანიანის მიერ დამონტაჟებული მასალა ჰქონდა ნანახი.

"მე არ მევალებოდა სრული ვიდეომასალის ნახვა, მე ვნახე ის რაც მოამზადა ჟურნალისტმა; მუკბანიანი, რომელიც ამბობს, რომ თითქოს მე მას ზეწოლის ქვეშ ვამყოფებდი, ეს არის სიყალბე, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ნახსენები აქვს თითქოს დაკითხვაზე მიიყვანა ჩემმა მძღოლმა. დაკითხვაზე მუკბანიანი 2005 წელს იმყოფებოდა, მძღოლმა კი, რომელსაც ის ასახელებს, ჩემთან მუშაობა 2007 წელს დაიწყო. მუკბანიანი ვალდებული იყო ჩემთვის მოეყოლა შემთხვევის დეტალები, თუმცა არ ვიცი, შემთხვევის ადგილას, სადაც მუკბანიანი მთელი ღამე მორიგეობდა, ვის რას მოელაპარაკა, ეს ყველაფერი პროკურატურამ უნდა გაარკვიოს", - განაცხადა გურამ დონაძემ.

ამასთან გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიების ფარგლებში გამოირიცხება ის სიყალბეები რაც აქამდე ფიგურირებდა.

იხილეთ ვიდეო: "ცხრა წელია მკვლელი ვარ, ჩადექით ჩემს მდგომარეობაში და ითმინეთ ეს - გურამ დონაძე"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები