ყველა მშობელი ამაყობს შვილით, თუმცა მომღერალ ბიონსეს ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი აქვს. მისმა 13 თვის ქალიშვილმა, ბლუ აივი კარტერმა უკვე კითხვა იცის.
ამის შესახებ პოპვარსკვლავმა ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა."ძალიან ხმაურიანი და მხიარულია. ძალიან ჭკვიანია. უკვე კითხულობს სიტყვების მიხედვით სპეციალურ სასწავლო ბარათებს", - აცხადებს ამაყი დედა.
ბიონსემ ისიც აღნიშნა, რომ ძალიან სურს კიდევ ერთი შვილის ყოლა."დანამდვილებით გეტყვით, რომ კიდევ მინდა შვილის ყოლა, მაგრამ ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საყვარელი საქმე. შესაძლოა მეორე შვილი ტურნეს დასრულების შემდეგ გავაჩინო", - აღნიშნა ვარსკვლავმა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.