პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

სერჟ სარ­გსი­ა­ნი სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტად მე­ო­რე ვა­დით აირ­ჩი­ეს. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" იუ­წყე­ბა. სომ­ხე­თის პირ­ველ პირს ამომ­რჩე­ველ­თა 59%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. მის მე­ტო­ქეს რაფი ოვა­ნე­სი­ანს კი 37%-მა.

"დღეს სომ­ხე­თის მო­მა­ვალს - ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას მი­ვე­ცი ხმა", - გა­ნა­ცხა­და სერჟ სარ­გსი­ან­მა ერე­ვან­ში, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ.

"ბი­ბი­სი"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის არ­ჩევ­ნებ­მა მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი კი არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას დღეს გა­ა­კე­თე­ბენ.

2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­შიც სარ­გსი­ან­მა გა­ი­მარ­ჯვა, პო­ლი­ცი­ა­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ინ­ცი­დენ­ტი უძღო­და წლე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­საც - რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ერე­ვან­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზოს­თან, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მხარ­ში დაჭ­რეს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი პა­რუ­ირ ჰა­ი­რი­კი­ა­ნი. თუმ­ცა, ეს უკა­ნას­კნე­ლი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. სომხეთის პირველ პირს ამომრჩეველთა 59%-მა დაუჭირა მხარი. მის მეტოქეს რაფი ოვანესიანს კი 37%-მა.

"დღეს სომხეთის მომავალს - ჩვენი მოქალაქეებისა და ოჯახების კეთილდღეობას მივეცი ხმა", - განაცხადა სერჟ სარგსიანმა ერევანში, არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, სომხეთის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საერთაშორისო დამკვირვებლები კი არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას დღეს გააკეთებენ.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც სარგსიანმა გაიმარჯვა, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების ფონზე მიმდინარეობდა.

ინციდენტი უძღოდა წლევანდელ არჩევნებსაც - რამდენიმე კვირის წინ ერევანში, საკუთარი სახლის ეზოსთან, ცეცხლსასროლი იარაღით მხარში დაჭრეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი პარუირ ჰაირიკიანი. თუმცა, ეს უკანასკნელი სიკვდილს გადაურჩა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა