სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუტა რობაქიძის მეგობარი - "იარაღი ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ჩაგვიდეს"
ბუტა რობაქიძის მეგობარი - "იარაღი ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ჩაგვიდეს"

ბუტა რო­ბა­ქი­ძის მე­გო­ბა­რი, ირაკ­ლი მი­ქა­ბე­რი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მიერ დღეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას , რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბუტა რო­ბა­ქი­ძე მან­ქა­ნა­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა.

"რა­ნა­ი­რად უნდა მომ­ხდა­რი­ყო შემ­თხვე­ვით, უცხოს არა­ვინ ჩა­უჯ­დე­ბა. უცხო­ე­ბი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, მთე­ლი სა­ღა­მო ერ­თად არ ვიქ­ნე­ბო­დით. ფაქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია თვი­თონ მო­ახ­დი­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­იყ­ვა­ნეს და გა­და­ა­ღე­ბი­ნეს, რაც თვი­თონ უნ­დო­დათ და აწყობ­დათ. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შალ­ვა მი­ქა­ბა­ძე თვი­თონ იძა­ხის რომ ია­რა­ღი და­დეს და კა­მე­რე­ბის წინ ამო­ი­ღეს. ამას ადას­ტუ­რებს მუ­კბა­ნი­ა­ნიც. ეს იყო რე­ა­ლო­ბა", - გან­მარ­ტა მი­ქა­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დღეს ით­ქვა, რომ თით­ქოს პო­ლი­ცი­ის­თვის ძებ­ნა­ზე გა­და­ცე­მუ­ლი იყო, კა­ხა­ბერ აზა­რი­აშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა იყო და მთე­ლი დღი­სა და სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნა ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ობ­და.

"არა­ერთ ეკი­პაჟს ჩა­ვუ­ა­რეთ და არ გა­ვუ­ჩე­რე­ბი­ვართ. არა­ვი­თა­რი ჩხუ­ბის ინ­ცი­დენ­ტი არ ყო­ფი­ლა არც დი­ლით და არც სა­ღა­მოს. მან­ქა­ნა­ში ია­რა­ღი რომ გვქო­ნო­და, ვინ გა­ა­ჩე­რებ­და მან­ქა­ნას", - აღ­ნიშ­ნა მი­ქა­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ია­რა­ღის ჩა­დე­ბა ნა­წილ-ნა­წილ, ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მოხ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ი­ტა­ნა. კად­რე­ბი დღეს­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც, რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია აცხა­დებს, ჩანს, თუ რა მოხ­და 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან.

კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­უ­ლო­ბენ ავ­ტო­მატ "კა­ლაშ­ნი­კოვს" და პის­ტო­ლეტს.

რო­გორც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დროს მან და­ად­გი­ნა, რომ ამ მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან არც ერთი არ იყო ბუტა რო­ბა­ქი­ძის მე­გო­ბა­რი, მხო­ლოდ ერთი იყო ნაც­ნო­ბი. "ბუტა რო­ბა­ქი­ძე შემ­თხვე­ვით არის მოხ­ვედ­რი­ლი ამ მან­ქან­ში. ეს მან­ქა­ნა შუა დღეს იმ დღეს "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­თან მომ­ხდარ ჩხუბ­ში ფი­გუ­რი­რებ­და, რა დრო­საც ჩხუ­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე უნდა ყო­ფი­ლი­ყო დაჭ­რი­ლი და ეს მან­ქა­ნა გა­და­ცე­მუ­ლი იყო და­კა­ვე­ბა­ზე",-გა­ნა­ცხა­და ფირ­ცხა­ლა­ვამ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ია­რა­ღი ნა­წილ-ნა­წილ, ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ჩაგ­ვი­დეს - ბუტა რო­ბა­ქი­ძის მე­გო­ბა­რი

"რუს­თა­ვი 2" ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­ზა­რავ კად­რებს ავ­რცე­ლებს (+18)

კად­რებ­ში ამოჭ­რი­ლია პო­ლი­ცი­ე­ლის ფრა­ზა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს არა­ფე­რი არ აქვთ - ია მეტ­რე­ვე­ლი

-"არ აქვთ არა­ფე­რი" - რო­ბა­ქი­ძის საქ­მის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა "პატ­რულ­ში" გა­ვიდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბუტა რობაქიძის მეგობარი - "იარაღი ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ჩაგვიდეს"

ბუტა რობაქიძის მეგობარი - "იარაღი ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ჩაგვიდეს"

ბუტა რობაქიძის მეგობარი, ირაკლი მიქაბერიძე გამოეხმაურა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას , რომლის მიხედვითაც ბუტა რობაქიძე მანქანაში შემთხვევით მოხვდა.

"რანაირად უნდა მომხდარიყო შემთხვევით, უცხოს არავინ ჩაუჯდება. უცხოები რომ ვყოფილიყავით, მთელი საღამო ერთად არ ვიქნებოდით. ფაქტების ფალსიფიკაცია თვითონ მოახდინეს. ჟურნალისტები მოიყვანეს და გადააღებინეს, რაც თვითონ უნდოდათ და აწყობდათ. გამომძიებელი შალვა მიქაბაძე თვითონ იძახის რომ იარაღი დადეს და კამერების წინ ამოიღეს. ამას ადასტურებს მუკბანიანიც. ეს იყო რეალობა", - განმარტა მიქაბერიძემ.

მისივე თქმით, ავტომანქანა, რომლის შესახებაც დღეს ითქვა, რომ თითქოს პოლიციისთვის ძებნაზე გადაცემული იყო, კახაბერ აზარიაშვილის საკუთრება იყო და მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში მანქანა ქალაქში მოძრაობდა.

"არაერთ ეკიპაჟს ჩავუარეთ და არ გავუჩერებივართ. არავითარი ჩხუბის ინციდენტი არ ყოფილა არც დილით და არც საღამოს. მანქანაში იარაღი რომ გვქონოდა, ვინ გააჩერებდა მანქანას", - აღნიშნა მიქაბერიძემ.

მისივე თქმით, იარაღის ჩადება ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ მოხდა.

როგორც ცნობილია, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.

კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.

როგორც ირაკლი ფირცხალავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანში. ეს მანქანა შუა დღეს იმ დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე",-განაცხადა ფირცხალავამ.

ასევე იხილეთ:

იარაღი ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ ჩაგვიდეს - ბუტა რობაქიძის მეგობარი

"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18)

კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ - ია მეტრეველი

-"არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ