კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია მეტრეველი - "დღეს გავრცელებულ კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ"
ია მეტრეველი - "დღეს გავრცელებულ კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ"

პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის დედა ია მეტ­რე­ვე­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ფაბ­რი­კა­ცი­ას უწო­დებს. რო­გორც ია მეტ­რე­ველ­მა დღეს "პრა­იმ ტა­ი­მის" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს ოჯა­ხი არ გა­უფრ­თხი­ლე­ბია კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"კი­დევ ერთხელ ჩანს, ავა­ზა­კე­ბი რამ­დენს ბე­და­ვენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, რომ დამ­ნა­შა­ვე დო­ნა­ძე რო­გორც ბე­დავს კი­დევ, რამ­დენ უფ­ლე­ბებს აძ­ლევს თავს. პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ბავ­შვი მო­მიკ­ლეს და ბან­დი­ტად გა­მო­მი­ცხა­და "რუს­თა­ვი 2"-მა, დღე­საც რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც "რუს­თა­ვი 2"-ით გავ­რცელ­და ეს კად­რე­ბი. იმი­ტომ, რომ "რუს­თა­ვი 2" ჯერ კი­დევ ემ­სა­ხუ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" და ხელ­მი­საწ­ვდო­მია დო­ნა­ძის­თვის", - აღ­ნიშ­ნა მეტ­რე­ველ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ამოჭ­რი­ლია პო­ლი­ცი­ე­ლის ფრა­ზა, სა­დაც ის­მის, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს არა­ფე­რი არ აქვთ. მეტ­რე­ვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, იმ ავ­ტო­მა­ტის შე­სა­ხებ რო­მე­ლიც კად­რებ­ში ჩანს, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა შალ­ვა მი­ქა­ბა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ავ­ტო­მა­ტი მან­ქა­ნა­ში ჩა­ა­დე­ბი­ნეს, შემ­დეგ ამო­ა­ღე­ბი­ნეს, რაც გა­და­ი­ღეს. ამას­თან, ია მეტ­რე­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამას­ვე ადას­ტუ­რებს ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე, გა­და­ცე­მა "ვი­დე­ო­პატ­რუ­ლის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გოჩა მუ­კბა­ნი­ა­ნი. მეტ­რე­ვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, გოჩა მუ­კბა­ნი­ა­ნის გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა დო­ნა­ძემ წა­ი­ღო და "სა­მონ­ტა­ჟო­ში შე­ი­კე­ტა".

"რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გა­მა­ნად­გუ­რონ ავა­ზა­კებ­მა, ცო­ცხლად დამ­მარ­ხეს მეც მე­რამ­დენ­ჯერ. რო­გორ უნდა ბე­დავ­დეს დო­ნა­ძე, რომ გავ­ლე­ნე­ბი ჰქონ­დეს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მეტ­რე­ველ­მა.

ამას­თან, ია მეტ­რე­ველ­თან ერ­თად პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ბუტა რო­ბა­ქი­ძის მე­გო­ბა­რი ირაკ­ლი მი­ქა­ბე­რი­ძე. მი­ქა­ბე­რი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას დღეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძე იქ შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა.

"რა­ნა­ი­რად უნდა მომ­ხდა­რი­ყო შემ­თხვე­ვით, უცხოს არა­ვინ ჩა­უჯ­დე­ბა. უცხო­ე­ბი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, მთე­ლი სა­ღა­მო ერ­თად არ ვიქ­ნე­ბო­დით. ფაქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია თვი­თონ მო­ახ­დი­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­იყ­ვა­ნეს და გა­და­ა­ღე­ბი­ნეს, რაც თვი­თონ უნ­დო­დათ და აწყობ­დათ. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შალ­ვა მი­ქა­ბა­ძე თვი­თონ იძა­ხის რომ ია­რა­ღი და­დეს და კა­მე­რე­ბის წინ ამო­ი­ღეს. ამას ადას­ტუ­რებს მუ­კბა­ნი­ა­ნიც. ეს იყო რე­ა­ლო­ბა", - გან­მარ­ტა მი­ქა­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დღეს ით­ქვა, რომ თით­ქოს პო­ლი­ცი­ის­თვის ძებ­ნა­ზე გა­და­ცე­მუ­ლი იყო, კა­ხა­ბერ აზა­რი­აშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა იყო და მთე­ლი დღი­სა და სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნა ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ობ­და.

"არა­ერთ ეკი­პაჟს ჩა­ვუ­ა­რეთ და არ გა­ვუ­ჩე­რე­ბი­ვართ. არა­ვი­თა­რი ჩხუ­ბის ინ­ცი­დენ­ტი არ ყო­ფი­ლა არც დი­ლით და არც სა­ღა­მოს. მან­ქა­ნა­ში ია­რა­ღი რომ გვქო­ნო­და, ვინ გა­ა­ჩე­რებ­და მან­ქა­ნას", - აღ­ნიშ­ნა მი­ქა­ბე­რი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ია­რა­ღის ჩა­დე­ბა ნა­წილ-ნა­წილ, ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მოხ­და.

ია მეტ­რე­ვე­ლი მო­ი­თხოვს, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

"რუს­თა­ვი 2" ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­ზა­რავ კად­რებს ავ­რცე­ლებს (+18)

კად­რებ­ში ამოჭ­რი­ლია პო­ლი­ცი­ე­ლის ფრა­ზა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს არა­ფე­რი არ აქვთ - ია მეტ­რე­ვე­ლი

-"არ აქვთ არა­ფე­რი" - რო­ბა­ქი­ძის საქ­მის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა "პატ­რულ­ში" გა­ვი­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ია მეტრეველი - "დღეს გავრცელებულ კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ"

ია მეტრეველი - "დღეს გავრცელებულ კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ"

პოლიციელის მიერ მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა ია მეტრეველი ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს. როგორც ია მეტრეველმა დღეს "პრაიმ ტაიმის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ოჯახი არ გაუფრთხილებია კადრების გავრცელების თაობაზე.

"კიდევ ერთხელ ჩანს, ავაზაკები რამდენს ბედავენ ჩვენს ქვეყანაში. გაოცებული ვარ, რომ დამნაშავე დონაძე როგორც ბედავს კიდევ, რამდენ უფლებებს აძლევს თავს. პირველად, როდესაც ბავშვი მომიკლეს და ბანდიტად გამომიცხადა "რუსთავი 2"-მა, დღესაც რატომ მაინცდამაინც "რუსთავი 2"-ით გავრცელდა ეს კადრები. იმიტომ, რომ "რუსთავი 2" ჯერ კიდევ ემსახურება "ნაციონალებს" და ხელმისაწვდომია დონაძისთვის", - აღნიშნა მეტრეველმა.

მისივე თქმით, დღეს გავრცელებულ კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, სადაც ისმის, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ. მეტრეველის განმარტებით, იმ ავტომატის შესახებ რომელიც კადრებში ჩანს, გამომძიებელმა შალვა მიქაბაძემ განაცხადა, რომ ავტომატი მანქანაში ჩაადებინეს, შემდეგ ამოაღებინეს, რაც გადაიღეს. ამასთან, ია მეტრეველის განცხადებით, ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გადაცემა "ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი. მეტრეველის განმარტებით, გოჩა მუკბანიანის გადაღებული ვიდეომასალა დონაძემ წაიღო და "სამონტაჟოში შეიკეტა".

"რამდენჯერ შეიძლება გამანადგურონ ავაზაკებმა, ცოცხლად დამმარხეს მეც მერამდენჯერ. როგორ უნდა ბედავდეს დონაძე, რომ გავლენები ჰქონდეს ტელევიზიებზე", - განაცხადა მეტრეველმა.

ამასთან, ია მეტრეველთან ერთად პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ბუტა რობაქიძის მეგობარი ირაკლი მიქაბერიძე. მიქაბერიძე გამოეხმაურა ირაკლი ფირცხალავას დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ ბუტა რობაქიძე იქ შემთხვევით მოხვდა.

"რანაირად უნდა მომხდარიყო შემთხვევით, უცხოს არავინ ჩაუჯდება. უცხოები რომ ვყოფილიყავით, მთელი საღამო ერთად არ ვიქნებოდით. ფაქტების ფალსიფიკაცია თვითონ მოახდინეს. ჟურნალისტები მოიყვანეს და გადააღებინეს, რაც თვითონ უნდოდათ და აწყობდათ. გამომძიებელი შალვა მიქაბაძე თვითონ იძახის რომ იარაღი დადეს და კამერების წინ ამოიღეს. ამას ადასტურებს მუკბანიანიც. ეს იყო რეალობა", - განმარტა მიქაბერიძემ.

მისივე თქმით, ავტომანქანა, რომლის შესახებაც დღეს ითქვა, რომ თითქოს პოლიციისთვის ძებნაზე გადაცემული იყო, კახაბერ აზარიაშვილის საკუთრება იყო და მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში მანქანა ქალაქში მოძრაობდა.

"არაერთ ეკიპაჟს ჩავუარეთ და არ გავუჩერებივართ. არავითარი ჩხუბის ინციდენტი არ ყოფილა არც დილით და არც საღამოს. მანქანაში იარაღი რომ გვქონოდა, ვინ გააჩერებდა მანქანას", - აღნიშნა მიქაბერიძემ. მისივე თქმით, იარაღის ჩადება ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ მოხდა.

ია მეტრეველი მოითხოვს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალას ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

ასევე იხილეთ:

"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18)

კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ - ია მეტრეველი

-"არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ