ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის აეროპორტში რამდენიმე შეიარაღებულმა მამაკაცმა გაქურდა თვითმფრინავი, რომელშიც ციურიხში გადასატანად გამზადებული ალმასები იდო.
ბელგიური ტელევიზიის ინფორმაციით, მძარცველებმა 467 მილიონის ღირებულების 10 კილოგრამი ალმასი გაიტაცეს.
მძარცველებმა ბელგიის დედაქალაქის მთავარი აეროპორტის დახურულ ზონაში ღობის მეშვეობით შეაღწიეს, რომელიც ჩაამტვრიეს.
აეროპორტის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მძარცველები ორი მანქანით იყვნენ. ისინი იარაღით დაემუქრნენ თვითმფრინავის დაცვის წევრებს, თუმცა გასროლა არ მოუხდენიათ და არც არავინ დაშავებულა. თვითმფრინავს ალმასები ციურიხში, კომპანია Brinks-ში გადაჰქონდა.
ინციდენტიდან რამდენიმე საათში ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის ერთ-ერთ გარეუბანში აღმოაჩინა ერთ-ერთი დამწვარი მანქანა, რომლითაც მძარცველები აეროპორტში მივიდნენ.
მომზადებულია timeslive.co.za-ს მიხედვით.