Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე ინდოელები მთელი საქართველოს მიწებს იყიდიან''
"მალე ინდოელები მთელი საქართველოს მიწებს იყიდიან''

სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დო­ე­ლი პენ­ჯა­ბე­ლი ფერ­მე­რე­ბი მი­წის ნაკ­ვე­თებს ყი­დუ­ლო­ბენ. ინ­დო­ეთ­ში მი­წის მა­ღა­ლი ფა­სე­ბი პენ­ჯა­ბელ ფერ­მე­რებს აი­ძუ­ლებს, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა­ში გად­მო­სახ­ლდნენ. ერთ-ერთი პენ­ჯა­ბე­ლი ფერ­მე­რი, 26 წლის გურ­მიტ სინ­გჰი, 6 თვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლდა. მან წნო­რის მახ­ლობ­ლად, ალაზ­ნის ველ­ზე 10 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი 16 000 დო­ლა­რად იყი­და. სინ­გჰი თა­ვის თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­საც უკავ­შირ­დე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წის სა­ვარ­გუ­ლე­ბის და­ბა­ლი ფა­სე­ბის შე­სა­ხებ. გურ­მიტ სინ­გჰი დას­ძენს, რომ ალაზ­ნის ველ­ზე უკვე 50 პენ­ჯა­ბელ­მა ოჯახ­მა იყი­და სა­ვარ­გუ­ლე­ბი.

"ბევ­რი ნა­თე­სა­ვი და ახ­ლო­ბე­ლი მყავს ინ­დო­ეთ­ში. მინ­და, რომ მა­თაც ნა­ხონ სარ­გე­ბე­ლი, ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სარ­ფი­ან ფა­სად შე­ი­ძი­ნონ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი. მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბიც მომ­წონს. ჩემ­თვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბის აღმსა­რებ­ლებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს სინ­გჰი.

"კა­ხეთ­ში ინ­დო­ე­ლე­ბი მა­სობ­რი­ვად ყი­დუ­ლო­ბენ მი­წებს. კა­ხე­ლე­ბი ჩა­ლის ფა­სად ყი­დინ მი­წის ნაკ­ვე­თებს, რად­გან ეკო­ნო­მი­უ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რეა ქვე­ყა­ნა­ში. მიწა არ გა­მი­ყი­დია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკი­დუ­რე­სად ვარ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი. არ მინ­და ქარ­თულ მი­წა­ზე და­ფუძნ­დნენ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. მალე ინ­დო­ე­ლე­ბი მთელს სა­ქარ­თვე­ლოს იყი­დი­ან", - ამ­ბობს წნო­რის მკვიდ­რი გივი გზი­რიშ­ვი­ლი.

სრუ­ლი ვერ­სია

"კა­ხე­თის ხმა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"მალე ინდოელები მთელი საქართველოს მიწებს იყიდიან''

"მალე ინდოელები მთელი საქართველოს მიწებს იყიდიან''

საქართველოში ინდოელი პენჯაბელი ფერმერები მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ. ინდოეთში მიწის მაღალი ფასები პენჯაბელ ფერმერებს აიძულებს, ჩვენი ქვეყანაში გადმოსახლდნენ. ერთ-ერთი პენჯაბელი ფერმერი, 26 წლის გურმიტ სინგჰი, 6 თვეა, რაც საქართველოში დასახლდა. მან წნორის მახლობლად, ალაზნის ველზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 16 000 დოლარად იყიდა. სინგჰი თავის თანასოფლელებსაც უკავშირდება და ინფორმაციას აწვდის საქართველოში მიწის სავარგულების დაბალი ფასების შესახებ. გურმიტ სინგჰი დასძენს, რომ ალაზნის ველზე უკვე 50 პენჯაბელმა ოჯახმა იყიდა სავარგულები. 

"ბევრი ნათესავი და ახლობელი მყავს ინდოეთში. მინდა, რომ მათაც ნახონ სარგებელი, ჩამოვიდნენ საქართველოში და სარფიან ფასად შეიძინონ მიწის ნაკვეთები. მიყვარს საქართველო,  ქართველი ხალხი და ქართული კერძებიც მომწონს. ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს სხვა სარწმუნოების აღმსარებლებთან თანაცხოვრება", - აღნიშნავს სინგჰი.

"კახეთში ინდოელები მასობრივად ყიდულობენ მიწებს. კახელები ჩალის ფასად ყიდინ მიწის ნაკვეთებს, რადგან ეკონომიური სიდუხჭირეა ქვეყანაში. მიწა არ გამიყიდია, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად ვარ გაჭირვებული. არ მინდა ქართულ მიწაზე დაფუძნდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მალე ინდოელები მთელს საქართველოს იყიდიან", - ამბობს წნორის მკვიდრი გივი გზირიშვილი.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"