პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვანცა ბაგრატიონის ეროტიკული კლიპი და სიმღერა, რომელიც ბერას აღარ მიუძღვნა
გვანცა ბაგრატიონის ეროტიკული კლიპი და სიმღერა, რომელიც ბერას აღარ მიუძღვნა

გვან­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო. გო­გო­ნა, რო­მელ­მაც "იუ­თუბ­ზე" და­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე რეპ-ვი­დე­ო­თი გახ­და ცნო­ბი­ლი, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი სიმ­პა­თი­ას არ მა­ლავ­და და ძა­ლი­ან უნ­დო­და მისი გაც­ნო­ბა. ეს დღემ­დე ვერ მო­ა­ხერ­ხა, სა­მა­გი­ე­როდ, შეძ­ლე­ბულ შეყ­ვა­რე­ბულს კვლავ ეძებს. თა­ვი­სი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო გვან­ცა ხში­რად ხდე­ბო­და ბე­რას თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის აგ­რე­სი­ის ობი­ექ­ტი.

გვან­ცამ ახ­ლა­ხან თა­ვი­სი პირ­ვე­ლი კლი­პი ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გა­ავ­რცე­ლა და პრე­მი­ე­რა ერთ-ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხის ეთერ­ში შედ­გა, თუმ­ცა კლი­პის ერო­ტი­კუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხო­ლოდ სა­ღა­მოს ბა­დე­ში ტრი­ა­ლებს. სიმ­ღე­რის სა­ხელ­წო­დე­ბაა "იოც­ნე­ბე ჩემ­ზე". ვი­ნა­ი­დან ოც­ნე­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ბოლო წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია და გვან­ცაც აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კობ­და ბე­რა­ზე, ბევ­რმა ჩათ­ვა­ლა, რომ ეს სიმ­ღე­რაც ბე­რას ეძღვნე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი იტყო­და, ნუ­რას უკაც­რა­ვად, გვან­ცამ ეს სიმ­ღე­რა უბ­რა­ლოდ გარ­თო­ბა­სა და ზო­გა­დად, ბი­ჭებს მი­უ­ძღვნა და არა ერთ ადა­მი­ანს.

კლი­პი იმ­დე­ნად თა­მა­მია, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი აგ­რე­სი­უ­ლი და ირო­ნი­უ­ლი შე­ფა­სე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა. მა­მა­კა­ცებს გვან­ცას სექ­სუ­ა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი და საც­ვლე­ბის ამა­რა დარ­ჩე­ნი­ლი რე­პე­რი გო­გო­ნა მოს­წონთ, მაგ­რამ არ მოს­წონთ ტექ­სტი, ვი­ნა­ი­დან ფიქ­რო­ბენ, რომ ის რით­მი­დან არის ამო­ვარ­დნი­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი სი­შიშ­ვლე შო­უ­ბიზ­ნე­სის არც ერთი წარ­მო­მად­გენ­ლის­გან არ გვი­ნა­ხავს, კლი­პის ბო­ლოს გვან­ცა ლიფ­საც იხ­დის, ერთ-ერთ კადრში კი მკერდს მხო­ლოდ გრძე­ლი თმა უფა­რავს.

"ფე­ის­ბუქ­ზე" რე­პე­რის ახა­ლი კლი­პი სწრა­ფად გავ­რცელ­და და ერ­თგვარ ვირუ­სულ ვი­დე­ო­დაც იქცა. ბევ­რის შე­ფა­სე­ბით, ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გვარს ეს არ მო­ე­წო­ნე­ბა, თუმ­ცა, ად­რეც ვწერ­დით და თა­ვად გვან­ცაც ამ­ბობს, რომ ბაგ­რა­ტი­ო­ნი მისი ფსევ­დო­ნი­მია. ნამ­დვი­ლი გვა­რის გამ­ხე­ლის­გან გვან­ცა თავს იკა­ვებს. მას კლი­პის ამ­ბე­ბის გა­მო­სა­კი­თხად და­ვუ­კავ­შირ­დი.

გვან­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნი:

- ეს ჩემი პირ­ვე­ლი კლი­პია. სიმ­ღე­რა­ზე "იოც­ნე­ბე ჩემ­ზე" კლი­პი "ვერ­სუს სტუ­დი­ომ" გა­და­მი­ღო, კონ­კრე­ტუ­ლად კი, თენ­გო დო­ლი­ძემ და რო­მან სი­მო­ნი­ან­მა. მე­ლო­დია ინ­ტერ­ნე­ტი­დან არის, ტექ­სტი კი ჩე­მია, თა­ვად დავ­წე­რე. ეს სიმ­ღე­რა გარ­თო­ბას ეძღვნე­ბა.

- ბე­რას არა?

- არა, ამ­ჯე­რად არა­ვის­თვის არ მი­მი­ძღვნია.

- არც ბი­ჭე­ბის­თვის?

- ზო­გა­დად ბი­ჭებს ალ­ბათ ეძღვნე­ბა (იცი­ნის). ასე­თი ტექ­სტია: "მი­ყუ­რე მე, დატ­კბი კვლავ, ოც­ნე­ბებ­ში ჩემ­თან ხარ..." ყვე­ლამ იფიქ­რა, რომ ეს სი­ტყვე­ბი ბე­რას ეძღვნე­ბო­და და ჩემ მი­მართ დიდი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და.

- ბე­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე აღარ ფიქ­რობ?

- არა, რა­ტომ არა, მაგ­რამ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რებს თავს ვა­რი­დებ ხოლ­მე, რად­გან ფა­ნე­ბის აგ­რე­სია ზოგ­ჯერ მას­ზეც ინაც­ვლებს და არ მინ­და, საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი შე­ვუ­შა­ლო.

- შენი სიმ­ღე­რის ტექსტს ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. გოგო მოგ­ვწონს, რეპი არა, რითმში არ ჯდე­ბაო, ასე წე­რენ.

- (იცი­ნის) სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, რა­ღაც ზოგს მო­ე­წო­ნე­ბა, ზოგს - არა. ძი­რი­თა­დად ეს შე­ფა­სე­ბე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ვისი აზ­რიც მა­ინ­ტე­რე­სებს, იმათ და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს.

- კლი­პი ძა­ლი­ან ერო­ტი­კუ­ლი გა­მო­ვი­და.

- მინ­დო­და, შო­უ­ბიზ­ნეს­ში სი­ახ­ლე შე­მო­მე­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად ასე­თი კლი­პე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ არის. ეს ალ­ბათ ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ხდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან აგ­რე­სი­ას ერი­დე­ბი­ან. უკ­ვირთ ქარ­თვე­ლებს, რა­ტომ არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი. იმი­ტომ, რომ შო­უ­ბიზ­ნეს­ში გა­მო­ჩე­ნის სურ­ვილს და­გი­კარ­გა­ვენ, ისე­თი რე­აქ­ცი­ე­ბი აქვთ, მაგ­რამ მე ეს სურ­ვი­ლი არ და­მი­კარ­გავს და უკე­თე­სი სი­ახ­ლე­ე­ბი მაქვს, რომ­ლებ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ურპრი­ზად დავ­ტო­ვებ.

- ინ­ტერ­ნეტ­ში შენი კლი­პის კო­მენ­ტა­რებ­ში ბევ­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რამ წა­ვი­კი­თხე.

- ეს კრი­ტი­კა არ არის და შე­უ­რა­ცხყო­ფაა. მინ­და ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, როცა ადა­მი­ა­ნი საც­ვლებ­ში ცეკ­ვავს, მას მე­ძავს ეძა­ხი­ან. არა­და, რა­ტომ არის მე­ძა­ვი? ეს არის შოუ. ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კარ­გად ჩაც­მუ­ლი მე­ძა­ვი არ უნა­ხავთ? გული მწყდე­ბა, რომ ხალ­ხს შოუ ასე ცუ­დად ეს­მის.

ჩემი კლი­პი არის სუფ­თა ერო­ტი­კა, შიშ­ვე­ლი ვარ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, არა­ფე­რი ჩანს.

- შენი ახ­ლობ­ლე­ბი რო­გორ უყუ­რე­ბენ შენ გა­შიშ­ვლე­ბას?

- უყუ­რე­ბენ, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბას.

- ორი მა­მა­კა­ცი რე­ჟი­სო­რი გყო­ლია და გა­და­ღე­ბებ­ზე თავს უხერ­ხუ­ლად არ გრძნობ­დი?

- არა, ჩვენ ერთი ჯგუ­ფი ვართ, შე­თან­ხმე­ბუ­ლად ვმოქ­მე­დებთ და უხერ­ხუ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ გყავ­დეს, ალ­ბათ, არ მო­ე­წო­ნე­ბო­და ეს კლი­პი.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მყავს, მაგ­რამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არა. ძი­ე­ბა­ში ვარ (იღი­მე­ბა).

- რო­გორს ეძებ?

- ჩვე­უ­ლებ­რივს. რო­გო­რიც სიმ­ღე­რა­შია... ჩემი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ფე­რისს და შეძ­ლე­ბულს. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მო­ე­წო­ნოს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, შენ მოგ­წონ­დეს. ისე, სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ძა­ლი­ა­ნაც არ ვე­ძებ, ბედს ვენ­დო­ბი (იცი­ნის).

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გვანცა ბაგრატიონის ეროტიკული კლიპი და სიმღერა, რომელიც ბერას აღარ მიუძღვნა

გვანცა ბაგრატიონის ეროტიკული კლიპი და სიმღერა, რომელიც ბერას აღარ მიუძღვნა

გვანცა ბაგრატიონი საზოგადოებამ ჩვენი ჟურნალის საშუალებით გაიცნო. გოგონა, რომელმაც "იუთუბზე" დადებული რამდენიმე რეპ-ვიდეოთი გახდა ცნობილი, ბერა ივანიშვილისადმი სიმპათიას არ მალავდა და ძალიან უნდოდა მისი გაცნობა. ეს დღემდე ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, შეძლებულ შეყვარებულს კვლავ ეძებს. თავისი გამონათქვამების გამო გვანცა ხშირად ხდებოდა ბერას თაყვანისმცემლების აგრესიის ობიექტი.

გვანცამ ახლახან თავისი პირველი კლიპი ინტერნეტის საშუალებითაც გაავრცელა და პრემიერა ერთ-ერთი მუსიკალური არხის ეთერში შედგა, თუმცა კლიპის ეროტიკულობიდან გამომდინარე, მხოლოდ საღამოს ბადეში ტრიალებს. სიმღერის სახელწოდებაა "იოცნებე ჩემზე". ვინაიდან ოცნება და ივანიშვილების ოჯახი ბოლო წელიწად-ნახევარია, საქართველოში გაიგივებულია და გვანცაც აქტიურად ლაპარაკობდა ბერაზე, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს სიმღერაც ბერას ეძღვნება, მაგრამ, როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა, ნურას უკაცრავად, გვანცამ ეს სიმღერა უბრალოდ გართობასა და ზოგადად, ბიჭებს მიუძღვნა და არა ერთ ადამიანს.

კლიპი იმდენად თამამია, რომ ინტერნეტში ბევრი აგრესიული და ირონიული შეფასებაც დაიმსახურა. მამაკაცებს გვანცას სექსუალური მოძრაობები და საცვლების ამარა დარჩენილი რეპერი გოგონა მოსწონთ, მაგრამ არ მოსწონთ ტექსტი, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ის რითმიდან არის ამოვარდნილი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მსგავსი სიშიშვლე შოუბიზნესის არც ერთი წარმომადგენლისგან არ გვინახავს, კლიპის ბოლოს გვანცა ლიფსაც იხდის, ერთ-ერთ კადრში კი მკერდს მხოლოდ გრძელი თმა უფარავს.

"ფეისბუქზე" რეპერის ახალი კლიპი სწრაფად გავრცელდა და ერთგვარ ვირუსულ ვიდეოდაც იქცა. ბევრის შეფასებით, ბაგრატიონების გვარს ეს არ მოეწონება, თუმცა, ადრეც ვწერდით და თავად გვანცაც ამბობს, რომ ბაგრატიონი მისი ფსევდონიმია. ნამდვილი გვარის გამხელისგან გვანცა თავს იკავებს. მას კლიპის ამბების გამოსაკითხად დავუკავშირდი.

გვანცა ბაგრატიონი:

- ეს ჩემი პირველი კლიპია. სიმღერაზე "იოცნებე ჩემზე" კლიპი "ვერსუს სტუდიომ" გადამიღო, კონკრეტულად კი, თენგო დოლიძემ და რომან სიმონიანმა. მელოდია ინტერნეტიდან არის, ტექსტი კი ჩემია, თავად დავწერე. ეს სიმღერა გართობას ეძღვნება.

- ბერას არა?

- არა, ამჯერად არავისთვის არ მიმიძღვნია.

- არც ბიჭებისთვის?

- ზოგადად ბიჭებს ალბათ ეძღვნება (იცინის). ასეთი ტექსტია: "მიყურე მე, დატკბი კვლავ, ოცნებებში ჩემთან ხარ..." ყველამ იფიქრა, რომ ეს სიტყვები ბერას ეძღვნებოდა და ჩემ მიმართ დიდი აგრესია წამოვიდა.

- ბერასთან ურთიერთობაზე აღარ ფიქრობ?

- არა, რატომ არა, მაგრამ მასთან დაკავშირებით კომენტარებს თავს ვარიდებ ხოლმე, რადგან ფანების აგრესია ზოგჯერ მასზეც ინაცვლებს და არ მინდა, საქმიანობაში ხელი შევუშალო.

- შენი სიმღერის ტექსტს ინტერნეტში ბევრი კრიტიკა მოჰყვა. გოგო მოგვწონს, რეპი არა, რითმში არ ჯდებაო, ასე წერენ.

- (იცინის) საერთოდ, ნებისმიერი ადამიანის გემოვნება ინდივიდუალურია, რაღაც ზოგს მოეწონება, ზოგს - არა. ძირითადად ეს შეფასებები არ მაინტერესებს. ვისი აზრიც მაინტერესებს, იმათ დადებითად შეაფასეს.

- კლიპი ძალიან ეროტიკული გამოვიდა.

- მინდოდა, შოუბიზნესში სიახლე შემომეტანა. საქართველოში ძირითადად ასეთი კლიპები აქტუალური არ არის. ეს ალბათ ხალხის დამოკიდებულების გამო ხდება. საზოგადოებისგან აგრესიას ერიდებიან. უკვირთ ქართველებს, რატომ არ არსებობს საქართველოში შოუბიზნესი. იმიტომ, რომ შოუბიზნესში გამოჩენის სურვილს დაგიკარგავენ, ისეთი რეაქციები აქვთ, მაგრამ მე ეს სურვილი არ დამიკარგავს და უკეთესი სიახლეები მაქვს, რომლებსაც ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ.

- ინტერნეტში შენი კლიპის კომენტარებში ბევრი შეურაცხმყოფელი რამ წავიკითხე.

- ეს კრიტიკა არ არის და შეურაცხყოფაა. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში, როცა ადამიანი საცვლებში ცეკვავს, მას მეძავს ეძახიან. არადა, რატომ არის მეძავი? ეს არის შოუ. ტანსაცმელში გამოწყობილი კარგად ჩაცმული მეძავი არ უნახავთ? გული მწყდება, რომ ხალხს შოუ ასე ცუდად ესმის.

ჩემი კლიპი არის სუფთა ეროტიკა, შიშველი ვარ, მაგრამ ძირითადად, არაფერი ჩანს.

- შენი ახლობლები როგორ უყურებენ შენ გაშიშვლებას?

- უყურებენ, როგორც ხელოვნებას.

- ორი მამაკაცი რეჟისორი გყოლია და გადაღებებზე თავს უხერხულად არ გრძნობდი?

- არა, ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ, შეთანხმებულად ვმოქმედებთ და უხერხულობა არ ყოფილა.

- შეყვარებული რომ გყავდეს, ალბათ, არ მოეწონებოდა ეს კლიპი.

- თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ შეყვარებული არა. ძიებაში ვარ (იღიმება).

- როგორს ეძებ?

- ჩვეულებრივს. როგორიც სიმღერაშია... ჩემი გემოვნების შესაფერისს და შეძლებულს. შეიძლება, ვიღაცას შენი შეყვარებული არ მოეწონოს, მაგრამ მთავარია, შენ მოგწონდეს. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიანაც არ ვეძებ, ბედს ვენდობი (იცინის).

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება