პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა
ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა

დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ი­ტა­ნა. კად­რე­ბი დღეს­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც, რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია აცხა­დებს, ჩანს, თუ რა მოხ­და 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან.

კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­უ­ლო­ბენ ავ­ტო­მატ "კა­ლაშ­ნი­კოვს" და პის­ტო­ლეტს.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ­ყო­ფე­ბა და აპი­რებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს კად­რე­ბი არ არის სრუ­ლი ვერ­სია, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ მო­ი­პო­ვა.

რო­გორც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა აცხა­დებს, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დროს მან და­ად­გი­ნა, რომ ამ მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან არც ერთი არ იყო ბუტა რო­ბა­ქი­ძის მე­გო­ბა­რი, მხო­ლოდ ერთი იყო ნაც­ნო­ბი. "ბუტა რო­ბა­ქი­ძე შემ­თხვე­ვით არის მოხ­ვედ­რი­ლი ამ მან­ქა­ნა­ში. ეს მან­ქა­ნა შუა დღეს "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­თან მომ­ხდარ ჩხუბ­ში ფი­გუ­რი­რებ­და, რა დრო­საც ჩხუ­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე უნდა ყო­ფი­ლი­ყო დაჭ­რი­ლი და ეს მან­ქა­ნა გა­და­ცე­მუ­ლი იყო და­კა­ვე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ფირ­ცხა­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, მის­თვის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ზა­ფხულ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ არ­სე­ბობ­და კად­რე­ბი და ვახ­ტანგ კო­მა­ხი­ძის სა­ხე­ლით, რა­ღაც ჯგუ­ფი თბი­ლის­ში აპი­რებ­და სარ­ფი­ა­ნად გა­ე­ყი­დათ ის, რაც გა­და­ღე­ბუ­ლი იყო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

"მე მო­ვი­პო­ვე ეს კად­რე­ბი. ეს არის უმ­ძი­მე­სი, სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი. ერთი ცალი ნივთმტკი­ცე­ბად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მო­ვი­ტა­ნე. ეს კად­რე­ბი მხო­ლოდ ჩემს შვილს აქვს ნა­ნა­ხი, რო­მე­ლიც არის 21 წლის. ჩემს შვილ­საც არ სჯე­რო­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ფირ­ცხა­ლა­ვამ.

მისი თქმით, მის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი, რა­ტომ იც­რუ­ეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, რომ მან­ქა­ნა­ში ია­რა­ღი არ იყო.

ფირ­ცხა­ლა­ვამ დას­ძი­ნა, რომ ამ საქ­მის პრო­კუ­რო­რებს აცი­ლე­ბას მის­ცე­მენ "თუ სა­ერ­თოდ აზრი აქვს ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას".

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა

ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.

კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.

ირაკლი ფირცხალავა პროკურატურაში იმყოფება და აპირებს, აღნიშნული ვიდეომასალა მთავარ პროკურატურას გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ეს კადრები არ არის სრული ვერსია, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა.

როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანაში. ეს მანქანა შუა დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე", - განაცხადა ფირცხალავამ.

მისივე თქმით, მისთვის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ არსებობდა კადრები და ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდათ ის, რაც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე.

"მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი, საშინელი კადრები. ერთი ცალი ნივთმტკიცებად პროკურატურაში მოვიტანე. ეს კადრები მხოლოდ ჩემს შვილს აქვს ნანახი, რომელიც არის 21 წლის. ჩემს შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეირაღებული", - განაცხადა ფირცხალავამ.

მისი თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რატომ იცრუეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შემდეგ, რომ მანქანაში იარაღი არ იყო.

ფირცხალავამ დასძინა, რომ ამ საქმის პროკურორებს აცილებას მისცემენ "თუ საერთოდ აზრი აქვს ამ საქმის გამოძიებას".

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ