6 თებერვალს მომღერალი სოფო ნიჟარაძე იუბილარი იყო. ამ დღესთან დაკავშირებით მომღერალმა უამრავი მილოცვა მიიღო. ერთ-ერთმა მილოცვამ კი სოფო თურმე შოკში ჩააგდო და კარგა ხანს გონზე ვერ მოდიოდა.
როგორც სოფოს მეგობრები ჰყვებიან, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მანქანით მიმავალი ნინა წკრიალაშვილი და იუბილარი სოფო პატრულმა გააჩერა და დაახლოებით ათი წუთი არ უშვებდა. გაჩერების მიზეზსაც არ ეუბნებოდნენ. სოფო ძალიან გაბრაზებულა. ამ დროს პატრულის მეორე მანქანა მივიდა და სოფოს ვარდების დიდი თაიგული გადასცეს. სოფომ ამ მომენტის ამსახველი ფოტო "ფეისბუქზე" დადო და კომენტარიც დაურთო, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო სიურპრიზი იყო. როგორც ამბობენ, სოფოს თაიგული პრეზიდენტმა გაუგზავნა. გახარებული სოფო თურმე მეგობრებს ემოციებს არ უმალავდა და ამბობდა, როგორ ვუყვარვარ, რომ ასეთი დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, მაინც ჩემზე ფიქრობსო.
უკვე დიდი ხანია, აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს ერთმანეთი ძალიან უყვართ, ამიტომაც არავის უკვირდა სოფოს მიუზიკლებში მიღებული მთავარი როლები და აშკარა პრივილეგიები. ზოგს მათი დიდი სიყვარულის არ სჯერა, სოფო პრეზიდენტის მორიგი გატაცება ჰგონია და ამბობენ, თუკი ასე ძალიან უყვარს, ცოლად რატომ არ მოჰყავსო. ამ კითხვაზეც არსებობს რამდენიმე პასუხი. ერთი ვერსიით, პრეზიდენტმა პატრიარქს სთხოვა კურთხევა სოფოს ცოლად მოყვანაზე და უარი მიიღო. პრეზიდენტისა და სოფო ნიჟარაძის ერთად არყოფნის მეორე მიზეზი თავად სოფოა. როგორც ამბობენ, სოფომ უთხრა უარი ცოლობაზე, სანამ პრეზიდენტი იქნები, არ გამოგყვები, ისე რომ არ გამოვიდეს, თითქოს პრეზიდენტობის გამო მინდა შენთან ყოფნაო. ახლო მეგობრებს სოფომ თურმე ისიც გაუმხილა, რომ ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალების" წაგებაზე ოცნებობდა, რადგან მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალების" ხელისუფლებიდან წასვლა საყვარელ ადამიანზე მის გათხოვებას დააჩქარებდა. თუ ეს ყველაფერი მართალია, გამოდის, რომ სოფო ნიჟარაძეს ერთი სურვილი არჩევნებთან დაკავშირებით უკვე შეუსრულდა. მართლა უყვართ თუ არა მომღერალს და პრეზიდენტს ერთმანეთი, ამას მალე შევიტყობთ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ხომ სულ ცოტა დრო რჩება.
(გამოდის ორშაბათობით)