მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ ერთი მოსამართლე შესაბამისი განათლების გარეშე?
კიდევ ერთი მოსამართლე შესაბამისი განათლების გარეშე?

"გუ­რია ნი­უ­სი" რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლის, მაია გი­გა­უ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­სუ­ლით და­ინ­ტე­რეს­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­მო­სა­მარ­თლო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა თსუ-ს ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრო­ფე­სი­ა­თა ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი.

"გუ­რია ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაია გი­გა­უ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის, გია ხუ­როშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ხუ­როშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, მაია ივა­ნი­ძის მდივ­ნი­სა და თა­ნა­შემ­წის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. ივა­ნი­ძე და ხუ­როშ­ვი­ლი ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­დნენ იმ ფა­კულ­ტეტ­ზე, რო­მე­ლიც გი­გა­ურ­მა და­ამ­თავ­რა მა­თი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ით და დახ­მა­რე­ბით. მაია გი­გა­ურ­მა 2002 წელს და­ამ­თავ­რა თსუ-ს ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრო­ფე­სი­ა­თა ფა­კულ­ტე­ტი სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით. დიპ­ლომ-სერ­თი­ფი­კა­ტის აღე­ბის შემ­დეგ კი ნა­თე­სა­ვი სამ­სა­ხურ­ში მო­ა­წყვეს და მო­სა­მარ­თლის მან­ტი­აც მო­ას­ხეს.

მაია გი­გა­უ­რი და­ი­ბა­და 1980 წლის 31 მარტს ქა­ლაქ მცხე­თა­ში; 1997 წელს და­ამ­თავ­რა მცხე­თის #1 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა; 2002 წელს და­ამ­თავ­რა თსუ ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრო­ფე­სი­ა­თა ფა­კულ­ტე­ტი სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით; 2004-2005 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­ლე­გი­ის სხდო­მის მდივ­ნის და მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე; 2005-2009 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე; 2009-2010 წლებ­ში იყო იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლის მსმე­ნე­ლი; 2010 წლის 6 აგ­ვის­ტოს და­ი­ნიშ­ნა სო­ხუ­მი­სა და გაგ­რა-გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ; ამა­ვე პე­რი­ო­დი­დან მო­სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

კიდევ ერთი მოსამართლე შესაბამისი განათლების გარეშე?

კიდევ ერთი მოსამართლე შესაბამისი განათლების გარეშე?

"გურია ნიუსი" რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის, მაია გიგაურის პროფესიული წარსულით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ სამოსამართლო საქმიანობას ეწევა თსუ-ს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, მაია გიგაური საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის ნათესავია და წლების განმავლობაში მუშაობდა ხუროშვილის მეუღლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მაია ივანიძის მდივნისა და თანაშემწის თანამდებობებზე. ივანიძე და ხუროშვილი ლექციებს კითხულობდნენ იმ ფაკულტეტზე, რომელიც გიგაურმა დაამთავრა მათივე რეკომენდაციით და დახმარებით. მაია გიგაურმა 2002 წელს დაამთავრა თსუ-ს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. დიპლომ-სერთიფიკატის აღების შემდეგ კი ნათესავი სამსახურში მოაწყვეს და მოსამართლის მანტიაც მოასხეს.

მაია გიგაური დაიბადა 1980 წლის 31 მარტს ქალაქ მცხეთაში; 1997 წელს დაამთავრა მცხეთის #1 საშუალო სკოლა; 2002 წელს დაამთავრა თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით; 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივნის და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებზე; 2005-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე; 2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2010 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; ამავე პერიოდიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა