საზოგადოება
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - მივიღებ კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი - მივიღებ კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს

მი­ვი­ღებ კრი­ტი­კას, მაგ­რამ კრი­ტი­კა უნდა იყოს ობი­ექ­ტუ­რი და არა - სუ­ბი­ექ­ტუ­რი, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" გა­ნა­ცხა­და.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­სუ­ლი 100 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაც შე­ა­ჯა­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ შსს-ში სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ახლა მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლი­ცი­ის რებ­რე­დინგზე.

ამას­თან, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის პრო­რექ­ტორ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მიერ ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე პრე­ზი­დენ­ტის ცე­მის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­მოთ­ქმულ შე­ნიშ­ვნებს. მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და­ი­კი­თხა და ეს იყო პი­რა­დი სა­კი­თხი.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თენ­გიზ გუ­ნა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­ნა­ვას საქ­მის ფარ­გლებ­ში სამ­სა­ხუ­რი­დან 6 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლის საქ­მეს, მას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­მა კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი გა­მოთ­ქვეს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, მისი და­კი­თხვის ფარ­გლებ­ში მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ დას­ტურ­დე­ბა.

"ჩემი და­ვა­ლე­ბით გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ შე­ის­წავ­ლა ეს სა­კი­თხი და ძა­ლა­დო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა­ზეც შს მი­ნის­ტრმა ისა­უბ­რა, 8 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იყო. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ იყო "სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი", უშუ­ა­ლოდ შს სა­მი­ნის­ტრომ კი მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ირაკლი ღარიბაშვილი - მივიღებ კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს

ირაკლი ღარიბაშვილი - მივიღებ კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს

მივიღებ კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და არა - სუბიექტური, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებაზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განაცხადა.

ღარიბაშვილმა გასული 100 დღის განმავლობაში გაწეული საქმიანობაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ შსს-ში სისტემის რეფორმირების მიზნით რიგი ღონისძიებები გაატარა. მისივე განმარტებით, ახლა მუშაობა მიმდინარეობს პოლიციის რებრედინგზე.

ამასთან, ღარიბაშვილი გამოეხმაურა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, პოლიციის აკადემიის პრორექტორ ლუკა კურტანიძის მიერ ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, დაზარალებული დაიკითხა და ეს იყო პირადი საკითხი.

ირაკლი ღარიბაშვილი თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნავას საქმის ფარგლებში სამსახურიდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლა.

რაც შეეხება ბექა გოჩიაშვილის საქმეს, მასთან დაკავშირებითაც არასამთავრობოებმა კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს, ღარიბაშვილის თქმით, მისი დაკითხვის ფარგლებში მოზარდზე ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.

"ჩემი დავალებით გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა ეს საკითხი და ძალადობა არ დასტურდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შს მინისტრმა ისაუბრა, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ იყო "სათანადო დონეზე მომზადებული", უშუალოდ შს სამინისტრომ კი მინისტრის განმარტებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა