მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - 2005-2012 წლებში საპყრობილეებში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და მათი დიდი ნაწილი მოკლულია
არჩილ კბილაშვილი - 2005-2012 წლებში საპყრობილეებში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და მათი დიდი ნაწილი მოკლულია

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა უახ­ლო­ეს ხან­ში სი­ახ­ლეს მო­ის­მენს, - ამის შე­სა­ხებ სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"როცა პრო­კუ­რა­ტუ­რის ოფის­ში მი­ვე­დით, სამი ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტი დავ­სა­ხეთ - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, სა­ფი­ნან­სო სფე­რო­ში და­ნა­შა­უ­ლი და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ამ დრო­ის­თვის გვაქვს გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ხელ­ყო­ფას შე­ე­ხე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რა ვი­თა­რე­ბა იყო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, თუმ­ცა ამ მხრივ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს მო­ის­მენთ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით 18 სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ორი ათა­სი პა­ტიმ­რის­გან აიღო ჩვე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ყვე­ბი­ან ცე­მის, წა­მე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პა­რა­ლე­ლუ­რად მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­პყრო­ბი­ლე­ში პა­ტი­მარ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად.

"2005-2012 წლებ­ში სა­პყრო­ბი­ლე­ებ­ში 700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის დად­გე­ნა, ვი­ნა­ი­დან წი­ნას­წა­რი მო­ნა­ხა­ზით, რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ მათი დიდი ნა­წი­ლი უბ­რა­ლოდ მოკ­ლუ­ლია", - აღ­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თქმით, წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დით, საქ­მე გვაქვს სის­ტე­მურ სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­ულ­თან.

"ვგეგ­მავთ, რომ როცა ფაქ­ტებს დავ­დებთ და, ეს სა­ვა­რა­უ­დოდ მოხ­დე­ბა მარ­ტის და­სა­წყი­სის­თვის, მას მივ­ცემთ ისეთ სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას, რო­მე­ლიც ახა­ლი სი­ტყვა უნდა იყოს ქარ­თუ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის სის­ტე­მა­ში. კერ­ძოდ, ეს არის სის­ტე­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გა­მოგ­ვივ­ლე­ნია", - დას­ძი­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ფი­ნან­სო სფე­რო­ში ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე­ვე მალე შე­ი­ტყობს "სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვის მი­ლი­ო­ნი­ა­ნი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ".

"ერთ-ერთი ფაქ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია. საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 21 ათა­სი პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტის­თვის თან­ხე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­ცე­მას", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებს, კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ამ კუ­თხი­თაც წინ არის წა­სუ­ლი.

"წინ ვართ წა­სუ­ლი რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე, ასე­ვე წინსვლაა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა ეპი­ზო­დი, რაც უკავ­შირ­დე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ სტა­დი­ებს, სრუ­ლად იქნა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

კბი­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1 ნო­ემ­ბრი­დან 31 იან­ვრის ჩათ­ვლით უწყე­ბა­ში სულ 18.500-ზე მეტი სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­და. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კი, 100-ზე მეტი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე იქნა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

არჩილ კბილაშვილი - 2005-2012 წლებში საპყრობილეებში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და მათი დიდი ნაწილი მოკლულია

არჩილ კბილაშვილი - 2005-2012 წლებში საპყრობილეებში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და მათი დიდი ნაწილი მოკლულია

სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე საზოგადოება უახლოეს ხანში სიახლეს მოისმენს, - ამის შესახებ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ღონისძიებაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

"როცა პროკურატურის ოფისში მივედით, სამი ძირითადი პრიორიტეტი დავსახეთ - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინაშე ჩადენილი დანაშაული, საფინანსო სფეროში დანაშაული და გახმაურებული დანაშაული. ამ დროისთვის გვაქვს გარკვეული პროგრესი იმ დანაშაულების გამოძიების საქმეში, რომელიც ადამიანის უფლებების ხელყოფას შეეხება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში, თუმცა ამ მხრივ უახლოეს პერიოდში კიდევ მნიშვნელოვან სიახლეს მოისმენთ. პროკურატურამ სასჯელაღსრულების სამინისტროს დახმარებით 18 სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული ორი ათასი პატიმრისგან აიღო ჩვენება, რომლებიც ყვებიან ცემის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, პარალელურად მოკვლევა მიმდინარეობს საპყრობილეში პატიმართა გარდაცვალების რეალური მიზეზების დასადგენად.

"2005-2012 წლებში საპყრობილეებში 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. მიმდინარეობს მათი გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა, ვინაიდან წინასწარი მონახაზით, რეალობა ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ მოკლულია", - აღნიშნა კბილაშვილმა.

ამასთან, მთავარი პროკურორის თქმით, წინასწარი ვარაუდით, საქმე გვაქვს სისტემურ სახელმწიფო დანაშაულთან.

"ვგეგმავთ, რომ როცა ფაქტებს დავდებთ და, ეს სავარაუდოდ მოხდება მარტის დასაწყისისთვის, მას მივცემთ ისეთ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ახალი სიტყვა უნდა იყოს ქართული სამართალწარმოების სისტემაში. კერძოდ, ეს არის სისტემური სახელმწიფო დანაშაული, რომელიც აქამდე არ გამოგვივლენია", - დასძინა კბილაშვილმა.

რაც შეეხება საფინანსო სფეროში ჩადენილ დანაშაულებს, მთავარი პროკურორის ინფორმაციით, საზოგადოება ასევე მალე შეიტყობს "სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის მილიონიანი შემთხვევების შესახებ".

"ერთ-ერთი ფაქტი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. საქმე ეხება საქართველოს მასშტაბით 21 ათასი პარტიული აქტივისტისთვის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემას", - აღნიშნა საქართველოს მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, კბილაშვილის თქმით, გამოძიება ამ კუთხითაც წინ არის წასული.

"წინ ვართ წასული რობაქიძის საქმეზე, ასევე წინსვლაა გირგვლიანის საქმეზე. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეპიზოდი, რაც უკავშირდება ამ ადამიანის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ სტადიებს, სრულად იქნა გაყალბებული", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

კბილაშვილის ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით უწყებაში სულ 18.500-ზე მეტი საჩივარი შევიდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი, 100-ზე მეტი საჯარო მოხელე იქნა პასუხისგებაში მიცემული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ