დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურის მაცხოვრებლები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასმელი წყლის სისტემა დაზიანებულია, მილები ხშირად სკდება, დამსკდარ მილებში კი კანალიზაცია აღწევს და წყალს აბინძურებს.
"ყურადღებას არავინ გვაქცევს. დაახლოებით 40 ოჯახი დაბინძურებულ წყალს ვიღებთ. წყლის მილები დაზიანებულია, კანალიზაცია პირდაპირ წყალში ჩადის. იმ წყლის დალევა შეუძლებელია", - ამბობს ფასანაურის მკვიდრი იზო ქავთარაძე.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი