სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტორეპორტიორებმა არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს
ფოტორეპორტიორებმა არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რებ­მა ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ, ნა­თია გე­დე­ნი­ძემ, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძემ და ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძემ მათი საქ­მის ხე­ლახ­ლა გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს.

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბი საქ­მის­თვის გრი­ფის "სა­ი­დუმ­ლო" მოხ­სნას ითხო­ვენ. ამას­თან, ისი­ნი მზად არი­ან, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხონ.

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბი მათ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრას 26 მა­ისს გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს უკავ­ში­რე­ბენ. ისი­ნი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მათ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ.

"ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა ისე­თი არ იყო, რომ­ლის გაძ­ლე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბო­და. ად­გი­ლი ჰქონ­და უფრო ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას - გვერ­დით სა­კან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ჩემი მე­უღ­ლე, გა­რეთ კი, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ.

მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლა­ზე ისა­უბ­რა ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­მა ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბი­ნეს, შე­თი­თხნი­ლი იყო.

ამას­თან, ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე მზად არის, რომ გა­მო­ძი­ე­ბას გა­დას­ცეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია თუ რო­გორ გა­დი­ო­და რე­პე­ტი­ცი­ას ღა­მის ოთხს სა­ათ­ზე ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად.

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის ად­ვო­კატ მი­ხე­ილ ღო­ღა­ძის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი პი­რო­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ საქ­მე ხე­ლახ­ლა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, დად­გეს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, რად­გან ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რებ­მა წა­მე­ბის შე­დე­გად და­იბ­რა­ლეს და­ნა­შა­უ­ლი.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის გამო საქ­მის აღ­ძვრას მო­ი­თხოვს.

ამას­თან, დღეს­ვე გავ­რცელ­და ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია: "ჩვენ ის ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბი ვარ, რომ­ლე­ბიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ გაგ­ვწი­რა და დაგ­ვა­და­ნა­შა­უ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 314-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში (ჯა­შუ­შო­ბა). ჩვე­ნი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, დაგ­ვემ­ტკი­ცე­ბი­ნა ჩვე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა. დღეს დად­გა დრო, სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მოს".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ფოტორეპორტიორებმა არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს

ფოტორეპორტიორებმა არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს

ფოტორეპორტიორებმა ირაკლი გედენიძემ, ნათია გედენიძემ, გიორგი აბდალაძემ და ზურაბ ქურციკიძემ მათი საქმის ხელახლა გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს.

ფოტორეპორტიორები საქმისთვის გრიფის "საიდუმლო" მოხსნას ითხოვენ. ამასთან, ისინი მზად არიან, რომ გამომძიებლის შეკითხვებს უპასუხონ.

ფოტორეპორტიორები მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრას 26 მაისს გადაღებულ ფოტოებს უკავშირებენ. ისინი ჟურნალისტებთან მათზე განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შესახებ საუბრობენ.

"ფიზიკური ზეწოლა ისეთი არ იყო, რომლის გაძლებაც არ შეიძლებოდა. ადგილი ჰქონდა უფრო ფსიქოლოგიურ ზეწოლას - გვერდით საკანში იმყოფებოდა ჩემი მეუღლე, გარეთ კი, არასრულწლოვანი შვილები", - აღნიშნა ირაკლი გედენიძემ.

მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა ფოტორეპორტიორმა ზურაბ ქურციკიძემ და დასძინა, რომ ბრალდება, რომელიც აღიარებინეს, შეთითხნილი იყო.

ამასთან, ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე მზად არის, რომ გამოძიებას გადასცეს ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ გადიოდა რეპეტიციას ღამის ოთხს საათზე ჩვენების მისაცემად.

ფოტორეპორტიორების ადვოკატ მიხეილ ღოღაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები პირობით მსჯავრდებულები არიან და აუცილებელია, რომ საქმე ხელახლა იყოს გამოძიებული, დადგეს გამამართლებელი განაჩენი, რადგან ფოტორეპორტიორებმა წამების შედეგად დაიბრალეს დანაშაული.

ამასთან, ადვოკატი ფოტორეპორტიორების მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამო საქმის აღძვრას მოითხოვს.

ამასთან, დღესვე გავრცელდა ფოტორეპორტიორების განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ჩვენ ის ფოტორეპორტიორები ვარ, რომლებიც წინა ხელისუფლებამ სრულიად უსამართლოდ გაგვწირა და დაგვადანაშაულა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ჯაშუშობა). ჩვენი სურვილის მიუხედავად, არ მოგვეცა საშუალება, დაგვემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა. დღეს დადგა დრო, სამართალმა იზეიმოს".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ