მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბიზნესმენების ანტარქტიდული თავგადასავალი
ქართველი ბიზნესმენების ანტარქტიდული თავგადასავალი

მოგ­ზა­უ­რო­ბის და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, ალ­ბათ, ხში­რად ინატ­რე­ბენ, რომ დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე ცივ კონ­ტი­ნენტზე - ან­ტარ­ქტი­და­ზე მოხ­ვდნენ და ყი­ნუ­ლის სა­მე­ფო­ში იმოგ­ზა­უ­რონ. ასე­თი მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­დნენ "თი-ბი-სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და მისი მო­ად­გი­ლე ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე. მათ სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე იმოგ­ზა­უ­რეს, იქ ქარ­თუ­ლი დრო­შა აღ­მარ­თეს, ყი­ნუ­ლის სა­მე­ფოს ამე­რი­კუ­ლი სად­გუ­რის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბიც გა­და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ კონ­ტი­ნენტზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კაცი, რო­მელ­საც ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამე­რი­კუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ევა­ლე­ბა, ქარ­თვე­ლია. ან­ტარ­ქტი­დუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ექ­სკლუ­ზი­უ­რად უამ­ბეს.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე: - ღვი­ნის კომ­პა­ნია "შატო მუხ­რან­ში" გვყავს ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი პარტნი­ო­რი, შვე­დი ბიზ­ნეს­მე­ნი ფრე­დე­რიკ პა­ულ­სე­ნი, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბუ­ლია მოგ­ზა­უ­რო­ბით და რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი­ცაა. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას აფი­ნან­სებს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს და მათ გა­მო­ცე­მებ­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს. ის დღეს მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც უკვე ნამ­ყო­ფია მსოფ­ლი­ოს რვა­ვე პო­ლუს­ზე. დიახ, რვა პო­ლუს­ზე. თურ­მე დე­და­მი­წას რვა პო­ლუ­სი ჰქო­ნია: ორი გე­ო­ფი­ზი­კუ­რი, ორი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, ორი მაგ­ნი­ტუ­რი და ორიც - მიღ­წე­ვა­დო­ბის პო­ლუ­სი. 2007 წელს პა­ულ­სე­ნი ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე ბა­ტის­კა­ფით ჩა­ეშ­ვა რუ­სე­თის 52-ე ან­ტარ­ქტი­დულ ექ­სპე­დი­ცი­ას­თან ერ­თად, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ არ­ქტი­კის მკვლე­ვა­რი, ამ­ჯე­რად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს ვიცე-სპი­კე­რი არ­ტურ ჩი­ლინ­გა­რო­ვი, მსოფ­ლი­ოს მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ბედ­რიც­კი და სხვე­ბი. მა­შინ ჩი­ლინ­გა­რო­ვის ექ­სპე­დი­ცი­ამ ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუ­სის მახ­ლობ­ლად რუ­სე­თის დრო­შა აღ­მარ­თა, - მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნებ­მა ეს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯი გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

ან­ტარ­ქტი­და­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ექ­სპე­დი­ცი­აა, რო­მელ­საც თვი­თონ ფრე­დე­რი­კი აფი­ნან­სებს. შარ­შან­წინ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ გემი რო­მელ­საც პა­ულ­სე­ნი მერ­ვე პო­ლუს­ზე უნდა მი­ეყ­ვა­ნა, გა­ი­ჩხი­რა ყი­ნულ­ში და მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­და­ი­დო. ამ­ჯე­რად სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე 25 კაცი ორ - წი­თელ და ლურჯ ჯგუ­ფე­ბად ჩა­ვე­დით. ჩვე­ნი ჯგუ­ფი პირ­და­პირ თვითმფრი­ნა­ვით მი­ად­გა ბა­ზას, მე­ო­რე - "თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლე­ბის" გუნ­დი კი სამ­ხრეთ პო­ლუ­სის­კენ ასი კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბუ­ლი მან­ძი­ლი­დან გა­ე­მარ­თა თხი­ლა­მუ­რე­ბით.

- სა­ი­დან გა­დაფ­რინ­დით ან­ტარ­ქტი­და­ზე?

- საკ­მა­ოდ გრძე­ლი მარ­შრუ­ტი გვქონ­და. სულ აქეთ-იქით 76 სა­ა­თი ვიფ­რი­ნეთ. მარ­შრუ­ტი ასე­თი იყო: თბი­ლი­სი-ლონ­დო­ნი-მად­რი­დი-სან­ტი­გო დე ჩილე-პუნ­ტა არე­ნა­სი. ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ორი დღე დავ­ყა­ვით ჩი­ლეს უკი­დუ­რეს სამ­ხრეთ წერ­ტილ­ში, პუნ­ტა არე­ნას­ში. გა­მო­ა­მინ­დე­ბის­თა­ნა­ვე ყი­ნუ­ლის კონ­ტი­ნენტზე გავფრინ­დით რუ­სუ­ლი სა­ბარ­გო თვითმფრი­ნა­ვით, "ილუ­შინ 76-ით", რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში საფ­რე­ნად. 4,5-სა­ა­თი­ა­ნი ფრე­ნის შემ­დეგ და­ვეშ­ვით ან­ტარ­ქტი­დის და­ახ­ლო­ე­ბით შუა ნა­წილ­ში, სად­გურ იუ­ნი­ონ­გლე­სი­ერ­ზე. იქ არ არის აე­როდ­რო­მი ან რა­ი­მე ბაზა თვითმფრი­ნა­ვის მი­სა­ღე­ბად - ხო­მალ­დი პირ­და­პირ ყი­ნულ­ზე ჯდე­ბა. სად­გუ­რი არის კარ­ვე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, სა­დაც ჩვენც კარ­ვებ­ში ვცხოვ­რობ­დით.

- ქარ­თველ მეც­ნი­ერს რო­გორ გა­და­ა­წყდით?

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე: - სამ­წუ­ხა­როდ, მას პი­რა­დად ვერ შევ­ხვდით. სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე არის სკო­ტი­სა და ამუნდსე­ნის ცენ­ტრი, სა­დაც ქარ­თუ­ლი დრო­შა აღვმარ­თეთ. იქ­ვეა ამე­რი­კუ­ლი სად­გუ­რი, სა­დაც ცხოვ­რობს ასამ­დე ადა­მი­ა­ნი. სად­გუ­რი გა­რეგ­ნუ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ შიგ­ნით შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­რო­ბე­ბია იმი­სათ­ვის, რომ გა­რე­სამ­ყა­როს მო­წყვე­ტილ­მა ადა­მი­ან­მა 9 თვე მშვი­დად იცხოვ­როს. მი­ნი­სათ­ბუ­რიც კი აქვთ, რომ ახალ-ახა­ლი პრო­დუქ­ტი ჰქონ­დეთ. ამ­ჯე­რად ამე­რი­კულ სად­გურ­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა: ყი­ნუ­ლი 2000 მ სიღ­რმე­ზე გა­ი­ბურ­ღა და მიმ­დი­ნა­რე­ობს გე­ო­ფი­ზი­კუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით.

აღ­მოჩ­ნდა, რომ აშშ-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტო­რი არის ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი ვლა­დი­მერ პა­პი­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1990 წელს წა­სუ­ლა ამე­რი­კა­ში და ამ­ჟა­მად აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეა. გვე­ა­მა­ყე­ბო­და, რომ ჩვე­ნე­ბურ კაცს ან­დეს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა - ფაქ­ტია, ასეთ ნდო­ბას ხომ მხო­ლოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

მის შე­სა­ხებ, ალ­ბათ, კი­დევ კარ­გა ხანს არ გვე­ცო­დი­ნე­ბო­და, რომ არა ამე­რი­კუ­ლი სად­გუ­რის ბიბ­ლი­ო­თე­კა. ვკი­თხეთ, ქარ­თუ­ლად თუ ჰქონ­დათ წიგ­ნე­ბი. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი ხომ ქარ­თვე­ლი­აო, გვი­პა­სუ­ხეს. მერე ერთი რუსი მთამ­სვლე­ლიც შეგ­ვხვდა, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შხა­რა­ზე ას­ვლა მო­უნ­დო­მე­ბია. ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო უკან დაბ­რუ­ნე­ბა რომ და­უ­პი­რე­ბია, ერთ სვანს უთ­ქვამს, აქ ტრან­სპორ­ტი სამი დღე არ იქ­ნე­ბაო. წა­უყ­ვა­ნია და სამ დღეს უქე­ი­ფე­ბია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი, რომ მო­მა­ტყუა და ავ­ტო­ბუ­სი ყო­ველ­დღე ამო­დი­ო­და, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან კარ­გი ტყუ­ი­ლი იყოო, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ამ­ბობ­და რუსი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ხარ­თო, - ესეც და­ა­მა­ტა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ქართველი ბიზნესმენების ანტარქტიდული თავგადასავალი

ქართველი ბიზნესმენების ანტარქტიდული თავგადასავალი

მოგზაურობის და თავგადასავლების მოყვარულები, ალბათ, ხშირად ინატრებენ, რომ დედამიწის ყველაზე ცივ კონტინენტზე - ანტარქტიდაზე მოხვდნენ და ყინულის სამეფოში იმოგზაურონ. ასეთი მოგზაურობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ "თი-ბი-სი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე. მათ სამხრეთ პოლუსზე იმოგზაურეს, იქ ქართული დროშა აღმართეს, ყინულის სამეფოს ამერიკული სადგურის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნებიც გადაათვალიერეს და აღმოაჩინეს, რომ კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი, რომელსაც ყველა მნიშვნელოვანი ამერიკული სამეცნიერო პროგრამის ხელმძღვანელობა ევალება, ქართველია. ანტარქტიდული თავგადასავლების შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უამბეს.

მამუკა ხაზარაძე: - ღვინის კომპანია "შატო მუხრანში" გვყავს ძალიან ცნობილი პარტნიორი, შვედი ბიზნესმენი ფრედერიკ პაულსენი, რომელიც გატაცებულია მოგზაურობით და რამდენიმე ქვეყნის გეოგრაფიული საზოგადოების წევრიცაა. მოგზაურობისას აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს და მათ გამოცემებსაც უზრუნველყოფს. ის დღეს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელიც უკვე ნამყოფია მსოფლიოს რვავე პოლუსზე. დიახ, რვა პოლუსზე. თურმე დედამიწას რვა პოლუსი ჰქონია: ორი გეოფიზიკური, ორი გეოგრაფიული, ორი მაგნიტური და ორიც - მიღწევადობის პოლუსი. 2007 წელს პაულსენი ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე ბატისკაფით ჩაეშვა რუსეთის 52-ე ანტარქტიდულ ექსპედიციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში იყვნენ არქტიკის მკვლევარი, ამჯერად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი არტურ ჩილინგაროვი, მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ბედრიცკი და სხვები. მაშინ ჩილინგაროვის ექსპედიციამ ჩრდილოეთ პოლუსის მახლობლად რუსეთის დროშა აღმართა, - მოსაზღვრე ქვეყნებმა ეს პროვოკაციული ნაბიჯი გააპროტესტეს.

ანტარქტიდაზე მოგზაურობა ძალიან ძვირად ღირებული ექსპედიციაა, რომელსაც თვითონ ფრედერიკი აფინანსებს. შარშანწინ უნდა წავსულიყავით, მაგრამ გემი რომელსაც პაულსენი მერვე პოლუსზე უნდა მიეყვანა, გაიჩხირა ყინულში და მოგზაურობა გადაიდო. ამჯერად სამხრეთ პოლუსზე 25 კაცი ორ - წითელ და ლურჯ ჯგუფებად ჩავედით. ჩვენი ჯგუფი პირდაპირ თვითმფრინავით მიადგა ბაზას, მეორე - "თავზეხელაღებულების" გუნდი კი სამხრეთ პოლუსისკენ ასი კილომეტრით დაშორებული მანძილიდან გაემართა თხილამურებით.

- საიდან გადაფრინდით ანტარქტიდაზე?

- საკმაოდ გრძელი მარშრუტი გვქონდა. სულ აქეთ-იქით 76 საათი ვიფრინეთ. მარშრუტი ასეთი იყო: თბილისი-ლონდონი-მადრიდი-სანტიგო დე ჩილე-პუნტა არენასი. ამინდის გაუარესების გამო ორი დღე დავყავით ჩილეს უკიდურეს სამხრეთ წერტილში, პუნტა არენასში. გამოამინდებისთანავე ყინულის კონტინენტზე გავფრინდით რუსული საბარგო თვითმფრინავით, "ილუშინ 76-ით", რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ექსტრემალურ სიტუაციებში, დაბალი ტემპერატურის პირობებში საფრენად. 4,5-საათიანი ფრენის შემდეგ დავეშვით ანტარქტიდის დაახლოებით შუა ნაწილში, სადგურ იუნიონგლესიერზე. იქ არ არის აეროდრომი ან რაიმე ბაზა თვითმფრინავის მისაღებად - ხომალდი პირდაპირ ყინულზე ჯდება. სადგური არის კარვების ერთობლიობა, სადაც ჩვენც კარვებში ვცხოვრობდით.

- ქართველ მეცნიერს როგორ გადააწყდით?

ბადრი ჯაფარიძე: - სამწუხაროდ, მას პირადად ვერ შევხვდით. სამხრეთ პოლუსზე არის სკოტისა და ამუნდსენის ცენტრი, სადაც ქართული დროშა აღვმართეთ. იქვეა ამერიკული სადგური, სადაც ცხოვრობს ასამდე ადამიანი. სადგური გარეგნულად განსაკუთრებული არქიტექტურით არ გამოირჩევა, მაგრამ შიგნით შესანიშნავი პირობებია იმისათვის, რომ გარესამყაროს მოწყვეტილმა ადამიანმა 9 თვე მშვიდად იცხოვროს. მინისათბურიც კი აქვთ, რომ ახალ-ახალი პროდუქტი ჰქონდეთ. ამჯერად ამერიკულ სადგურზე უმნიშვნელოვანესი მეცნიერული გამოკვლევები ტარდება: ყინული 2000 მ სიღრმეზე გაიბურღა და მიმდინარეობს გეოფიზიკური დაკვირვებები სპეციალურად შექმნილი აპარატის გამოყენებით.

აღმოჩნდა, რომ აშშ-ის მიერ წარმოებული სამეცნიერო კვლევის პროგრამების დირექტორი არის ქართველი მეცნიერი ვლადიმერ პაპიტაშვილი, რომელიც 1990 წელს წასულა ამერიკაში და ამჟამად აშშ-ის მოქალაქეა. გვეამაყებოდა, რომ ჩვენებურ კაცს ანდეს ძვირად ღირებული სტრატეგიული კვლევების ხელმძღვანელობა - ფაქტია, ასეთ ნდობას ხომ მხოლოდ აღიარებული მეცნიერები იმსახურებენ.

მის შესახებ, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ გვეცოდინებოდა, რომ არა ამერიკული სადგურის ბიბლიოთეკა. ვკითხეთ, ქართულად თუ ჰქონდათ წიგნები. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელმძღვანელი ხომ ქართველიაო, გვიპასუხეს. მერე ერთი რუსი მთამსვლელიც შეგვხვდა, რომელსაც ახალგაზრდობაში შხარაზე ასვლა მოუნდომებია. ამინდის გაუარესების გამო უკან დაბრუნება რომ დაუპირებია, ერთ სვანს უთქვამს, აქ ტრანსპორტი სამი დღე არ იქნებაო. წაუყვანია და სამ დღეს უქეიფებია. მოგვიანებით მივხვდი, რომ მომატყუა და ავტობუსი ყოველდღე ამოდიოდა, მაგრამ ეს ძალიან კარგი ტყუილი იყოო, აღფრთოვანებული ამბობდა რუსი, განსაკუთრებული ხალხი ხართო, - ესეც დაამატა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია