ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის მიზნით ასოციაცია დაფუძნდა

ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის მიზნით ასოციაცია დაფუძნდა

ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის მიზნით ასოციაცია დაფუძნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრიდან აცნობეს, ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება.

ახალი დარგობრივი გაერთიანება ღვინის მწარმოებელმა რამოდენიმე ქართულმა კომპანიამ დააარსა. ასოციაციის მიზანია, გაერთიანებული ძალისხმევით რუს იმპორტიორებთან ხელსაყრელი კავშირების დამყარება.

ახლადშექმილ გაერთიანებას კონსულტაციითა და პროფესიონალთა მომსახურებით საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი დაეხმარება.

"ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებისაკენ ორიენტირებული საზოგადოებრივი გაერთიანების არარსებობამ განაპირობა. ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაცია აპირებს, მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან, ისე "როსპოტრებნადზორთან" და რუს მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ავტორიზებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან", - აცხადებენ საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრში.

პრეზენტაციას ღვინის მწარმოებელი 20-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ