მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენვერის" საქმეზე გასამართლებული პირები გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას და რეპუტაციის აღდგენას ითხოვენ
"ენვერის" საქმეზე გასამართლებული პირები გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას და რეპუტაციის აღდგენას ითხოვენ

"ენ­ვე­რის" საქ­მე­ზე პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა პი­რებ­მა დღეს, ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "გა­ლოგ­რე­ში" პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ასე­ვე, შე­ლა­ხუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­ი­თხო­ვეს.

უცხო ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბი­სა და სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ცხრა პირი და "უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა" "ენ­ვე­რის" საქ­მის­თვის გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლოს" მოხ­სნა­სა და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის იმ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ. რო­გორც ყო­ფილ­მა პა­ტი­მარ­მა და­ვით მეს­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის ბრალს არ აღი­ა­რებს და რე­პუ­ტა­ცი­ის აღ­დგე­ნას ითხოვს:

"მო­ვი­თხოვ, ჩვენს საქ­მე­ზე მო­იხ­სნას გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" და მოხ­დეს ჩვე­ნი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რად­გან მეზ­რდე­ბა შვი­ლე­ბი, ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და არ­სად არ ვა­პი­რებ წას­ვლას", - გა­ნა­ცხა­და მეს­ხი­ძემ.

"პირ­ველ რიგ­ში, მოხ­დეს ჩვე­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, გა­და­ი­ხე­დოს საქ­მე, ამის­თვის სა­ჭი­როა გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლოს" მოხ­სნა. გვინ­და, დაგ­ვიბ­რუ­ნონ ჩვე­ნი სა­ხე­ლი", - აღ­ნიშ­ნა არ­მენ გე­ვორ­ქი­ან­მა.

რო­გორც "უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, "პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ე­ცენ ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბიც, ვინც აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი შე­თი­თხნა".

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 5 მფრი­ნა­ვი, ორი ბა­თუ­მე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ასე­ვე, ერთი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით სას­ჯელს 2010 წლი­დან იხ­დიდ­ნენ. სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი მათ 13 იან­ვარს და­ტო­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ენვერის" საქმეზე გასამართლებული პირები გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას და რეპუტაციის აღდგენას ითხოვენ

"ენვერის" საქმეზე გასამართლებული პირები გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას და რეპუტაციის აღდგენას ითხოვენ

"ენვერის" საქმეზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა დღეს, ბათუმში, სასტუმრო "გალოგრეში" პრესკონფერენცია გამართეს და საქმის ხელახალი გამოძიება, ასევე, შელახული რეპუტაციის რეაბილიტაცია მოითხოვეს.

უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებული ცხრა პირი და "უფლებადამცველთა გაერთიანება" "ენვერის" საქმისთვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნასა და ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლების დასჯას ითხოვენ, რომლებიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებენ. როგორც ყოფილმა პატიმარმა დავით მესხიძემ აღნიშნა, ის ბრალს არ აღიარებს და რეპუტაციის აღდგენას ითხოვს:

"მოვითხოვ, ჩვენს საქმეზე მოიხსნას გრიფი "საიდუმლო" და მოხდეს ჩვენი სრული რეაბილიტაცია, რადგან მეზრდება შვილები, ვარ საქართველოს მოქალაქე და არსად არ ვაპირებ წასვლას", - განაცხადა მესხიძემ.

"პირველ რიგში, მოხდეს ჩვენი რეაბილიტაცია, გადაიხედოს საქმე, ამისთვის საჭიროა გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა. გვინდა, დაგვიბრუნონ ჩვენი სახელი", - აღნიშნა არმენ გევორქიანმა.

როგორც "უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, "პასუხისგებაში უნდა მიეცენ ის ხელმძღვანელი პირებიც, ვინც აღნიშნული ბრალდებები შეთითხნა".

საქართველოს შეიარაღებული ძალების 5 მფრინავი, ორი ბათუმელი ბიზნესმენი, ასევე, ერთი რუსეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს 2010 წლიდან იხდიდნენ. საპატიმროები მათ 13 იანვარს დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ