სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშელ ობამას საყვარელი დიზაინერი
მიშელ ობამას საყვარელი დიზაინერი

მა­იკლ კორ­სი ამე­რი­კე­ლი მო­დუ­რი დი­ზა­ი­ნე­რია. მისი ბრენ­დი Michael Kors ქა­ლის ტან­საც­მელს, აქ­სე­სუ­ა­რებ­სა და პარ­ფი­უ­მე­რი­ას აწარ­მო­ებს.

მა­იკლ კორ­სი ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქა­ლაქ ნიუ-იორკში 1959 წლის 9 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. ნი­ჭი­ერ­მა ახალ­გაზ­რდამ ტან­საც­მლის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბა 19 წლი­სამ და­ი­წყო და ძა­ლი­ან მალე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. 80-იანი წლის და­სა­წყის­ში მა­იკ­ლის ნა­წარ­მი მო­დურ ბუ­ტი­კებ­ში იყი­დე­ბო­და.

იგი ნიუ-იორ­კის მო­დის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. 1981 წელს მისი ტან­საც­მლის ხაზი ამე­რი­კის რამ­დე­ნი­მე ბუ­ტიკ­ში გა­მოჩ­ნდა. მის კო­ლექ­ცი­ებს დიდი კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად და მო­დე­ლებს სა­ხე­ლი გა­უთ­ქვა. კრი­ტი­კო­სებ­მა მას ქა­ლის ტან­საც­მლის მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პირ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი უწო­დეს. 1997 წელს კორ­სი საფ­რან­გე­თის მო­დის სახლ "სე­ლი­ნას" კრე­ა­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რი გახ­და. 2003 წელს მა­იკლმა სა­კუ­თარ ბრენ­დზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბის გამო მო­დის სახ­ლი მი­ა­ტო­ვა და 2004 წელს სა­ბო­ლო­ოდ შე­ი­მუ­შა­ვა სა­პო­დი­უ­მე კო­ლექ­ცი­ას­თან და­მა­ტე­ბით "კორს მა­იკ­ლის" ხაზი, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა სა­შუ­ა­ლო დო­ნედ, სა­პო­დი­უ­მე ხაზ­სა და MICHAEL Michaell Kors-ის შო­რის, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლის ჩან­თე­ბი, ფეხ­საც­მე­ლე­ბი და მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ტან­საც­მე­ლი. ამ­ჟა­მად მა­იკლ კორ­სის ყვე­ლა ხა­ზის ბუ­ტი­კე­ბი მდე­ბა­რე­ობს ნიუ-იორკში, ბე­ვერ­ლი-ჰილზ­ში, პალმ-ბიჩ­სა და ჩი­კა­გო­ში.

შემ­დგომ­ში მა­იკლმა ახალ-ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბი და­ი­პყრო და მალე სა­პა­ტიო ჯილ­დო SFDA მი­ი­ღო, რო­გორც ქა­ლის ტან­საც­მლის სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნერ­მა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­იკ­ლი მა­მა­კა­ცის ტან­საც­მლის შექ­მნი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და მე­ო­რედ გა­და­ე­ცა SFDA-ს სა­პა­ტიო პრე­მია. კორ­სის ყო­ველ ახალ კო­ლექ­ცი­ას მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი და ჰო­ლი­ვუ­დის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბი­ან.

კორ­სის ტან­საც­მლით ისე­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იმო­სე­ბი­ან, რო­გო­რე­ბიც არი­ან მი­შელ ობა­მა, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, ჰა­ი­დი კლუ­მი, კეტ­რინ ზეტა ჯონ­სი და სხვე­ბი.

დი­ზა­ი­ნე­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექტ "პო­დი­უ­მის" არ­ბიტ­რია.

დღე­ის­თვის კორ­სი ნიუ-იორკში ცხოვ­რობს, იგი აქ­ტი­უ­რი გეია. ნიუ-იორკში ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ თა­ვის დიდი ხნის პარტნი­ორ ლენს ლე­პერ­ზე იქორ­წი­ნა.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს სა­ხელ­გან­თქმულ დი­ზა­ი­ნერ­თან:

მა­იკლ კორ­სის დნმ

- ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ მოდა წრე­ზე და­დის და ეს "წრე" უფრო და უფრო ვიწ­როვ­დე­ბა. ძა­ლი­ან ძნე­ლია სა­კუ­თა­რი ნი­შის პოვ­ნა ისე, რომ სა­კუ­თა­რი ბრენ­დის დნმ-ის ერ­თგუ­ლი დარ­ჩე. რა შე­ად­გენს მა­იკლ კორ­სის დნმ-ს?

- შე­უძ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ დაჯ­დე და შენ­თვის დნმ მო­ი­ფიქ­რო, ეს რა­ღაც თა­ვი­სით ხდე­ბა. ჩემი ბრენ­დის დნმ ორ, არა, სამ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ო­ბა­ზე იქ­მნე­ბა. მე იმ ქა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვიზ­რდე­ბო­დი, რომ­ლე­ბიც მო­და­ზე გიჟ­დე­ბოდ­ნენ. დე­და­ჩე­მის­თვის, ქა­ლა­ქუ­რი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­დის მიმ­დევ­რის­თვის, ვფიქ­რობ, მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი ყო­ველ­თვის ჯეკი კე­ნე­დი იყო. ბე­ბი­ა­ჩემს პი­რი­ქით, უჩ­ვე­უ­ლოდ მდიდ­რუ­ლი სტი­ლი მოს­წონ­და, ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლო­რი­ვით მკვეთრ ფე­რებ­სა და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა­ზე გიჟ­დე­ბო­და.

აი, დე­ი­და­ჩე­მი ნამ­დვი­ლი ჰიპი იყო და ჯონი მიტ­ჩე­ლით იყო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი. ვვა­რა­უ­დობ, ამ სამ­მა ახ­ლო­ბელ­მა ადა­მი­ან­მა სა­ბო­ლო­ოდ თა­ნაბ­რად შეს­ძი­ნეს ჩემს ბრენ­დს მდიდ­რუ­ლო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა და ბო­ჰე­მუ­რო­ბა. ვა­მა­ყობ, რომ ისეთ სა­ღა­მოს კა­ბებს ვქმნი, რო­მელ­შიც თავს ისე იგ­რძნობ, რო­გორც საყ­ვა­რელ მა­ი­სურ­ში. ყვე­ლა ეს სამი "არსი" ჩემ­შიც გა­ერ­თი­ან­და. მიყ­ვარს ხმა­უ­რი­ა­ნი სა­ღა­მო­ე­ბი, მაგ­რამ უარს არ ვამ­ბობ, ფეხ­შიშ­ველ­მა ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­ვი­სე­ირ­ნო. ასე რომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მა­იკლ კორ­სის ბრენ­დის დნმ ეს თა­ვად მა­იკლ კორ­სია.

- დე­დათ­ქვე­ნი თქვენ შექ­მნილ ტან­საც­მელს ყი­დუ­ლობს?

- რა თქმა უნდა! დე­და­ჩე­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქა­ლია. ერთ-ერთი ჩემი პირ­ვე­ლი მო­დის ჩვე­ნე­ბა მახ­სენ­დე­ბა - მგო­ნი, 1980 წელი იყო. შოუს შემ­დეგ მას ვკი­თხე, მოს­წონ­და თუ არა ჩემი კო­ლექ­ცია. დე­დამ მი­პა­სუ­ხა, რომ ვე­რა­სო­დეს ჩა­იც­ვამ­და ამ ულტრა­მოკ­ლე კა­ბებს, მაგ­რამ ყვე­ლას გა­სინ­ჯვის სურ­ვი­ლი ჰქონ­და. ამის შემ­დეგ ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ მის აზრს.

- თქვენს ბრენ­დს ტი­პურ ამე­რი­კულს უწო­დებ­დით?

- 30 წლის წინ ვინ­მეს რომ ეთ­ქვა: "მა­იკლ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში მა­ღა­ზი­ე­ბი გექ­ნე­ბა!", - არ და­ვი­ჯე­რებ­დი. რო­დე­საც მო­დის ბიზ­ნეს­ში ჩა­ვერ­თე, არ იყო ასე­თი ყოვ­ლის მომ­ცვე­ლი გლო­ბა­ლი­ზა­ცია.

ამე­რი­კე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მხო­ლოდ ამე­რი­კის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ქმნიდ­ნენ კო­ლექ­ცი­ებს. მაგ­რამ სამ­ყა­როს, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ, უკვე აღარ აქვს სა­ზღვრე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე მოდა კი - ეს ისე­თი უზარ­მა­ზა­რი ქვა­ბია, რო­მელ­შიც ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი იხარ­შე­ბა. კო­ლექ­ცი­ას გან­სა­ზღვრუ­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კი არ ვქმნი, არა­მედ ქა­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც პი­რა­დი აზრი გა­აჩ­ნი­ათ და ცხოვ­რე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ.

"მო­დის სე­ზო­ნუ­რო­ბა მოძ­ველ­და"

- თქვე­ნი აზ­რით, მო­და­ში კიდ­ევ დარ­ჩა რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა ან წე­სები?

- ისი­ნი სწრა­ფად ქრე­ბი­ან და ეს სა­ხა­ლი­სოა! განა ადრე შეგ­ვეძ­ლო წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, რომ ბამ­ბის ქსო­ვი­ლის­გან ზამ­თრის თბილ ტან­საც­მელს შევ­ქმნი­დით? ან ზა­ფხუ­ლის ჩექ­მას? ან შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ოფის­ში ბრჭყვი­ა­ლა ტან­საც­მლით სი­ა­რუ­ლი?! ქა­ლაქ­ში შორ­ტე­ბით სე­ირ­ნო­ბენ. მე იმ თა­ო­ბის ნა­წი­ლი ვარ, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს იმ დრო­ში სა­დაც და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი წე­სე­ბი სა­ერ­თოდ არ დარ­ჩა. მა­გა­ლი­თად, მი­მაჩ­ნია, რომ მო­დის სე­ზო­ნუ­რო­ბა მოძ­ველ­და. ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი იმ­დენს მოგ­ზა­უ­რობს, რომ ტან­საც­მლი­სად­მი მო­თხოვ­ნა სა­ერ­თოდ შე­იც­ვა­ლა - ის უნდა შე­ე­წყოს ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბას, როცა ჩე­მოდ­ნი­დან ამო­ი­ღებთ, და­კუ­ჭუ­ლი არ უნდა იყოს. მოკ­ლედ, ჩემს კლი­ენ­ტებს ერთი წესი აქვთ - ისი­ნი არა­სო­დეს ჩა­იც­ვა­მენ იმას, რაც მათ ფი­გუ­რას არ მო­უხ­დე­ბა.

- მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თობთ? შე­დი­ხართ სა­კუ­თარ მა­ღა­ზი­ებ­ში?

- გა­მუდ­მე­ბით! მი­მაჩ­ნია, რომ ეს ნიუ-იორ­კის აღ­ზრდის შე­დე­გია. ამ ქა­ლა­ქის მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბი მო­დის სა­კი­თხში ძა­ლი­ან გულ­ღია და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი არი­ან. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ორი უც­ნო­ბი გო­გო­ნა შუქ­ნი­შან­ზე ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბა და ერთი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ეუბ­ნე­ბა მე­ო­რეს: "ო ღმერ­თო! რა ლა­მა­ზი ფეხ­საც­მე­ლია! სად შე­ი­ძი­ნეთ?" და ისი­ნი მა­შინ­ვე და­ი­წყე­ბენ ფეხ­საც­მელ­ზე ლა­პა­რაკს. კი­დევ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან სად იყი­დე­ბა! ვში­შობ, რომ სხვა ქა­ლა­ქებ­ში ასე რომ მო­იქ­ცე, გი­ჟად ჩაგ­თვლი­ან. მახ­სოვს, ერთხელ ქუ­ჩა­ში გო­გო­ნა მო­მი­ახ­ლოვ­და და მე­უბ­ნე­ბა: "თქვე­ნი პალ­ტო შე­ვი­ძი­ნე, რო­მელ­ზეც ვგიჟ­დე­ბი!" აქ არის კი­დევ ერთი და­დე­ბი­თი მო­მენ­ტი - რო­დე­საც გა­მუდ­მე­ბით ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ, აღ­მოჩ­ნდე­ბა, ხში­რად გა­ვი­წყდე­ბა, რას აკე­თებ­დი ოთხი წლის წინ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი ქუ­ჩა­ში სწო­რედ იმ კა­ბას ხე­დავ და ფიქ­რობ: "აი, ეს მეს­მის! რა ლა­მა­ზი კაბა შე­მიქ­მნია!" ფან­ტას­ტი­კუ­რია! სხვა­თა შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ამის გამო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მგო­ნია. ხომ არ შე­მიძ­ლია ერ­თდრო­უ­ლად ყველ­გან ვიყო და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქა­ლე­ბი ვათ­ვა­ლი­ე­რო! მაგ­რამ მე შე­მიძ­ლია მათი აზრი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დებ­ზე გა­ვი­ზი­ა­რო.

- ხომ არ და­გა­ვი­წყდათ, ოდე­ს­ღაც რო­გორ იწყებ­დით?

- რა თქმა უნდა, არა! მახ­სენ­დე­ბა, 7 წლის ვი­ყა­ვი და ბი­ძა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი ქალი-დი­ზა­ი­ნე­რი გა­ვი­ცა­ნი. უნდა ით­ქვას, რომ იმ მო­მენ­ტი­დან უკვე ვი­ცო­დი, რა და რო­გორ ხდე­ბო­და მო­და­ში, წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და, რა იყო დი­ზა­ი­ნე­რო­ბა. რო­დე­საც ოჯახ­ში გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ დი­ზა­ი­ნე­რო­ბა მინ­დო­და, ამ ფაქტს ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეხ­ვდა: "მა­გა­რია, ყო­ჩაღ ბი­ჭუ­ნა!" სხვა­თა შო­რის, არ და­მიმ­თავ­რე­ბია მო­დის ინ­სტი­ტუ­ტი, რაც ჩემი გა­აზ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი იყო. სწავ­ლა სა­მუ­შა­ო­ზე გავცვა­ლე, მინ­დო­და სწრა­ფად შევ­დგო­მო­დი საქ­მეს.

- წარ­სულ დღე­ებ­ზე თქვე­ნი ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბა?

- ერთხელ, რო­დე­საც ბერგდორფ გუდ­მენ­ში მუ­შა­ო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და, ჯეკი კე­ნე­დის ვე­ლო­დე­ბო­დი. ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რომ მას ვნა­ხავ­დი! მა­შინ 21 წლის გახ­ლდით. ის ძა­ლი­ან მშვი­დი, ზრდი­ლი და ელე­გან­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმან აღ­მაფრ­თო­ვა­ნა, რომ მან ზუს­ტად იცო­და, რაც უნ­დო­და. ეს ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქა­ლის წე­სია! მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ჯეკი კე­ნე­დი იქ­ნე­ბა ეს თუ ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, - ისი­ნი ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან და კარ­გად იცი­ან, რა უხ­დე­ბათ. კარ­გად აქვთ შეს­წავ­ლი­ლი სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი, მისი ღირ­სე­ბა და ნაკ­ლი. ასე­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მათ­თან მუ­შა­ო­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მიშელ ობამას საყვარელი დიზაინერი

მიშელ ობამას საყვარელი დიზაინერი

მაიკლ კორსი ამერიკელი მოდური დიზაინერია. მისი ბრენდი Michael Kors ქალის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და პარფიუმერიას აწარმოებს.

მაიკლ კორსი ამბიციური ადამიანებისა და უსაზღვრო შესაძლებლობების ქალაქ ნიუ-იორკში 1959 წლის 9 აგვისტოს დაიბადა. ნიჭიერმა ახალგაზრდამ ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობა 19 წლისამ დაიწყო და ძალიან მალე გახდა პოპულარული. 80-იანი წლის დასაწყისში მაიკლის ნაწარმი მოდურ ბუტიკებში იყიდებოდა.

იგი ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლობდა. 1981 წელს მისი ტანსაცმლის ხაზი ამერიკის რამდენიმე ბუტიკში გამოჩნდა. მის კოლექციებს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად და მოდელებს სახელი გაუთქვა. კრიტიკოსებმა მას ქალის ტანსაცმლის მასობრივი წარმოების პირველი დიზაინერი უწოდეს. 1997 წელს კორსი საფრანგეთის მოდის სახლ "სელინას" კრეატული დირექტორი გახდა. 2003 წელს მაიკლმა საკუთარ ბრენდზე კონცენტრირების გამო მოდის სახლი მიატოვა და 2004 წელს საბოლოოდ შეიმუშავა საპოდიუმე კოლექციასთან დამატებით "კორს მაიკლის" ხაზი, რომელიც ითვლება საშუალო დონედ, საპოდიუმე ხაზსა და MICHAEL Michaell Kors-ის შორის, ამას დამატებული ქალის ჩანთები, ფეხსაცმელები და მასობრივი წარმოების ტანსაცმელი. ამჟამად მაიკლ კორსის ყველა ხაზის ბუტიკები მდებარეობს ნიუ-იორკში, ბევერლი-ჰილზში, პალმ-ბიჩსა და ჩიკაგოში.

შემდგომში მაიკლმა ახალ-ახალი მწვერვალები დაიპყრო და მალე საპატიო ჯილდო SFDA მიიღო, როგორც ქალის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერმა.

მოგვიანებით მაიკლი მამაკაცის ტანსაცმლის შექმნითაც დაინტერესდა. ეს გადაწყვეტილება მისთვის წარმატებული აღმოჩნდა და მეორედ გადაეცა SFDA-ს საპატიო პრემია. კორსის ყოველ ახალ კოლექციას მოდის კრიტიკოსები და ჰოლივუდის სახელგანთქმული მსახიობები აღფრთოვანებით ხვდებიან.

კორსის ტანსაცმლით ისეთი ცნობილი ადამიანები იმოსებიან, როგორებიც არიან მიშელ ობამა, ჯენიფერ ლოპესი, ჰაიდი კლუმი, კეტრინ ზეტა ჯონსი და სხვები.

დიზაინერი სატელევიზიო პროექტ "პოდიუმის" არბიტრია.

დღეისთვის კორსი ნიუ-იორკში ცხოვრობს, იგი აქტიური გეია. ნიუ-იორკში ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზების შემდეგ თავის დიდი ხნის პარტნიორ ლენს ლეპერზე იქორწინა.

გთავაზობთ ინტერვიუს სახელგანთქმულ დიზაინერთან:

მაიკლ კორსის დნმ

-  ყველამ კარგად ვიცით, რომ მოდა წრეზე დადის და ეს "წრე" უფრო და უფრო ვიწროვდება. ძალიან ძნელია საკუთარი ნიშის პოვნა ისე, რომ საკუთარი ბრენდის დნმ-ის ერთგული დარჩე. რა შეადგენს მაიკლ კორსის დნმ-ს?

-  შეუძლებელია, უბრალოდ დაჯდე და შენთვის დნმ მოიფიქრო, ეს რაღაც თავისით ხდება. ჩემი ბრენდის დნმ ორ, არა, სამ წინააღმდეგობრიობაზე იქმნება. მე იმ ქალების გარემოცვაში ვიზრდებოდი, რომლებიც მოდაზე გიჟდებოდნენ. დედაჩემისთვის, ქალაქური გემოვნებიანი მოდის მიმდევრისთვის, ვფიქრობ, მისაბაძი მაგალითი ყოველთვის ჯეკი კენედი იყო. ბებიაჩემს პირიქით, უჩვეულოდ მდიდრული სტილი მოსწონდა, ელიზაბეტ ტეილორივით მკვეთრ ფერებსა და ძვირფასეულობაზე გიჟდებოდა.

აი, დეიდაჩემი ნამდვილი ჰიპი იყო და ჯონი მიტჩელით იყო აღფრთოვანებული. ვვარაუდობ, ამ სამმა ახლობელმა ადამიანმა საბოლოოდ თანაბრად შესძინეს ჩემს ბრენდს მდიდრულობა, პრაქტიკულობა და ბოჰემურობა. ვამაყობ, რომ ისეთ საღამოს კაბებს ვქმნი, რომელშიც თავს ისე იგრძნობ, როგორც საყვარელ მაისურში. ყველა ეს სამი "არსი" ჩემშიც გაერთიანდა. მიყვარს ხმაურიანი საღამოები, მაგრამ უარს არ ვამბობ, ფეხშიშველმა ზღვის სანაპიროზე გავისეირნო. ასე რომ, შეიძლება ითქვას, მაიკლ კორსის ბრენდის დნმ ეს თავად მაიკლ კორსია.

-  დედათქვენი თქვენ შექმნილ ტანსაცმელს ყიდულობს?

-  რა თქმა უნდა! დედაჩემი განსაკუთრებული ქალია. ერთ-ერთი ჩემი პირველი მოდის ჩვენება მახსენდება - მგონი, 1980 წელი იყო. შოუს შემდეგ მას ვკითხე, მოსწონდა თუ არა ჩემი კოლექცია. დედამ მიპასუხა, რომ ვერასოდეს ჩაიცვამდა ამ ულტრამოკლე კაბებს, მაგრამ ყველას გასინჯვის სურვილი ჰქონდა. ამის შემდეგ ყოველთვის ვითვალისწინებ მის აზრს.

-  თქვენს ბრენდს ტიპურ ამერიკულს უწოდებდით?

-  30 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა: "მაიკლ, მთელ მსოფლიოში მაღაზიები გექნება!", - არ დავიჯერებდი. როდესაც მოდის ბიზნესში ჩავერთე, არ იყო ასეთი ყოვლის მომ­ცველი გლობალიზაცია.

ამერიკელი დიზაინერები მხოლოდ ამერიკის მცხოვრებლებისთვის ქმნიდნენ კოლექციებს. მაგრამ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უკვე აღარ აქვს საზღვრები, თანამედროვე მოდა კი - ეს ისეთი უზარმაზარი ქვაბია, რომელშიც ყველა და ყველაფერი იხარშება. კოლექციას განსაზღვრული ქვეყნის მოსახლეობისთვის კი არ ვქმნი, არამედ ქალებისთვის, რომლებსაც პირადი აზრი გააჩნიათ და ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულება აქვთ.

"მოდის სეზონურობა მოძველდა"

-  თქვენი აზრით, მოდაში კიდ­ევ დარჩა რაიმე შეზღუდვა ან წე­სები?

-  ისინი სწრაფად ქრებიან და ეს სახალისოა! განა ადრე შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ ბამბის ქსოვილისგან ზამთრის თბილ ტანსაცმელს შევქმნიდით? ან ზაფხულის ჩექმას? ან შესაძლებელი იქნებოდა ოფისში ბრჭყვიალა ტანსაცმლით სიარული?! ქალაქში შორტებით სეირნობენ. მე იმ თაობის ნაწილი ვარ, რომელიც ცხოვრობს იმ დროში სადაც დაკანონებული წესები საერთოდ არ დარჩა. მაგალითად, მიმაჩნია, რომ მოდის სეზონურობა მოძველდა. ბევრი თანამედროვე ადამიანი იმდენს მოგზაურობს, რომ ტანსაცმლისადმი მოთხოვნა საერთოდ შეიცვალა - ის უნდა შეეწყოს ტემპერატურის ცვალებადობას, როცა ჩემოდნიდან ამოიღებთ, დაკუჭული არ უნდა იყოს. მოკლედ, ჩემს კლიენტებს ერთი წესი აქვთ - ისინი არასოდეს ჩაიცვამენ იმას, რაც მათ ფიგურას არ მოუხდება.

-  მომხმარებელთან ურთიერთობთ? შედიხართ საკუთარ მაღაზიებში?

-  გამუდმებით! მიმაჩნია, რომ ეს ნიუ-იორკის აღზრდის შედეგია. ამ ქა­ლაქის მცხოვრები ქალები მოდის საკითხში ძალიან გულღია და კომუნიკაბელურები არიან. მხედველობაში მაქვს სიტუაცია, როდესაც ორი უცნობი გოგონა შუქნიშანზე ერთმანეთს ხვდება და ერთი აღფრთოვანებით ეუბნება მეორეს: "ო ღმერთო! რა ლამაზი ფეხსაცმელია! სად შეიძინეთ?" და ისინი მაშინვე დაიწყებენ ფეხსაცმელზე ლაპარაკს. კიდევ დაინტერესდებიან სად იყიდება! ვშიშობ, რომ სხვა ქალაქებში ასე რომ მოიქცე, გიჟად ჩაგთვლიან. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში გოგონა მომიახლოვდა და მეუბნება: "თქვენი პალტო შევიძინე, რომელზეც ვგიჟდები!" აქ არის კიდევ ერთი დადებითი მომენტი - როდესაც გამუდმებით ახალ კოლექციაზე მუშაობ, აღმოჩნდება, ხშირად გავიწყდება, რას აკეთებდი ოთხი წლის წინ. მოულოდნელად კი ქუჩაში სწორედ იმ კაბას ხედავ და ფიქრობ: "აი, ეს მესმის! რა ლამაზი კაბა შემიქმნია!" ფანტასტიკურია! სხვათა შორის, სოციალური ქსელები ამის გამო ძალიან საინტერესო მგონია. ხომ არ შემიძლია ერთდროულად ყველგან ვიყო და მთელი მსოფლიოს ქალები ვათვალიერო! მაგრამ მე შემიძლია მათი აზრი "ფეისბუქის" გვერდებზე გავიზიარო.

-  ხომ არ დაგავიწყდათ, ოდე­ს­ღაც როგორ იწყებდით?

-  რა თქმა უნდა, არა! მახსენდება, 7 წლის ვიყავი და ბიძაჩემის მეგობარი ქალი-დიზაინერი გავიცანი. უნდა ითქვას, რომ იმ მომენტიდან უკვე ვიცოდი, რა და როგორ ხდებოდა მოდაში, წარმოდგენა მქონდა, რა იყო დიზაინერობა. როდესაც ოჯახში გამოვაცხადე, რომ დიზაინერობა მინდოდა, ამ ფაქტს ყველა აღფრთოვანებით შეხვდა: "მაგარია, ყოჩაღ ბიჭუნა!" სხვათა შორის, არ დამიმთავრებია მოდის ინსტიტუტი, რაც ჩემი გააზრებული არჩევანი იყო. სწავლა სამუშაოზე გავცვალე, მინდოდა სწრაფად შევდგომოდი საქმეს.

-  წარსულ დღეებზე თქვენი ყველაზე ნათელი მოგონება?

-  ერთხელ, როდესაც ბერგდორფ გუდმენში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, ჯეკი კენედის ველოდებოდი. ნერვიულობისგან ვერ ვიჯერებდი, რომ მას ვნახავდი! მაშინ 21 წლის გახლდით. ის ძალიან მშვიდი, ზრდილი და ელეგანტური აღმოჩნდა. ყველაზე მეტად იმან აღმაფრთოვანა, რომ მან ზუსტად იცოდა, რაც უნდოდა. ეს ყველა გემოვნებიანი ქალის წესია! მნიშვნელობა არ აქვს, ჯეკი კენედი იქნება ეს თუ ჯენიფერ ლოპესი, - ისინი ჭკვიანები არიან და კარგად იციან, რა უხდებათ. კარგად აქვთ შესწავლილი საკუთარი სხეული, მისი ღირსება და ნაკლი. ასეთი მომხმარებელი ძალიან მიყვარს და მათთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს