მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდა ვახო სანაია ნინო შუბლაძის კონკურენტი
როგორ გახდა ვახო სანაია ნინო შუბლაძის კონკურენტი

ვახო სა­ნა­ი­ამ თა­ვი­სი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა გა­და­წყვი­ტა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და "იმე­დის" გუნ­დის წევ­რი გახ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ "იმედ­ზე" სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოც მიჰ­ყავ­და და სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მაც ჰქონ­და. ის ისევ ნაც­ნობ გა­რე­მო­ში დაბ­რუნ­და და დიდი სურ­ვი­ლი აქვს, კარ­გი გა­და­ცე­მა მო­ამ­ზა­დოს.

- ვახო, "პირ­ველ არხზე" ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მო­ვი­და. არ გი­­ფიქ­რია, რომ ჯობ­და მა­ინც "პი­რ­ვ­ელარ­ხე­ლად" დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი?

- მე არ წა­მოვ­სულ­ვარ "პირ­ვე­ლი არ­ხი­დან". "პირ­ვე­ლი არ­ხის" ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შე­ა­ჩე­რა ჩემი გა­და­ცე­მა. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ 18 სექ­ტემ­ბრამ­დე ჩვენს სა­რე­დაქ­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არა­ვინ ჩა­რე­უ­ლა და ძა­ლი­ა­ნაც რომ მო­ენ­დო­მე­ბი­ნათ, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ვერც ჩა­ე­რე­ო­და, რად­გან ეს პრო­ექ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბით მზად­დე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მე და ჩემ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ ის ინერ­ტუ­ლო­ბა, რაც "პირ­ველ არხს" პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­და. ყვე­ლა­ფე­რი არ­ჩევ­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე, 9 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. არ მოგ­ვცეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა. არ ვიცი, ვის­თან შე­თან­ხმე­ბით მი­ი­ღო გია ჭან­ტუ­რი­ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩვენ სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნეთ.

- მახ­სოვს, ბო­ლომ­დე ბრძო­ლას აპი­რებ­დით...

- ბო­ლომ­დე ბრძო­ლა­ში ის იგუ­ლის­ხმე­ბო­და, რომ სა­სა­მარ­თლო­ში მე­ჩივ­ლა. ეს მარ­თლაც გა­ვა­კე­თე. გვინ­და, სა­სა­მარ­თლოს გზით და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვა კა­ნო­ნი­ე­რი არ იყო. ჩემს პრო­ფე­სი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში კი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. უკვე გა­ვა­კე­თე არ­ჩე­ვა­ნი და მუ­შა­ო­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" გა­ვაგ­რძე­ლებ, მაგ­რამ ეს ხელს არ უშ­ლის სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს. ჩემ­თვის და ჩემი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნა, რომ ჩვე­ნი უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ვამ­ტკი­ცოთ.

- "იმე­დის­გან" მი­ი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, თუ თა­ვად მიხ­ვე­დით ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში?

- არ­ხის­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა იყო და დავ­თან­ხმდი. სა­ხე­ლი "ღია ეთე­რი" დავ­ტო­ვეთ, ცნო­ბი­ლი ბრენ­დია და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" ეკუთ­ვნის.

- პა­რას­კევს ათ სა­ათ­ზე ეთერ­ში გა­დის ნინო შუბ­ლა­ძის "პო­ზიც­ია". ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი რა­ტომ მი­ი­ღო "იმ­ედმა", რომ თქვენ­სა და ნინო შუბ­ლა­ძეს შო­რის სა­ტე­ლე­ვი­ზიო დუ­ე­ლი გა­მარ­თუ­ლი­ყო?

- არ ვიცი, ვინ რო­გორ შე­ა­ფა­სებს ამ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" აქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ტე­ლე­ვი­ზია იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემი და ნინო შუბ­ლა­ძის გა­და­ცე­მე­ბი რომ ემ­თხვე­ვა, ვფიქ­რობ, ჩემ­თვი­საც და ნი­ნოს­თვი­საც კარ­გია. კონ­კუ­რენ­ცია ყო­ველ­თვის ზრდის გა­და­ცე­მის ხა­რისხს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს კარ­გია მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც.

- ნინო შუბ­ლა­ძის აზრი იცით ამის შე­სა­ხებ?

- არ ვიცი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნი­ნოც ისე­ვე ფიქ­რობს, რო­გორც მე.

- არც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სხვა დრო? და­სა­წყის ეტაპ­ზე მა­ინც რომ ყო­ფი­ლი­ყო გა­და­ცე­მის­თვის სხვა დრო შერ­ჩე­უ­ლი, არ გი­ფიქ­რი­ათ?

- ჩვენ მა­ინ­ცდა­მა­ინც იმა­ზე არ ვფიქ­რობ­დით, კონ­კუ­რენ­ტი გა­და­ცე­მა რო­მელ სა­ათ­ზე გა­ვი­დო­და ეთერ­ში. ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი იყო ის, რომ კვი­რის ბო­ლოს შეგ­ვე­ჯა­მე­ბი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. მა­ყუ­რე­ბე­ლი კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში თა­ვად აირ­ჩევს, რას უყუ­როს. მინ­და თქვენს მკი­თხველს მო­ვუ­წო­დო, გვი­ყუ­რონ, თუ უნ­დათ, რომ ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი მი­ი­ღონ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც მოხ­და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. გვექ­ნე­ბა დე­ბა­ტე­ბი, გვე­ყო­ლე­ბა აქ­ტი­უ­რი დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც ასე­ვე დას­ვამს შე­კი­თხვებს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით შე­უძ­ლია ჩა­ერ­თოს მა­ყუ­რე­ბელს, გვექ­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­ვიც.

- პირ­ვე­ლი ეთე­რის წინ ალბ­ათ ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობთ...

- ყვე­ლა ეთერს წინ უს­წრებს ღელ­ვა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის დე­ბი­უ­ტან­ტის ნერ­ვი­უ­ლო­ბა. წლე­ბია, ეთერ­ში ვარ. უბ­რა­ლოდ, უფრო იზ­რდე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, როცა რა­ი­მე ახალს იწყებ.

- პი­რად­ზე მინ­და გკი­თხოთ...

- ამა­ზე ლა­პა­რა­კი არას­დროს მიყ­ვარ­და. თუკი რა­ი­მე მით­ქვამს, ესეც ჟუ­რან­ლის­ტე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნის შემ­დეგ ხდე­ბო­და და მა­ში­ნაც ძა­ლი­ან ცო­ტას ვსა­უბ­რობ­დი.

- არა­და, "ფე­ის­ბუქ­ზე" თა­მამ­ად და­წე­რეთ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ...

- რო­დინ­დელ ამ­ბავს მიყ­ვე­ბით?

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ წერ­დით, დღეს სულ ერთი წუ­თით მოვ­კა­რი თვა­ლი და კარ­გად ვარო. სტა­ტუსს მე­გობ­რე­ბის ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა, აშ­კა­რად გო­გო­ნას მოჰ­კა­რით თვა­ლი და იმან და­გა­ყე­ნათ კარგ ხა­სი­ათ­ზე.

- ყვე­ლას ვი­ღაც გვიყ­ვარს. თუმ­ცა არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ამა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს ვე­ლა­პა­რა­კო. "ფე­ის­ბუქ­ზე" შე­იძ­ლე­ბა რამე დავ­წე­რე, მაგ­რამ აღარც მახ­სოვს, ვის­ზე მე­უბ­ნე­ბით.

- ამ­ბო­ბენ, რომ მე­ქალ­თა­ნე ხართ და ეს ჩვე­ნი სა­უბ­რი­და­ნაც ჩანს.

- ნამ­დვი­ლად არ ვარ მე­ქალ­თა­ნე.

- იყო შემ­თხვე­ვა, "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რეთ, რომ და­ქორ­წინ­დით და მე­გობ­რე­ბი გი­ლო­ცავ­დნენ გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას.

- ეს ჩემი მე­გობ­რის ბო­რო­ტი ხუმ­რო­ბა იყო. "ფე­ის­ბუ­ქი" დამ­რჩა ჩარ­თუ­ლი და მან და­წე­რა, რომ და­ვი­ნიშ­ნე. სამ­წუ­ხა­როდ, გვი­ან ვნა­ხე და ჭორი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ლე­ვე გავ­რცელ­და. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არ ვარ და­ნიშ­ნუ­ლი და არც არა­ვინ და­მი­ნიშ­ნავს ბოლო პე­რი­ოდ­ში.

- არც გეგ­მავთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში?

- მო­დით პი­რად სა­კი­თხებ­ზე აღარ ვი­სა­უბ­როთ.

- წლე­ბია, უკვე პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე მუ­შა­ობთ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რეს­პონ­დენ­ტი ისე თუ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლა, რომ თქვენს გა­და­ცე­მა­ში მოს­ვლის სურ­ვი­ლი და­ე­კარ­გა?

- ჩემ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი არ მახ­სენ­დე­ბა, თუმ­ცა გა­და­ცე­მის შემ­დეგ ხში­რად რჩე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ნა­წყე­ნე­ბი მწვა­ვე კი­თხვე­ბის გამო. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ვა­ლია, ყვე­ლა­ფერს ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უძ­ლონ. მი­ა­მი­ტუ­რად არ უნდა უყუ­რონ მოვ­ლე­ნებს. თუ რა­ი­მე ეწყი­ნათ, მა­ლე­ვე გა­და­უვ­ლით. პო­ლი­ტი­კოსს ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა ეთე­რი და ყო­ველ­თვის უნდა პა­სუ­ხობ­დეს ყვე­ლა­ზე მწვა­ვე კი­თხვა­საც კი.

- თქვე­ნი ძმის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას გეგ­მავ­დით. აღარ გსურთ იმ კი­თხვებს გა­ე­ცეს პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს?

- ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ჩვენ ისევ ის კი­თხვე­ბი გვაქვს, რაც მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და. მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მალე მივ­მარ­თავთ პრო­კუ­რა­ტუ­რას და საქ­მის ხე­ლახ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას მო­ვი­თხოვთ. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ვამ­ბობ­დით, რომ ეს საქ­მე არ იყო გახ­სნი­ლი და ახ­ლაც ასე ვფიქ­რობთ. შე­ვი­ტანთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბას, მერე ყვე­ლა­ფერს აქ­ტი­უ­რად მი­ვა­დევ­ნებთ თვალს და ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

- ალ­ბათ ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­კუ­თარი ძა­ლე­ბი­თაც იძი­ებ­დით მომ­­­ხდარს...

- ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით, რომ გვაქვს უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია, ვიდ­რე სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებს და როცა ვამ­ბობთ, რომ ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც შე­უკ­ვე­თეს ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ან­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, ამას ჰა­ერ­ზე არ ვამ­ბობთ. სხვა არის, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ­ბობს, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა იყო, ჩვენს ნათ­ქვამს კი მოჰ­ყვე­ბა ფაქ­ტე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაც ჩვენ გვაქვს, მი­ვეხ­მა­რე­ბით სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო უწყე­ბებს. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ეს საქ­მე მთლი­ა­ნად თა­ვი­დან უნდა იქ­ნეს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხელი შე­უ­წყვეს ამ მკვლე­ლო­ბას, სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე აყალ­ბებ­დნენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. რა თქმა უნდა, მთა­ვა­რი აქ ისაა, რომ შემ­კვეთ­ზე გა­ვი­დეს გა­მო­ძი­ე­ბა. მოხ­დეს პრე­ცე­დენ­ტი და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იხ­სნას პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა. ჩვენ ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. პი­რა­დად მე აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ნამ­დვი­ლად არ გა­მი­ჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­ვა­ყე­ნო საქ­მის კურ­სში, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა მთე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. არა მარ­ტო იმე­დი მაქვს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიც ვარ, რომ ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბას თე­ბერ­ვალ­ში შე­ვი­ტანთ.

- ამ ეტაპ­ზე ვერ და­ა­სა­ხე­ლებთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბას, ვის­ზეც ეჭვი გაქვთ?

- ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ ვი­ტყვი ყვე­ლა­ფერს, რაც ოჯა­ხის­თვის ცნო­ბი­ლია.

- ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც გქო­ნი­ათ ინ­ტერ­ვიუ, ვის­ზეც ფიქ­რობ­დით, რომ თქვე­ნი ძმის მკვლე­ლო­ბა­ში იყო გა­რე­უ­ლი...

- მო­დით ამა­ზე ნუ ვი­ლა­პა­რა­კებთ. ვერ ნა­ხავთ ჩემს ვერც ერთ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც ვინ­მეს პერ­სო­ნა­ლუ­რად ბრალს ვდებ­დე. სა­ჯა­როდ ნათ­ქვამ­მა მი­ნიშ­ნე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბას ავ­ნოს.

- გჯე­რათ, რომ დღეს საქ­მეს სა­მარ­თლი­ა­ნად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ?

- ამ ეტაპ­ზე ეჭ­ვის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ მაქვს, რომ ახალ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა რამე არას­წო­რად წარ­მარ­თოს. თუკი რა­ი­მე არას­წო­რად წა­რი­მარ­თე­ბა, რა თქმა უნდა, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებ. იმე­დი რომ არ მქონ­დეს, გან­ცხა­დე­ბა­საც არ შე­ვი­ტან­დით.

- ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, არ გე­ნატ­რე­ბათ "პირ­ვე­ლი არხი"?

- ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვარ "იმედ­ში". მომ­წონს და მი­ად­ვილ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ხელ­მძღვა­ნელ ბაია ცა­ნა­ვას­თან მუ­შა­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა "პირ­ველ არხს", მე ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი მაქვს. ვფიქ­რობ, რომ ამ არხზე ცვლი­ლე­ბე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია, რაც ძა­ლი­ან მალე მოხ­დე­ბა. რა­ღა­ცე­ბი ფუნ­და­მენ­ტუ­რად შე­საც­ვლე­ლია და შე­იც­ვლე­ბა კი­დეც, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა. პარ­ლა­მენ­ტში უკვე შე­ტა­ნი­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­გო­რი უნდა იყოს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო, რო­გორ უნდა აირ­ჩი­ონ ხელ­მძღვა­ნე­ლი და რა უნდა იყოს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მე ვი­მუ­შა­ვებ თუ არა? ჩვენ ყვე­ლას გვე­კუთ­ვნის "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი", ჩვე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბით ფი­ნანსდე­ბა.

- სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან არ გქო­ნი­ათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!?

- რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი. მათ შო­რის არა­სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­და­ნაც, მაგ­რამ მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ვფიქ­რობ, კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე.

- პრე­სა­ში ხომ არ აპი­რებ­დით სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვას?

- პრე­სა­ში არა, არა­ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სფე­რო­დან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მაგ­რამ დავ­რჩი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში და კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

- სამ­წუ­ხა­როა, რომ პი­რად­ზე არ სა­უბ­რობთ. არა­და ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ.

- თქვან, ვე­რა­ფერს ცუდს ვერ ვხე­დავ, როცა შენ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, სავა­რა­უ­დოდ, უფრო კარ­გად წა­იყ­ვანს გა­და­ცე­მას.

- პი­რად ცხოვ­რე­ბას და საქ­მეს არას­დროს ვუ­რევ ერ­თმა­ნეთ­ში.

- თქვე­ნი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძეც ხომ "იმე­დის" თა­ნამ­შრო­მე­ლია?

- მა­რი­კა "იმე­დის გმი­რებ­ში" მუ­შა­ობს.

- ერ­თმა­ნეთს არ ხვდე­ბით?

- მე და­ვამ­თავ­რე ინ­ტერ­ვიუ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ გახდა ვახო სანაია ნინო შუბლაძის კონკურენტი

როგორ გახდა ვახო სანაია ნინო შუბლაძის კონკურენტი

ვახო სანაიამ თავისი გადაცემის დახურვის შემდეგ რამდენიმე შეთავაზება მიიღო, თუმცა გადაწყვიტა, ჟურნალისტიკაში დარჩენილიყო და "იმედის" გუნდის წევრი გახდა. რამდენიმე წლის წინ "იმედზე" საინფორმაციოც მიჰყავდა და საავტორო გადაცემაც ჰქონდა. ის ისევ ნაცნობ გარემოში დაბრუნდა და დიდი სურვილი აქვს, კარგი გადაცემა მოამზადოს.

-  ვახო, "პირველ არხზე" ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. არ გი­­ფიქრია, რომ ჯობდა მაინც "პი­რ­ვ­ელარხელად" დარჩენილიყავი?

-  მე არ წამოვსულვარ "პირველი არხიდან". "პირველი არხის" ყოფილმა ხელმძღვანელობამ შეაჩერა ჩემი გადაცემა. ყოველთვის ვამბობ, რომ 18 სექტემბრამდე ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში არავინ ჩარეულა და ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ხელმძღვანელობა ვერც ჩაერეოდა, რადგან ეს პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით მზადდებოდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მე და ჩემმა თანამშრომლებმა გავაპროტესტეთ ის ინერტულობა, რაც "პირველ არხს" პატიმრების წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ჰქონდა. ყველაფერი არჩევნებიდან მალევე, 9 ოქტომბერს მოხდა. არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ ჩვენი გადაცემები გაგვეგრძელებინა. არ ვიცი, ვისთან შეთანხმებით მიიღო გია ჭანტურიამ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ სამსახურებიდან გავეთავისუფლებინეთ.

-  მახსოვს, ბოლომდე ბრძოლას აპირებდით...

-  ბოლომდე ბრძოლაში ის იგულისხმებოდა, რომ სასამართლოში მეჩივლა. ეს მართლაც გავაკეთე. გვინდა, სასამართლოს გზით დავამტკიცოთ, რომ გადაცემების დახურვა კანონიერი არ იყო. ჩემს პროფესიულ გადაწყვეტილებაში კი თავისუფალი ვარ. უკვე გავაკეთე არჩევანი და მუშაობას ტელეკომპანია "იმედში" გავაგრძელებ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის სასამართლოში მიმდინარე პროცესს. ჩემთვის და ჩემი ყოფილი თანამშრომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, სამსახურში აღდგენა, რომ ჩვენი უკანონოდ გათავისუფლება დავამტკიცოთ.

-  "იმედისგან" მიიღეთ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, თუ თავად მიხვედით ტელეკომპანიაში?

-  არხისგან მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ძალიან საინტერესო წინადადება იყო და დავთანხმდი. სახელი "ღია ეთერი" დავტოვეთ, ცნობილი ბრენდია და ტელეკომპანია "იმედს" ეკუთვნის.

-  პარასკევს ათ საათზე ეთერში გადის ნინო შუბლაძის "პოზიც­ია". ასეთი არჩევანი რატომ მიიღო "იმ­ედმა", რომ თქვენსა და ნინო შუბლაძეს შორის სატელევიზიო დუელი გამართულიყო?

-  არ ვიცი, ვინ როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს, მაგრამ ტელეკომპანია "იმედს" აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყველაზე მაგარი ტელევიზია იყოს საქართველოში. ჩემი და ნინო შუბლაძის გადაცემები რომ ემთხვევა, ვფიქრობ, ჩემთვისაც და ნინოსთვისაც კარგია. კონკურენცია ყოველთვის ზრდის გადაცემის ხარისხს, შესაბამისად, ეს კარგია მაყურებლისთვისაც.

-  ნინო შუბლაძის აზრი იცით ამის შესახებ?

-  არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნინოც ისევე ფიქრობს, როგორც მე.

-  არც განიხილებოდა სხვა დრო? დასაწყის ეტაპზე მაინც რომ ყოფილიყო გადაცემისთვის სხვა დრო შერჩეული, არ გიფიქრიათ?

-  ჩვენ მაინცდამაინც იმაზე არ ვფიქრობდით, კონკურენტი გადაცემა რომელ საათზე გავიდოდა ეთერში. ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ კვირის ბოლოს შეგვეჯამებინა პოლიტიკური მოვლენები. მაყურებელი კონკურენტულ გარემოში თავად აირჩევს, რას უყუროს. მინდა თქვენს მკითხველს მოვუწოდო, გვიყურონ, თუ უნდათ, რომ ამომწურავი პასუხი მიიღონ ყველაფერზე, რაც მოხდა კვირის განმავლობაში. გვექნება დებატები, გვეყოლება აქტიური დარბაზი, რომელიც ასევე დასვამს შეკითხვებს. სოციალური ქსელებით შეუძლია ჩაერთოს მაყურებელს, გვექნება ინტერაქტივიც.

-  პირველი ეთერის წინ ალბ­ათ ძალიან ნერვიულობთ...

-  ყველა ეთერს წინ უსწრებს ღელვა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის დებიუტანტის ნერვიულობა. წლებია, ეთერში ვარ. უბრალოდ, უფრო იზრდება პასუხისმგებლობა, როცა რაიმე ახალს იწყებ.

-  პირადზე მინდა გკითხოთ...

-  ამაზე ლაპარაკი არასდროს მიყვარდა. თუკი რაიმე მითქვამს, ესეც ჟურანლისტების დაჟინებული თხოვნის შემდეგ ხდებოდა და მაშინაც ძალიან ცოტას ვსაუბრობდი.

-  არადა, "ფეისბუქზე" თამამ­ად დაწერეთ, რომ შეყვარებული ხართ...

-  როდინდელ ამბავს მიყვებით?

-  რამდენიმე დღის წინ წერდით, დღეს სულ ერთი წუთით მოვკარი თვალი და კარგად ვარო. სტატუსს მეგობრების ისეთი კომენტარები მოჰყვა, აშკარად გოგონას მოჰკარით თვალი და იმან დაგაყენათ კარგ ხასიათზე.

-  ყველას ვიღაც გვიყვარს. თუმცა არაა აუცილებელი, ამაზე ჟურნალისტებს ველაპარაკო. "ფეისბუქზე" შეიძლება რამე დავწერე, მაგრამ აღარც მახსოვს, ვისზე მეუბნებით.

-  ამბობენ, რომ მექალთანე ხართ და ეს ჩვენი საუბრიდანაც ჩანს.

-  ნამდვილად არ ვარ მექალთანე.

-  იყო შემთხვევა, "ფეისბუქზე" დაწერეთ, რომ დაქორწინდით და მეგობრები გილოცავდნენ გაბედნიერებას.

-  ეს ჩემი მეგობრის ბოროტი ხუმრობა იყო. "ფეისბუქი" დამრჩა ჩართული და მან დაწერა, რომ დავინიშნე. სამწუხაროდ, გვიან ვნახე და ჭორი სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. შემიძლია გითხრათ, რომ არ ვარ დანიშნული და არც არავინ დამინიშნავს ბოლო პერიოდში.

-  არც გეგმავთ უახლოეს მომავალში?

-  მოდით პირად საკითხებზე აღარ ვისაუბროთ.

-  წლებია, უკვე პოლიტიკურ თემებზე მუშაობთ. ამ დროის განმავლობაში რესპონდენტი ისე თუ განაწყენებულა, რომ თქვენს გადაცემაში მოსვლის სურვილი დაეკარგა?

-  ჩემზე განაწყენებული პოლიტიკოსი არ მახსენდება, თუმცა გადაცემის შემდეგ ხშირად რჩებიან პოლიტიკოსები ნაწყენები მწვავე კითხვების გამო. პოლიტიკოსების ვალია, ყველაფერს ვაჟკაცურად გაუძლონ. მიამიტურად არ უნდა უყურონ მოვლენებს. თუ რაიმე ეწყინათ, მალევე გადაუვლით. პოლიტიკოსს ყოველთვის სჭირდება ეთერი და ყოველთვის უნდა პასუხობდეს ყველაზე მწვავე კითხვასაც კი.

-  თქვენი ძმის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას გეგმავდით. აღარ გსურთ იმ კითხვებს გაეცეს პასუხი, რომელიც საზოგადოებას აქვს?

-  ჩვენი ოჯახისთვის არაფერი შეცვლილა. ჩვენ ისევ ის კითხვები გვაქვს, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში გვქონდა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მალე მივმართავთ პროკურატურას და საქმის ხელახლა გამოძიებას მოვითხოვთ. ჩემი ოჯახის წევრები ყველა ხელისუფლების პირობებში ვამბობდით, რომ ეს საქმე არ იყო გახსნილი და ახლაც ასე ვფიქრობთ. შევიტანთ პროკურატურაში განცხადებას, მერე ყველაფერს აქტიურად მივადევნებთ თვალს და ყველანაირ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას.

-  ალბათ ოჯახის წევრები სა­კუ­თარი ძალებითაც იძიებდით მომ­­­ხდარს...

-  ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გვაქვს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე სხვა მოქალაქეებს და როცა ვამბობთ, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც შეუკვეთეს ძალიან გავლენიანმა ადამიანებმა, ამას ჰაერზე არ ვამბობთ. სხვა არის, როცა საზოგადოება ამბობს, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო, ჩვენს ნათქვამს კი მოჰყვება ფაქტები და მტკიცებულებები. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, მივეხმარებით საგამომძიებლო უწყებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქმე მთლიანად თავიდან უნდა იქნეს გამოძიებული. ადამიანები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ მკვლელობას, სხვადასხვა ეტაპზე აყალბებდნენ მტკიცებულებებს. რა თქმა უნდა, მთავარი აქ ისაა, რომ შემკვეთზე გავიდეს გამოძიება. მოხდეს პრეცედენტი და საქართველოში გაიხსნას პოლიტიკური მკვლელობა. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. პირადად მე აქტიური ადამიანი ვარ და ნამდვილად არ გამიჭირდება საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, თუ როგორ წარიმართება მთელი გამოძიება. არა მარტო იმედი მაქვს, დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს საქმე გაიხსნება. პროკურატურაში განცხადებას თებერვალში შევიტანთ.

-  ამ ეტაპზე ვერ დაასახელებთ იმ ადამიანების ვინაობას, ვისზეც ეჭვი გაქვთ?

-  ბუნებრივია, ვერ ვიტყვი ყველაფერს, რაც ოჯახისთვის ცნობილია.

-  ამ დროის განმავლობაში ალბათ იმ ადამიანებთანაც გქონიათ ინტერვიუ, ვისზეც ფიქრობდით, რომ თქვენი ძმის მკვლელობაში იყო გარეული...

-  მოდით ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ვერ ნახავთ ჩემს ვერც ერთ ინტერვიუს, სადაც ვინმეს პერსონალურად ბრალს ვდებდე. საჯაროდ ნათქვამმა მინიშნებებმა შეიძლება, გამოძიებას ავნოს.

-  გჯერათ, რომ დღეს საქმეს სამართლიანად გამოიძიებენ?

-  ამ ეტაპზე ეჭვის არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ახალმა პროკურატურამ შეიძლება რამე არასწორად წარმართოს. თუკი რაიმე არასწორად წარიმართება, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოებას ვაცნობებ. იმედი რომ არ მქონდეს, განცხადებასაც არ შევიტანდით.

-  ყველაფრის მიუხედავად, არ გენატრებათ "პირველი არხი"?

-  ძალიან კომფორტულად ვარ "იმედში". მომწონს და მიადვილდება საინფორმაციოს ხელმძღვანელ ბაია ცანავასთან მუშაობა. რაც შეეხება "პირველ არხს", მე ჩემი მოსაზრებები მაქვს. ვფიქრობ, რომ ამ არხზე ცვლილებები გარდაუვალია, რაც ძალიან მალე მოხდება. რაღაცები ფუნდამენტურად შესაცვლელია და შეიცვლება კიდეც, ამაში ეჭვი არ მეპარება. პარლამენტში უკვე შეტანილია კანონპროექტი, როგორი უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭო, როგორ უნდა აირჩიონ ხელმძღვანელი და რა უნდა იყოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრიორიტეტები. რა მნიშვნელობა აქვს, მე ვიმუშავებ თუ არა? ჩვენ ყველას გვეკუთვნის "საზოგადოებრივი მაუწყებელი", ჩვენი გადასახადებით ფინანსდება.

-  სხვა ტელევიზიებიდან არ გქონიათ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

-  რამდენიმე მედიასაშუალებასთან მქონდა საუბარი. მათ შორის არასატელევიზიო სფეროდანაც, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება და ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთე.

-  პრესაში ხომ არ აპირებდით საკუთარი ძალების მოსინჯვას?

-  პრესაში არა, არაჟურნალისტური სფეროდან მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ დავრჩი ჟურნალისტიკაში და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

-  სამწუხაროა, რომ პირადზე არ საუბრობთ. არადა ამბობენ, რომ ძალიან შეყვარებული ხართ.

-  თქვან, ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, როცა შენზე ლაპარაკობენ.

-  შეყვარებული ადამიანი, სავა­რაუდოდ, უფრო კარგად წაიყვანს გადაცემას.

-  პირად ცხოვრებას და საქმეს არასდროს ვურევ ერთმანეთში.

-  თქვენი ყოფილი მეუღლე მარიკა ბაკურაძეც ხომ "იმედის" თანამშრომელია?

-  მარიკა "იმედის გმირებში" მუშაობს.

-  ერთმანეთს არ ხვდებით?

-  მე დავამთავრე ინტერვიუ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები