სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიშტიანუ რონალდუ: "ერთადერთი, რაც ქალისგან მჭირდება, საიმედო ზურგია"
კრიშტიანუ რონალდუ: "ერთადერთი, რაც ქალისგან მჭირდება, საიმედო ზურგია"

დღეს­დღე­ო­ბით მას ყვე­ლა­ფე­რი აქვს, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა იოც­ნე­ბო. მიჩ­ვე­უ­ლია იყოს არამ­ხო­ლოდ პირ­ვე­ლი, მიჩ­ვე­უ­ლია იყოს სა­უ­კე­თე­სო. კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს ძნე­ლად თუ უწო­დებ ბე­დის ნე­ბი­ე­რას, მაგ­რამ იღ­ბა­ლი გა­ბე­დუ­ლებს და შე­უ­პოვ­რებს სწყა­ლობს, ამ ყვე­ლაფ­რის ნაკ­ლე­ბო­ბას კი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი ნამ­დვი­ლად არ გა­ნიც­დის. სა­სახ­ლე პორ­ტუ­გა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში, პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლის ტი­ტუ­ლი, ულა­მა­ზე­სი ქა­ლე­ბი - რო­ნალ­დუ ყველ­გან გა­მარ­ჯვე­ბას არის ჩვე­უ­ლი...

გმი­რი კუნ­ძულ მა­დე­ი­რა­დან

კრიშ­ტი­ა­ნუს მა­მას - ჟოზე დი­ნის ავე­ი­რუს პა­ტა­რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა ბავ­შვთა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მერ­ცხლებ­ში": გუნ­დის სა­ფეხ­ბურ­თო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. იმავდრო­უ­ლად, ფეხ­ბურ­თი თა­ვა­დაც ფა­ნა­ტი­კუ­რად უყ­ვარ­და და ბურ­თსაც აგო­რებ­და ად­გი­ლობ­რივ სა­მოყ­ვა­რუ­ლო გუნდში. უფ­როს შვილ ჰუ­გო­ში ჟო­ზეს ნამ­დვი­ლად არ გა­უ­მარ­თლა, რად­გან ეს უკა­ნას­კნე­ლი ფეხ­ბურთს ყო­ველ­თვის ტე­ლე­ვი­ზორს ამ­ჯო­ბი­ნებ­და.

სა­მა­გი­ე­როდ, უმ­ცროს­მა ვაჟ­მა არ გა­აწ­ბი­ლა მა­მის იმე­დე­ბი და ბურთთან "ურ­თი­ერ­თო­ბა" პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. კრიშ­ტი­ა­ნუ უკვე ოთხი წლის ასაკ­ში ცდი­ლობ­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის მი­ე­ბა­ძა და ბურ­თის­თვის ზუს­ტად და­ერ­ტყა, ხუთი წლი­სამ კი მა­მის­გან ნა­ნატ­რი სა­ჩუ­ქა­რი - ჩი­ნე­ბუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ბურ­თი მი­ი­ღო... სამი წლის შემ­დეგ რონი სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ნა­სი­ო­ნა­ლის" მწვრთნე­ლებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს და ჭა­ბუკ­თა გუნდში უხ­მეს, კი­დევ სამი წლის შემ­დეგ კი რო­ნალ­დუ კუნ­ძულ მა­დე­ი­რას სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე გახ­და. ცოტა ხან­ში ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელ­მა მიწ­ვე­ვა თვით დე­და­ქა­ლა­ქუ­რი "პორ­ტინ­გის­გან" მი­ი­ღო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მშობ­ლი­ურ მა­დე­ი­რას­თან გან­შო­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირ­და, ლი­სა­ბონ­ში მა­ინც გა­და­ბარ­გდა.

თით­ქმის რო­გორც ბექ­ჰე­მი

"მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტედ­თან" თა­მაშ­ზე თით­ქმის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოც­ნე­ბობ­და: ბრი­ტა­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თი ყო­ველ­თვის უმაღ­ლე­სი დო­ნი­სა იყო, თა­ნაც, "მან­ჩეს­ტერ­ში" მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი დე­ვიდ ბექ­ჰე­მიც თა­მა­შობ­და... ეს ის დრო იყო, როცა ბექ­ზი არამ­ხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი ჰი­ტაღ­ლუ­მის ლი­დე­რი, სექსსიმ­ბო­ლო და მარ­კე­ტინ­გუ­ლი ვარ­სკვლა­ვიც გახ­ლდათ. "მან­ჩეს­ტერ­თან" მატ­ჩი "სპორ­ტინ­გმა" 3:1 მო­ი­გო, თუმ­ცა ბრი­ტა­ნუ­ლი კლუ­ბის თავ­კა­ცი ალექს ფერ­გი­უსო­ნი ამას დი­დად არ გა­უ­ნა­წყე­ნე­ბია და რო­ნალ­დუს თა­მა­შით მო­ნუს­ხულ­მა, ახალ­გაზ­რდა პორ­ტუ­გა­ლი­ელს მან­ჩეს­ტერ­ში უხმო.

იმ დრო­ის­თვის ბექ­ჰემს უკვე გვა­რი­ა­ნად მოჰ­ბეზ­რე­ბო­და ფერ­გი­უსო­ნის ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და "მან­ჩეს­ტე­რის" და­ტო­ვე­ბა ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი. მან­ჩეს­ტე­რელ­თა "შვი­დი­ან­მა" კლუ­ბი მარ­თლაც და­ტო­ვა, მის ნაც­ვლად კი სერ ალექსმა 7-ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რი ყვე­ლა­სათ­ვის უც­ნობ კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს უბო­ძა. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლის დე­ბი­უ­ტი "ბოლ­ტონ­თან" მატჩში შედ­გა: დე­ბი­უ­ტან­ტი მო­ე­დან­ზე მე­ო­რე ტა­იმ­ში იმ დროს შე­ვი­და, როცა "მან­ჩეს­ტე­რი" აგებ­და, თუმ­ცა რონი მო­ე­დან­ზე გა­ვი­და და... მისი სა­ხით კლუ­ბის ფა­ნებ­მა ახა­ლი კერ­პი შე­ი­ძი­ნეს!

ითა­მა­შე და იცხოვ­რე ლა­მა­ზად

რო­ნალ­დუსნა­ი­რი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის პოვ­ნა რთუ­ლი საქ­მეა. მარ­ტო მისი ფინ­ტე­ბი რად ღირს! თუმ­ცა ახალ გუნდში არა­ერ­თი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა: კრიშ­ტი­ა­ნუს აზ­რით, მო­გე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ხერ­ხით უნდა მი­აღ­წიო. ამი­ტო­მაც, ეფექ­ტი­ა­ნად ეცე­მო­და და ან პე­ნალტს იმ­სა­ხუ­რებ­და, ანაც, ყვი­თელ ბა­რათს - სი­მუ­ლა­ცი­ის­თვის, რის გა­მოც სა­კუ­თა­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც კი სტვე­ნით "ასა­ჩუქ­რებ­დნენ". თუმ­ცა, რო­გორც კი მო­რიგ, ულა­მა­ზეს გოლს გა­ი­ტან­და, ქო­მა­გე­ბი ხან­გრძლი­ვი ოვა­ცი­ით აჯილ­დო­ებ­დნენ.

ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი

"მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში" რო­ნალ­დუ საკ­მა­ოდ მალე გა­ე­რია. ან კი ვის არ ესი­ა­მოვ­ნე­ბა, როცა მის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი წვე­უ­ლე­ბის კარი იღე­ბა, იქ კი პლა­ნე­ტის ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბი და ასო­ბით პა­პა­რა­ცი ელის? ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კრიშ­ტი­ა­ნუს "ახა­ლი ბექ­ჰე­მი", "ბრი­ტა­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თის ახა­ლი სექსსიმ­ბო­ლო" შე­არ­ქვეს და ეს როლი რო­ნალ­დუ­მაც კარ­გად შე­ი­ფე­რა: მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო, პუბ­ლი­კის წი­ნა­შე ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე­ე­ბი­თა და ისე­თი სა­მო­სით ჩნდე­ბო­და, რო­მე­ლიც "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას უფრო შე­ე­ფე­რე­ბო­და. მოკ­ლედ, პრე­სას უხ­ვად აძ­ლევ­და სა­ჭო­რაო თე­მებს. ამი­ტო­მაც წერ­და ყვი­თე­ლი პრე­სა მის შე­სა­ხებ: "შე­საძ­ლოა, არ გი­ნა­ხავთ, რო­გორ თა­მა­შობს ფეხ­ბურთს კრიშ­ტი­ა­ნუ რო­მალ­დუ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ტყობთ იმის შე­სა­ხებ, რომ ფე­ხის ფრჩხი­ლებ­ზე ლაქს ის­ვამს"...

"მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტედ­ში" გა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­ვსი წლის შემ­დეგ რო­ნალ­დუმ მად­რი­დის "რე­ალს" მი­ა­შუ­რა და ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ეს ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ტრანსფე­რი გახ­ლდათ: სა­მე­ფო კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ "კრიშ­ტი­ა­ნუს ფე­ხე­ბი" 94 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს! რონი დღემ­დე "რე­ა­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლია და იმა­ვე "შვი­დი­ა­ნით" თა­მა­შობს, რო­მე­ლიც მად­რი­დი­დან კლუ­ბის ლე­გენ­დის - რა­უ­ლის წას­ვლის შემ­დეგ მი­ი­ღო.

ოც­ნე­ბის ქალი

ცნო­ბი­ლი მე­ქალ­თა­ნის პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" გახ­ლდათ ბრა­ზი­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მა­რიო ჟარ­დე­ლის და - ჟორ­და­ნა. მას მოჰ­ყვნენ მსა­ხი­ო­ბი ჯემა ატ­კინ­სო­ნი, მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი ლუ­სი­ა­ნა აბ­რეუ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი კა­რო­ლი­ნა პატ­რო­ჩი­ნიო, მო­დე­ლე­ბი - ლე­ტი­ცია ფი­ლი­პი და რა­ფა­ე­ლა ფიკო, პე­რის ჰილ­ტო­ნი და ბო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ბი­პა­შა ბა­სუც კი... თუმ­ცა რუს მო­დელ ირი­ნა შე­იკ­თან შეხ­ვედ­რამ­დე ქორ­წილ­ზე რო­ნალ­დუს არც ერთ მათ­გან­თან არ ულა­პა­რა­კია. პრინ­ციპ­ში, და­პი­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­ქორ­წი­ნე­ბას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ირი­ნა დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლის "მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას" სტა­ტუსს. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა უკვე მო­ას­წრეს ირი­ნა შე­ი­კის­თვის "კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს მუდ­მი­ვი სა­ცო­ლე" და­ერ­ქმი­ათ...

შე­იკ­თან

რო­ნალ­დუ­სა და ირი­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა ორი­ო­დე წლის წინ Armani-ს რეკ­ლა­მის გა­და­ღე­ბი­სას და­ი­წყო. იმ დრო­ი­სათ­ვის ფეხ­ბურ­თელს უკვე ჰყავ­და შვი­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, კრიშ­ტი­ა­ნუ ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ვა­ჟიშ­ვი­ლი სუ­რო­გატ­მა დე­დამ გა­უ­ჩი­ნა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ტყდა, რომ მისი შვი­ლის დედა ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ან­ტია, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერთხელ შეხ­ვდა... ირი­ნას დი­დად არ ანაღ­ვლებს, რომ ფეხ­ბურ­თელს ახლა არც ისე კარ­გი დრო­ე­ბა უდ­გას. "დავ­ქორ­წინ­დე­ბი თუ არა რო­დის­მე? რა თქმა უნდა. ერ­თა­დერ­თი, რაც ქა­ლის­გან მჭირ­დე­ბა, სა­ი­მე­დო ზურ­გი და ოჯა­ხის შეგ­რძნე­ბაა", - ამ­ბობს რო­ნალ­დუ და ამა­ტებს: "ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი წარ­მა­ტე­ბის და მთე­ლი ამ ორომ­ტრი­ა­ლის ფასი. საკ­მა­რი­სად გა­ვერ­თე და სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის უკვე მზად ვარ"...

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

კრიშტიანუ რონალდუ: "ერთადერთი, რაც ქალისგან მჭირდება, საიმედო ზურგია"

კრიშტიანუ რონალდუ: "ერთადერთი, რაც ქალისგან მჭირდება, საიმედო ზურგია"

დღესდღეობით მას ყველაფერი აქვს, რაზეც შეიძლება იოცნებო. მიჩვეულია იყოს არამხოლოდ პირველი, მიჩვეულია იყოს საუკეთესო. კრიშტიანუ რონალდუს ძნელად თუ უწოდებ ბედის ნებიერას, მაგრამ იღბალი გაბედულებს და შეუპოვრებს სწყალობს, ამ ყველაფრის ნაკლებობას კი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ნამდვილად არ განიცდის. სასახლე პორტუგალიის დედაქალაქში, პლანეტის ყველაზე სექსუალური ფეხბურთელის ტიტული, ულამაზესი ქალები - რონალდუ ყველგან გამარჯვებას არის ჩვეული...

გმირი კუნძულ მადეირადან

კრიშტიანუს მამას - ჟოზე დინის ავეირუს პატარა თანამდებობა ეკავა ბავშვთა საფეხბურთო კლუბ "მერცხლებში": გუნდის საფეხბურთო აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი. იმავდროულად, ფეხბურთი თავადაც ფანატიკურად უყვარდა და ბურთსაც აგორებდა ადგილობრივ სამოყვარულო გუნდში. უფროს შვილ ჰუგოში ჟოზეს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან ეს უკანასკნელი ფეხბურთს ყოველთვის ტელევიზორს ამჯობინებდა.

სამაგიეროდ, უმცროსმა ვაჟმა არ გააწბილა მამის იმედები და ბურთთან "ურთიერთობა" პირველი ნაბიჯების გადადგმისთანავე დაიწყო. კრიშტიანუ უკვე ოთხი წლის ასაკში ცდილობდა, პროფესიონალებისთვის მიებაძა და ბურთისთვის ზუსტად დაერტყა, ხუთი წლისამ კი მამისგან ნანატრი საჩუქარი - ჩინებული საფეხბურთო ბურთი მიიღო... სამი წლის შემდეგ რონი საფეხბურთო კლუბ "ნასიონალის" მწვრთნელებმა შეამჩნიეს და ჭაბუკთა გუნდში უხმეს, კიდევ სამი წლის შემდეგ კი რონალდუ კუნძულ მადეირას საუკეთესო მოთამაშე გახდა. ცოტა ხანში ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიწვევა თვით დედაქალაქური "პორტინგისგან" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ მადეირასთან განშორება ძალიან უჭირდა, ლისაბონში მაინც გადაბარგდა.

თითქმის როგორც ბექჰემი

"მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშზე თითქმის მთელი ცხოვრება ოცნებობდა: ბრიტანული ფეხბურთი ყოველთვის უმაღლესი დონისა იყო, თანაც, "მანჩესტერში" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დევიდ ბექჰემიც თამაშობდა... ეს ის დრო იყო, როცა ბექზი არამხოლოდ სპორტული ჰიტაღლუმის ლიდერი, სექსსიმბოლო და მარკეტინგული ვარსკვლავიც გახლდათ. "მანჩესტერთან" მატჩი "სპორტინგმა" 3:1 მოიგო, თუმცა ბრიტანული კლუბის თავკაცი ალექს ფერგიუსონი ამას დიდად არ გაუნაწყენებია და რონალდუს თამაშით მონუსხულმა, ახალგაზრდა პორტუგალიელს მანჩესტერში უხმო.

იმ დროისთვის ბექჰემს უკვე გვარიანად მოჰბეზრებოდა ფერგიუსონის ბრძანებების შესრულება და "მანჩესტერის" დატოვება ჰქონდა განზრახული. მანჩესტერელთა "შვიდიანმა" კლუბი მართლაც დატოვა, მის ნაცვლად კი სერ ალექსმა 7-ნომრიანი მაისური ყველასათვის უცნობ კრიშტიანუ რონალდუს უბოძა. პორტუგალიელის დებიუტი "ბოლტონთან" მატჩში შედგა: დებიუტანტი მოედანზე მეორე ტაიმში იმ დროს შევიდა, როცა "მანჩესტერი" აგებდა, თუმცა რონი მოედანზე გავიდა და... მისი სახით კლუბის ფანებმა ახალი კერპი შეიძინეს!

ითამაშე და იცხოვრე ლამაზად

რონალდუსნაირი ქარიზმატული ფეხბურთელის პოვნა რთული საქმეა. მარტო მისი ფინტები რად ღირს! თუმცა ახალ გუნდში არაერთი პრობლემა შეექმნა: კრიშტიანუს აზრით, მოგებას ნებისმიერი ხერხით უნდა მიაღწიო. ამიტომაც, ეფექტიანად ეცემოდა და ან პენალტს იმსახურებდა, ანაც, ყვითელ ბარათს - სიმულაციისთვის, რის გამოც საკუთარი გულშემატკივრებიც კი სტვენით "ასაჩუქრებდნენ". თუმცა, როგორც კი მორიგ, ულამაზეს გოლს გაიტანდა, ქომაგები ხანგრძლივი ოვაციით აჯილდოებდნენ.

ყველაზე ძვირად ღირებული

"მაღალ საზოგადოებაში" რონალდუ საკმაოდ მალე გაერია. ან კი ვის არ ესიამოვნება, როცა მისთვის ნებისმიერი წვეულების კარი იღება, იქ კი პლანეტის ულამაზესი გოგონები და ასობით პაპარაცი ელის? ჟურნალისტებმა კრიშტიანუს "ახალი ბექჰემი", "ბრიტანული ფეხბურთის ახალი სექსსიმბოლო" შეარქვეს და ეს როლი რონალდუმაც კარგად შეიფერა: მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, პუბლიკის წინაშე ბრილიანტის საყურეებითა და ისეთი სამოსით ჩნდებოდა, რომელიც "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიას უფრო შეეფერებოდა. მოკლედ, პრესას უხვად აძლევდა საჭორაო თემებს. ამიტომაც წერდა ყვითელი პრესა მის შესახებ: "შესაძლოა, არ გინახავთ, როგორ თამაშობს ფეხბურთს კრიშტიანუ რომალდუ, მაგრამ აუცილებლად შეიტყობთ იმის შესახებ, რომ ფეხის ფრჩხილებზე ლაქს ისვამს"...

"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული ექვსი წლის შემდეგ რონალდუმ მადრიდის "რეალს" მიაშურა და ფეხბურთის ისტორიაში ეს ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი გახლდათ: სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადეს, რომ "კრიშტიანუს ფეხები" 94 მილიონი დოლარი ღირს! რონი დღემდე "რეალის" ფეხბურთელია და იმავე "შვიდიანით" თამაშობს, რომელიც მადრიდიდან კლუბის ლეგენდის - რაულის წასვლის შემდეგ მიიღო.

ოცნების ქალი

ცნობილი მექალთანის პირველი ცნობილი "შეყვარებული" გახლდათ ბრაზილიელი ფეხბურთელის მარიო ჟარდელის და - ჟორდანა. მას მოჰყვნენ მსახიობი ჯემა ატკინსონი, მსახიობი და მომღერალი ლუსიანა აბრეუ, ტელეწამყვანი კაროლინა პატროჩინიო, მოდელები - ლეტიცია ფილიპი და რაფაელა ფიკო, პერის ჰილტონი და ბოლივუდის ვარსკვლავი ბიპაშა ბასუც კი... თუმცა რუს მოდელ ირინა შეიკთან შეხვედრამდე ქორწილზე რონალდუს არც ერთ მათგანთან არ ულაპარაკია. პრინციპში, დაპირება აუცილებლად დაქორწინებას სულაც არ ნიშნავს. ოფიციალურად, ირინა დღემდე ინარჩუნებს სუპერვარსკვლავი ფეხბურთელის "მეგობარი გოგონას" სტატუსს. ჟურნალისტებმა უკვე მოასწრეს ირინა შეიკისთვის "კრიშტიანუ რონალდუს მუდმივი საცოლე" დაერქმიათ...

შეიკთან

რონალდუსა და ირინას ურთიერთობა ორიოდე წლის წინ Armani-ს რეკლამის გადაღებისას დაიწყო. იმ დროისათვის ფეხბურთელს უკვე ჰყავდა შვილი. თავდაპირველად, კრიშტიანუ ირწმუნებოდა, რომ ვაჟიშვილი სუროგატმა დედამ გაუჩინა, თუმცა მოგვიანებით გამოტყდა, რომ მისი შვილის დედა ამერიკელი ოფიციანტია, რომელსაც მხოლოდ ერთხელ შეხვდა... ირინას დიდად არ ანაღვლებს, რომ ფეხბურთელს ახლა არც ისე კარგი დროება უდგას. "დავქორწინდები თუ არა როდისმე? რა თქმა უნდა. ერთადერთი, რაც ქალისგან მჭირდება, საიმედო ზურგი და ოჯახის შეგრძნებაა", - ამბობს რონალდუ და ამატებს: "ძალიან კარგად ვიცი წარმატების და მთელი ამ ორომტრიალის ფასი. საკმარისად გავერთე და სერიოზული ურთიერთობებისთვის უკვე მზად ვარ"...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება