Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე - ამერიკელ კონგრესმენებს ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდებათ
მაია ფანჯიკიძე - ამერიკელ კონგრესმენებს ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდებათ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

მაია ფან­ჯი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კელ კონ­გრეს­მე­ნებს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ე­წო­დე­ბათ და ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დეს და ად­გილ­ზე გა­ეც­ნოს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს.

"ჩვენ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემთ ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბას და სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს რო­გორც კონ­გრეს­თან და სე­ნატ­თან, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტთან. ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხით ვა­წო­დებთ ჩვენ ინ­ფორ­მა­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე ვფიქ­რობ, რომ კონ­გრეს­მე­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ არ აქვთ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ან ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მათ მი­ე­წო­დე­ბათ არ არის ზუს­ტი. ამი­ტომ მე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვიწ­ვევ­დი ამ კონ­გრეს­მე­ნებს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლო, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩა­მობ­რძან­დნენ და ად­გილ­ზე გა­ეც­ნონ ვი­თა­რე­ბას და აქვე გა­ეც­ნონ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში",-გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

ამე­რი­კელ კონ­გრეს­მენ­თა ორ­პარ­ტი­ულ­მა ჯგუფ­მა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს, ჯონ კე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის აღ­საკ­ვე­თად "სრუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რე­სურ­სე­ბის " გა­მო­ყე­ნე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კუ­ლი გა­ზე­თი The Hill იუ­წყე­ბა.

გა­ზე­თი The Hill ჯონ კე­რი­სად­მი ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის წე­რილ­საც აქ­ვეყ­ნებს.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვი­სა და ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, გა­დად­გათ ნა­ბი­ჯე­ბი აშშ-ის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­კი­თხში. მო­გი­წო­დებთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ სრუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რე­სურ­სი არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის სა­პა­სუ­ხოდ", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

წე­რილს ხელს აწე­რენ კონ­გრეს­მე­ნე­ბი: ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, მა­იკლ ტერ­ნე­რი ("რეს­პუბ­ლი­კე­ლი", ოჰა­ი­ოს შტა­ტი); მა­რიო დიაზ-ბა­ლარ­ტი ("რეს­პუბ­ლი­კე­ლი", ფლო­რი­დას შტა­ტი), "ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის" თავ­მჯდო­მა­რე ბილ შუს­ტე­რი ("რეს­პუბ­ლი­კე­ლი" პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტი) და ელი­სონ შვარ­ცი("დე­მოკ­რა­ტი", Congressional Georgia Caucus-ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მაია ფანჯიკიძე - ამერიკელ კონგრესმენებს ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდებათ

მაია ფანჯიკიძე - ამერიკელ კონგრესმენებს ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდებათ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ამერიკელი კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამერიკელ კონგრესმენებს ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდებათ და ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, შეუძლია საქართველოში ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს.

"ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას და საერთოდ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს როგორც კონგრესთან და სენატთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტთან. ყველა დიპლომატიური არხით ვაწოდებთ ჩვენ ინფორმაციებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ კონგრესმენების განცხადება გამოწვეულია იმით, რომ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ან ის ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდებათ არ არის ზუსტი. ამიტომ მე დიდი სიამოვნებით მოვიწვევდი ამ კონგრესმენებს და იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს საქართველო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა. ჩამობრძანდნენ და ადგილზე გაეცნონ ვითარებას და აქვე გაეცნონ, როგორ ვითარდება დემოკრატია საქართველოში",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ამერიკელ კონგრესმენთა ორპარტიულმა ჯგუფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღსაკვეთად "სრული დიპლომატიური რესურსების " გამოყენების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Hill იუწყება.

გაზეთი The Hill ჯონ კერისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილსაც აქვეყნებს.

"ქართველი ხალხის უფლებების, თავისუფლების დაცვისა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები აშშ-ის ინტერესების დასამტკიცებლად საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხში. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ სრული დიპლომატიური რესურსი არსებული კრიზისის საპასუხოდ", - ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარე, მაიკლ ტერნერი ("რესპუბლიკელი", ოჰაიოს შტატი); მარიო დიაზ-ბალარტი ("რესპუბლიკელი", ფლორიდას შტატი), "ტრანსატლანტიკური დიალოგის" თავმჯდომარე ბილ შუსტერი ("რესპუბლიკელი" პენსილვანიის შტატი) და ელისონ შვარცი("დემოკრატი", Congressional Georgia Caucus-ის თანათავმჯდომარე).

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა