სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადააჩვია ცნობილმა ჟურნალისტმა შვილი ტყუილის თქმას
როგორ გადააჩვია ცნობილმა ჟურნალისტმა შვილი ტყუილის თქმას

შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბევ­რმა თქვენ­გან­მა არ იცის, რომ "ახა­ლი ხმის" მო­ნა­წი­ლე - მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ეკა მიშ­ვე­ლა­ძის შვი­ლია. მა­კომ მა­ყუ­რე­ბელს არა მარ­ტო სიმ­ღე­რე­ბით, არა­მედ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩაც­მის სტი­ლი­თა და სა­ო­ცა­რი ენერ­გი­უ­ლო­ბით და­ა­მახ­სოვ­რა თავი. ის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, ტან­საც­მლის დი­ზა­ინ­ზე სწავ­ლობს. ფიქ­რობს, რომ ადა­მი­ა­ნის ჩაც­მის სტი­ლი მის თვი­სე­ბებ­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს.

- ეკა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დაა. ის ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მკაც­რია, ზოგ­ჯერ - ლმო­ბი­ე­რი. შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­გობ­რუ­ლია. ვერ იტანს სიც­რუ­ეს. მახ­სოვს, ერთხელ ტყუ­ილ­ში გა­მო­მი­ჭი­რა. ჰოდა, მა­მას და­უ­რე­კა და უთხრა: ახ­ლა­ვე წა­იყ­ვა­ნე. ვიდ­რე ტყუ­ი­ლე­ბის თქმას არ გა­და­ეჩ­ვე­ვა, არ მო­მიყ­ვა­ნოო (იცი­ნის). რა თქმა უნდა, სა­ცხოვ­რებ­ლად მა­მას­თან არ გა­ვუშ­ვი­ვარ, მაგ­რამ მას შემ­დეგ ტყუ­ი­ლი აღარ მით­ქვამს... ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ხში­რად, რა­ღა­ცებს ვა­ფუ­ჭებ­დი. ძი­რი­თა­დად, ბი­ჭებ­თან ვმე­გობ­რობ­დი.

- ეკას დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი აქვს. მის­გან ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ციტს ხომ არ გა­ნიც­დი?

- ეკას­გან არას­დროს მომ­კლე­ბია არც ყუ­რა­დღე­ბა და არც სხვა რა­ღა­ცე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი ჰქონ­და, ხან სად მიფ­რი­ნავ­და და ხან - სად, ვი­ცო­დი, რომ გუ­ლით მუ­დამ ჩემ­თან რჩე­ბო­და. დღემ­დე ვამ­ბობ, რომ დე­და­ჩე­მით ვსუნ­თქავ. მას­ზე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი არ მყავს. რა თქმა უნდა, მა­მაც და და­ი­კოც ჩემ­თვის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ დედა სულ სხვა სამ­ყა­როა. ერ­თა­დერ­თი, არ მომ­წონს ის, რომ ეკას მო­ფე­რე­ბა არ უყ­ვარს. ჩემი დაც მას ჰგავს. მე კი­დევ, ვგიჟ­დე­ბი, როცა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ვე­ფე­რე­ბი, ვკოც­ნი, ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბი...

- რო­გორც ვიცი, შენი მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მა­მას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა და მამა ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ, ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან. მა­მას სხვა ოჯა­ხი აქვს და მათ­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. და კი­დევ, მას ისეთ პი­რა­დულ ამ­ბებს ვუყ­ვე­ბი, რა­საც ეკას ვუ­მა­ლავ. კა­ცია და სწორ რჩე­ვებს მაძ­ლევს (იღი­მის)... დედა ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს მიყ­ვე­ბა, არა­ფერს მი­მა­ლავს და ხში­რად, რჩე­ვა­საც მე­კი­თხე­ბა. მეც ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ, რა­ღა­ცე­ბის თქმის მე­რი­დე­ბა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ დავ­შორ­დით. დღეს კი მიკ­ვირს, ის რო­გორ მიყ­ვარ­და?! ძა­ლი­ან შე­მეც­ვა­ლა გე­მოვ­ნე­ბა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამ­ჟა­მად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს, მაგ­რამ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს.

- დე­და­შე­ნის ტან­საც­მელს ხში­რად იც­ვამ?

- მარ­თა­ლია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს, მაგ­რამ მის გარ­დე­რობ­ში მა­ინც ვპო­უ­ლობ ისეთ ტან­საც­მელს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­მად­გეს. ჰოდა, ამის გამო მე­ჩხუ­ბე­ბა ხოლ­მე...

- შენს დაზე რას გვე­ტყვი?

- ძა­ლი­ან სწყინს, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში მას­ზე რომ არ ვლა­პა­რა­კობ (იცი­ნის). მას ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა, ჩაც­მის სტი­ლი აქვს. სხვა­თა შო­რის, ხში­რად ვჩხუ­ბობთ, მაგ­რამ მა­ინც, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. ვიცი, წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, უფრო მე­ტად გა­ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს.

- მაკო, დიდი ხა­ნია, რაც მღე­რი?

- მე­თერ­თმე­ტე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა სას­წავ­ლებ­ლად ჰო­ლან­დი­ა­ში გა­მიშ­ვეს. იქ ერთი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მაგ­რად მღე­რო­და. ჰოდა, სწო­რედ მან შე­მომ­თა­ვა­ზა: კონ­კურ­სზე - "სკო­ლის ტა­ლან­ტე­ბი" ჩემ­თან ერ­თად, დუ­ეტ­ში იმ­ღე­რეო. დავ­თან­ხმდი და იმ კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვეთ კი­დეც.... სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, "ჯე­ოს­ტა­რის" კას­ტინგზე გა­ვე­დი. თან ისე, რომ დე­დამ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. ფი­ნა­ლამ­დე მი­ვე­დი, მაგ­რამ 12 სა­უ­კე­თე­სოს შო­რის ვე­ღარ მოვ­ხვდი. რაც შე­ე­ხე­ბა "ახალ ხმას", ის ყვე­ლა სხვა პრო­ექ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მო­მე­წო­ნა ისიც, რომ პირ­ველ რიგ­ში ფას­დე­ბო­და მომ­ღერ­ლის ხმა და არა - გა­რეგ­ნო­ბა. ვფიქ­რობ, "ახალ ხმას" ღირ­სე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს, მე კი ამ პრო­ექ­ტმა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, ბევ­რი კარ­გი მე­გო­ბა­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შემ­ძი­ნა...

- ეკა რო­გორ აფა­სებს "ახალ ხმა­ში" შენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- ძა­ლი­ან ეში­ნო­და, გული არ მტკე­ნო­და. ისე მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, რომ კონ­ცერ­ტებ­ზე ვერ მო­დი­ო­და. იძახ­და, - იქ ცუ­დად გავ­ხდე­ბიო. ბო­ლოს და­ვუ­ჩო­ქე და ისე ვთხო­ვე, - წა­მო­დი, მინ­და გვერ­დით მყავ­დე-მეთ­ქი, და რო­გორც იქნა, და­ვი­თან­ხმე... დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტის დროს კი - ამე­რი­კა­ში იყო და იქი­დან მამ­ხნე­ვებ­და.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ზა­ფხულ­ში ამე­რი­კა­ში ვა­პი­რებ წას­ვლას, სა­დაც სამ­სა­ხი­ო­ბო კურ­სი უნდა გა­ვი­ა­რო. იქ მას­წავ­ლი­ან ყვე­ლა­ფერს კი­ნოს, ცეკ­ვის, სიმ­ღე­რი­სა და თე­ატ­რის შე­სა­ხებ. შემ­დეგ კი ხუთი წლით, ლონ­დონ­ში წა­ვალ, ჩემი პრო­ფე­სი­ის უკეთ და­სა­უფ­ლებ­ლად.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

როგორ გადააჩვია ცნობილმა ჟურნალისტმა შვილი ტყუილის თქმას

როგორ გადააჩვია ცნობილმა ჟურნალისტმა შვილი ტყუილის თქმას

შესაძლებელია, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ "ახალი ხმის" მონაწილე - მაკო კვიტაიშვილი ცნობილი ტელეწამყვანის, ეკა მიშველაძის შვილია. მაკომ მაყურებელს არა მარტო სიმღერებით, არამედ განსხვავებული ჩაცმის სტილითა და საოცარი ენერგიულობით დაამახსოვრა თავი. ის სამხატვრო აკადემიაში, ტანსაცმლის დიზაინზე სწავლობს. ფიქრობს, რომ ადამიანის ჩაცმის სტილი მის თვისებებზე მიგვანიშნებს.

- ეკა არაჩვეულებრივი დედაა. ის ზოგჯერ ძალიან მკაცრია, ზოგჯერ - ლმობიერი. შვილებთან ურთიერთობაში მეგობრულია. ვერ იტანს სიცრუეს. მახსოვს, ერთხელ ტყუილში გამომიჭირა. ჰოდა, მამას დაურეკა და უთხრა: ახლავე წაიყვანე. ვიდრე ტყუილების თქმას არ გადაეჩვევა, არ მომიყვანოო (იცინის). რა თქმა უნდა, საცხოვრებლად მამასთან არ გავუშვივარ, მაგრამ მას შემდეგ ტყუილი აღარ მითქვამს... ცელქი ბავშვი ვიყავი და ხშირად, რაღაცებს ვაფუჭებდი. ძირითადად, ბიჭებთან ვმეგობრობდი.

- ეკას დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. მისგან ყურადღების დეფიციტს ხომ არ განიცდი?

- ეკასგან არასდროს მომკლებია არც ყურადღება და არც სხვა რაღაცები. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დატვირთული დღის რეჟიმი ჰქონდა, ხან სად მიფრინავდა და ხან - სად, ვიცოდი, რომ გულით მუდამ ჩემთან რჩებოდა. დღემდე ვამბობ, რომ დედაჩემით ვსუნთქავ. მასზე საყვარელი ადამიანი არ მყავს. რა თქმა უნდა, მამაც და დაიკოც ჩემთვის უახლოესი ადამიანები არიან, მაგრამ დედა სულ სხვა სამყაროა. ერთადერთი, არ მომწონს ის, რომ ეკას მოფერება არ უყვარს. ჩემი დაც მას ჰგავს. მე კიდევ, ვგიჟდები, როცა საყვარელ ადამიანებს ვეფერები, ვკოცნი, ვესიყვარულები...

- როგორც ვიცი, შენი მშობლები გაშორებულები არიან. მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მიუხედავად იმისა, რომ დედა და მამა ერთად არ ცხოვრობენ, ახლო მეგობრები არიან. მამას სხვა ოჯახი აქვს და მათთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. და კიდევ, მას ისეთ პირადულ ამბებს ვუყვები, რასაც ეკას ვუმალავ. კაცია და სწორ რჩევებს მაძლევს (იღიმის)... დედა ყოველთვის ყველაფერს მიყვება, არაფერს მიმალავს და ხშირად, რჩევასაც მეკითხება. მეც ვცდილობ, ყველაფერი ვუამბო, მაგრამ ზოგჯერ, რაღაცების თქმის მერიდება.

- შეყვარებული გყავს?

- სამი წლის განმავლობაში ვიყავი შეყვარებული, მაგრამ დავშორდით. დღეს კი მიკვირს, ის როგორ მიყვარდა?! ძალიან შემეცვალა გემოვნება და ღირებულებები. ამჟამად შეყვარებული არ მყავს, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს.

- დედაშენის ტანსაცმელს ხშირად იცვამ?

- მართალია, განსხვავებული გემოვნება გვაქვს, მაგრამ მის გარდერობში მაინც ვპოულობ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც შეიძლება, გამომადგეს. ჰოდა, ამის გამო მეჩხუბება ხოლმე...

- შენს დაზე რას გვეტყვი?

- ძალიან სწყინს, ინტერვიუებში მასზე რომ არ ვლაპარაკობ (იცინის). მას ჩემგან განსხვავებული გარეგნობა, ჩაცმის სტილი აქვს. სხვათა შორის, ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ მაინც, ჩემი უახლოესი მეგობარია. ვიცი, წლების მატებასთან ერთად, უფრო მეტად გავუგებთ ერთმანეთს.

- მაკო, დიდი ხანია, რაც მღერი?

- მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როცა სასწავლებლად ჰოლანდიაში გამიშვეს. იქ ერთი ფერადკანიანი მეგობარი შევიძინე, რომელიც ძალიან მაგრად მღეროდა. ჰოდა, სწორედ მან შემომთავაზა: კონკურსზე - "სკოლის ტალანტები" ჩემთან ერთად, დუეტში იმღერეო. დავთანხმდი და იმ კონკურსში გავიმარჯვეთ კიდეც.... საქართველოში დაბრუნებული, "ჯეოსტარის" კასტინგზე გავედი. თან ისე, რომ დედამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ფინალამდე მივედი, მაგრამ 12 საუკეთესოს შორის ვეღარ მოვხვდი. რაც შეეხება "ახალ ხმას", ის ყველა სხვა პროექტისგან განსხვავებულია. მომეწონა ისიც, რომ პირველ რიგში ფასდებოდა მომღერლის ხმა და არა - გარეგნობა. ვფიქრობ, "ახალ ხმას" ღირსეული გამარჯვებული ჰყავს, მე კი ამ პროექტმა დიდი გამოცდილება, ბევრი კარგი მეგობარი და გულშემატკივარი შემძინა...

- ეკა როგორ აფასებს "ახალ ხმაში" შენს მონაწილეობას?

- ძალიან ეშინოდა, გული არ მტკენოდა. ისე მგულშემატკივრობდა, რომ კონცერტებზე ვერ მოდიოდა. იძახდა, - იქ ცუდად გავხდებიო. ბოლოს დავუჩოქე და ისე ვთხოვე, - წამოდი, მინდა გვერდით მყავდე-მეთქი, და როგორც იქნა, დავითანხმე... დასკვნითი კონცერტის დროს კი - ამერიკაში იყო და იქიდან მამხნევებდა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ზაფხულში ამერიკაში ვაპირებ წასვლას, სადაც სამსახიობო კურსი უნდა გავიარო. იქ მასწავლიან ყველაფერს კინოს, ცეკვის, სიმღერისა და თეატრის შესახებ. შემდეგ კი ხუთი წლით, ლონდონში წავალ, ჩემი პროფესიის უკეთ დასაუფლებლად.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები