მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ბარბაქაძე სიყვარულზე, ტკივილსა და იმედგაცრუებაზე
გოგა ბარბაქაძე სიყვარულზე, ტკივილსა და იმედგაცრუებაზე

მსა­ხი­ობს და­ბა­დე­ბის დღე ახ­ლა­ხან ჰქონ­და, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ თე­ბერ­ვა­ლი მისი თვეა. ამ­ბობს, რომ ბედ­ნი­ე­რი კა­ცია, რად­გან ჰყავს შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­უღ­ლე და სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფი - გაბ­რი­ე­ლი. გოგა ბარ­ბა­ქა­ძეს ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შევ­ხვდი. მსა­ხი­ობ­მა ჩემ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ასე და­ას­რუ­ლა...

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1981 წლის 1-ლი თე­ბერ­ვა­ლი. ამ დღეს "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში" სპექ­ტაკ­ლი გვქონ­და, რის შემ­დე­გაც, ჩემი იუ­ბი­ლე ყვე­ლამ ერ­თად აღ­ვნიშ­ნეთ.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...ბე­ბი­ამ. ის ჯერ ცეკ­ვა­ზე მა­ტა­რებ­და, მერე - "ბე­რი­კებ­ში". ეს ძალ­და­ტა­ნე­ბით არ ხდე­ბო­და, ინ­ტე­რე­სი თა­ვა­დაც მქონ­და.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯა­ხი: ჩემი მა­ი­კო, გაბ­რი­ე­ლი და გამ­ზრდე­ლი ბე­ბია, რო­მე­ლიც ახლა ჩემს შვილს ზრდის. ბე­ბია სპექ­ტაკ­ლებ­საც ეს­წრე­ბა ხოლ­მე. მის­გან კრი­ტი­კუ­ლი აზ­რიც მო­მის­მე­ნია, მაგ­რამ უმე­ტეს­წი­ლად მა­ქებს, - კარ­გად ითა­მა­შეო.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...თი­თო­ე­უ­ლი მე­გო­ბა­რი გულ­წრფე­ლად და ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად არ მომ­წონს...

- ...ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი ვარ, ამი­ტომ იმედ­გაც­რუ­ე­ბა არა­ერ­თხელ მქო­ნია. ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ბევ­რს არ ვფიქ­რობ; თუ ვინ­მე მო­მე­წო­ნე­ბა, ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი, ეს კი კარ­გი თვი­სე­ბა არ არის.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...რა კარ­გი ბი­ჭი­აო. ვიცი, ბევ­რს ვუყ­ვარ­ვარ. ისე, სა­კუ­თარ თავ­ზე რა­ტომ მა­ლა­პა­რა­კებ?..

- ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...ხვა­ლინ­დელ დღე­ზე ვფიქ­რობ.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...მა­ქე­ბენ.

- ჩემი წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...მა­ტყუ­ა­რა ადა­მი­ანს. გა­მიზ­ნუ­ლი და ბო­რო­ტი ტყუ­ი­ლის პა­ტი­ე­ბა არ შე­მიძ­ლია!

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...ამ წი­ნა­და­დე­ბას ვერ და­ვას­რუ­ლებ. მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და და დღეს ეს ჩემი პრო­ფე­სი­აა. ტრო­ლე­ი­ბუ­სის მარ­თვის სურ­ვი­ლი არას­დროს მქო­ნია.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...არა­ნა­ი­რი საქ­მე არ მე­ზა­რე­ბა. პი­რი­ქით - უსაქ­მუ­რო­ბას ვერ ვი­ტან. ვგიჟ­დე­ბი, როცა გარ­შე­მო სი­ჩუ­მეა. ახლა "კო­მე­დი-არხზე" ვარ და პე­რი­ო­დუ­ლად, სკეტ­ჩებს ვი­ღებთ. სამ­წუ­ხა­როდ, "ალუბ­ლე­ბის ქუჩა 12" და­ი­ხუ­რა. ეს მა­შინ მოხ­და, როცა სე­რი­ა­ლის რე­ი­ტინ­გი თან­და­თან იმა­ტებ­და და ცხა­დია, გული დამ­წყდა. ამ პე­რი­ო­დის­თვის სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ მაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე ხდე­ბა: თუ უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ, აღარ გი­ღე­ბენ, უც­ნო­ბებს უფრო აძ­ლე­ვენ როლს. თე­ატ­რშიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე არა­ფე­რია. ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და (პრინ­ციპ­ში არც არ­სად წა­სუ­ლა), მალე და­სის შეკ­რე­ბა გვექ­ნე­ბა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­საც გაგ­ვაც­ნო­ბენ. აპ­რილ­ში უკ­რა­ი­ნა­ში გას­ტრო­ლი გვექ­ნე­ბა, იქა­ურ მა­ყუ­რე­ბელს სპექ­ტაკლს - "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი" ვუჩ­ვე­ნებთ.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...სი­ტყვას - "მინ­და", წინ "არა" რომ მი­ვუ­წე­როთ, არ შე­იძ­ლე­ბა? არ მინ­და ვიყო "პახ­მე­ლი­ა­ზე". მინ­და სახ­ლში ვიყო. მეც და მა­ი­კოც შინ ცოტა დროს ვა­ტა­რებთ, ამას კი გაბ­რი­ე­ლი აპ­რო­ტეს­ტებს; როცა ხე­დავს, სახ­ლი­დან გავ­დი­ვართ, თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი და მო­წყე­ნი­ლი დგას ხოლ­მე, მაგ­რამ როცა შინ ვბრუნ­დე­ბით, ბედ­ნი­ე­რია...

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...რომ არ ვიყო მიმ­ნდო­ბი.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ვა­ღი­ა­რებ.

- ბო­ლოს მე­სიზ­მრა...

- ...შინ ისე­თი დაღ­ლი­ლი ვბრუნ­დე­ბი, რომ ძი­ლის დროს სიზ­მარ­საც ვე­ღარ ვნა­ხუ­ლობ... (პა­უ­ზის შემ­დეგ) ისე, ცოტა ხნის წინ ჩემი პე­და­გო­გი, შალ­ვა გა­წე­რე­ლია მე­სიზ­მრა. ის არა მხო­ლოდ ჩემი პე­და­გო­გი, არა­მედ სა­უ­კე­თე­სო და ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი იყო.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ერთხელ ბა­ტო­ნი შალ­ვა გა­ვაბ­რა­ზე: სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობ­დით და როლ­ზე ბევ­რი ვი­კა­მა­თეთ. ცოტა ზედ­მე­ტიც მო­მი­ვი­და. თა­ვის­თან მიხ­მო და გაშ­ლი­ლი ხე­ლის­გუ­ლი მიჩ­ვე­ნა, მერე მე­ო­რე ხე­ლის თი­თე­ბი ზე­მო­დან გა­და­უს­ვა და მი­თხრა, - აღა­რა­ფე­რი აღარ იქ­ნე­ბი, გაქ­რე­ბი. ჩათ­ვა­ლე, არა­ფე­რი გა­გი­კე­თე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იწყე­ბაო. იმ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი როლი მქონ­და ნა­თა­მა­შე­ბი და ბა­ტონ­მა შალ­ვამ მი­მა­ნიშ­ნა, - არ და­ი­ჯე­რო, რა­მეს წარ­მო­ად­გენ, წარ­მა­ტე­ბა თავ­ში არ აგი­ვარ­დე­სო.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ახლა ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს, უფრო ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი. სი­კე­თის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბო­და და ბევრ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...იმას, რაც ჩემს პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, არა­ნა­ი­რი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ არ გა­ვა­კე­თებ.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...ხან­და­ხან მე­ში­ნია, რად­გან ჩემი პრო­ფე­სი­ის კაცი სულ ვი­ღა­ცა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი არ გა­მაჩ­ნია. არა­და, ბიზ­ნეს­მე­ნო­ბას სულ ვა­პი­რებ. მინ­და სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­დეს... ისე კი, ჩემი მო­მა­ვა­ლი ჩემი შვი­ლია. როცა მა­ი­კო ფეხ­მძი­მედ იყო, ვამ­ბობ­დი: მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, გოგო და­ი­ბა­დე­ბა თუ ბიჭი-მეთ­ქი. ბოლო დროს კი მო­მინ­და, გო­გოს მა­მაც ვიყო. მგო­ნია, რომ მა­მის­თვის გო­გოს სიყ­ვა­რუ­ლი რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...ჩემს ოჯახ­ზე, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

- ჩემი ჰო­ბია...

- ...ნა­დი­რო­ბა, თევ­ზა­ო­ბა და მსა­ხი­ო­ბო­ბა. მარ­თა­ლია, მსა­ხი­ო­ბო­ბა პრო­ფე­სი­აა, მაგ­რამ ჰო­ბიც არის. ნა­დი­რო­ბა და თევ­ზა­ო­ბა გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მწყერ­ზე ვი­ნა­დი­რე. ახლო მო­მა­ვალ­ში ვასო ფხა­კა­ძეს­თან ერ­თად, სა­თევ­ზა­ოდ წას­ვლას ვა­პი­რებ. სან­დრო მარ­გა­ლი­ტაშ­ვილ­თან და ჩემს ძმას­თან ერ­თა­დაც ხში­რად ვნა­დი­რობ. ტახ­ზე და დათვზე სა­ნა­დი­როდ რომ მი­დი­ხარ, უკვე საფრ­თხის ქვეშ ხარ, მაგ­რამ ნა­დი­რო­ბის მუ­ღა­მიც ამა­შია. ჯერ დიდი ცხო­ვე­ლი არ მო­მიკ­ლავს. ფრინ­ველ­ზე ნა­დი­რო­ბა მირ­ჩევ­ნია.

- ჩემი კარგ ხა­სი­ათ­ზე მოყ­ვა­ნა ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია...

- ...ჩემს მე­გობ­რებს. სახ­ლში იცი, რო­გო­რი ვარ? - ცუდი ხა­სი­ა­თი მაქვს, უჟ­მუ­რი გახ­ლა­ვართ. მგო­ნი, ეს იმის ბრა­ლია, რომ გა­რეთ ვიღ­ლე­ბი და შინ დაბ­რუ­ნე­ბულს ლა­პა­რა­კიც აღარ მინ­და.

- მე­ში­ნია...

- ...არ მი­ღა­ლა­ტონ და მო­მა­ტყუ­ონ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც მიყ­ვარს და ვენ­დო­ბი. უკვე გი­თხა­რი, ასე­თი შემ­თხვე­ვა მქო­ნია და აღარ მინ­და, გან­მე­ორ­დეს.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. როცა სიყ­ვა­რულ­ში გა­გი­მარ­თლებს და მერე ამ სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფიც გე­ყო­ლე­ბა, ეს უფ­ლის­გან ბო­ძე­ბუ­ლი დიდი სა­ჩუ­ქა­რია. ამ სიყ­ვა­რულს გაფრ­თხი­ლე­ბა და მო­ფე­რე­ბა უნდა.

- ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­სას­წა­ულს...

- ...ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავთ. მე და მა­ი­კო ერ­თმა­ნეთს სი­ურპრი­ზებს ვუ­წყობთ, სა­ჩუქ­რებს ვჩუქ­ნით (და არა მხო­ლოდ ამ დღეს). არც ერთი 14 თე­ბერ­ვა­ლი ერ­თნა­ი­რი არ არის. მა­ი­კო ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ხში­რად, თან - სა­სი­ა­მოვ­ნოდ მა­ო­ცებს. მეც ვცდი­ლობ, გა­ვა­ხა­რო. წლე­ვან­დე­ლი ვა­ლენ­ტი­ნო­ბის­თვი­საც რა­ღაც მაქვს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ახლა ვერ გე­ტყვი, რას ვგუ­ლის­ხმობ, რად­გან ეს მის­თვის სი­ურპრი­ზი აღარ იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, თე­ბერ­ვა­ლი მიყ­ვარს. ჩემი თვეა.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...ხში­რად მივ­დი­ვარ. ჩემი პრო­ფე­სია რის­კი არ არის? თუ კარ­გად ვერ ითა­მა­შებ, არა­ვის ეყ­ვა­რე­ბი, აღა­რა­ვინ შე­მოგ­ხე­დავს და ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა...

- ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი...

- ...ნიკო გო­მე­ლა­უ­რი­სა და შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბაა. მათი სა­ხით ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი და­მაკ­ლდნენ. ისი­ნი ჩემს შვილ­საც და­აკ­ლდნენ. ნიკო ჩემი მეჯ­ვა­რე იყო. მის­მა მე­უღ­ლემ - ნი­ნამ და შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ამ გაბ­რი­ე­ლი მო­ნათ­ლეს.

- არ მჩვე­ვია...

- ...ტყუ­ი­ლის თქმა. ვერ ვი­ტყუ­ე­ბი, არ გა­მომ­დის. შე­იძ­ლე­ბა, კი­თხვა გა­გიჩ­ნდეს, - ამა­ში მსა­ხი­ო­ბუ­რი ნიჭი არ გეხ­მა­რე­ბაო? ტყუ­ი­ლის თქმას და მსა­ხი­ო­ბო­ბას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...საყ­ვე­დუ­რე­ბი რა­ტომ უნდა მი­ვი­ღო? ცუდი ბიჭი არ ვარ.

- ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ...

- ...დე­და­მი­წა ოთხკუ­თხე­დია.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...ჩემი ოჯა­ხით. მარ­ტო რომ ვიყო, ცხოვ­რე­ბას რა აზრი ექ­ნე­ბა?

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ. მიყ­ვარს თქვე­ნი მკი­თხვე­ლი და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ჩემი ნახ­ვა უხა­რია. როცა მა­ყუ­რებ­ლის კე­თილ­გან­წყო­ბას და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ, კარგ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი, ჩემ­თვის ეს დიდი სტი­მუ­ლია.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გოგა ბარბაქაძე სიყვარულზე, ტკივილსა და იმედგაცრუებაზე

გოგა ბარბაქაძე სიყვარულზე, ტკივილსა და იმედგაცრუებაზე

მსახიობს დაბადების დღე ახლახან ჰქონდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თებერვალი მისი თვეა. ამბობს, რომ ბედნიერი კაცია, რადგან ჰყავს შესანიშნავი მეუღლე და სიყვარულის ნაყოფი - გაბრიელი. გოგა ბარბაქაძეს ინტერვიუს ჩასაწერად რუსთაველის თეატრში შევხვდი. მსახიობმა ჩემ მიერ შეთავაზებული წინადადებები ასე დაასრულა...

- დაბადების თარიღი...

- ...1981 წლის 1-ლი თებერვალი. ამ დღეს "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლი გვქონდა, რის შემდეგაც, ჩემი იუბილე ყველამ ერთად აღვნიშნეთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ბებიამ. ის ჯერ ცეკვაზე მატარებდა, მერე - "ბერიკებში". ეს ძალდატანებით არ ხდებოდა, ინტერესი თავადაც მქონდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი: ჩემი მაიკო, გაბრიელი და გამზრდელი ბებია, რომელიც ახლა ჩემს შვილს ზრდის. ბებია სპექტაკლებსაც ესწრება ხოლმე. მისგან კრიტიკული აზრიც მომისმენია, მაგრამ უმეტესწილად მაქებს, - კარგად ითამაშეო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...თითოეული მეგობარი გულწრფელად და ძალიან მიყვარს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად არ მომწონს...

- ...ძალიან მიმნდობი ვარ, ამიტომ იმედგაცრუება არაერთხელ მქონია. ადამიანთან ურთიერთობისას ბევრს არ ვფიქრობ; თუ ვინმე მომეწონება, ბოლომდე ვენდობი, ეს კი კარგი თვისება არ არის.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რა კარგი ბიჭიაო. ვიცი, ბევრს ვუყვარვარ. ისე, საკუთარ თავზე რატომ მალაპარაკებ?..

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ.

- ვიბნევი, როცა...

- ...მაქებენ.

- ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია...

- ...მატყუარა ადამიანს. გამიზნული და ბოროტი ტყუილის პატიება არ შემიძლია!

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ამ წინადადებას ვერ დავასრულებ. მსახიობობა მინდოდა და დღეს ეს ჩემი პროფესიაა. ტროლეიბუსის მართვის სურვილი არასდროს მქონია.

- მეზარება...

- ...არანაირი საქმე არ მეზარება. პირიქით - უსაქმურობას ვერ ვიტან. ვგიჟდები, როცა გარშემო სიჩუმეა. ახლა "კომედი-არხზე" ვარ და პერიოდულად, სკეტჩებს ვიღებთ. სამწუხაროდ, "ალუბლების ქუჩა 12" დაიხურა. ეს მაშინ მოხდა, როცა სერიალის რეიტინგი თანდათან იმატებდა და ცხადია, გული დამწყდა. ამ პერიოდისთვის სხვა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მაქვს. საქართველოში ასე ხდება: თუ უკვე პოპულარული ხარ, აღარ გიღებენ, უცნობებს უფრო აძლევენ როლს. თეატრშიც მნიშვნელოვანი სიახლე არაფერია. ბატონი რობერტი ახლახან დაბრუნდა (პრინციპში არც არსად წასულა), მალე დასის შეკრება გვექნება და სამომავლო გეგმებსაც გაგვაცნობენ. აპრილში უკრაინაში გასტროლი გვექნება, იქაურ მაყურებელს სპექტაკლს - "ნადირობის სეზონი" ვუჩვენებთ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სიტყვას - "მინდა", წინ "არა" რომ მივუწეროთ, არ შეიძლება? არ მინდა ვიყო "პახმელიაზე". მინდა სახლში ვიყო. მეც და მაიკოც შინ ცოტა დროს ვატარებთ, ამას კი გაბრიელი აპროტესტებს; როცა ხედავს, სახლიდან გავდივართ, თავჩაღუნული და მოწყენილი დგას ხოლმე, მაგრამ როცა შინ ვბრუნდებით, ბედნიერია...

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ არ ვიყო მიმნდობი.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაღიარებ.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...შინ ისეთი დაღლილი ვბრუნდები, რომ ძილის დროს სიზმარსაც ვეღარ ვნახულობ... (პაუზის შემდეგ) ისე, ცოტა ხნის წინ ჩემი პედაგოგი, შალვა გაწერელია მესიზმრა. ის არა მხოლოდ ჩემი პედაგოგი, არამედ საუკეთესო და ძალიან ახლო მეგობარი იყო.

- ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...შალვა გაწერელიას.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ ბატონი შალვა გავაბრაზე: სპექტაკლზე ვმუშაობდით და როლზე ბევრი ვიკამათეთ. ცოტა ზედმეტიც მომივიდა. თავისთან მიხმო და გაშლილი ხელისგული მიჩვენა, მერე მეორე ხელის თითები ზემოდან გადაუსვა და მითხრა, - აღარაფერი აღარ იქნები, გაქრები. ჩათვალე, არაფერი გაგიკეთებია, ყველაფერი თავიდან იწყებაო. იმ პერიოდში რამდენიმე მთავარი როლი მქონდა ნათამაშები და ბატონმა შალვამ მიმანიშნა, - არ დაიჯერო, რამეს წარმოადგენ, წარმატება თავში არ აგივარდესო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ახლა ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ ბევრი ფული რომ მქონდეს, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. სიკეთის კეთების საშუალება მექნებოდა და ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...იმას, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გავაკეთებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ხანდახან მეშინია, რადგან ჩემი პროფესიის კაცი სულ ვიღაცაზეა დამოკიდებული. საკუთარი ბიზნესი არ გამაჩნია. არადა, ბიზნესმენობას სულ ვაპირებ. მინდა სტაბილური შემოსავალი მქონდეს... ისე კი, ჩემი მომავალი ჩემი შვილია. როცა მაიკო ფეხმძიმედ იყო, ვამბობდი: მნიშვნელობა არ აქვს, გოგო დაიბადება თუ ბიჭი-მეთქი. ბოლო დროს კი მომინდა, გოგოს მამაც ვიყო. მგონია, რომ მამისთვის გოგოს სიყვარული რაღაც სხვანაირი იქნება.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...ჩემს ოჯახზე, პირად ცხოვრებაზე.

- ჩემი ჰობია...

- ...ნადირობა, თევზაობა და მსახიობობა. მართალია, მსახიობობა პროფესიაა, მაგრამ ჰობიც არის. ნადირობა და თევზაობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. რამდენიმე დღის წინ მწყერზე ვინადირე. ახლო მომავალში ვასო ფხაკაძესთან ერთად, სათევზაოდ წასვლას ვაპირებ. სანდრო მარგალიტაშვილთან და ჩემს ძმასთან ერთადაც ხშირად ვნადირობ. ტახზე და დათვზე სანადიროდ რომ მიდიხარ, უკვე საფრთხის ქვეშ ხარ, მაგრამ ნადირობის მუღამიც ამაშია. ჯერ დიდი ცხოველი არ მომიკლავს. ფრინველზე ნადირობა მირჩევნია.

- ჩემი კარგ ხასიათზე მოყვანა ყოველთვის შეუძლია...

- ...ჩემს მეგობრებს. სახლში იცი, როგორი ვარ? - ცუდი ხასიათი მაქვს, უჟმური გახლავართ. მგონი, ეს იმის ბრალია, რომ გარეთ ვიღლები და შინ დაბრუნებულს ლაპარაკიც აღარ მინდა.

- მეშინია...

- ...არ მიღალატონ და მომატყუონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მიყვარს და ვენდობი. უკვე გითხარი, ასეთი შემთხვევა მქონია და აღარ მინდა, განმეორდეს.

- სიყვარული ეს...

- ...დიდი ბედნიერებაა. როცა სიყვარულში გაგიმართლებს და მერე ამ სიყვარულის ნაყოფიც გეყოლება, ეს უფლისგან ბოძებული დიდი საჩუქარია. ამ სიყვარულს გაფრთხილება და მოფერება უნდა.

- ვალენტინობის დღესასწაულს...

- ...ყოველთვის აღვნიშნავთ. მე და მაიკო ერთმანეთს სიურპრიზებს ვუწყობთ, საჩუქრებს ვჩუქნით (და არა მხოლოდ ამ დღეს). არც ერთი 14 თებერვალი ერთნაირი არ არის. მაიკო ის ადამიანია, რომელიც ხშირად, თან - სასიამოვნოდ მაოცებს. მეც ვცდილობ, გავახარო. წლევანდელი ვალენტინობისთვისაც რაღაც მაქვს მოფიქრებული, მაგრამ ახლა ვერ გეტყვი, რას ვგულისხმობ, რადგან ეს მისთვის სიურპრიზი აღარ იქნება. საერთოდ, თებერვალი მიყვარს. ჩემი თვეა.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ. ჩემი პროფესია რისკი არ არის? თუ კარგად ვერ ითამაშებ, არავის ეყვარები, აღარავინ შემოგხედავს და ყველაფერი დამთავრდება...

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...ნიკო გომელაურისა და შალვა გაწერელიას გარდაცვალებაა. მათი სახით ერთგული მეგობრები დამაკლდნენ. ისინი ჩემს შვილსაც დააკლდნენ. ნიკო ჩემი მეჯვარე იყო. მისმა მეუღლემ - ნინამ და შალვა გაწერელიამ გაბრიელი მონათლეს.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილის თქმა. ვერ ვიტყუები, არ გამომდის. შეიძლება, კითხვა გაგიჩნდეს, - ამაში მსახიობური ნიჭი არ გეხმარებაო? ტყუილის თქმას და მსახიობობას საერთო არაფერი აქვს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...საყვედურები რატომ უნდა მივიღო? ცუდი ბიჭი არ ვარ.

- ვერ დავიჯერებ, რომ...

- ...დედამიწა ოთხკუთხედია.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ჩემი ოჯახით. მარტო რომ ვიყო, ცხოვრებას რა აზრი ექნება?

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ყველანი ძალიან მიყვარხართ. მიყვარს თქვენი მკითხველი და ყველა ადამიანი, ვისაც ჩემი ნახვა უხარია. როცა მაყურებლის კეთილგანწყობას და სიყვარულს ვგრძნობ, კარგ ხასიათზე ვდგები, ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება