სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის დასაჯეს სამართალდამცველებმა პირველი ჯგუფის ინვალიდი
რისთვის დასაჯეს სამართალდამცველებმა პირველი ჯგუფის ინვალიდი

ჩვენ­თვის არა­ერთ ადა­მი­ანს მო­უ­მარ­თავს თხოვ­ნით, მას­ზე რა­ი­მე დაგ­ვე­წე­რა, მაგ­რამ აქამ­დე არას­დროს მყო­ლია რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა, გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. ცოტა ხნის წინ მი­ვი­ღე ასე­თი მე­სი­ჯი: "გა­მარ­ჯო­ბა, ლიკა. მე 29 წლის ხა­თუ­ნა ქო­ქაშ­ვი­ლი ვარ. სი­ა­რუ­ლი მი­ჭირს, ხე­ლე­ბი არ მე­მორ­ჩი­ლე­ბა და არც გა­მარ­თუ­ლად მე­ტყვე­ლე­ბა შე­მიძ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ძარ­ცვა­ში დამ­დეს ბრა­ლი, ხოლო მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რორს მხა­რი და­უ­ჭი­რა და გა­მამ­ტყუ­ნა... ცი­ხი­დან უკვე გა­მო­ვე­დი. მსურს, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხალ­ხს ხმა მი­ვაწ­ვდი­ნო. იმე­დია, თქვენ მა­ინც გა­მო­ი­ჩენთ ადა­მი­ა­ნო­ბას და დახ­მა­რე­ბა­ზე უარს არ მე­ტყვით..."

წე­რი­ლის ავ­ტო­რის ნახ­ვის სურ­ვი­ლი კი გა­მიჩ­ნდა, მაგ­რამ მას­თან შეხ­ვედ­რი­სა და და­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმ­დე­ნად ცუ­დად ვიგ­რძე­ნი თავი, რომ ვთქვი: ნე­ტავ, ხა­თუ­ნას გაც­ნო­ბა­ზე უარი მეთ­ქვა-მეთ­ქი. რა­ტომ? ბარ­ში, სა­დაც მას შევ­ხვდი, მშვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბის გო­გო­ნა დამ­ხვდა. ის სკამ­ზე იჯდა და თა­ვი­დან მთე­ლი მისი უბე­დუ­რე­ბა ვერც გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე. პირ­ვე­ლი შოკი მა­შინ მი­ვი­ღე, როცა ხა­თუ­ნამ ხმა ამო­ი­ღო. მისი სი­ტყვე­ბი ვერ გა­ვარ­ჩიე. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ნი­კა­პი ხე­ლით და­ე­ჭი­რა და სი­ტყვე­ბის­თვის ასე მო­ე­ყა­რა თავი. მა­ინც ძლივს ვარ­ჩევ­დი, რის თქმას ცდი­ლობ­და. ცხა­დია, თავი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი. ვთხო­ვე: იქ­ნებ შენი ოჯა­ხის წევ­რებს და­მა­ლა­პა­რა­კო, არ მინ­და, ის ტკი­ვი­ლი გა­გახ­სე­ნო, რაც გა­და­ი­ტა­ნე-მეთ­ქი. გა­ი­ღი­მა და მი­პა­სუ­ხა:

- მე ვიცი, ჩემ­თან ლა­პა­რაკს რა­ტო­მაც გა­ურ­ბი­ხარ. ნუ გე­რი­დე­ბა, თუ რა­მეს ვერ გა­გა­გე­ბი­ნებ, და­უს­რუ­ლებ­ლად და­მის­ვი კი­თხვე­ბი და ვეც­დე­ბი, რა­ღაც­ნა­ი­რად მი­გახ­ვედ­რო...

სო­ლო­ლაკ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მამა არ მყავს. დედა დი­ა­ბე­ტით არის ავად, და და ძმა კი სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ არი­ან. ქმა­რი მყავ­და, მაგ­რამ მას მერე, რაც ავად გავ­ხდი, ხელი მკრა...

თურ­მე, 17 წლის იყო, როცა გა­თხოვ­და. ამ­ბობს, - ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო მა­ნამ, ვიდ­რე ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მე­უღ­ლის ნარ­კო­მა­ნი ბი­ძაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ის წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობ­და და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, ჩემს ქმარ­საც და­ა­წყე­ბი­ნა წამ­ლის კე­თე­ბაო. ქმა­რი კი თურ­მე, მა­შინ 24 წლის გახ­ლდათ, ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და და კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლიც ჰქონ­და. მერე, როცა გო­გო­ნამ მე­უღ­ლე კა­იფ­ში გა­მო­ი­ჭი­რა და მოს­თხო­ვა, - ამ საქ­მეს შე­ეშ­ვიო, ბიჭ­მა ცოლს თვა­ლე­ბი აუხ­ვია და წა­მა­ლი ძა­ლით გა­უ­კე­თა... მას მერე, ხა­თუ­ნას ოჯახ­ში მსგავ­სი რამ ხში­რად ხდე­ბო­და...

- უკვე გი­თხა­რით, რომ ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე გავ­თხოვ­დი. სკო­ლის ბან­კე­ტი მცხე­თა­ში გა­და­ვი­ხა­დეთ. მშვე­ნი­ე­რი დრო გა­ვა­ტა­რეთ თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა, მაგ­რამ უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, ის მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც ვი­ჯე­ქი, ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. ჩემი სამი თა­ნაკ­ლა­სე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, მე კი ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა და­მი­ზი­ან­და (ტი­რის)... ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცდი­ლობ­დნენ, ფეხ­ზე და­ვე­ყე­ნე­ბი­ნე, მერე კი, როცა ექი­მებ­მა ხელი ჩა­იქ­ნი­ეს, დე­დამ სახ­ლი გა­ყი­და და სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გა­ვა­ტა­რე. მარ­თა­ლია, იქ სა­ბო­ლო­ოდ ვერ გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი, მაგ­რამ ფეხ­ზე დგო­მა, "ჩოჩ­ვით" სი­ა­რუ­ლი შე­მეძ­ლო. ახლა რომ სა­ერ­თოდ ვმე­ტყვე­ლებ (მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ცუ­დად, მაგ­რამ მა­ინც), ესეც თურ­ქი ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, მე­უღ­ლემ ახ­ლოს არ გა­ი­კა­რა. მის სა­ნა­ხა­ვა­დაც არ მი­დი­ო­და. ხა­თუ­ნა ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერს აქვს და­დე­ბი­თი მხა­რე: ავად­მყო­ფი ხომ არა­ვის უნდა, ჰოდა, ქმარ­მაც არ მი­მი­ღო ასეთ მდგო­მა­რე­ბა­ში მყო­ფი. არ ვიცი, დღეს რო­გორ ცხოვ­რობს, რას აკე­თებს... ავა­რი­ის დროს იმ მან­ქა­ნა­ში რომ არ ვმჯდა­რი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა ქმარს ჩემ­ზე ძა­ლა­დო­ბა, ნარ­კო­ტი­კის კე­თე­ბა და­უს­რუ­ლებ­ლად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა და ახლა ნარ­კო­მა­ნი ვიქ­ნე­ბო­დიო...

- ბინა რომ გავ­ყი­დეთ, მას მერე ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობთ. ჩემს ოჯახს თა­ვის რჩე­ნა ძა­ლი­ან უჭირ­და და იმის­თვის, რომ მათ დავ­ხმა­რე­ბო­დი, გა­დავ­წყვი­ტე, ქუ­ჩა­ში გავ­სუ­ლი­ყა­ვი და მო­წყა­ლე­ბა მე­თხო­ვა. მარ­თა­ლია, დე­დას არ უნ­დო­და, ეს და­ინ­ვა­ლი­დე­ბუ­ლი გოგო ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად გა­ვეშ­ვი, მაგ­რამ ჩემი გა­ვი­ტა­ნე. მათ ისე­დაც მძი­მე ტვირ­თად და­ვა­წე­ქი...

ჰოდა, სწო­რედ მა­შინ, როცა ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად იყო სახ­ლი­დან გა­სუ­ლი, პო­ლი­ცი­ამ ხელი სტა­ცა და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნა. ამ­ბობს: - ბრა­ლად ორი ადა­მი­ა­ნის გა­ძარ­ცვა წა­მი­ყე­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ვე­მუ­და­რე­ბო­დი, ჩემ­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ, ისი­ნი კი მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, თუ შენს ბრა­ლე­უ­ლო­ბას არ აღი­ა­რებ, ვი­ტყვით, რომ გიჟი ხარ და ხონ­ში, სა­გი­ჟეთ­ში გა­მო­გამ­წყვდევ­თო... სა­ბო­ლო­ოდ, 2 წლით ცი­ხე­ში მიკ­რეს თავი. იქ მე­დი­კა­მენ­ტებს არ მაწ­ვდიდ­ნენ, ჩემ მი­მართ გულ­ცი­ვე­ბი იყ­ვნენ, რაც მე­ტად მა­გი­ჟებ­და. ყვე­ლა­ფერ­ში პა­ტიმ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, თო­რემ და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩაც­მაც არ შე­მიძ­ლია. ხომ ხე­დავ, თი­თე­ბიც არ მე­მორ­ჩი­ლე­ბა... ბევ­რჯერ მომ­ხდა­რა ისე, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას თავი ვერ შე­მი­კა­ვე­ბია, წო­ნას­წო­რო­ბა ვერ და­მი­ცავს და ბე­ტონ­ზე წავ­ქცე­ულ­ვარ. აი, ამის შე­დე­გი...

ხა­თუ­ნამ მთხო­ვა, მისი შარ­ვლის ტოტი ამე­წია და გა­შა­ვე­ბუ­ლი მუხ­ლი მიჩ­ვე­ნა, რო­მელ­შიც, თუ არ ვცდე­ბი, წყა­ლი აქვს ჩამ­დგა­რი.

დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას, როცა წა­მოდ­გა და წა­ბარ­ბაც­და, ვკი­თხე: აქ მარ­ტო რო­გორ მოხ­ვე­დი? თუ სი­ა­რუ­ლი გი­ჭირ­და, შინ მო­გა­კი­თხავ­დი-მეთ­ქი. - ეჰ, აბა, სად უნდა მი­მეყ­ვა­ნეო? - თავი გა­აქ­ნია და კე­დელს ხე­ლის­ცე­ცე­ბით გა­უყ­ვა...

ვი­ნა­ი­დან ხა­თუ­ნას სი­ტყვებს ნა­ხევ­რად ვერ ვი­გებ­დი, გა­დავ­წყვი­ტე, მის ად­ვო­კატს დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ბა­ტო­ნი ელ­გუ­ჯა ჩხა­ი­ძე მე­დი­ა­კავ­ში­რის - "ობი­ექ­ტი­ვი" ად­ვო­კა­ტი გახ­ლავთ. ის ხა­თუ­ნა ქო­ქაშ­ვი­ლის ბე­დით ჯერ კი­დევ მა­შინ და­ინ­ტე­რეს­და, როცა გო­გო­ნა ცი­ხე­ში იჯდა. მარ­თა­ლია, იმ პე­რი­ოდ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ვე­რა­ფე­რი გა­ა­წყო, მაგ­რამ ახლა ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს სა­ი­მი­სოდ, რომ არა მარ­ტო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უმ­ტკი­ცოს, რომ ხა­თუ­ნა უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­ი­სა­ჯა და რომ ის, ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბას­თან ერ­თად, ნამ­დვი­ლად პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დია, რომ მისი ცი­ხე­ში გა­მო­კეტ­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და...

ელ­გუ­ჯა ჩხა­ი­ძე:

- ხა­თუ­ნას შე­სა­ხებ ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნეს. გან­ცვიფ­რე­ბუ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში იჯდა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე გოგო, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­გან­გა­შო იყო. ცი­ხე­ში ერთ-ერთი შეს­ვლის დროს ხა­თუ­ნა თა­ვა­დაც ვნა­ხე. მისი თა­ნა­მო­საკ­ნე­ე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მას და­მო­უ­კი­დებ­ლად არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­ეძ­ლო. უჭ­მე­ლო­ბის­გან, მო­უვ­ლე­ლო­ბის­გან, უწამ­ლო­ბის­გან მისი მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან მძიმ­დე­ბო­და. სა­ცო­და­ვი კე­დელ-კე­დელ და­დი­ო­და, ხე­ლებს და ენას ვერ იმორ­ჩი­ლებ­და, გა­მუდ­მე­ბით ტი­რო­და. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ამ ადა­მი­ანს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბაც აქვს. სა­ერ­თოდ, პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც უკურ­ნე­ბე­ლი სენი აქვს ან პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დია, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ეს ხა­თუ­ნას არ შე­ე­ხო. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა­ზეც კი არ წა­უყ­ვა­ნი­ათ... გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ გო­გოს დავ­ხმა­რე­ბო­დით და ან­გა­რი­ში გა­ვუხ­სე­ნით. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვ­დით, დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 1.000 ლარი მა­ინც რომ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი­ყო, მის­თვის ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ეს თან­ხა ვერ შეგ­როვ­და. ამი­ტო­მაც, ხა­თუ­ნამ სას­ჯე­ლი ბო­ლომ­დე მო­ი­ხა­და.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ის უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­ი­სა­ჯა?

- ამ გო­გოს საქ­მით და­ვინ­ტე­რეს­დი. მას ორგზის ძარ­ცვა­ში დას­დეს ბრა­ლი. მისი საქ­მე გა­მო­ვი­თხო­ვე, სა­დაც წე­რია (სტი­ლი და­ცუ­ლია): "2007 წლის 9 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 8.00 სა­ათ­ზე, ხა­თუ­ნა ქო­ქაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და პუშ­კი­ნის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც გა­ა­ჩე­რა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი და მძღოლს სთხო­ვა, ლერ­მონ­ტო­ვის ქუ­ჩა­ზე წაყ­ვა­ნა. იმ დროს, მან­ქა­ნის დაძ­ვრამ­დე, ტაქ­სი­ში ჩაჯ­და თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე - იუ­სუფ ალი-ოღლი შა­ჰი­ნი... რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლის გავ­ლის შემ­დეგ, ისი­ნი მი­უ­ახ­ლოვ­დნენ პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, სკვერ­თან არ­სე­ბულ ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ჯი­ხურს, სა­დაც იუ­სუფ შა­ჰინ­მა სთხო­ვა მძღოლს, რომ სი­გა­რე­ტის ყიდ­ვა სურ­და და იქვე გა­ა­ჩე­რე­ბი­ნა მან­ქა­ნა... ეს უკა­ნას­კნე­ლი გა­და­ვი­და მან­ქა­ნი­დან, მი­უ­ახ­ლოვ­და ჯი­ხურს, ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო 70 აშშ დო­ლა­რი და 100 ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუ­ლის და­ნახ­ვი­სას ხა­თუ­ნა ქო­ქაშ­ვი­ლი გა­და­ვი­და მან­ქა­ნი­დან, უკა­ნა მხრი­დან მი­უ­ახ­ლოვ­და მას და გას­ტა­ცა თან­ხა. ვი­ნა­ი­დან იუ­სუფ შა­ჰი­ნი და­ე­დევ­ნა, ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვი­სა და შა­ჰი­ნის თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი 65 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ყა­რა ძირს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 70 აშშ დო­ლა­რი და 40 ლარი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ი­სა­კუთ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, რი­თაც და­ზა­რა­ლე­ბულს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა".

- ხა­თუ­ნა 2007 წელს ხომ უკვე და­ინ­ვა­ლი­დე­ბუ­ლი იყო?

- ჰოდა, საქ­მეც ეს არის... სხვა­თა შო­რის, მე­ო­რე ეპი­ზო­დი, რა­შიც ასე­ვე დას­დეს ბრა­ლი, უფრო მე­ტად შთამ­ბეჭ­და­ვია. გა­ნა­ჩენ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "2010 წლის 10 მარტს, ხა­თუ­ნა ქო­ქაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და მეტ­რო­სად­გურ "ნა­ძა­ლა­დე­ვის" ფო­ი­ე­ში, სა­დაც მა­თხოვ­რობ­და და ელო­დე­ბო­და მა­ტა­რე­ბელს, რომ­ლის მოს­ვლის შემ­დეგ შე­ვი­და ვა­გონ­ში და მო­წყა­ლე­ბას ითხოვ­და. იმა­ვე ვა­გონ­ში მყოფ­მა ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქემ - კე­ნად ვიშ­ვა­ნად ჯოშ­მა მო­წყა­ლე­ბის გა­ღე­ბის მიზ­ნით, ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო სა­ფუ­ლე, სა­დაც მო­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და 300 აშშ დო­ლა­რი, რაც ქო­ქაშ­ვილ­მა შე­ნიშ­ნა... მან ხე­ლის სის­წრა­ფით ჯოშს სა­ფუ­ლი­დან ამო­ა­ცა­ლა 300 აშშ დო­ლა­რი და გა­იქ­ცა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ენის არ­ცოდ­ნის გამო, ვა­გონ­ში მყოფ ხალ­ხს ვერ გა­ა­გე­ბი­ნა, თუ რა მოხ­და, რი­თაც ისარ­გებ­ლა ქო­ქაშ­ვილ­მა და მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ჩერ­და თუ არა, ვა­გო­ნი­დან გა­მო­ვი­და და მი­ი­მა­ლა. 2010 წლის 1-ელ აპ­რილს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით, ქო­ქაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სა­ხით". და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ეს ორი უცხო­ე­ლი ასე უც­ნა­უ­რად გა­ძარ­ვა გო­გო­ნამ, რო­მელ­საც სირ­ბი­ლი კი არა, და­მო­უ­კი­დებ­ლად თა­ვის მოვ­ლაც არ შე­უძ­ლია. ის მხო­ლოდ იმის გამო გა­წი­რეს, რომ კარ­გი პატ­რო­ნი არ ჰყავ­და და მისი და­პა­ტიმ­რე­ბა გა­უხ­სნე­ლი საქ­მის ჩა­მო­სა­წე­რად სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი იყო.

- რო­გორც ვიცი, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას აპი­რებთ...

- ასეა! არ შე­იძ­ლე­ბა და­უს­ჯე­ლე­ბი დარ­ჩნენ პრო­კუ­რო­რი ხუ­ციშ­ვი­ლი და მო­სა­მარ­თლე ლელა შკუ­ბუ­ლი­ა­ნი, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი ასე გა­წი­რეს. ცნო­ბის­თვის, მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლი­თა და მუ­ქა­რით აღი­ა­რე­ბი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია და გა­უ­ფორ­მეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, მი­უ­სა­ჯეს 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი რომ არ ეღი­ა­რე­ბი­ნა, მი­ნი­მუმ, 10 წელს მა­ინც მი­უს­ჯიდ­ნენ... ის გა­ა­სა­მარ­თლეს რო­გორც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რე­ცი­დი­ვის­ტი, რო­მელ­მაც ერთხელ კი არა, ორ­ჯერ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, თვი­თონ ხა­თუ­ნამ მთხო­ვა, ამ საქ­მე­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი. მი­თხრა: ჩემი უკა­ნო­ნო და­პა­ტიმ­რე­ბის­თვის და იმის­თვი­საც, რომ გიჟს მე­ძახ­დნენ, კონ­კრე­ტულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პა­სუ­ხი უნდა აგო­ნო. სხვა­თა შო­რის, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, მხო­ლოდ ხა­თუ­ნა არ იყო ასე­თი გულ­ქვა ადა­მი­ა­ნე­ბის მსხვერ­პლი. მერ­წმუ­ნეთ, კი­დევ ბევ­რი უდა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის ზის ცი­ხე­ში.

P.S. თუ ხა­თუ­ნას დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ, და­უ­კავ­შირ­დეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(98) 79.09.10.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რისთვის დასაჯეს სამართალდამცველებმა პირველი ჯგუფის ინვალიდი

რისთვის დასაჯეს სამართალდამცველებმა პირველი ჯგუფის ინვალიდი

ჩვენთვის არაერთ ადამიანს მოუმართავს თხოვნით, მასზე რაიმე დაგვეწერა, მაგრამ აქამდე არასდროს მყოლია რესპონდენტი, რომელიც მიუხედავად თავისი შეზღუდული შესაძლებლობებისა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა. ცოტა ხნის წინ მივიღე ასეთი მესიჯი: "გამარჯობა, ლიკა. მე 29 წლის ხათუნა ქოქაშვილი ვარ. სიარული მიჭირს, ხელები არ მემორჩილება და არც გამართულად მეტყველება შემიძლია. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა ძარცვაში დამდეს ბრალი, ხოლო მოსამართლემ პროკურორს მხარი დაუჭირა და გამამტყუნა... ციხიდან უკვე გამოვედი. მსურს, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ხალხს ხმა მივაწვდინო. იმედია, თქვენ მაინც გამოიჩენთ ადამიანობას და დახმარებაზე უარს არ მეტყვით..."

წერილის ავტორის ნახვის სურვილი კი გამიჩნდა, მაგრამ მასთან შეხვედრისა და დალაპარაკების შემდეგ, სიმართლე გითხრათ, იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, რომ ვთქვი: ნეტავ, ხათუნას გაცნობაზე უარი მეთქვა-მეთქი. რატომ? ბარში, სადაც მას შევხვდი, მშვენიერი გარეგნობის გოგონა დამხვდა. ის სკამზე იჯდა და თავიდან მთელი მისი უბედურება ვერც გავაცნობიერე. პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა ხათუნამ ხმა ამოიღო. მისი სიტყვები ვერ გავარჩიე. იძულებული გახდა, ნიკაპი ხელით დაეჭირა და სიტყვებისთვის ასე მოეყარა თავი. მაინც ძლივს ვარჩევდი, რის თქმას ცდილობდა. ცხადია, თავი უხერხულად ვიგრძენი. ვთხოვე: იქნებ შენი ოჯახის წევრებს დამალაპარაკო, არ მინდა, ის ტკივილი გაგახსენო, რაც გადაიტანე-მეთქი. გაიღიმა და მიპასუხა:

- მე ვიცი, ჩემთან ლაპარაკს რატომაც გაურბიხარ. ნუ გერიდება, თუ რამეს ვერ გაგაგებინებ, დაუსრულებლად დამისვი კითხვები და ვეცდები, რაღაცნაირად მიგახვედრო...

სოლოლაკში დავიბადე და გავიზარდე. მამა არ მყავს. დედა დიაბეტით არის ავად, და და ძმა კი სამუშაოდ საზღვარგარეთ არიან. ქმარი მყავდა, მაგრამ მას მერე, რაც ავად გავხდი, ხელი მკრა...

თურმე, 17 წლის იყო, როცა გათხოვდა. ამბობს, - ყველაფერი კარგად იყო მანამ, ვიდრე ჩვენს ცხოვრებაში მეუღლის ნარკომანი ბიძაშვილი გამოჩნდებოდა. ის წლების მანძილზე საზღვარგარეთ ცხოვრობდა და სამშობლოში დაბრუნებულმა, ჩემს ქმარსაც დააწყებინა წამლის კეთებაო. ქმარი კი თურმე, მაშინ 24 წლის გახლდათ, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა. მერე, როცა გოგონამ მეუღლე კაიფში გამოიჭირა და მოსთხოვა, - ამ საქმეს შეეშვიო, ბიჭმა ცოლს თვალები აუხვია და წამალი ძალით გაუკეთა... მას მერე, ხათუნას ოჯახში მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა...

- უკვე გითხარით, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გავთხოვდი. სკოლის ბანკეტი მცხეთაში გადავიხადეთ. მშვენიერი დრო გავატარეთ თანაკლასელებმა, მაგრამ უკან რომ ვბრუნდებოდით, ის მანქანა, რომელშიც ვიჯექი, ავარიაში მოყვა. ჩემი სამი თანაკლასელი გარდაიცვალა, მე კი ცენტრალური ნერვული სისტემა დამიზიანდა (ტირის)... ჯერ საქართველოში ცდილობდნენ, ფეხზე დავეყენებინე, მერე კი, როცა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს, დედამ სახლი გაყიდა და სამკურნალოდ თურქეთში წამიყვანა, სადაც დაახლოებით წელიწად-ნახევარი გავატარე. მართალია, იქ საბოლოოდ ვერ გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ფეხზე დგომა, "ჩოჩვით" სიარული შემეძლო. ახლა რომ საერთოდ ვმეტყველებ (მართალია, ძალიან ცუდად, მაგრამ მაინც), ესეც თურქი ექიმების დამსახურებაა.

საქართველოში დაბრუნებული, მეუღლემ ახლოს არ გაიკარა. მის სანახავადაც არ მიდიოდა. ხათუნა ამბობს, რომ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე: ავადმყოფი ხომ არავის უნდა, ჰოდა, ქმარმაც არ მიმიღო ასეთ მდგომარებაში მყოფი. არ ვიცი, დღეს როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს... ავარიის დროს იმ მანქანაში რომ არ ვმჯდარიყავი, შეიძლება ქმარს ჩემზე ძალადობა, ნარკოტიკის კეთება დაუსრულებლად გაეგრძელებინა და ახლა ნარკომანი ვიქნებოდიო...

- ბინა რომ გავყიდეთ, მას მერე ნაქირავებში ვცხოვრობთ. ჩემს ოჯახს თავის რჩენა ძალიან უჭირდა და იმისთვის, რომ მათ დავხმარებოდი, გადავწყვიტე, ქუჩაში გავსულიყავი და მოწყალება მეთხოვა. მართალია, დედას არ უნდოდა, ეს დაინვალიდებული გოგო ფულის საშოვნელად გავეშვი, მაგრამ ჩემი გავიტანე. მათ ისედაც მძიმე ტვირთად დავაწექი...

ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა ფულის საშოვნელად იყო სახლიდან გასული, პოლიციამ ხელი სტაცა და განყოფილებაში წაიყვანა. ამბობს: - ბრალად ორი ადამიანის გაძარცვა წამიყენეს.

სამართალდამცველებს ვემუდარებოდი, ჩემთვის თავი დაენებებინათ, ისინი კი მემუქრებოდნენ, თუ შენს ბრალეულობას არ აღიარებ, ვიტყვით, რომ გიჟი ხარ და ხონში, საგიჟეთში გამოგამწყვდევთო... საბოლოოდ, 2 წლით ციხეში მიკრეს თავი. იქ მედიკამენტებს არ მაწვდიდნენ, ჩემ მიმართ გულცივები იყვნენ, რაც მეტად მაგიჟებდა. ყველაფერში პატიმრები მეხმარებოდნენ, თორემ დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემიძლია. ხომ ხედავ, თითებიც არ მემორჩილება... ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ გადაადგილებისას თავი ვერ შემიკავებია, წონასწორობა ვერ დამიცავს და ბეტონზე წავქცეულვარ. აი, ამის შედეგი...

ხათუნამ მთხოვა, მისი შარვლის ტოტი ამეწია და გაშავებული მუხლი მიჩვენა, რომელშიც, თუ არ ვცდები, წყალი აქვს ჩამდგარი.

დამშვიდობებისას, როცა წამოდგა და წაბარბაცდა, ვკითხე: აქ მარტო როგორ მოხვედი? თუ სიარული გიჭირდა, შინ მოგაკითხავდი-მეთქი. - ეჰ, აბა, სად უნდა მიმეყვანეო? - თავი გააქნია და კედელს ხელისცეცებით გაუყვა...

ვინაიდან ხათუნას სიტყვებს ნახევრად ვერ ვიგებდი, გადავწყვიტე, მის ადვოკატს დავლაპარაკებოდი. ბატონი ელგუჯა ჩხაიძე მედიაკავშირის - "ობიექტივი" ადვოკატი გახლავთ. ის ხათუნა ქოქაშვილის ბედით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როცა გოგონა ციხეში იჯდა. მართალია, იმ პერიოდში მის დასახმარებლად ვერაფერი გააწყო, მაგრამ ახლა ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ არა მარტო სამართალდამცველებს, არამედ საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ხათუნა უდანაშაულოდ დაისაჯა და რომ ის, ყველა უბედურებასთან ერთად, ნამდვილად პირველი ჯგუფის ინვალიდია, რომ მისი ციხეში გამოკეტვა არ შეიძლებოდა...

ელგუჯა ჩხაიძე:

- ხათუნას შესახებ ჩემმა კოლეგებმა შემატყობინეს. განცვიფრებულებმა მითხრეს, რომ ქალთა კოლონიაში იჯდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო იყო. ციხეში ერთ-ერთი შესვლის დროს ხათუნა თავადაც ვნახე. მისი თანამოსაკნეები ამბობდნენ, რომ მას დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეეძლო. უჭმელობისგან, მოუვლელობისგან, უწამლობისგან მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. საცოდავი კედელ-კედელ დადიოდა, ხელებს და ენას ვერ იმორჩილებდა, გამუდმებით ტიროდა. ყველაფერთან ერთად, ამ ადამიანს ფსიქიკური აშლილობაც აქვს. საერთოდ, პიროვნება, რომელსაც უკურნებელი სენი აქვს ან პირველი ჯგუფის ინვალიდია, გათავისუფლებას ექვემდებარება, მაგრამ ეს ხათუნას არ შეეხო. თქვენ წარმოიდგინეთ, ის სამედიცინო ექსპერტიზაზეც კი არ წაუყვანიათ... გადავწყვიტეთ, ამ გოგოს დავხმარებოდით და ანგარიში გავუხსენით. საზოგადოებას ვთხოვდით, დახმარებოდნენ. მაშინ დაახლოებით 1.000 ლარი მაინც რომ შეგროვებულიყო, მისთვის ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს თანხა ვერ შეგროვდა. ამიტომაც, ხათუნამ სასჯელი ბოლომდე მოიხადა.

- როგორ ფიქრობთ, ის უდანაშაულოდ დაისაჯა?

- ამ გოგოს საქმით დავინტერესდი. მას ორგზის ძარცვაში დასდეს ბრალი. მისი საქმე გამოვითხოვე, სადაც წერია (სტილი დაცულია): "2007 წლის 9 მაისს, დაახლოებით 8.00 საათზე, ხათუნა ქოქაშვილი იმყოფებოდა პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააჩერა სამარშრუტო ტაქსი და მძღოლს სთხოვა, ლერმონტოვის ქუჩაზე წაყვანა. იმ დროს, მანქანის დაძვრამდე, ტაქსიში ჩაჯდა თურქეთის მოქალაქე - იუსუფ ალი-ოღლი შაჰინი... რამდენიმე წუთში, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ისინი მიუახლოვდნენ პუშკინის ქუჩაზე, სკვერთან არსებულ ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურს, სადაც იუსუფ შაჰინმა სთხოვა მძღოლს, რომ სიგარეტის ყიდვა სურდა და იქვე გააჩერებინა მანქანა... ეს უკანასკნელი გადავიდა მანქანიდან, მიუახლოვდა ჯიხურს, ჯიბიდან ამოიღო 70 აშშ დოლარი და 100 ლარის ოდენობის თანხა. აღნიშნული ფულის დანახვისას ხათუნა ქოქაშვილი გადავიდა მანქანიდან, უკანა მხრიდან მიუახლოვდა მას და გასტაცა თანხა. ვინაიდან იუსუფ შაჰინი დაედევნა, ადგილიდან მიმალვისა და შაჰინის თავიდან მოცილების მიზნით, გატაცებული თანხის ნაწილი 65 ლარის ოდენობით დაყარა ძირს, ხოლო დანარჩენი 70 აშშ დოლარი და 40 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა".

- ხათუნა 2007 წელს ხომ უკვე დაინვალიდებული იყო?

- ჰოდა, საქმეც ეს არის... სხვათა შორის, მეორე ეპიზოდი, რაშიც ასევე დასდეს ბრალი, უფრო მეტად შთამბეჭდავია. განაჩენში ვკითხულობთ: "2010 წლის 10 მარტს, ხათუნა ქოქაშვილი იმყოფებოდა მეტროსადგურ "ნაძალადევის" ფოიეში, სადაც მათხოვრობდა და ელოდებოდა მატარებელს, რომლის მოსვლის შემდეგ შევიდა ვაგონში და მოწყალებას ითხოვდა. იმავე ვაგონში მყოფმა ინდოეთის მოქალაქემ - კენად ვიშვანად ჯოშმა მოწყალების გაღების მიზნით, ჯიბიდან ამოიღო საფულე, სადაც მოთავსებული ჰქონდა 300 აშშ დოლარი, რაც ქოქაშვილმა შენიშნა... მან ხელის სისწრაფით ჯოშს საფულიდან ამოაცალა 300 აშშ დოლარი და გაიქცა. დაზარალებულმა ენის არცოდნის გამო, ვაგონში მყოფ ხალხს ვერ გააგებინა, თუ რა მოხდა, რითაც ისარგებლა ქოქაშვილმა და მატარებელი გაჩერდა თუ არა, ვაგონიდან გამოვიდა და მიიმალა. 2010 წლის 1-ელ აპრილს, დაზარალებულის უშუალო მითითებით, ქოქაშვილი დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით". დაუჯერებელია, რომ ეს ორი უცხოელი ასე უცნაურად გაძარვა გოგონამ, რომელსაც სირბილი კი არა, დამოუკიდებლად თავის მოვლაც არ შეუძლია. ის მხოლოდ იმის გამო გაწირეს, რომ კარგი პატრონი არ ჰყავდა და მისი დაპატიმრება გაუხსნელი საქმის ჩამოსაწერად საუკეთესო ვარიანტი იყო.

- როგორც ვიცი, პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებთ...

- ასეა! არ შეიძლება დაუსჯელები დარჩნენ პროკურორი ხუციშვილი და მოსამართლე ლელა შკუბულიანი, რომლებმაც პირველი ჯგუფის ინვალიდი ასე გაწირეს. ცნობისთვის, მას ფსიქოლოგიური ზეწოლითა და მუქარით აღიარებინეს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია და გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება, მიუსაჯეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. არჩადენილი დანაშაული რომ არ ეღიარებინა, მინიმუმ, 10 წელს მაინც მიუსჯიდნენ... ის გაასამართლეს როგორც გამოუსწორებელი რეციდივისტი, რომელმაც ერთხელ კი არა, ორჯერ ჩაიდინა დანაშაული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თვითონ ხათუნამ მთხოვა, ამ საქმეში დავხმარებოდი. მითხრა: ჩემი უკანონო დაპატიმრებისთვის და იმისთვისაც, რომ გიჟს მეძახდნენ, კონკრეტულმა სამართალდამცავებმა პასუხი უნდა აგონო. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ ხათუნა არ იყო ასეთი გულქვა ადამიანების მსხვერპლი. მერწმუნეთ, კიდევ ბევრი უდაშაულო ადამიანის ზის ციხეში.

P.S. თუ ხათუნას დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 5(98) 79.09.10.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"