რუსეთში, ჩელიაბინსკის რაიონში მეტეორის წვიმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 1 200-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის, ვლადიმერ პუჩკოვის განცხადებით, დაშავებულთა შორის 200 ბავშვია. მათი უმრავლესობა მეტეორის ჩამოვარდნისას ძლიერი აფეთქების გამო, ჩამსხვრეული მინის ნაწილებით დაშავდა.
ჩელიაბინსკის გუბერნატორის განცხადებით, მეტეორის წვიმის შედეგად, რაიონში 300 შენობა დაზიანდა, ზარალმა კი, ჯამში 30 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ნასა-ს შეფასებით, ჩელიაბინსკში მეტეორის აფეთქების სიმძლავრე დაახლოებით 20-ჯერ აჭარბებს ჰიროსიმაში ჩამოვარდნილი ატომური ბომბის ძალას.
მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.