საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტეროიდმა დედამიწას ახლოს ჩაუარა
ასტეროიდმა დედამიწას ახლოს ჩაუარა

50 მეტ­რი დი­ა­მეტ­რი­სა და 130 ათა­სი ტო­ნის ას­ტე­რო­იდ­მა 2012 DA14-მა დე­და­მი­წას კოს­მო­სუ­რი ობი­ექ­ტის­თვის ძა­ლი­ან ახ­ლოს, 27 ათა­სი კი­ლო­მეტ­რის მან­ძი­ლით ჩა­უ­ა­რა.

"ევ­რო­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ას­ტე­რო­იდ­მა ძა­ლი­ან ახლო მან­ძი­ლით ჩა­უ­ა­რა დე­და­მი­წას, შე­ჯა­ხე­ბა არ მომ­ხდა­რა. ას­ტე­რო­ი­დის ორ­ბი­ტა­ზე გრა­ვი­ტა­ცი­ამ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა და ის უფრო მი­უ­ახ­ლოვ­და მზეს.

"დე­და­მი­წი­სა და ას­ტე­რო­ი­დის შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2046 წელს შედ­გე­ბა, თუმ­ცა შე­ჯა­ხე­ბა არც მა­შინ მოხ­დე­ბა. მისი ორ­ბი­ტა იმ­დე­ნად კარ­გად არის გა­მოკ­ვლე­უ­ლი და შეს­წავ­ლი­ლი, რომ შეგ­ვიძ­ლია გან­ვსა­ზღვროთ მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი ნა­წი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ ეტაპ­ზე ვსწავ­ლობთ ას­ტე­რო­ი­დის მსუ­ბუქ შე­ჯა­ხე­ბის სა­კითხს დე­და­მი­წას­თან 2080 წელს. თუმ­ცა, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შე­ჯა­ხე­ბა არც მა­შინ მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნასა-ს მეც­ნი­ერ­მა პოლ ჩო­დეს­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია euronews.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ასტეროიდმა დედამიწას ახლოს ჩაუარა

ასტეროიდმა დედამიწას ახლოს ჩაუარა

50 მეტრი დიამეტრისა და 130 ათასი ტონის ასტეროიდმა 2012 DA14-მა დედამიწას კოსმოსური ობიექტისთვის ძალიან ახლოს, 27 ათასი კილომეტრის მანძილით ჩაუარა.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდმა ძალიან ახლო მანძილით ჩაუარა დედამიწას, შეჯახება არ მომხდარა. ასტეროიდის ორბიტაზე გრავიტაციამ მოახდინა გავლენა და ის უფრო მიუახლოვდა მზეს.

"დედამიწისა და ასტეროიდის შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, 2046 წელს შედგება, თუმცა შეჯახება არც მაშინ მოხდება. მისი ორბიტა იმდენად კარგად არის გამოკვლეული და შესწავლილი, რომ შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი გადაადგილება 21-ე საუკუნის უდიდესი ნაწილის განმავლობაში. ამ ეტაპზე ვსწავლობთ ასტეროიდის მსუბუქ შეჯახების საკითხს დედამიწასთან 2080 წელს. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ შეჯახება არც მაშინ მოხდება", - განაცხადა ნასა-ს მეცნიერმა პოლ ჩოდესმა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"