მსახიობ ლინდსი ლოჰანის გამოსწორება შეუძლებელია. აღმოჩნდა, რომ ლინდსი კოლეგას, ეშტონ კატჩერს ფულს სისტემატურად სთხოვს, მაგრამ "მეგობრობის ნიშნად" ვალს უკან არასდროს აბრუნებს.
ეშტონს ჰოლივუდში გულთბილი კაცის სახელი აქვს და საქველმოქმედო ორგანიზაციებსაც ხშირად სტუმრობს. ლინდსის ეს ფაქტი არ გამოჰპარვია.
"ლინდსი ეშტონთან კვირაში რამდენჯერმე მიდის და ათასობით დოლარს სთხოვს. კატჩერს ლოჰანი ძალიან უყვარს და ყოველ ჯერზე უყოყმანოდ უწერს ჩეკს სოლიდურ თანხაზე. ლინდსი ეუბნება, რომ ვალს აუცილებლად დაუბრუნებს, მაგრამ ეშტონს ამაზე მხოლოდ ეღიმება", - ამბობენ ეშტონის ახლო მეგობრები.
ლინდსის საქციელი ძალიან აღიზიანებს ეშტონის საყვარელს, ჰოლივუდის ვარსკვლავს მილა კუნისს. მილამ ეშტონს რამდენჯერმე მკაცრი ტონით განუცხადა, რომ ის "ფულის საჭრელი მანქანა" არ არის.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლოჰანი კოლეგებისგან თანხას ითხოვს. შეგახსენებთ, ეშტონამდე ლოჰანის ფინანსური წყარო მსახიობი ჩარლი შინი იყო. რამდენიმე თვის წინ კი ერთ-ერთ აუქციონზე ყველას თანდასწრებით ლინდსი ერთ-ერთი ფინანსისტისგან ბრილიანტის საათის გამოძალვას უშედეგოდ ცდილობდა.
მომზადებულია thesuperficial.com-ის მიხედვით.