პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა სამართალდამცველებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ
გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა სამართალდამცველებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ

სა­სა­მარ­თლოს ბრძა­ნე­ბით, გიგი უგუ­ლა­ვას და­კი­თხვა­ზე იძუ­ლე­ბით მიყ­ვა­ნა შსს-ს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს ხვალ, 15:00 სა­ათ­ზე და­ე­ვა­ლათ.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც გიგი უგუ­ლა­ვა და­კი­თხვა­ზე იძუ­ლე­ბით უნდა იქ­ნას მიყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­სა­მარ­თლოს სპი­კერ-მო­სა­მარ­თლე ეკა არე­ში­ძემ გან­მარ­ტა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­თხო­ვა გიგი უგუ­ლა­ვას იძუ­ლე­ბით მიყ­ვა­ნა თბი­ლი­სის დე­ტექ­ტი­ვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. "შუ­ამ­დგომ­ლო­ბის თა­ნახ­მად, გიგი უგუ­ლა­ვა მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვის მიზ­ნით, ორ­ჯერ იქნა გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში, თუმ­ცა, იგი არ გა­მო­ცხად­და. სა­სა­მარ­თლო აცხა­დე­ბეს, რომ მოწ­მის გა­მო­ძა­ხე­ბი­სას საპ­რო­ცე­სო დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხე­ზეა უგუ­ლა­ვას მოწ­მის სა­ხით მიყ­ვა­ნის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა პი­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ეკა არე­ში­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით აკ­რძა­ლუ­ლია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, პრე­ზი­დენ­ტის, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე პი­რის და­კი­თხვა­ზე იძუ­ლე­ბით მიყ­ვა­ნა, რაც ქა­ლა­ქის მერს არ ეხე­ბა.

"ქა­ლა­ქის მერი აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ არის ნახ­სე­ნე­ბი. სა­სა­მარ­თლოს ბრძა­ნე­ბით, მოწ­მის, გიგი უგუ­ლა­ვას მიყ­ვა­ნა გა­მო­ძი­ე­ბის ად­გი­ლას უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს 2013 წლის 16 თე­ბერ­ვალს 15:00 სა­ათ­ზე. ბრძა­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს და­ე­ვა­ლათ", - გა­ნა­ცხა­და ეკა არე­ში­ძემ.

გიგი უგუ­ლა­ვას და­კი­თხვა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან 8 თე­ბერ­ვალს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა მოხ­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: გიგი უგუ­ლა­ვას და­კი­თხვა­ზე იძუ­ლე­ბის წე­სით მი­იყ­ვა­ნენ

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა სამართალდამცველებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ

გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა სამართალდამცველებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ

სასამართლოს ბრძანებით, გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ.

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ძველი თბილისის რაიონის პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა დაკითხვაზე იძულებით უნდა იქნას მიყვანილი.

როგორც საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ განმარტა, პროკურატურამ მოითხოვა გიგი უგულავას იძულებით მიყვანა თბილისის დეტექტივების განყოფილებაში. "შუამდგომლობის თანახმად, გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, ორჯერ იქნა გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში, თუმცა, იგი არ გამოცხადდა. სასამართლო აცხადებეს, რომ მოწმის გამოძახებისას საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სახეზეა უგულავას მოწმის სახით მიყვანის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა", - განაცხადა ეკა არეშიძემ.

მისივე განმარტებით, საპროცესო კოდექსით აკრძალულია, პარლამენტის წევრის, პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის დაკითხვაზე იძულებით მიყვანა, რაც ქალაქის მერს არ ეხება.

"ქალაქის მერი აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის ნახსენები. სასამართლოს ბრძანებით, მოწმის, გიგი უგულავას მიყვანა გამოძიების ადგილას უნდა განხორციელდეს 2013 წლის 16 თებერვალს 15:00 საათზე. ბრძანების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს დაევალათ", - განაცხადა ეკა არეშიძემ.

გიგი უგულავას დაკითხვა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს.

იხილეთ ვიდეო: გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულების წესით მიიყვანენ

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ