კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვხედავდი, როგორ მოდიოდა კვირაში ორჯერ დაწესებულების მორგში სანდრა რულოვსი"
"ვხედავდი, როგორ მოდიოდა კვირაში ორჯერ დაწესებულების მორგში სანდრა რულოვსი"

მე­ტა­ფი­ზი­კო­სი მალ­ხაზ გვე­ლუ­კაშ­ვი­ლი სხვა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ზე ორი კვი­რით ადრე, 29 დე­კემ­ბერს ვა­დამ­დე პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ის 2009 წლის მარ­ტში და­ა­პა­ტიმ­რეს და გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 3 წელი და 10 თვე გა­ა­ტა­რა. გვე­ლუ­კაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით 5 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი და­პა­ტიმ­რე­ბის მო­ტი­ვებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გვიმ­ხელს.

- ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის მი­ზე­ზი იყო ის, რომ რა­საც ვამ­ბობ­დი, სი­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდა. მე­ტა­ლო­გი­კუ­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­ხა­სი­ა­თებ­დი პო­ლი­ტი­კო­სებს, ვხსნი­დი მოვ­ლე­ნებს. ანა­ლი­ზი­სას ვი­ყე­ნებ­დი ფი­ზი­ოგ­ნო­მი­კურ (ადა­მი­ა­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა გა­რეგ­ნო­ბის, ჟეს­ტე­ბი­სა და მა­ნე­რე­ბის მი­ხედ­ვით) მე­თო­დებს. ანა­ლი­ზი უტყუ­ა­რი გა­მოდ­გა და რაც 2002 წელს ვთქვი, მოხ­და 2003-ში. ჩემ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის ჯგუფს. მე ისიც კი მქონ­და აღ­წე­რი­ლი, რო­გორ გა­სუქ­დე­ბო­და და რო­გორ ფორ­მას მი­ი­ღებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი. ახა­ლი არა­ფე­რი მით­ქვამს, ეს იმ და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გია, რაც მას სჭირს.

- რა ჰქვია ამ და­ა­ვა­დე­ბას?

- კონ­სტი­ტუ­ცი­ურ აღ­გზნე­ბი­თი ფსი­ქო­პა­თია. სა­ა­კაშ­ვი­ლის ფსი­ქო­პა­თია გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და მის ფორ­მა­ში, ამი­ტომ ად­ვი­ლი იყო მისი და­ხა­სი­ა­თე­ბა. გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე მისი ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია, სი­ა­რუ­ლი­სა და მე­ტყვე­ლე­ბის მა­ნე­რე­ბი და და­ვად­გი­ნე, რომ ეს კაცი ჯან­მრთე­ლი არ არის, რაც არ ნიშ­ნავს არა­ა­დეკ­ვა­ტურს. ეს ის და­ა­ვა­დე­ბა არ არის, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნი ვერ და­ის­ჯე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ცი­ო­პა­თია. აი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დავ­წე­რე, გა­ღი­ზი­ან­დნენ. სო­ცი­ო­პა­თია ნაც­მო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა - სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც, ეს კარ­გად და­ვი­ნა­ხე ცი­ხე­ში. სო­ცი­ო­პა­თია ფსი­ქო­პა­თი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ძულ­ვილს ნიშ­ნავს. უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, ეს შე­ძე­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, ზოგ­ჯერ - თან­და­ყო­ლი­ლი, ზოგ­ჯერ კი - აღ­ზრდის შე­დე­გი. მე მათ­თვის პრობ­ლე­მა აღ­მოვ­ჩნდი იმი­ტომ, რომ ჩემი გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და არც ახლა ვა­პი­რებ გა­ჩე­რე­ბას. სი­მარ­თლეს აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვი, თო­რემ ავ­ტო­მა­ტით სირ­ბილს რომ არ და­ვი­წყებ, ცხა­დია. ჩემი დე­ვი­ზი ყო­ველ­თვის იყო: "ვინც არ არის კა­ხა­ბე­რი, მე ვერ ვი­ტყვი კა­ხა­ბე­რად". ტე­რო­რიზმსა და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში დამ­დეს ბრა­ლი. ამ მუხ­ლე­ბით 30 წელი მა­ინც მე­კუთ­ვნო­და, მაგ­რამ 5 წელი მო­მი­სა­ჯეს, გა­ა­ფორ­მეს უფა­სო (?!) საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა, რა­ღაც დო­კუ­მენტზე მო­მა­წე­რი­ნეს ხელი და 5 წელი მო­მი­სა­ჯეს, რად­გან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერ შე­თი­თხნეს. მე ვთქვი, რამ­დე­ნიც გინ­დათ მო­მი­სა­ჯეთ, 2013 წლამ­დე გა­რეთ ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. ჩემი გათ­ვლე­ბით, 2013 წლის იან­ვარ­ში ესე­ნი აღარ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ეს იყო ელე­მენ­ტა­რუ­ლი გათ­ვლა. ამას­თა­ნა­ვე, ვი­ცო­დი, რაც მოხ­დე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი საკ­ნი­დან და­ი­წყო.

- რა და­ი­წყო თქვე­ნი საკ­ნი­დან?

- ცი­ხის სკან­დალს ვგუ­ლის­ხმობ. გია ლო­მია, ვინც სი­ნამ­დვი­ლე­ში და­გეგ­მა და გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩემს სა­კან­ში იჯდა. მან სთხო­ვა ლადო ბე­დუ­კა­ძეს, რომ ჩემ­თან, მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გად­მო­ეყ­ვა­ნა. ლო­მია შე­თი­თხნი­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის იჯდა. 200 ათა­სი გა­და­ი­ხა­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ში და ამის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლია, იუ­რის­ტი, ფსი­ქო­ლო­გი, გი­ნე­სის რე­კორდსმე­ნი, ბიზ­ნეს­მე­ნი, სპორ­ტსმე­ნი და პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტიც. რაც შე­ე­ხე­ბა ლადო ბე­დუ­კა­ძეს, მას­ზე კარ­გის მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, კარ­გად მექ­ცე­ო­და, პა­ტივს მცემ­და. მან გი­ა­ზე მი­თხრა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლია და შენ­თან უნდა გად­მოს­ვლა, თუ თა­ნახ­მა იქ­ნე­ბიო. სა­კან­ში კრი­მი­ნა­ლებ­თან ერ­თად ვი­ჯე­ქი და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლის შე­მოყ­ვა­ნა. მე და ლო­მია რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დით, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში რა და რო­გორ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ეს ხდე­ბა 2010-2011 წლებ­ში. იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დი, რომ ციხე შიგ­ნი­დან უნდა გა­ტე­ხი­ლი­ყო. ვუ­თხა­რი, გია, შენ თუ ამას მო­ა­ხერ­ხებ, გა­ი­მარ­ჯვებ, მაგ­რამ ვის მი­მარ­თავ და­სახ­მა­რებ­ლად, თვი­თონ გა­და­წყვი­ტე-მეთ­ქი. რო­გორც შემ­დეგ შე­ვი­ტყვე, გია ლო­მი­ას ირმა ინაშ­ვი­ლის ძმას­თან ერ­თად მჯდა­რა ცი­ხე­ში და როცა გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ირ­მას­თან და და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავ­თან მი­ვი­და. ბე­დუ­კა­ძემ თქვა, რომ ჰქონ­და წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი და მის­ცა ლო­მი­ას, მაგ­რამ ეს არ იყო საკ­მა­რი­სი. გია ლო­მი­ამ შეს­თა­ვა­ზა ლადო ბე­დუ­კა­ძეს, გა­და­ე­ღოთ კა­რან­ტი­ნის დაშ­ლის კად­რი. ლა­დომ ეს იუ­ა­რა და მალე წა­ვი­და კი­დეც სამ­სა­ხუ­რი­დან. ამ კად­რის გა­და­ღე­ბა მო­ა­ხერ­ხა აკო­ბი­ამ, რო­მე­ლიც ერთი წელი მუ­შა­ობ­და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და არ იყო გას­ვრი­ლი. ლო­მი­ამ მო­უ­ტა­ნა მას ვი­დე­ოთ­ვა­ლი, რო­მე­ლიც აკო­ბი­ამ ქა­მარ­ზე და­ი­მაგ­რა და ისე გა­და­ი­ღო კად­რე­ბი (ეს მოხ­და აგ­ვის­ტო­ში). ლო­მი­ამ ეს ფირი გა­დას­ცა ირმა ინაშ­ვილს, მან კი შალ­ვა რა­მიშ­ვილს მი­ა­წო­და, რო­მელ­მაც "მა­ესტროს" ეთერ­ში გა­უშ­ვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს კად­რე­ბი ევ­რო­პა­ში გა­ი­ტა­ნეს. მოკ­ლედ, რო­გორც იყო გათ­ვლი­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ერთი ჭკვი­ა­ნუ­რი ის გა­ა­კე­თა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წია, თო­რემ სა­ში­ნე­ლე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც გა­ყა­როს და ახა­ლიც, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მია ქვე­ყა­ნა­ში, ვერ ვხე­დავ სწორ ნა­ბი­ჯებს. გა­სა­გე­ბია, რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი გა­მო­უშ­ვეს, მაგ­რამ სა­მარ­თა­ლი არ აღ­დგე­ნი­ლა. და­სას­ჯე­ლია ყვე­ლა, ვინც ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ო­პა­თე­ბად აქ­ცია. ვგუ­ლის­ხმობ რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სებს, ისე პო­ლი­ცი­ას და ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს. დღემ­დე არც ერთი დამ­ნა­შა­ვე მო­სა­მარ­თლე და პრო­კუ­რო­რი არ დას­ჯი­ლა. დას­ჯას თავი და­ვა­ნე­ბოთ, სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ინც გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ რო­მე­ლი­მე. რა, კალ­მა­ხე­ლი­ძეს, შაშ­კინს, ადე­იშ­ვილს - და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ? და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძეს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ან ბა­რა­მი­ძეს და ბეჟაშ­ვილს? საკ­მა­ოდ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ზეა ლა­პა­რა­კი. ცი­ხის ჯა­ლა­თე­ბი კი და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ ვის­გა­ნაც და­ვა­ლე­ბა და ბრძა­ნე­ბა მო­დი­ო­და, ისი­ნი? მხო­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ია რომ ჩას­ვეს ცი­ხე­ში, ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე რა­ტომ არ და­ი­ჭი­რეს, არა­ფე­რი იცო­და? იცო­და და თა­ნაც ზედ­მი­წევ­ნით.

- მოგ­ვი­ყე­ვით, რა ხდე­ბო­და მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

- ესე­ნი ისე­თი სო­ცი­ო­პა­თე­ბი არი­ან, რომ ამ კად­რებს იღებ­დნენ და მერე კა­ი­ფობ­დნენ. ბევ­რი მა­ლავ­და, რცხვე­ნო­და და არ ლა­პა­რა­კობ­და ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ მი­ნა­ხავს ისე­თი კაცი, კუ­დუ­სუნ­ზე ხორ­ცი რომ ჰქონ­და აგ­ლე­ჯი­ლი. მორ­გი ჩემი საკ­ნის წინ იყო და ვხე­დავ­დი, რამ­დე­ნი წა­მე­ბით მოკ­ლუ­ლი პა­ტი­მა­რი გა­დაჰ­ყავ­დათ იქ. ყო­ველ ღა­მით პა­ტიმ­რე­ბის ღრი­ალს ვის­მენ­დი. პა­ტიმ­რებს, ძი­რი­თა­დად, აბა­ნო­ში სცემ­დნენ. ზამ­თარ­ში ცივი წყა­ლი გვქონ­და, ზა­ფხულ­ში - ცხე­ლი და თან 5 წუთ­ში უნდა მო­გეს­წრო ბა­ნა­ო­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პრე­ზი­დენ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლას ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მე ცი­ხე­ში იმა­საც ვხე­დავ­დი, რო­გორ შე­მო­დი­ო­და კვი­რა­ში ორ­ჯერ მა­ინც სან­დრა რუ­ლოვ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად - მორ­გში.

- კი მაგ­რამ, რა უნ­დო­და სან­დრა რუ­ლოვსს მორ­გში?

- ეს ჰკი­თხონ თვი­თონ სან­დრა რუ­ლოვსს და "სო­მე­ხას", რო­მე­ლიც მორ­გში კვეთ­და ხალ­ხს, რას უკე­თებ­და და რას აჭ­რი­და გვა­მებს. შემ­დეგ ნა­ხონ ის მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­საფ­ლა­ვეს და შე­ი­ტყო­ბენ, რა უნ­დო­და იქ სან­დრა რუ­ლოვსს. ამ­ბობ­დნენ, რომ მიც­ვა­ლე­ბულ პა­ტიმ­რებს ორ­გა­ნო­ებს აჭ­რიდ­ნენ... დას­კვნე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რამ და გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­ი­ტა­ნონ...

- ახლო მო­მავ­ლის ანა­ლი­ზი თუ გა­ა­კე­თეთ, ბა­ტო­ნო მალ­ხაზ?

- ახლო მო­მა­ვალ­ში კარ­გს არა­ფერს ვე­ლო­დე­ბი. თუ სა­მა­გა­ლი­თოდ არ და­ი­სა­ჯა რამ­დე­ნი­მე კაცი მა­ინც, ხალ­ხი არ გა­ჩერ­დე­ბა და ცუ­დად დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. სა­ა­კაშ­ვილს ან შიგ­ნი­დან გა­წი­რა­ვენ, ან - გა­რე­დან. ჯო­ბია, კა­ნო­ნით და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა და ხალ­ხს გა­უჩ­ნდეს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გან­ცდა. პრე­ზი­დენ­ტი და მისი გუნ­დი ჯერ კი­დევ ვერ ხვდე­ბა, სად აქვთ თავი გა­ყო­ფი­ლი. ახა­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა რბი­ლად წარ­მარ­თოს პრო­ცე­სე­ბი, ხალ­ხს კი სი­მარ­თლე სწყუ­რია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის კარ­გი მე­ურ­ნე, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია. ვნა­ხოთ, რას იზამს. ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ზე კარ­გს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. სო­ცი­ო­პა­თე­ბი იქაც არი­ან. სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­სა­მარ­თლდეს ყვე­ლა იმ და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და - და­წყე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო მსხვერ­პლით. იგი უნდა გა­სა­მარ­თლდეს 2008 წლის ომის­თვის, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის მკვლე­ლო­ბის­თვის, რუს­თა­ველ­ზე ჩა­ხო­ცი­ლი და ნა­წა­მე­ბი ხალ­ხის­თვის 2007-ში, 2011-ში, იმის­თვი­საც, ყო­ველ წე­ლი­წადს ცი­ხი­დან 200-300 პა­ტი­მა­რი მკვდა­რი რომ გაჰ­ყავ­დათ.

კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვი­ცო­დი, რომ, ადრე თუ გვი­ან, ცი­ხე­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, მაგ­რამ მა­ინ­ცდა­მა­ინც ამათ დროს თუ მო­მი­წევ­და, არ მე­გო­ნა. სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ბე­და ის, რაც სხვამ ვერ გა­ბე­და და ჩამ­სვა ცი­ხე­ში, თა­ნაც სუ­ლე­ლუ­რი ბრალ­დე­ბით. თა­ვის დრო­ზე, სა­ა­კაშ­ვილ­მა მრჩევ­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ არ დავ­თან­ხმდი, რად­გან ვი­ცო­დი, რისი გამ­კე­თე­ბე­ლიც იყო.

ახლა ვა­პი­რებ წიგ­ნი დავ­წე­რო ცნო­ბი­ე­რე­ბის ტრან­სმუ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მე­ტა­ლო­გი­კის, მე­ტა­ფი­ზი­კი­სა და ალ­ქი­მი­ის ნა­წილს მო­ი­ცავს. მას­ში ლა­პა­რა­კი იქ­ნე­ბა იმა­ზე, რო­გორ და რა­ტომ უნდა შე­იც­ვა­ლოს ცნო­ბი­ე­რე­ბა. ყვე­ლამ უნდა იცო­დეს ის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნე­ბი, რი­თიც სამ­ყა­რო მუ­შა­ობს, უნდა იც­ნობ­დეს ბუ­მე­რან­გის პრინ­ციპს - არა­ფე­რი რჩე­ბა და­უს­ჯე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი უბ­რუნ­დე­ბა ადა­მი­ანს, ანუ იღებს იმას, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს.

ინ­ტერ­ვიუ: "ცი­ხის სკან­და­ლი ჩემი საკ­ნი­დან და­ი­წყო"

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ვხედავდი, როგორ მოდიოდა კვირაში ორჯერ დაწესებულების მორგში სანდრა რულოვსი"

"ვხედავდი, როგორ მოდიოდა კვირაში ორჯერ დაწესებულების მორგში სანდრა რულოვსი"

მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი სხვა პოლიტპატიმრებზე ორი კვირით ადრე, 29 დეკემბერს ვადამდე პირობით გაათავისუფლეს. ის 2009 წლის მარტში დააპატიმრეს და გლდანის მე-8 დაწესებულებაში 3 წელი და 10 თვე გაატარა. გველუკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ტერორიზმის ბრალდებით 5 წელი ჰქონდა მისჯილი. ჩვენი რესპონდენტი დაპატიმრების მოტივებზე გვესაუბრება და სკანდალურ ინფორმაციასაც გვიმხელს.

- ჩემი დაპატიმრების მიზეზი იყო ის, რომ რასაც ვამბობდი, სიმართლე აღმოჩნდა. მეტალოგიკური ანალიზის საფუძველზე ვახასიათებდი პოლიტიკოსებს, ვხსნიდი მოვლენებს. ანალიზისას ვიყენებდი ფიზიოგნომიკურ (ადამიანის დახასიათება გარეგნობის, ჟესტებისა და მანერების მიხედვით) მეთოდებს. ანალიზი უტყუარი გამოდგა და რაც 2002 წელს ვთქვი, მოხდა 2003-ში. ჩემმა საქმიანობამ პრობლემები შეუქმნა სააკაშვილსა და მის ჯგუფს. მე ისიც კი მქონდა აღწერილი, როგორ გასუქდებოდა და როგორ ფორმას მიიღებდა სააკაშვილი. ახალი არაფერი მითქვამს, ეს იმ დაავადების შედეგია, რაც მას სჭირს.

- რა ჰქვია ამ დაავადებას?

- კონსტიტუციურ აღგზნებითი ფსიქოპათია. სააკაშვილის ფსიქოპათია გა­მოიხატებოდა მის ფორმაში, ამიტომ ადვილი იყო მისი დახასიათება. გავაანალიზე მისი ჟესტიკულაცია, სიარულისა და მეტყველების მანერები და დავადგინე, რომ ეს კაცი ჯანმრთელი არ არის, რაც არ ნიშნავს არაადეკვატურს. ეს ის დაავადება არ არის, რის გამოც ადამიანი ვერ დაისჯება, სააკაშვილი ჩვეულებრივი სოციოპათია. აი, ეს ყველაფერი რომ დავწერე, გაღიზიანდნენ. სოციოპათია ნაცმოში სერიოზული პრობლემა იყო და როგორც აღმოჩნდა - საზოგადოებაშიც, ეს კარგად დავინახე ციხეში. სოციოპათია ფსიქოპათიური დაავადებაა და საზოგადოების სიძულვილს ნიშნავს. უმრავლეს შემთხვევაში, ეს შეძენილი დაავადებაა, ზოგჯერ - თანდაყოლილი, ზოგჯერ კი - აღზრდის შედეგი. მე მათთვის პრობლემა აღმოვჩნდი იმიტომ, რომ ჩემი გაჩერება შეუძლებელი იყო და არც ახლა ვაპირებ გაჩერებას. სიმართლეს აუცილებლად ვიტყვი, თორემ ავტომატით სირბილს რომ არ დავიწყებ, ცხადია. ჩემი დევიზი ყოველთვის იყო: "ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად". ტერორიზმსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დამდეს ბრალი. ამ მუხლებით 30 წელი მაინც მეკუთვნოდა, მაგრამ 5 წელი მომისაჯეს, გააფორმეს უფასო (?!) საპროცესო გარიგება, რაღაც დოკუმენტზე მომაწერინეს ხელი და 5 წელი მომისაჯეს, რადგან მტკიცებულებები ვერ შეთითხნეს. მე ვთქვი, რამდენიც გინდათ მომისაჯეთ, 2013 წლამდე გარეთ ვიქნები-მეთქი. ჩემი გათვლებით, 2013 წლის იანვარში ესენი აღარ უნდა ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში. ეს იყო ელემენტარული გათვლა. ამასთანავე, ვიცოდი, რაც მოხდებოდა. ეს ყველაფერი ჩემი საკნიდან დაიწყო.

- რა დაიწყო თქვენი საკნიდან?

- ციხის სკანდალს ვგულისხმობ. გია ლომია, ვინც სინამდვილეში დაგეგმა და გააკეთა ეს ყველაფერი, ჩემს საკანში იჯდა. მან სთხოვა ლადო ბედუკაძეს, რომ ჩემთან, მე-8 დაწესებულებაში გადმოეყვანა. ლომია შეთითხნილი ფინანსური დანაშაულისთვის იჯდა. 200 ათასი გადაიხადა საპროცესო შეთანხმებაში და ამის შემდეგ გათავისუფლდა. ის ინტელექტუალია, იურისტი, ფსიქოლოგი, გინესის რეკორდსმენი, ბიზნესმენი, სპორტსმენი და პიარის სპეციალისტიც. რაც შეეხება ლადო ბედუკაძეს, მასზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, კარგად მექცეოდა, პატივს მცემდა. მან გიაზე მითხრა, ინტელექტუალია და შენთან უნდა გადმოსვლა, თუ თანახმა იქნებიო. საკანში კრიმინალებთან ერთად ვიჯექი და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ინტელექტუალის შემოყვანა. მე და ლომია რვა თვის განმავლობაში ვაანალიზებდით, შექმნილ ვითარებაში რა და როგორ გაგვეკეთებინა. ეს ხდება 2010-2011 წლებში. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ციხე შიგნიდან უნდა გატეხილიყო. ვუთხარი, გია, შენ თუ ამას მოახერხებ, გაიმარჯვებ, მაგრამ ვის მიმართავ დასახმარებლად, თვითონ გადაწყვიტე-მეთქი. როგორც შემდეგ შევიტყვე, გია ლომიას ირმა ინაშვილის ძმასთან ერთად მჯდარა ციხეში და როცა გათავისუფლდა, ირმასთან და დავით თარხან-მოურავთან მივიდა. ბედუკაძემ თქვა, რომ ჰქონდა წამების ამსახველი კადრები და მისცა ლომიას, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. გია ლომიამ შესთავაზა ლადო ბედუკაძეს, გადაეღოთ კარანტინის დაშლის კადრი. ლადომ ეს იუარა და მალე წავიდა კიდეც სამსახურიდან. ამ კადრის გადაღება მოახერხა აკობიამ, რომელიც ერთი წელი მუშაობდა დაწესებულებაში და არ იყო გასვრილი. ლომიამ მოუტანა მას ვიდეოთვალი, რომელიც აკობიამ ქამარზე დაიმაგრა და ისე გადაიღო კადრები (ეს მოხდა აგვისტოში). ლომიამ ეს ფირი გადასცა ირმა ინაშვილს, მან კი შალვა რამიშვილს მიაწოდა, რომელმაც "მაესტროს" ეთერში გაუშვა, მოგვიანებით ეს კადრები ევროპაში გაიტანეს. მოკლედ, როგორც იყო გათვლილი, საზოგადოებას ისეთი რეაქცია ჰქონდა. ხელისუფლებამ ერთი ჭკვიანური ის გააკეთა, რომ საზოგადოებას წინააღმდეგობა არ გაუწია, თორემ საშინელება დატრიალდებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა.

- რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოებამ შეიძლება ძველი ხელისუფლებაც გაყაროს და ახალიც, რადგან ჯერჯერობით დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში, ვერ ვხედავ სწორ ნაბიჯებს. გასაგებია, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვეს, მაგრამ სამართალი არ აღდგენილა. დასასჯელია ყველა, ვინც ადამიანები სოციოპათებად აქცია. ვგულისხმობ როგორც პოლიტიკოსებს, ისე პოლიციას და ციხის თანამშრომლებს. დღემდე არც ერთი დამნაშავე მოსამართლე და პროკურორი არ დასჯილა. დასჯას თავი დავანებოთ, სამსახურიდან მაინც გაეთავისუფლებინათ რომელიმე. რა, კალმახელიძეს, შაშკინს, ადეიშვილს - დანაშაული არ ჩაუდენიათ? დავით საყვარელიძეს არაფერი დაუშავებია პროკურატურაში, ან ბარამიძეს და ბეჟაშვილს? საკმაოდ მძიმე დანაშაულებზეა ლაპარაკი. ციხის ჯალათები კი დაიჭირეს, მაგრამ ვისგანაც დავალება და ბრძანება მოდიოდა, ისინი? მხოლოდ ბაჩო ახალაია რომ ჩასვეს ციხეში, ხათუნა კალმახელიძე რატომ არ დაიჭირეს, არაფერი იცოდა? იცოდა და თანაც ზედმიწევნით.

- მოგვიყევით, რა ხდებოდა მე-8 დაწესებულებაში.

- ესენი ისეთი სოციოპათები არიან, რომ ამ კადრებს იღებდნენ და მერე კაიფობდნენ. ბევრი მალავდა, რცხვენოდა და არ ლაპარაკობდა ამ საშინელებაზე, მაგრამ მინახავს ისეთი კაცი, კუდუსუნზე ხორცი რომ ჰქონდა აგლეჯილი. მორგი ჩემი საკნის წინ იყო და ვხედავდი, რამდენი წამებით მოკლული პატიმარი გადაჰყავდათ იქ. ყოველ ღამით პატიმრების ღრიალს ვისმენდი. პატიმრებს, ძირითადად, აბანოში სცემდნენ. ზამთარში ცივი წყალი გვქონდა, ზაფხულში - ცხელი და თან 5 წუთში უნდა მოგესწრო ბანაობა. ამ ყველაფერზე პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა. მე ციხეში იმასაც ვხედავდი, როგორ შემოდიოდა კვირაში ორჯერ მაინც სანდრა რულოვსი დაწესებულებაში, კონკრეტულად - მორგში.

- კი მაგრამ, რა უნდოდა სანდრა რულოვსს მორგში?

- ეს ჰკითხონ თვითონ სანდრა რულოვსს და "სომეხას", რომელიც მორგში კვეთდა ხალხს, რას უკეთებდა და რას აჭრიდა გვამებს. შემდეგ ნახონ ის მიცვალებულები, რომლებიც დაასაფლავეს და შეიტყობენ, რა უნდოდა იქ სანდრა რულოვსს. ამბობდნენ, რომ მიცვალებულ პატიმრებს ორგანოებს აჭრიდნენ... დასკვნები პროკურატურამ და გამოძიებამ გამოიტანონ...

- ახლო მომავლის ანალიზი თუ გააკეთეთ, ბატონო მალხაზ?

- ახლო მომავალში კარგს არაფერს ველოდები. თუ სამაგალითოდ არ დაისაჯა რამდენიმე კაცი მაინც, ხალხი არ გაჩერდება და ცუდად დასრულდება ყველაფერი. სააკაშვილს ან შიგნიდან გაწირავენ, ან - გარედან. ჯობია, კანონით დაისაჯოს ყველა და ხალხს გაუჩნდეს კანონის უზენაესობის განცდა. პრეზიდენტი და მისი გუნდი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, სად აქვთ თავი გაყოფილი. ახალი სახელისუფლებო გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება რბილად წარმართოს პროცესები, ხალხს კი სიმართლე სწყურია. ბიძინა ივანიშვილი არის კარგი მეურნე, თუმცა პოლიტიკაში ჯერჯერობით არაადეკვატურია. ვნახოთ, რას იზამს. ივანიშვილის გარემოცვაზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. სოციოპათები იქაც არიან. სააკაშვილი უნდა გასამართლდეს ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ბოლო წლებში საქართველოში მოხდა - დაწყებული ძალაუფლების მიტაცებიდან, დამთავრებული უდანაშაულო მსხვერპლით. იგი უნდა გასამართლდეს 2008 წლის ომისთვის, აფრასიძეების მკვლელობისთვის, რუსთაველზე ჩახოცილი და ნაწამები ხალხისთვის 2007-ში, 2011-ში, იმისთვისაც, ყოველ წელიწადს ციხიდან 200-300 პატიმარი მკვდარი რომ გაჰყავდათ.

კომუნისტების დროიდან მოყოლებული ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ციხეში მოვხვდებოდი, მაგრამ მაინცდამაინც ამათ დროს თუ მომიწევდა, არ მეგონა. სააკაშვილმა გაბედა ის, რაც სხვამ ვერ გაბედა და ჩამსვა ციხეში, თანაც სულელური ბრალდებით. თავის დროზე, სააკაშვილმა მრჩევლობა შემომთავაზა, მაგრამ არ დავთანხმდი, რადგან ვიცოდი, რისი გამკეთებელიც იყო.

ახლა ვაპირებ წიგნი დავწერო ცნობიერების ტრანსმუტაციის შესახებ, რომელიც მეტალოგიკის, მეტაფიზიკისა და ალქიმიის ნაწილს მოიცავს. მასში ლაპარაკი იქნება იმაზე, როგორ და რატომ უნდა შეიცვალოს ცნობიერება. ყველამ უნდა იცოდეს ის ძირითადი კანონები, რითიც სამყარო მუშაობს, უნდა იცნობდეს ბუმერანგის პრინციპს - არაფერი რჩება დაუსჯელი და ყველაფერი უბრუნდება ადამიანს, ანუ იღებს იმას, რასაც იმსახურებს.

ინტერვიუ: "ციხის სკანდალი ჩემი საკნიდან დაიწყო"

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

შსს-მ ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს, გამოძიება დაიწყო

"ფორმულას" ინფორმაცია არის თავდასხმა პოლიციაზე... სიუჟეტში მოხსენიებული პირები შსს-ს თანამშრომლები არ არიან" - უწყების განცხადება

"ენა გააჩერე! სიზმარში ხომ გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება" - პროცესზე გიორგი შაქარაშვილის დედის განცხადებები ბრალდებულებმა გააპროტესტეს