მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის რეჟიმის მეტასტაზები ონკოლოგიის ცენტრში"
"სააკაშვილის რეჟიმის მეტასტაზები ონკოლოგიის ცენტრში"

გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" მიმ­დი­ნა­რე წლის მე-5 ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ტერ­ვიუ ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის ექიმ-ლა­ბო­რან­ტთან, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ ლია ვა­რაზ­თან. სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მე­ო­რე დღეს ქალ­ბა­ტო­ნი ლია დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვი­თხრა, რომ ამ ინ­ტერ­ვი­უს გამო საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­ა­შო­რეს...

- 2013 წლის 30 იან­ვარს გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩემი ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც ვსა­უბ­რობ­დი ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ცენ­ტრში არ­სე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მებ­სა და დარ­ღვე­ვებ­ზე. ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს, 31 იან­ვარს, და­მი­ბა­რა ონ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გუ­რამ მენ­თე­შაშ­ვილ­მა. მის კა­ბი­ნეტ­ში დამ­ხვდა ჩემ მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი "ნაც­თა­ნამ­შრო­მელ­თა" ჯგუ­ფი. მათი გან­წყო­ბით მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ფერს იკად­რებ­დნენ, თუ მათ მხი­ლე­ბას არ შევ­წყვეტ­დი. სას­წრა­ფოდ დავ­ტო­ვე კა­ბი­ნე­ტი და ჩემს სა­მუ­შაო ად­გილს მი­ვა­შუ­რე, მაგ­რამ იქ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გე დალი ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა გა­მო­მი­ცხა­და, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ხარ სამ­სა­ხუ­რი­და­ნო. ანუ ჩა­მო­მა­შო­რეს ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს, რო­მელ­საც ოც­და­ათ წელ­ზე მე­ტია ერ­თგუ­ლად ვემ­სა­ხუ­რე­ბი. როცა მე 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საპ­რო­ტეს­ტო წე­რი­ლე­ბით ვავ­სებ­დი კან­ცე­ლა­რი­ას და ვიბ­რძო­დი ონ­კო­ლო­გი­ის და­მან­გრე­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, დალი ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, ნაც­მოძ­რა­ო­ბის დამ­ქა­ში, ჩემი დას­ჯის მო­თხოვ­ნით პი­რად თუ კო­ლექ­ტი­ურ პას­კვი­ლებს გზავ­ნი­და დი­რექ­ცი­ა­ში და ნაც­ვლად იმი­სა, რომ არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­ეს­წო­რე­ბა­ზე ეზ­რუ­ნათ, ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ნაც­მოძ­რა­ო­ბის ერ­თგულ თა­ნამ­შრომ­ლებს მო­მა­ტე­ბუ­ლი ხელ­ფა­სე­ბით ასა­ჩუქ­რებ­დნენ.

- ხელ­ფა­სი რის ხარ­ჯზე მო­უ­მა­ტეს?

- ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ცენ­ტრში კეთ­დე­ბო­და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ინ­ფექ­ცი­ურ ჰე­პა­ტი­ტებ­ზე (C და B) შიდსსა და ვა­სერ­მან­ზე. ტეს­ტე­ბი სრულ­დე­ბო­და სწრა­ფად და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9 ლარი იყო. სწრაფ ტეს­ტებს არ სჭირ­დე­ბო­და ერთჯე­რა­დი ფირ­ფი­ტე­ბის გარ­და სხვა რე­აქ­ტი­ვე­ბი. ასე­ვე არ სა­ჭი­რო­ებ­და სი­ნათ­ლი­სა და წყლის და­ნა­ხარჯს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა ჩვენ­თან ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მხო­ლოდ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით და ამ დი­აგ­ნოზ­ზე არ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო ტაქ­ტი­კა. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თათ­ვის ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბის მიზ­ნით ეს ტეს­ტე­ბი გა­და­ი­ტა­ნეს იმუ­ნო­ფერ­მენ­ტულ ანა­ლი­ზა­ტორ­ზე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მათი გაძ­ვი­რე­ბა. კერ­ძოდ, 4 ტეს­ტი 9X4=36 (სწრა­ფი ტეს­ტე­ბით) გახ­და 15X4=60 (იმუ­ნო­ფერ­მენ­ტულ ანა­ლი­ზა­ტორ­ზე), ანუ 36 ლა­რი­დან 60 ლა­რამ­დე გაძ­ვირ­და. მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ მხო­ლოდ არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს, ჩვენ კი აგ­ვეკ­რძა­ლა და უფრო მე­ტიც, არც გვას­წავ­ლეს აღ­ნიშ­ნულ ანა­ლი­ზა­ტორ­ზე მუ­შა­ო­ბა. ასე რომ, პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და და­ნარ­ჩე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხარ­ჯზე გა­უმ­ჯო­ბეს­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

- თქვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ­ბავს და­ვუბ­რუნ­დეთ...

- რო­გორც კი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ მი­თხრა, სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნი­ლი ხარო, შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ვა­ცხა­დე ონ­კო­ლო­გი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, რეზო გა­გუ­ას მი­სა­ღებ­ში. გა­გუ­ამ, რო­გორც კი ამის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ჩემ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ინე­ბა. სას­წრა­ფოდ აღ­მიდ­გი­ნეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და შემ­პირ­დნენ, რომ თუ თქვენს გა­ზეთ­ში მო­თხრო­ბილ ხარ­ვე­ზებს და­ვა­სა­ბუ­თებ­დი, მათ აღ­მო­ფხვრიდ­ნენ. რო­გორც ადრე მო­გახ­სე­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ცენ­ტრს მარ­თავს "მე­დი­კალ პარტნი­ო­რის" გუნ­დი, რომ­ლის ერთ-ერთი პრინ­ცი­პია "სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სა და პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის", რაც, ცოტა არ იყოს, ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია - პა­ცი­ენ­ტებ­ზე რო­გორ "ზრუ­ნა­ვენ", უკვე მო­გახ­სე­ნეთ და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ანა­ლი­ზე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის ქვი­თა­რიც გაჩ­ვე­ნეთ. ასე­თი ქვი­თა­რი უამ­რა­ვი მაქვს, ამ­ჯე­რად თვით გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, რე­ვაზ გა­გუ­ას მიერ გა­მო­წე­რილ ქვი­თარს წარ­მო­გიდ­გენთ. ვინ-ვინ და, პრო­ფე­სორ­მა გა­გუ­ამ არ იცო­და, რომ ნარ­ჩე­ნი აზო­ტის ანა­ლი­ზი შარ­დო­ვა­ნას (აზო­ტის) ანა­ლიზ­ში შე­დი­ო­და? ეს ხომ ექთა­ნის თა­ნა­შემ­წე­მაც იცის? აი, ასე "ზრუ­ნა­ვენ" ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ცენ­ტრში პა­ცი­ენ­ტებ­ზე, ხოლო თუ რო­გორ ზრუ­ნა­ვენ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, ამის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი მე ვარ - ჩემი კვლე­ვე­ბი საგ­რან­ტო სი­ე­ბი­დან ამო­ი­ღეს, რად­გან გრან­ტებს მხო­ლოდ ნა­ცი­ო­ნალ­თა ერ­თგუ­ლე­ბი მო­ი­პო­ვებ­დნენ ან მათი ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე თა­ნამ­შრო­მელ­თა ხარ­ჯზე ხდე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მე­ტას­ტა­ზე­ბი ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ცენ­ტრში. მე ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ ჩემი უფ­ლე­ბე­ბის­თვის, უკვე მივ­მარ­თე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტს, პრო­კუ­რა­ტუ­რას. იმე­დი მაქვს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა იზე­ი­მებს.

ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­კავ­შირ­დით ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, პრო­ფე­სორ რე­ვაზ გა­გუ­ას, რო­მელ­მაც გვი­თხრა:

- საქ­მე უნაკ­ლოდ არ­სად არ არის. მე, რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში ვარ და ჩვენს კლი­ნი­კა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ღვე­ვე­ბი არ ხდე­ბა.

ნატა ენუ­ქი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"სააკაშვილის რეჟიმის მეტასტაზები ონკოლოგიის ცენტრში"

"სააკაშვილის რეჟიმის მეტასტაზები ონკოლოგიის ცენტრში"

გაზეთ "ყველა სიახლის" მიმდინარე წლის მე-5 ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ექიმ-ლაბორანტთან, მეცნიერებათა დოქტორ ლია ვარაზთან. სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ქალბატონი ლია დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ამ ინტერვიუს გამო საქმიანობას ჩამოაშორეს...

- 2013 წლის 30 იანვარს გაზეთ "ყველა სიახლეში" გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ, რომელშიც ვსაუბრობდი ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებსა და დარღვევებზე. ინტერვიუს გამოქვეყნების მეორე დღეს, 31 იანვარს, დამიბარა ონკოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე გურამ მენთეშაშვილმა. მის კაბინეტში დამხვდა ჩემ მიმართ აგრესიულად განწყობილი "ნაცთანამშრომელთა" ჯგუფი. მათი განწყობით მივხვდი, რომ ყველაფერს იკადრებდნენ, თუ მათ მხილებას არ შევწყვეტდი. სასწრაფოდ დავტოვე კაბინეტი და ჩემს სამუშაო ადგილს მივაშურე, მაგრამ იქ ლაბორატორიის გამგე დალი ფირცხალაიშვილმა გამომიცხადა, გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო. ანუ ჩამომაშორეს ჩემს საყვარელ საქმეს, რომელსაც ოცდაათ წელზე მეტია ერთგულად ვემსახურები. როცა მე 9 წლის განმავლობაში საპროტესტო წერილებით ვავსებდი კანცელარიას და ვიბრძოდი ონკოლოგიის დამანგრეველი ნაბიჯების წინააღმდეგ, დალი ფირცხალაიშვილი, ნაცმოძრაობის დამქაში, ჩემი დასჯის მოთხოვნით პირად თუ კოლექტიურ პასკვილებს გზავნიდა დირექციაში და ნაცვლად იმისა, რომ არსებული ხარვეზების გამოესწორებაზე ეზრუნათ, ჩემ წინააღმდეგ მებრძოლ ნაცმოძრაობის ერთგულ თანამშრომლებს მომატებული ხელფასებით ასაჩუქრებდნენ.

- ხელფასი რის ხარჯზე მოუმატეს?

- ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში კეთდებოდა გამოკვლევები ინფექციურ ჰეპატიტებზე (C და B) შიდსსა და ვასერმანზე. ტესტები სრულდებოდა სწრაფად და მისი ღირებულება 9 ლარი იყო. სწრაფ ტესტებს არ სჭირდებოდა ერთჯერადი ფირფიტების გარდა სხვა რეაქტივები. ასევე არ საჭიროებდა სინათლისა და წყლის დანახარჯს. აღნიშნული დაავადებების დიაგნოსტიკა ჩვენთან ხორციელდებოდა მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით და ამ დიაგნოზზე არ იყო დამოკიდებული საოპერაციო ტაქტიკა. ნაციონალების მხარდამჭერთათვის ხელფასების მომატების მიზნით ეს ტესტები გადაიტანეს იმუნოფერმენტულ ანალიზატორზე, რამაც გამოიწვია მათი გაძვირება. კერძოდ, 4 ტესტი 9X4=36 (სწრაფი ტესტებით) გახდა 15X4=60 (იმუნოფერმენტულ ანალიზატორზე), ანუ 36 ლარიდან 60 ლარამდე გაძვირდა. მუშაობის უფლება მიეცათ მხოლოდ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, ჩვენ კი აგვეკრძალა და უფრო მეტიც, არც გვასწავლეს აღნიშნულ ანალიზატორზე მუშაობა. ასე რომ, პაციენტებისა და დანარჩენი თანამშრომლების ხარჯზე გაუმჯობესდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ფინანსური მდგომარეობა.

- თქვენი გათავისუფლების ამბავს დავუბრუნდეთ...

- როგორც კი განყოფილების გამგემ მითხრა, სამსახურიდან დათხოვნილი ხარო, შიმშილობა გამოვაცხადე ონკოლოგიის გენერალური დირექტორის, რეზო გაგუას მისაღებში. გაგუამ, როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, ჩემთან გასაუბრება ინება. სასწრაფოდ აღმიდგინეს უფლებამოსილება და შემპირდნენ, რომ თუ თქვენს გაზეთში მოთხრობილ ხარვეზებს დავასაბუთებდი, მათ აღმოფხვრიდნენ. როგორც ადრე მოგახსენეთ, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს მართავს "მედიკალ პარტნიორის" გუნდი, რომლის ერთ-ერთი პრინციპია "საუკეთესო პირობების შექმნა სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის", რაც, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია - პაციენტებზე როგორ "ზრუნავენ", უკვე მოგახსენეთ და ამის დამადასტურებელი ანალიზების ჩამონათვალის ქვითარიც გაჩვენეთ. ასეთი ქვითარი უამრავი მაქვს, ამჯერად თვით გენერალური დირექტორის, რევაზ გაგუას მიერ გამოწერილ ქვითარს წარმოგიდგენთ. ვინ-ვინ და, პროფესორმა გაგუამ არ იცოდა, რომ ნარჩენი აზოტის ანალიზი შარდოვანას (აზოტის) ანალიზში შედიოდა? ეს ხომ ექთანის თანაშემწემაც იცის? აი, ასე "ზრუნავენ" ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში პაციენტებზე, ხოლო თუ როგორ ზრუნავენ თანამშრომლებზე, ამის ცოცხალი მაგალითი მე ვარ - ჩემი კვლევები საგრანტო სიებიდან ამოიღეს, რადგან გრანტებს მხოლოდ ნაციონალთა ერთგულები მოიპოვებდნენ ან მათი ფინანსური უზრუნველყოფა პაციენტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე თანამშრომელთა ხარჯზე ხდებოდა. ყველაფერი ეს არის სააკაშვილის რეჟიმის მეტასტაზები ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. მე ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის, უკვე მივმართე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, პროკურატურას. იმედი მაქვს, სამართლიანობა იზეიმებს.

ამ საკითხზე კომენტარისთვის დავუკავშირდით ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალურ დირექტორს, პროფესორ რევაზ გაგუას, რომელმაც გვითხრა:

- საქმე უნაკლოდ არსად არ არის. მე, როგორც გენერალური დირექტორი, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ჩვენს კლინიკაში მნიშვნელოვანი დარღვევები არ ხდება.

ნატა ენუქიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"