საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრობლემა შეექმნა კონკურსში მონაწილეობისას ნინი ცნობილაძეს
რა პრობლემა შეექმნა კონკურსში მონაწილეობისას ნინი ცნობილაძეს

"ახა­ლი ხმის" მო­ნა­წი­ლემ - ნინი ცნო­ბი­ლა­ძემ მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხმის ტემ­ბრი­თა და შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით პირ­ველ­სა­ვე ტურ­ში და­ა­მახ­სოვ­რა თავი. რო­გორც იცით, ამ კონ­კურ­სზე ის მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და და საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი პრი­ზე­ბიც ერგო: 20 ათა­სი ლარი და ინ­გლის­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. ნინი ბავ­შვო­ბა­ზე, "ახალ ხმა­სა" და მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე გვე­სა­უბ­რა.

- მუ­სი­კას­თან ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან "ვახ­ლობ­ლობ". პირ­ველ კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე... თა­ვი­დან სკო­ლა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში გავ­ზარ­მაც­დი. თუმ­ცა, ბო­ლოს, სკო­ლა მა­ინც ფრი­ა­დებ­ზე და­ვამ­თავ­რე.

- შენს ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი. სიმ­ღე­რის ნიჭი ვის­გან გა­მოგ­ყვა?

- დედა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობს, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრას ას­წავ­ლის. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მუ­სი­კო­სე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ვა­ტა­რე. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მას, ის სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლში ცეკ­ვავ­და. ერთი ძმა მყავს, 22 წლის. ახ­ლა­ხან და­ო­ჯახ­და. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე ძა­ლი­ან კარ­გად უკ­რავს და დიდ მო­მა­ვალ­საც უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, მაგ­რამ მან სულ სხვა გზა აირ­ჩია.

- რო­გორც ვიცი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ...

- ასეა! მე­სა­მე კურ­სზე ვარ. ეს პრო­ფე­სია იმი­ტომ ავირ­ჩიე, რომ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს და ჩა­ნა­ხა­ტებ­საც ვწერ ხოლ­მე.

- რა­ტომ არ გა­ნაგ­რძე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლა?

- კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნა კი მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სულ სხვა პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. მშობ­ლებ­საც არ და­უ­ჟი­ნი­ათ, - გინ­და თუ არა, ეს პრო­ფე­სია უნდა აირ­ჩი­ოო. მათ ჩემი ეს­მით და ჩემს არ­ჩე­ვანს პა­ტივს სცე­მენ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და. მა­ინ­ცდა­მა­ინც "ახალ ხმა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ყვე­ლა პრო­ექტს აქვს თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბი კონ­კურ­სან­ტის მი­მართ, "ახალ ხმა­ში" კი სტილს გი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ. ადრე, მთე­ლი 3 წლის მან­ძილ­ზე უცხო­ურ "ხმას" ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს და ძა­ლი­ან მომ­წონ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში კას­ტინ­გი რომ გა­მო­ცხად­და, გა­დავ­წყვი­ტე, ბედი მე­ცა­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მი­მარ­თლა და ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. ძა­ლი­ან მომ­წონ­და გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი, - ანუ ის, რომ თა­ვი­დან­ვე ფას­დე­ბა მომ­ღერ­ლის ხმა და არა - გა­რეგ­ნო­ბა. ამ პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით დამ­წყებ მომ­ღე­რალს გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შან­სი ეძ­ლე­ვა.

- რა­ტომ აირ­ჩიე მა­ი­ა­სა და სტე­ფა­ნეს გუნ­დი?

- მათ­ში თა­ვი­დან­ვე ბევრ ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბას ვხე­დავ­დი და ამი­ტო­მაც მინ­დო­და, ჩემი მწვრთნე­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. თან - მა­ი­ას შე­მოქ­მე­დე­ბას კარ­გად ვიც­ნობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა სტე­ფა­ნეს კა­რი­ე­რას, ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ მას­ზე უფრო მეტი რამ შე­ვი­ტყვე და უფრო მე­ტად და­ვა­ფა­სე. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ეს წყვი­ლი ჩემ­კენ რომ შე­მოტ­რი­ალ­და. ჩემ­თვის, რო­გორც დამ­წყე­ბი მომ­ღერ­ლის­თვის, ბევ­რს ნიშ­ნავს ის, რომ დიდ სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი და ამის არ მე­ში­ნო­და. მუ­სი­კა­ლუ­რა­დაც, რა თქმა უნდა, გა­ვი­ზარ­დე და გე­მოვ­ნე­ბაც შე­მეც­ვა­ლა, და­მეხ­ვე­წა.

- კონ­კურ­სან­ტებს ერ­თმა­ნეთ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებ­დით და მხარს ვუ­ჭერ­დით. სხვა გუნ­დებ­შიც მგო­ნი, ასე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, რაც სა­სი­ხა­რუ­ლოა... რო­გორც იცით, სა­ლო­მემ 7%-ით მა­ჯო­ბა. ის ძა­ლი­ან კარ­გი მომ­ღე­რა­ლია და თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, კი­დევ ერთხელ მი­ვუ­ლო­ცავ გა­მარ­ჯვე­ბას. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ მათ­განს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

- ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის დროს ჟი­უ­რის წევ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მა გქონ­და და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სიმ­ღე­რა გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი იყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა პრობ­ლე­მა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ?

- ვფიქ­რობ, რომ შე­მოქ­მედ­მა ადა­მი­ან­მა, სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ, სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი კუ­ლი­სებ­ში უნდა და­ტო­ვოს. რაც შე­მე­ხე­ბა მე, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ბე­ბია გარ­და­მეც­ვა­ლა და ის "ლაივ შოუს" წი­ნა­დღეს დავ­კრძა­ლეთ. სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, თან - იმ დღე­ებ­ში რე­პე­ტი­ცი­ე­ბის გაც­დე­ნაც მო­მიხ­და.

- ინ­გლის­ში რო­დის მი­დი­ხარ? და კი­დევ, მო­გე­ბუ­ლი 20 ათა­სი ლა­რით რის შე­ძე­ნას აპი­რებ?

- ინ­გლის­ში ივ­ნის­ში წა­ვალ და მთე­ლი ორი კვი­რა დავ­რჩე­ბი. დას­ვე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, იქ ოთხი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბის შან­სი მო­მე­ცე­მა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­გე­ბულ თან­ხას, ჯერ არ ვიცი, რაში დავ­ხარ­ჯავ. ალ­ბათ, შე­მოქ­მე­დე­ბას მო­ვახ­მარ. სხვა­თა შო­რის, სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ვა­პი­რებ წას­ვლას და პა­რა­ლე­ლუ­რად, კა­რი­ე­რა­საც მივ­ხე­დავ.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა პრობლემა შეექმნა კონკურსში მონაწილეობისას ნინი ცნობილაძეს

რა პრობლემა შეექმნა კონკურსში მონაწილეობისას ნინი ცნობილაძეს

"ახალი ხმის" მონაწილემ - ნინი ცნობილაძემ მაყურებელს განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და შესრულების მანერით პირველსავე ტურში დაამახსოვრა თავი. როგორც იცით, ამ კონკურსზე ის მეორე ადგილზე გავიდა და საკმაოდ სოლიდური პრიზებიც ერგო: 20 ათასი ლარი და ინგლისში მოგზაურობა. ნინი ბავშვობაზე, "ახალ ხმასა" და მომავლის გეგმებზე გვესაუბრა.

- მუსიკასთან ადრეული ასაკიდან "ვახლობლობ". პირველ კლასში ვიყავი, როდესაც მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე... თავიდან სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ გარდატეხის ასაკში გავზარმაცდი. თუმცა, ბოლოს, სკოლა მაინც ფრიადებზე დავამთავრე.

- შენს ოჯახზე მოგვიყევი. სიმღერის ნიჭი ვისგან გამოგყვა?

- დედა კონსერვატორიაში მუშაობს, ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის. მთელი ბავშვობა მუსიკოსების გარემოცვაში გავატარე. რაც შეეხება მამას, ის სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. ერთი ძმა მყავს, 22 წლის. ახლახან დაოჯახდა. ფორტეპიანოზე ძალიან კარგად უკრავს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მან სულ სხვა გზა აირჩია.

- როგორც ვიცი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობ...

- ასეა! მესამე კურსზე ვარ. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ხალხთან ურთიერთობა, აქტიური ცხოვრება მიყვარს და ჩანახატებსაც ვწერ ხოლმე.

- რატომ არ განაგრძე კონსერვატორიაში სწავლა?

- კლასიკური მუსიკის მოსმენა კი მსიამოვნებს, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ სულ სხვა პროფესიის დაუფლების სურვილი გამიჩნდა. მშობლებსაც არ დაუჟინიათ, - გინდა თუ არა, ეს პროფესია უნდა აირჩიოო. მათ ჩემი ესმით და ჩემს არჩევანს პატივს სცემენ.

- საქართველოში ბევრი მუსიკალური კონკურსი ჩატარდა. მაინცდამაინც "ახალ ხმაში" მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- ყველა პროექტს აქვს თავისი მოთხოვნები კონკურსანტის მიმართ, "ახალ ხმაში" კი სტილს გინარჩუნებენ. ადრე, მთელი 3 წლის მანძილზე უცხოურ "ხმას" ვადევნებდი თვალყურს და ძალიან მომწონდა. საქართველოში კასტინგი რომ გამოცხადდა, გადავწყვიტე, ბედი მეცადა. საბედნიეროდ, გამიმართლა და ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება მომეცა. ძალიან მომწონდა გადაცემის ფორმატი, - ანუ ის, რომ თავიდანვე ფასდება მომღერლის ხმა და არა - გარეგნობა. ამ პროექტის წყალობით დამწყებ მომღერალს გამოცდილების მიღების შანსი ეძლევა.

- რატომ აირჩიე მაიასა და სტეფანეს გუნდი?

- მათში თავიდანვე ბევრ ადამიანურ თვისებას ვხედავდი და ამიტომაც მინდოდა, ჩემი მწვრთნელები ყოფილიყვნენ. თან - მაიას შემოქმედებას კარგად ვიცნობდი. რაც შეეხება სტეფანეს კარიერას, ამ პროექტის შემდეგ მასზე უფრო მეტი რამ შევიტყვე და უფრო მეტად დავაფასე. ძალიან გამიხარდა, ეს წყვილი ჩემკენ რომ შემოტრიალდა. ჩემთვის, როგორც დამწყები მომღერლისთვის, ბევრს ნიშნავს ის, რომ დიდ სცენაზე ვიდექი და ამის არ მეშინოდა. მუსიკალურადაც, რა თქმა უნდა, გავიზარდე და გემოვნებაც შემეცვალა, დამეხვეწა.

- კონკურსანტებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებდით და მხარს ვუჭერდით. სხვა გუნდებშიც მგონი, ასეთი სიტუაცია იყო, რაც სასიხარულოა... როგორც იცით, სალომემ 7%-ით მაჯობა. ის ძალიან კარგი მომღერალია და თქვენი ჟურნალის საშუალებით, კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებას. ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას. სამწუხაროდ, ბევრ მათგანს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალება არ მიეცა.

- ნახევარფინალის დროს ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ რაღაც პრობლემა გქონდა და ასეთ სიტუაციაში სიმღერა გმირობის ტოლფასი იყო. საინტერესოა, რა პრობლემაზე ლაპარაკობდნენ?

- ვფიქრობ, რომ შემოქმედმა ადამიანმა, სცენაზე გასვლის წინ, საკუთარი პრობლემები კულისებში უნდა დატოვოს. რაც შემეხება მე, იმ პერიოდში, როცა პროექტში ვმონაწილეობდი, ბებია გარდამეცვალა და ის "ლაივ შოუს" წინადღეს დავკრძალეთ. სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი, თან - იმ დღეებში რეპეტიციების გაცდენაც მომიხდა.

- ინგლისში როდის მიდიხარ? და კიდევ, მოგებული 20 ათასი ლარით რის შეძენას აპირებ?

- ინგლისში ივნისში წავალ და მთელი ორი კვირა დავრჩები. დასვენების პარალელურად, იქ ოთხი არაჩვეულებრივი მომღერლის კონცერტზე დასწრების შანსი მომეცემა. რაც შეეხება მოგებულ თანხას, ჯერ არ ვიცი, რაში დავხარჯავ. ალბათ, შემოქმედებას მოვახმარ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ვაპირებ წასვლას და პარალელურად, კარიერასაც მივხედავ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება