პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითო დაკავებულთან სამი პატრულის თანამშრომელი იდგა, თითქოს ეს იყო სამხედრო ოპერაცია"
"თითო დაკავებულთან სამი პატრულის თანამშრომელი იდგა, თითქოს ეს იყო სამხედრო ოპერაცია"

9 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სიმ­რავ­ლე თვალ­ში სა­ცე­მი იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ, წეს­რიგს სა­სა­მარ­თლოს მან­და­ტუ­რე­ბი იცა­ვენ. ამ­ჯე­რად ძა­ლოვ­ნებს კო­რი­დო­რი ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი და როცა ერთ-ერთ პო­ლი­ცი­ელს მი­ზე­ზი ვკი­თხე, მი­პა­სუ­ხა, - ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და, პირ­თა ჯგუ­ფი აპი­რებ­და პრო­ცეს­ზე მოს­ვლას და, რა­ი­მე ექ­სცე­სი რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ამი­ტომ მო­ვე­დი­თო.

ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა დი­ლის 12 სა­ა­თის­თვის იყო და­ნიშ­ნუ­ლი, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ერთი სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, დაგ­ვი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი - ბრალ­დე­ბულ გურ­გენ (გუ­რამ) დო­ნა­ძის გამ­თე­ნი­ი­სას და­კა­ვე­ბა გახ­და. იგი ად­ვო­კატ­თან ერ­თად, სარ­ფის სა­ბა­ჟო­დან შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და აჭა­რი­დან თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. გუ­რამ დო­ნა­ძის დას­ჯას წლე­ბია, ითხო­ვენ მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან: ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს შს სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ვით იაშ­ვი­ლი, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის შს სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის მე-3 გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ალექ­სან­დრე გვა­ზა­ვა. ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ კი­დევ ერთი პირს, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მა­შინ­დელ უფ­როსს ზუ­რაბ ბაქ­რა­ძეს პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­დეს, რად­გან იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

2004 წლის 24 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბას თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ბუტა რო­ბა­ქი­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. იმ დღეს 19 წლის დე­დი­სერ­თა ბიჭი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა გი­ორ­გი ბა­შა­ლე­იშ­ვილ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა. ბუ­ტას­თან ერ­თად მყოფ ახალ­გაზ­რდებს ია­რა­ღე­ბი "ჩა­უ­ლა­გეს" და ისი­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ. ახალ­გაზ­რდე­ბის მი­მართ ყალ­ბი ბრალ­დე­ბით შედ­გე­ნი­ლი საქ­მე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­იგ­ზავ­ნა და 7 წე­ლი­წა­დი საქ­მის გან­ხილ­ვა არ მომ­ხდა­რა. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ახალ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ უდა­ნა­შა­უ­ლო ბი­ჭებს 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში მო­უხ­სნა ბრა­ლი. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა გა­ნახ­ლდა ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და თავ­და­პირ­ვე­ლად სა­პატ­რუ­ლოს მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ ზუ­რაბ მი­ქა­ძეს წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. მი­ქა­ძე სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. 8 თე­ბერ­ვალს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ახა­ლი მა­სა­ლე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მოკ­ვლე­ვით და­ად­გი­ნა, რომ ამ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის გა­მო­ძი­ე­ბა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი იყო. "ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის­თა­ნა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ: სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ზუ­რაბ მი­ქა­ძე და გუ­რამ დო­ნა­ძე, ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე, ლე­ვან გვა­ზა­ვა, ალექ­სან­დრე გვა­ზა­ვა, და­ვით იაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა. აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს არ გა­აჩ­ნდათ არა­ნა­ი­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა. აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ტა­ნა და ჩა­ლა­გე­ბა, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მი­ე­წო­დე­ბი­ნათ ცრუ­ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად მოხ­და. სწო­რედ ამი­ტო­მაც, ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბა მის ლიკ­ვი­და­ცი­ად მო­ი­ნათ­ლა. ზუ­რაბ მი­ქა­ძემ და ზუ­რაბ ბაქ­რა­ძემ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ი­ტა­ნეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბი გა­და­უ­ნა­წი­ლეს გარ­დაც­ვლილ ბუტა რო­ბა­ქი­ძე­სა და მის მე­გობ­რებს. ამის შემ­დეგ გუ­რამ დო­ნა­ძის მი­თი­თე­ბით და ინ­სტრუქ­ტა­ჟით, წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი გა­და­ი­ღეს ვი­დე­ო­კა­მე­რით და ამ­გვა­რად მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლა გა­ავ­რცე­ლეს მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი ბრალ­დე­ბულ­ნი არი­ან თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბი­თა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­ცე­სი 5 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყვე­ლა მათ­გა­ნის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, მათი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნა ხელს შე­უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბას, რად­გან კი­დევ ბევ­რი პი­რია და­სა­კი­თხი და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნონ მოწ­მე­ებ­ზე. ამ მო­თხოვ­ნას არ და­ე­თან­ხმნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი. არც ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს და საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ად­ვო­კა­ტებ­მა მათი და­სა­ცა­ვე­ბის გა­მარ­თლე­ბა ან გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

ალექ­სან­დრე გვა­ზა­ვას ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლოს სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბა წა­რუდ­გი­ნა, რი­თაც ირ­კვე­ვა, რომ გვა­ზა­ვას გუ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აქვს. გუ­რამ დო­ნა­ძის ად­ვო­კა­ტებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს ცნო­ბა, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ იგი "ბ" და "ც" ჰე­პა­ტი­ტით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, აქვს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და ასე­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს კუ­ჭის ოპე­რა­ცია. ად­ვო­კა­ტებ­მა დო­ნა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა 10.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ მო­ი­თხო­ვეს და იქვე მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თეს, - თუ ეს თან­ხა მცი­რეა, მა­შინ თქვენ გან­სა­ზღვრეთ ოდე­ნო­ბაო.

მის­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნას სოსო რო­ბა­ქი­ძის რეპ­ლი­კა მოჰ­ყვა, რის გა­მოც იგი მო­სა­მარ­თლემ დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვა. ცოტა ხან­ში პრო­ცე­სი ბუ­ტას ბი­ძა­საც და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. სხდო­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, მოკ­ლუ­ლის ბა­ბუ­ა­მაც და­ტო­ვა. ისი­ნი გუ­რამ დო­ნა­ძის სი­ტყვებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა: ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვი­სი სი­ტყვა რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის­თვის მი­სამ­ძიმ­რე­ბით და­ი­წყო, მაგ­რამ სი­ტყვა არ და­ას­რუ­ლე­ბი­ნეს:

- შენ ვის უნდა მი­უ­სამ­ძიმ­რო, შე ნა­გა­ვო?! სწო­რედ შენს თავ­ში მო­ი­ხარ­შა ამ საქ­მის შე­თი­თხვნა, ხმას რო­გორ იღებ?! - და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა მი­მარ­თეს დო­ნა­ძეს და პრო­ცე­სი და­ტო­ვეს.

"მეს­მის მათი მდგო­მა­რე­ო­ბა. ბევ­რჯერ მო­მა­ყე­ნეს შე­უ­რა­ცხყო­ფა, მაგ­რამ ხმა არ ამო­მი­ღია... ახ­ლაც, როცა ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს ად­ვო­კა­ტებ­მა, დარ­ბაზ­ში ირო­ნია შევ­ნიშ­ნე. უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ ვი­ყა­ვი და თან ვსწავ­ლობ­დი... 15 წლის ასაკ­ში გა­და­მის­ხეს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სის­ხლი და მას შემ­დეგ, სამ­კურ­ნა­ლოდ ხში­რად დავ­დი­ვარ სა­ზღვარ­გა­რეთ. ოპე­რა­ცი­აც გა­ვი­კე­თე, თუ არ გჯე­რათ - აი, ნა­ი­ა­რე­ვი (აი­წია მა­ი­სუ­რი. - ავტ.). გა­მომ­ძი­ე­ბელს ვუ­თხა­რი, მზად ვარ, ყვე­ლა კი­თხვა­ზე ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით პა­სუ­ხი გაგ­ცეთ-მეთ­ქი. ფი­ზი­კუ­რად ვერ მი­ვა­ტო­ვებ­დი იქა­უ­რო­ბას, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბა გა­მირ­თულ­დე­ბო­და. რო­დე­საც ად­ვო­კა­ტის­გან გა­ვი­გე, რომ ბრალს მი­ყე­ნებ­დნენ, გერ­მა­ნი­ი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად წა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მინ­დო­და, რო­გორ­მე მო­მეს­წრო პრო­ცე­სის­თვის. ბოლო პე­რი­ო­დამ­დე, არა­სო­დეს მოწ­მე­დაც არ ვყო­ფილ­ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი ამ საქ­მე­ზე. ზუს­ტად ვიცი, კი­თხვით იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და მზად ვარ, ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გავ­ცე. არ მი­ვიჩ­ნევ სწო­რად იმას, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას სურს, ჩამ­სვას ცხრაკ­ლი­ტულ­ში, რათა ვე­რა­სო­დეს შევ­ძლო პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მე მზად ვარ, ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გავ­ცე", - თქვა ბრალ­დე­ბულ­მა დო­ნა­ძემ.

სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა თა­ვი­სი პო­ზი­ცია ბრალ­დე­ბულ­მა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ. იგი და­კა­ვე­ბამ­დეც შს სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო, კერ­ძოდ, აფხა­ზე­თის შს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და და პრო­ცეს­ზე არც ის და­უ­მა­ლავს, და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა მომ­თხო­ვე­სო.

"მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და რო­ბა­ქი­ძე­ებს მივ­მარ­თო. ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შიდა ბრძა­ნე­ბა მიკ­რძა­ლავ­და ამ თე­მა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს. ოთხი თვის წინ გა­ნა­ცხა­და მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა, რომ გახ­სნი­და ამ საქ­მე­ებს, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ჯერ ეს საქ­მე გახ­სნი­ლი არ არის და არ გა­იხ­სნე­ბა მა­ნამ, სა­ნამ პირ­ველ რიგ­ში, არ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ იმას, თუ რა­ტომ და­ი­ცა­ლა სის­ხლის­გან ბუტა რო­ბა­ქი­ძე. რა­ტომ არ გა­და­იყ­ვა­ნეს ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუნ­დაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მან­ქა­ნით? 5 წუთი დას­ჭირ­დე­ბო­დათ ამის­თვის. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პირ­ვე­ლად სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი მი­ვიდ­ნენ და მათ თქვან, რა­ტომ არ და­ა­კა­ვეს მა­შინ­ვე დამ­ნა­შა­ვე ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი. ასე­ვე უნდა გა­ირ­კვეს, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ უბ­რძა­ნა პატ­რულს ამ ბი­ჭე­ბის და­კა­ვე­ბა. მთა­ვა­რი გა­სარ­კვე­ვია, ვის თავ­ში მომ­ზად­და ეს სპექ­ტაკ­ლი, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის­თვის ისე და­ეხ­ვედ­რე­ბი­ნათ ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ეს გა­ა­კე­თეს. იმის მა­გივ­რად, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას იმა­ზე ეზ­რუ­ნა, მი­ე­ღო ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი, თქვენ დღეს მი­ი­ღეთ ეს შოუ და გინ­დათ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პოლ­კოვ­ნი­კი ჩას­ვათ აქ, მაგ­რამ საქ­მე გა­უხ­სნე­ლია. მი­თხა­რით, რა­ტომ არ არის დღემ­დე არც ერთი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი? მე ამ და­ნა­შა­ულ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია. რო­დე­საც იქ მი­ვე­დით, ია­რა­ღე­ბი ჩა­ლა­გე­ბუ­ლი დაგ­ვხვდა. ძა­ლი­ან დიდი ტე­რი­ტო­რია იყო და­ცუ­ლი, ყველ­გან პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იდ­გნენ და შიგ­ნით არა­ვის უშ­ვებ­დნენ, იქ მუ­შა­ობ­დნენ მხო­ლოდ კა­მე­რე­ბი. გა­მიკ­ვირ­და, ამ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რია რა­ტომ იყო და­ცუ­ლი. თითო და­კა­ვე­ბულ­თან სამი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი იდგა, რომ­ლე­ბიც არ შორ­დე­ბოდ­ნენ. ეს იყო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­სა­ვით. ჩვენ, კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია არ გვე­მორ­ჩი­ლე­ბო­და. მათ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ გვქონ­და. თან, იყო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხე­ბი. 5 თვე იყო მკვლე­ლო­ბი­დან გა­სუ­ლი, როცა გა­ცხად­და, რომ ბა­შა­ლე­იშ­ვილს ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და და რომ იქ ია­რა­ღე­ბი ჩა­ა­ლა­გეს. ზურა მი­ქა­ძე რამ­დენ­ჯე­რაც შემ­ხვდე­ბო­და, სულ ამა­ზე მუ­შა­ობ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, - შენ მა­ინც ხომ იცი, იქ ია­რა­ღი არა­ვის მი­უ­ტა­ნი­აო. ამით არ­წმუ­ნებ­და კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას, ვი­თომ ისე იყო", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ.

ბრალ­დე­ბუ­ლი და­ვით იაშ­ვი­ლი კი რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის ნაც­ნო­ბი აღ­მოჩ­ნდა. სოსო რო­ბა­ქი­ძის თქმით, მას­თან 20-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს. შვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დე­გაც შეხ­ვდა, მაგ­რამ იაშ­ვილს არა­სო­დეს უთ­ქვამს, იმ დროს იქ რომ იყო. რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ვერ პა­ტი­ობს იაშ­ვილს იმას, რომ ამ საქ­მის შე­სა­ხებ ამ­დე­ნი წელი მათ­თან არა­ფე­რი თქვა.

"20 წე­ლია, სტრუქ­ტუ­რა­ში ვმუ­შა­ობ. ვიც­ნობ რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის ოჯახს, ვი­ზი­ა­რებ მათ ტკი­ვილს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, პირ­ველ რიგ­ში, ბუტა რო­ბა­ქი­ძეს ხელ­ში ავიყ­ვან­დი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ვიყ­ვან­დი. საქ­მის და­მალ­ვას არ და­ვი­წყებ­დი... 5-ჯერ ვი­ყა­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ვი­თა­ნამ­შრომ­ლე, არც ერთ მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა არ მიც­დია და არც ვა­პი­რებ. არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია დო­ნა­ძეს­თან. ბრალ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ დო­ნა­ძემ ზუ­რაბ მი­ქა­ძის მი­თი­თე­ბით, მე მო­მი­თი­თა, რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ეს აბ­სურ­დია. დიდი დიღ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი ამ დრომ­დე და ბრა­ლის წარ­დგე­ნამ­დე 5 წუ­თით ადრე დავ­წე­რე სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის გან­ცხა­დე­ბა", - თქვა იაშ­ვილ­მა და მა­ნაც და­ა­დას­ტუ­რა, როცა მი­ვე­დით, ია­რა­ღე­ბი უკვე ჩა­ლა­გე­ბუ­ლი დაგ­ვხვდაო.

არც ალექ­სან­დრე გვა­ზა­ვამ ცნო თავი დამ­ნა­შა­ვედ. იგი ძა­ლო­ვა­ნი სის­ტე­მი­დან 2007 წელს წა­მო­სუ­ლა, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო.

იაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა იკი­თხა, რა­ტომ არ იყ­ვნენ დას­ჯი­ლი უშუ­ა­ლოდ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი? "იქ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი იყო. ყვე­ლამ ხომ და­ფა­რა და­ნა­შა­უ­ლი, რა­ტომ არ და­ი­ჭი­რეთ თუნ­დაც მა­ი­ზერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი, ან ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ახლა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბად სხე­დან და რომ­ლე­ბიც გა­რე­უ­ლე­ბი არი­ან ამ საქ­მე­ში? მი­თხა­რით, რა­ტომ არ არი­ან ისი­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი? - იკი­თხა ად­ვო­კატ­მა, მაგ­რამ არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ვის გუ­ლის­ხმობ­და.

პრო­კუ­რორ­მა კი­დევ ერთხელ მო­ი­თხო­ვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა და ისიც დას­ძი­ნა, - დო­ნა­ძემ უცხო­ე­თი­დან უკვე სცა­და, მოწ­მე­ზე ზე­წო­ლა მო­ეხ­დი­ნა და არის სა­შიშ­რო­ე­ბა, იგი­ვე გა­ა­კე­თოს; მისი პრო­ცეს­ზე ამ ფორ­მით გა­მო­ცხა­დე­ბაც არის ად­ვო­კატ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია და გა­ა­კე­თა იმის­თვის, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნა სა­პყრო­ბი­ლე­შიო.

გა­ნა­ჩე­ნის მო­ლო­დინ­ში მყო­ფი სოსო რო­ბა­ქი­ძე ამ­ბობ­და, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც წი­ნა­აღ­მდე­გი არ იქ­ნე­ბო­და, თუ ბრალ­დე­ბუ­ლებს - იაშ­ვილს, გვა­ზა­ვას და ფირ­ცხა­ლა­ვას გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ამ­ბობ­და, დო­ნა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვერ შე­ვე­გუ­ე­ბიო. "გუ­რამ დო­ნა­ძე, ზუ­რაბ მი­ქა­ძე, ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი უნდა მი­ეც­ნენ ამ საქ­მე­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. ადე­იშ­ვილ­სა და ოქ­რუ­აშ­ვილს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ახ­დენ­და დო­ნა­ძე, და ასე­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შალ­ვა მი­ქა­ცა­ძე", - გვი­თხრა მან.

მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვილ­მა გუ­რამ დო­ნა­ძეს 25.000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და, ხოლო და­ნარ­ჩენ ბრალ­დე­ბუ­ლებს - იაშ­ვილს, ფირ­ცხა­ლა­ვას და გვა­ზა­ვას - თი­თო­ე­ულს 15.000-ლა­რი­ა­ნი. ასე­ვე მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლებს პას­პორ­ტე­ბი ჩა­მო­ერ­თმე­ვათ და 10 დღე­ში ერთხელ პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბა მო­უ­წევთ. რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ ბრალ­დე­ბულ - ზუ­რაბ ბაქ­რა­ძეს, ვი­ნა­ი­დან ის არ იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მას პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და და ოფი­ცი­ა­ლუ­რად მას­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­დე­ბა. ბაქ­რა­ძეს ასე­ვე შე­უ­ჩერ­და პას­პორ­ტის მოქ­მე­დე­ბა.

ბაქ­რა­ძემ, სა­ნამ ბრალს წა­უ­ყე­ნებ­დნენ, "გზას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში (2012 წ. #52) ამ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო და თქვა, რომ მზად იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­რე­ბის­თა­ნა­ვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა. "ჩვენ შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 40-50 წუთ­ში იქ ვი­ყა­ვით. იქ დაგ­ვხვდნენ: გუ­რამ დო­ნა­ძე, ზუ­რაბ მი­ქა­ძე, რო­მე­ლიც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო, დაგ­ვხვდნენ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გარ­დაც­ვლი­ლი და მას­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რდა ბავ­შვე­ბი ძირს დაყ­რი­ლე­ბი და ია­რა­ღის მთე­ლი არ­სე­ნა­ლი. სხვა­თა შო­რის, მა­შინ ლო­გი­კუ­რად, შე­კი­თხვაც გა­მიჩ­ნდა და ზუ­რაბ მი­ქა­ძეს კი­დე­ვაც ვუ­თხა­რი, - ყო­ჩაღ, შენ­მა ორმა თა­ნამ­შრო­მელ­მა ამ­დე­ნი არ­სე­ნა­ლით, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა თუ შეძ­ლო-მეთ­ქი... ინ­ტერ­ნეტ­ში დევს ძა­ლი­ან კარ­გი მა­სა­ლა: პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტა­ნი, ვინ­მე სა­რიშ­ვი­ლი კარ­გად ასა­ბუ­თებს, რო­გორ მი­ვი­და ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე მი­ქა­ძე პო­ლი­ცი­ა­ში და რო­გორ წა­ი­ღო იქი­დან ია­რა­ღე­ბი. აქ ჩნდე­ბა ლო­გი­კუ­რად შე­კი­თხვა, - ვინ მის­ცემ­და მი­ქა­ძეს ია­რაღს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ა­ში? მე გან­გი­მარ­ტავთ: მი­ქა­ძე ამ რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ, მისი სა­კუ­რა­ტო­რო იყო სა­მო­რი­გეო ნა­წი­ლი და მას ეს არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. გინ­დათ გი­თხრათ, ყვე­ლა­ზე კარ­გად პატ­რუ­ლი ვის და­ვა­ლე­ბებს და მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებ­და? დაჰ­კი­თხონ გუ­რამ დო­ნა­ძე და მან გას­ცეს ამა­ზე პა­სუ­ხი. იმ დროს იგი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იყო და პატ­რუ­ლი მთლი­ა­ნად გუ­რამ დო­ნა­ძის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გახ­ლდათ, ეს კაცი პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კი არ იყო, ის იყო არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, პატ­რუ­ლის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლი", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ზუ­რაბ ბაქ­რა­ძემ.

იტყვის თუ არა სი­მარ­თლეს გუ­რამ დო­ნა­ძე, ეს მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვე­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ მის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა ის კა­სე­ტა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გა­და­ი­ღო ვი­დე­ო­პატ­რუ­ლის ოპე­რა­ტორ­მა ზურა გე­წა­ძემ. სწო­რედ იქ იყო ჩა­წე­რი­ლი და კარ­გად ის­მო­და გას­რო­ლის ხმა. ოპე­რა­ტო­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის იმ ეკი­პა­ჟით მი­ვი­და, სა­დაც ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი იჯდა. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, ოპე­რა­ტორს ის კა­სე­ტა დო­ნა­ძემ ჩა­მო­არ­თვა, სხვა კა­სე­ტა გა­დას­ცა და მას შემ­დეგ, რაც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღი ჩა­ა­ლა­გეს, იქა­უ­რო­ბის თა­ვი­დან გა­და­ღე­ბა უბ­რძა­ნა. რას იტყვის ამ ბრალ­დე­ბებ­ზე თა­ვად დო­ნა­ძე, ეს გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის. "ეს არის კუბ­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო, სად არის სა­მარ­თა­ლი, რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ?" - ამ­ბობ­და პრო­ცე­სი­დან გა­მო­სუ­ლი, ბუ­ტას ბა­ბუა. რაც შე­ე­ხე­ბა სოსო რო­ბა­ქი­ძეს, - გა­ფით­რე­ბუ­ლი, აკან­კა­ლე­ბუ­ლი ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში: "ხმას ვე­ღარ ვი­ღებ. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, გუ­რამ დო­ნა­ძეს გა­რეთ თუ გა­უშ­ვებ­დნენ?! გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. მხო­ლოდ ერთი პრო­ცენ­ტით ვუშ­ვებ­დი ამას. სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ", - გვი­თხრა პრო­ცე­სი­დან გა­მო­სულ­მა.

ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გი­რა­ოს თან­ხა იმა­ვე დღეს გა­და­ი­ხა­დეს და გვი­ან ღა­მით და­ტო­ვეს გლ­და­ნის ციხე.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თითო დაკავებულთან სამი პატრულის თანამშრომელი იდგა, თითქოს ეს იყო სამხედრო ოპერაცია"

"თითო დაკავებულთან სამი პატრულის თანამშრომელი იდგა, თითქოს ეს იყო სამხედრო ოპერაცია"

9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლიციელების სიმრავლე თვალში საცემი იყო. ჩვეულებრივ, წესრიგს სასამართლოს მანდატურები იცავენ. ამჯერად ძალოვნებს კორიდორი ჰქონდათ გაკეთებული და როცა ერთ-ერთ პოლიციელს მიზეზი ვკითხე, მიპასუხა, - ინფორმაცია გვქონდა, პირთა ჯგუფი აპირებდა პროცესზე მოსვლას და, რაიმე ექსცესი რომ არ მომხდარიყო, ამიტომ მოვედითო.

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა დილის 12 საათისთვის იყო დანიშნული, მაგრამ სასამართლო სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. პროკურორის განმარტებით, დაგვიანების მიზეზი - ბრალდებულ გურგენ (გურამ) დონაძის გამთენიისას დაკავება გახდა. იგი ადვოკატთან ერთად, სარფის საბაჟოდან შემოვიდა საქართველოში და აჭარიდან თბილისში გადმოიყვანეს. გურამ დონაძის დასჯას წლებია, ითხოვენ მოკლულის ოჯახის წევრები. მასთან ერთად ბრალდებულები არიან: ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა, ამავე სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ყოფილი უფროსი ალექსანდრე გვაზავა. ამ საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთი პირს, თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის მაშინდელ უფროსს ზურაბ ბაქრაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს, რადგან იგი საქართველოში არ იმყოფება.

2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობას თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ბუტა რობაქიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმ დღეს 19 წლის დედისერთა ბიჭი პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ბუტასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს იარაღები "ჩაულაგეს" და ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით პასუხისგებაში მიეცნენ. ახალგაზრდების მიმართ ყალბი ბრალდებით შედგენილი საქმე საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა და 7 წელიწადი საქმის განხილვა არ მომხდარა. მთავარი პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ უდანაშაულო ბიჭებს 2012 წლის დეკემბერში მოუხსნა ბრალი. არჩევნების შემდეგ გამოძიება განახლდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე და თავდაპირველად საპატრულოს მაშინდელ ხელმძღვანელ ზურაბ მიქაძეს წაუყენეს ბრალი. მიქაძე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. 8 თებერვალს პროკურატურამ ახალი მასალები გამოაქვეყნა. მოკვლევით დაადგინა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტური იყო. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე, ზურაბ ბაქრაძე, ლევან გვაზავა, ალექსანდრე გვაზავა, დავით იაშვილი და ირაკლი ფირცხალავა. აღმოაჩინეს, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. აღნიშნულმა პირებმა გადაწყვიტეს, ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა. სწორედ ამიტომაც, ბუტა რობაქიძის მკვლელობა მის ლიკვიდაციად მოინათლა. ზურაბ მიქაძემ და ზურაბ ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძესა და მის მეგობრებს. ამის შემდეგ გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ზემოხსენებული პირები ბრალდებულნი არიან თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროცესი 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. პროკურატურამ ყველა მათგანისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. პროკურატურის მტკიცებით, მათი თავისუფლებაში დარჩენა ხელს შეუშლის გამოძიებას, რადგან კიდევ ბევრი პირია დასაკითხი და არ არის გამორიცხული, ზეწოლა მოახდინონ მოწმეებზე. ამ მოთხოვნას არ დაეთანხმნენ ბრალდებულების ადვოკატები. არც ერთი ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმის გაყალბებაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. ადვოკატებმა მათი დასაცავების გამართლება ან გირაოს შეფარდება მოითხოვეს.

ალექსანდრე გვაზავას ადვოკატმა სასამართლოს სამედიცინო ცნობა წარუდგინა, რითაც ირკვევა, რომ გვაზავას გულის სერიოზული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი აქვს. გურამ დონაძის ადვოკატებმა წარმოადგინეს ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ იგი "ბ" და "ც" ჰეპატიტით არის დაავადებული, აქვს შაქრიანი დიაბეტი და ასევე გაკეთებული აქვს კუჭის ოპერაცია. ადვოკატებმა დონაძის გათავისუფლება 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს და იქვე მოსამართლეს მიმართეს, - თუ ეს თანხა მცირეა, მაშინ თქვენ განსაზღვრეთ ოდენობაო.

მისთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნას სოსო რობაქიძის რეპლიკა მოჰყვა, რის გამოც იგი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. ცოტა ხანში პროცესი ბუტას ბიძასაც დაატოვებინეს. სხდომა პროტესტის ნიშნად, მოკლულის ბაბუამაც დატოვა. ისინი გურამ დონაძის სიტყვებმა გააღიზიანა: ბრალდებულმა თავისი სიტყვა რობაქიძეებისთვის მისამძიმრებით დაიწყო, მაგრამ სიტყვა არ დაასრულებინეს:

- შენ ვის უნდა მიუსამძიმრო, შე ნაგავო?! სწორედ შენს თავში მოიხარშა ამ საქმის შეთითხვნა, ხმას როგორ იღებ?! - დაზარალებულებმა მიმართეს დონაძეს და პროცესი დატოვეს.

"მესმის მათი მდგომარეობა. ბევრჯერ მომაყენეს შეურაცხყოფა, მაგრამ ხმა არ ამომიღია... ახლაც, როცა ჩემს ჯანმრთელობაზე ისაუბრეს ადვოკატებმა, დარბაზში ირონია შევნიშნე. უცხოეთში სამკურნალოდ ვიყავი და თან ვსწავლობდი... 15 წლის ასაკში გადამისხეს დაავადებული სისხლი და მას შემდეგ, სამკურნალოდ ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ. ოპერაციაც გავიკეთე, თუ არ გჯერათ - აი, ნაიარევი (აიწია მაისური. - ავტ.). გამომძიებელს ვუთხარი, მზად ვარ, ყველა კითხვაზე ელექტრონული საშუალებით პასუხი გაგცეთ-მეთქი. ფიზიკურად ვერ მივატოვებდი იქაურობას, რადგან ჯანმრთელობა გამირთულდებოდა. როდესაც ადვოკატისგან გავიგე, რომ ბრალს მიყენებდნენ, გერმანიიდან რაც შეიძლება სწრაფად წამოვედი საქართველოში. მინდოდა, როგორმე მომესწრო პროცესისთვის. ბოლო პერიოდამდე, არასოდეს მოწმედაც არ ვყოფილვარ დაბარებული ამ საქმეზე. ზუსტად ვიცი, კითხვით იწყება ყველაფერი და მზად ვარ, ყველა კითხვას პასუხი გავცე. არ მივიჩნევ სწორად იმას, რომ პროკურატურას სურს, ჩამსვას ცხრაკლიტულში, რათა ვერასოდეს შევძლო პასუხის გაცემა. მე მზად ვარ, ყველა კითხვას პასუხი გავცე", - თქვა ბრალდებულმა დონაძემ.

საინტერესოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ. იგი დაკავებამდეც შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, კერძოდ, აფხაზეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა და პროცესზე არც ის დაუმალავს, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა მომთხოვესო.

"მინდა, საზოგადოებასა და რობაქიძეებს მივმართო. ამდენი ხნის განმავლობაში შიდა ბრძანება მიკრძალავდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს. ოთხი თვის წინ განაცხადა მთავარმა პროკურორმა, რომ გახსნიდა ამ საქმეებს, მაგრამ მერწმუნეთ, ჯერ ეს საქმე გახსნილი არ არის და არ გაიხსნება მანამ, სანამ პირველ რიგში, არ გამოიძიებენ იმას, თუ რატომ დაიცალა სისხლისგან ბუტა რობაქიძე. რატომ არ გადაიყვანეს ის საავადმყოფოში, თუნდაც სამსახურებრივი მანქანით? 5 წუთი დასჭირდებოდათ ამისთვის. შემთხვევის ადგილზე პირველად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ და მათ თქვან, რატომ არ დააკავეს მაშინვე დამნაშავე ბაშალეიშვილი. ასევე უნდა გაირკვეს, კონკრეტულად ვინ უბრძანა პატრულს ამ ბიჭების დაკავება. მთავარი გასარკვევია, ვის თავში მომზადდა ეს სპექტაკლი, რომ კრიმინალური პოლიციისთვის ისე დაეხვედრებინათ ყველაფერი, როგორც ეს გააკეთეს. იმის მაგივრად, რომ პროკურატურას იმაზე ეზრუნა, მიეღო ამ კითხვებზე პასუხები, თქვენ დღეს მიიღეთ ეს შოუ და გინდათ, რაც შეიძლება მეტი პოლკოვნიკი ჩასვათ აქ, მაგრამ საქმე გაუხსნელია. მითხარით, რატომ არ არის დღემდე არც ერთი პატრულის თანამშრომელი პასუხისგებაში მიცემული? მე ამ დანაშაულთან არანაირი შეხება არ მქონია. როდესაც იქ მივედით, იარაღები ჩალაგებული დაგვხვდა. ძალიან დიდი ტერიტორია იყო დაცული, ყველგან პატრულის თანამშრომლები იდგნენ და შიგნით არავის უშვებდნენ, იქ მუშაობდნენ მხოლოდ კამერები. გამიკვირდა, ამხელა ტერიტორია რატომ იყო დაცული. თითო დაკავებულთან სამი პატრულის თანამშრომელი იდგა, რომლებიც არ შორდებოდნენ. ეს იყო სამხედრო ოპერაციასავით. ჩვენ, კრიმინალურ პოლიციას, საპატრულო პოლიცია არ გვემორჩილებოდა. მათთან არანაირი შეხება არ გვქონდა. თან, იყო დამაჯერებელი პასუხები. 5 თვე იყო მკვლელობიდან გასული, როცა გაცხადდა, რომ ბაშალეიშვილს იარაღი გაუვარდა და რომ იქ იარაღები ჩაალაგეს. ზურა მიქაძე რამდენჯერაც შემხვდებოდა, სულ ამაზე მუშაობდა და მეუბნებოდა, - შენ მაინც ხომ იცი, იქ იარაღი არავის მიუტანიაო. ამით არწმუნებდა კრიმინალურ პოლიციას, ვითომ ისე იყო", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

ბრალდებული დავით იაშვილი კი რობაქიძეების ნაცნობი აღმოჩნდა. სოსო რობაქიძის თქმით, მასთან 20-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. შვილის მკვლელობის შემდეგაც შეხვდა, მაგრამ იაშვილს არასოდეს უთქვამს, იმ დროს იქ რომ იყო. რობაქიძეების ოჯახი ვერ პატიობს იაშვილს იმას, რომ ამ საქმის შესახებ ამდენი წელი მათთან არაფერი თქვა.

"20 წელია, სტრუქტურაში ვმუშაობ. ვიცნობ რობაქიძეების ოჯახს, ვიზიარებ მათ ტკივილს. შემთხვევის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, პირველ რიგში, ბუტა რობაქიძეს ხელში ავიყვანდი და საავადმყოფოში წავიყვანდი. საქმის დამალვას არ დავიწყებდი... 5-ჯერ ვიყავი პროკურატურაში, ვითანამშრომლე, არც ერთ მოწმეზე ზემოქმედება არ მიცდია და არც ვაპირებ. არანაირი შეხება არ მქონია დონაძესთან. ბრალში მითითებულია, რომ დონაძემ ზურაბ მიქაძის მითითებით, მე მომითითა, რა გამეკეთებინა. ეს აბსურდია. დიდი დიღმის პოლიციის უფროსი ვიყავი ამ დრომდე და ბრალის წარდგენამდე 5 წუთით ადრე დავწერე სამსახურიდან წამოსვლის განცხადება", - თქვა იაშვილმა და მანაც დაადასტურა, როცა მივედით, იარაღები უკვე ჩალაგებული დაგვხვდაო.

არც ალექსანდრე გვაზავამ ცნო თავი დამნაშავედ. იგი ძალოვანი სისტემიდან 2007 წელს წამოსულა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

იაშვილის ადვოკატმა იკითხა, რატომ არ იყვნენ დასჯილი უშუალოდ პატრულის თანამშრომლები? "იქ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო. ყველამ ხომ დაფარა დანაშაული, რატომ არ დაიჭირეთ თუნდაც მაიზერ ლიპარტელიანი, ოცეულის მეთაური, ან ისინი, რომლებიც ახლა მინისტრის მოადგილეებად სხედან და რომლებიც გარეულები არიან ამ საქმეში? მითხარით, რატომ არ არიან ისინი ბრალდებულები? - იკითხა ადვოკატმა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.

პროკურორმა კიდევ ერთხელ მოითხოვა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდება და ისიც დასძინა, - დონაძემ უცხოეთიდან უკვე სცადა, მოწმეზე ზეწოლა მოეხდინა და არის საშიშროება, იგივე გააკეთოს; მისი პროცესზე ამ ფორმით გამოცხადებაც არის ადვოკატთან შეთანხმებული სტრატეგია და გააკეთა იმისთვის, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაეტარებინა საპყრობილეშიო.

განაჩენის მოლოდინში მყოფი სოსო რობაქიძე ამბობდა, რომ მაინცდამაინც წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ ბრალდებულებს - იაშვილს, გვაზავას და ფირცხალავას გირაოთი გაათავისუფლებდნენ, მაგრამ კატეგორიულად ამბობდა, დონაძის გათავისუფლებას ვერ შევეგუებიო. "გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ზურაბ ბაქრაძე, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი უნდა მიეცნენ ამ საქმეზე პასუხისგებაში. ადეიშვილსა და ოქრუაშვილს შორის კომუნიკაციას ახდენდა დონაძე, და ასევე უნდა დაისაჯოს საქმის გამომძიებელი შალვა მიქაცაძე", - გვითხრა მან.

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა გურამ დონაძეს 25.000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს - იაშვილს, ფირცხალავას და გვაზავას - თითოეულს 15.000-ლარიანი. ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესის დასრულებამდე ბრალდებულებს პასპორტები ჩამოერთმევათ და 10 დღეში ერთხელ პოლიციაში გამოცხადება მოუწევთ. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ - ზურაბ ბაქრაძეს, ვინაიდან ის არ იმყოფება საქართველოში, მას პატიმრობა შეეფარდა და ოფიციალურად მასზე ძებნა გამოცხადდება. ბაქრაძეს ასევე შეუჩერდა პასპორტის მოქმედება.

ბაქრაძემ, სანამ ბრალს წაუყენებდნენ, "გზასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში (2012 წ. #52) ამ დანაშაულში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ მზად იყო, საქართველოში დაბარებისთანავე დაბრუნებულიყო და ჩვენება მიეცა. "ჩვენ შეტყობინებიდან დაახლოებით 40-50 წუთში იქ ვიყავით. იქ დაგვხვდნენ: გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, დაგვხვდნენ პატრულის თანამშრომლები, გარდაცვლილი და მასთან ერთად, ახალგაზრდა ბავშვები ძირს დაყრილები და იარაღის მთელი არსენალი. სხვათა შორის, მაშინ ლოგიკურად, შეკითხვაც გამიჩნდა და ზურაბ მიქაძეს კიდევაც ვუთხარი, - ყოჩაღ, შენმა ორმა თანამშრომელმა ამდენი არსენალით, ამდენი ადამიანის დაკავება თუ შეძლო-მეთქი... ინტერნეტში დევს ძალიან კარგი მასალა: პოლიციის კაპიტანი, ვინმე სარიშვილი კარგად ასაბუთებს, როგორ მივიდა ღამის პირველ საათზე მიქაძე პოლიციაში და როგორ წაიღო იქიდან იარაღები. აქ ჩნდება ლოგიკურად შეკითხვა, - ვინ მისცემდა მიქაძეს იარაღს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში? მე განგიმარტავთ: მიქაძე ამ რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე გახლდათ, მისი საკურატორო იყო სამორიგეო ნაწილი და მას ეს არ გაუჭირდებოდა. გინდათ გითხრათ, ყველაზე კარგად პატრული ვის დავალებებს და მითითებებს ასრულებდა? დაჰკითხონ გურამ დონაძე და მან გასცეს ამაზე პასუხი. იმ დროს იგი შემთხვევის ადგილზე იყო და პატრული მთლიანად გურამ დონაძის დაქვემდებარებაში გახლდათ, ეს კაცი პრესსამსახურის უფროსი კი არ იყო, ის იყო არაოფიციალურად, პატრულის უშუალო ხელმძღვანელი", - განაცხადა მაშინ ჩვენთან საუბრისას ზურაბ ბაქრაძემ.

იტყვის თუ არა სიმართლეს გურამ დონაძე, ეს მომავალში გაირკვევა. არსებული ინფორმაციით, სწორედ მის ხელში აღმოჩნდა ის კასეტა, რომელიც პირველად გადაიღო ვიდეოპატრულის ოპერატორმა ზურა გეწაძემ. სწორედ იქ იყო ჩაწერილი და კარგად ისმოდა გასროლის ხმა. ოპერატორი შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის იმ ეკიპაჟით მივიდა, სადაც ბაშალეიშვილი იჯდა. პროკურატურის მტკიცებით, ოპერატორს ის კასეტა დონაძემ ჩამოართვა, სხვა კასეტა გადასცა და მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე იარაღი ჩაალაგეს, იქაურობის თავიდან გადაღება უბრძანა. რას იტყვის ამ ბრალდებებზე თავად დონაძე, ეს გამოძიების ეტაპზე გამოჩნდება. სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა დაზარალებულებისთვის. "ეს არის კუბლაშვილის სასამართლო, სად არის სამართალი, რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ?" - ამბობდა პროცესიდან გამოსული, ბუტას ბაბუა. რაც შეეხება სოსო რობაქიძეს, - გაფითრებული, აკანკალებული ჩაჯდა მანქანაში: "ხმას ვეღარ ვიღებ. რას წარმოვიდგენდი, გურამ დონაძეს გარეთ თუ გაუშვებდნენ?! გაოგნებული ვარ. მხოლოდ ერთი პროცენტით ვუშვებდი ამას. სიტყვებს ვერ ვპოულობ", - გვითხრა პროცესიდან გამოსულმა.

ბრალდებულებმა გირაოს თანხა იმავე დღეს გადაიხადეს და გვიან ღამით დატოვეს გლდანის ციხე.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ