პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ტელევიზია და წამყვანები, რომლებსაც უკვე იცნობთ
ახალი ტელევიზია და წამყვანები, რომლებსაც უკვე იცნობთ

"პა­ლიტ­რა TV-მ" მა­უ­წყებ­ლო­ბა და­ი­წყო: ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო რა­დი­ო­გა­და­ცე­მე­ბის ეკ­რან­ზე ხილ­ვა მა­ყუ­რებ­ლებს Global TV -სა და სხვა სა­კა­ბე­ლო არ­ხებ­ზე შე­უძ­ლი­ათ. სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში ჯერ კი­დევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში მყო­ფი ტე­ლე­ვი­ზია თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ით აპი­რებს...

თამ­თა კვა­რა­ცხე­ლია, "დი­ლის პა­ლიტ­რის" წამ­ყვა­ნი:

- დიდი ხა­ნია, რაც "დი­ლის პა­ლიტ­რა" არ­სე­ბობს, მაგ­რამ ტე­ლე­ე­თე­რი ჩვენ­თვის სი­ახ­ლე გახ­ლავთ. ნელ-ნელა ვეჩ­ვე­ვით ფრა­ზას - "გვის­მი­ნეთ და თან, გვი­ყუ­რეთ". "გა­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბა" და დი­ლის გა­და­ცე­მის "გა­და­ხა­ლი­სე­ბა" ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა: ახა­ლი პრო­დი­უ­სე­რი - ირმა სი­ნა­უ­რი­ძე-მა­ყაშ­ვი­ლი გვყავს, რო­მელ­მაც "დი­ლის პა­ლიტ­რა" უკე­თე­სო­ბის­კენ "გა­და­ა­წყო". გა­და­ცე­მას ახა­ლი რუბ­რი­კე­ბი და­ე­მა­ტა, ძვე­ლი გა­უმ­ჯო­ბეს­და. ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ყუ­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხ­და.

- შენი აზ­რით, "დი­ლის პა­ლიტ­რა" რი­თია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ჰყავს (იცი­ნის). უკვე 3 წე­ლია, რაც მე და ლაშა გა­ბუ­ნია "დი­ლის პა­ლიტ­რას" ერ­თად ვუ­ძღვე­ბით. წი­ნათ "რა­დი­ო­პა­ლიტ­რის" ეთერ­ში სა­ღა­მოს გა­და­ცე­მაც მიმ­ყავ­და, მაგ­რამ ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ყვე­ლა­ზე უკეთ დი­ლით ვამ­ჟღავ­ნებ. რო­გორც ჟურ­ნა­ლისტს, სა­კუ­თა­რი თავი დი­ლის ეთე­რის გარ­და, ვერ­სად წარ­მო­მიდ­გე­ნია. ადრე გაღ­ვი­ძე­ბა ჩემ­თვის პრობ­ლე­მა არ არის. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, ამ­დე­ნი ხა­ნია "დი­ლის პა­ლიტ­რის" წამ­ყვა­ნი ვარ და ჩემი საქ­მე არა­სო­დეს დამ­ზა­რე­ბია, არც მომ­ბეზ­რე­ბია. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა ჩემ­თვის ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა გახ­ლავთ. წი­ნათ ეკ­რან­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია. ახლა კა­მე­რას­თან ვის­წავ­ლე მუ­შა­ო­ბა. გა­რეგ­ნო­ბა­ზე უფრო მე­ტად ვზრუ­ნავ: მარ­თა­ლია, რა­დი­ოს ეთერ­შიც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ - მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე. ახლა და­მა­ტე­ბი­თი საზ­რუ­ნა­ვი გაგ­ვიჩ­ნდა: ეთერ­ში გას­ვლამ­დე, მე და ლაშა ერ­თმა­ნეთს გა­და­ვა­მოწ­მებთ ხოლ­მე, თუ რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით. შვილს ვე­ლო­დე­ბი. ამი­ტომ არ­ცთუ ისე კარგ ფორ­მა­ში ვარ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ეს ეკ­რანს არ და­ე­ტყოს (იღი­მის)...

პრო­ვო­კა­ტო­რის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ "გზის" მკი­თხვე­ლებს არ ეს­წავ­ლე­ბათ. "რა­დიო და ტე­ლე­ე­თერს წერა მირ­ჩე­ვია, ბუ­ზღუ­ნა "ბე­ბე­რი" ვარ და პრო­ვო­კა­ტო­რო­ბის გარ­და, სე­რი­ო­ზულ სტა­ტი­ებ­საც ვწერ," - გვი­თხრა პრო­ვო­კა­ტორ­მა, რომ­ლის გა­და­ცე­მაც palitratv.ge-ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვით, ტოქ­შო­უ­ებს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და.

ზვი­ად დო­ლი­ძე, გა­და­ცე­მა "პრო­ვო­კა­ტო­რის" წამ­ყვა­ნი:

- ტე­ლე­ე­თე­რის გამო, საკ­მაო უხერ­ხუ­ლო­ბას ვგრძნობ. რა­დი­ო­ში კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­ყა­ვი. ისიც არ მი­ხა­რო­და, ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა რომ გა­დი­ო­და. თუკი რამე მე­ზა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე, წვე­რის გა­პარსვაა. თან, გა­და­წყდა, რომ ისე­თი იმი­ჯი მქო­ნო­და, რო­გო­რიც ჟურ­ნალ "გზა­ში", პრო­ვო­კა­ტო­რის ლოგო გახ­ლავთ: კეპი, სათ­ვა­ლე... ჰოდა, ახლა ეთერ­ში გას­ტრო­ნომ­თან ჩა­ცუც­ქუ­ლი ძვე­ლი ბი­ჭი­ვით ვზი­ვარ და სე­რი­ო­ზულ თე­მებ­ზე ვლა­პა­რა­კობ. წი­ნათ, ორ­შა­ბა­თო­ბით ეთე­რი სტუმ­რის გა­რე­შე მიმ­ყავ­და. ახლა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან იმას მი­ვაღ­წიე, რომ უკვე კვი­რა­ში 3 დღე ვის­ვე­ნებ - "პრო­ვო­კა­ტო­რი" ეთერ­ში შა­ბათ-კვი­რას და ორ­შა­ბათს არ გა­დის. სამ­შა­ბათს ეთერს მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვუბ­რუნ­დე­ბი ხოლ­მე.

კი­დევ რა­ღაც პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გვინ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის და ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. გა­და­ცე­მის სა­მუ­შაო სა­ხელ­წო­დე­ბა "ძვე­ლი ამ­ბე­ბი" გახ­ლავთ. მას­ში გა­მოც­დილ, ბევ­რის მნახ­ველ ადა­მი­ა­ნებს (უხუ­ცე­სი პო­ლი­ტი­კო­სი, ძვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი და ა. შ.) ვე­სა­უბ­რე­ბით... მინ­დო­და, რომ ეს პრო­ექ­ტი რა­დი­ო­ში გა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში შე­იძ­ლე­ბა, კინო ან ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტე­ბი ვაჩ­ვე­ნოთ, ამი­ტომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფორ­მა­ტი უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა...

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, გა­და­ცე­მე­ბის - "რე­ზი­უ­მეს" და "მოკ­ლე ჩარ­თვის" წამ­ყვა­ნი:

- "პა­ლიტ­რა­ში" 2009 წელს მო­ვე­დი. მა­ნამ­დე "მო­ამ­ბე­ში" ვმუ­შა­ობ­დი, რო­მე­ლიც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად დავ­ტო­ვე. ისეთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას ვე­ძებ­დი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კას­თან "მიბ­მუ­ლი" არ იქ­ნე­ბო­და. "პა­ლიტ­რა TV" ამი­ტო­მაც ავირ­ჩიე: სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი არ ჰქო­ნია - არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა არ აფი­ნან­სებ­და.

- პო­ლი­ტი­კუ­რი ტოქ­შო­უს ყო­ველ­დღე მომ­ზა­დე­ბას რო­გორ ახერ­ხებთ? რო­გორც ვიცი, ხან­და­ხან დღე­ში 3 პირ­და­პი­რი ეთე­რი გაქვთ...

- ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მით უმე­ტეს, რომ მე­დი­ა­ბა­ზა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ტოქ­შო­უ­ე­ბით უკვე გა­ჯე­რე­ბუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა, სტუმ­რე­ბის შერ­ჩე­ვა პრობ­ლე­მა იყოს, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი ბო­ბო­ქა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბაა, რომ ვა­ხერ­ხებთ - გა­და­ცე­მის თე­მაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყოს და სტუ­მა­რიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი გვყავ­დეს.

- გა­და­ცე­მა "მოკ­ლე ჩარ­თვა" სპე­ცი­ა­ლუ­რად "ტე­ლე­პა­ლიტ­რის­თვის" შე­იქ­მნა?

- დიახ. მა­გა­ლი­თად, "რე­ზი­უ­მე" თავ­და­პირ­ვე­ლად, რა­დი­ოპ­რო­ექ­ტი იყო, შემ­დეგ "გა­ტე­ლე­ვი­ზორ­და", "მოკ­ლე ჩარ­თვა" კი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტია. ეს ერ­თგვა­რი ინ­ტე­რაქ­ტი­ვი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლებს სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. მათ გა­და­ცე­მა­ში ტე­ლე­ფო­ნით ან "სკა­ი­პით" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ.

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გვი­თხა­რით, - "ტე­ლე­პა­ლიტ­რას" რა პერ­სპექ­ტი­ვა აქვს?

- მისი მთა­ვა­რი პლუ­სი ის არის, რომ ჰოლ­დინ­გი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც გეგ­მა­ზო­მი­ე­რად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვი­თარ­დე­ბა. მის ცხოვ­რე­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზია ახა­ლი ეტა­პია. თუკი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ ეტაპ­საც ისე­თი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­პყრო­ბა, რო­გორც სხვა ეტა­პებს, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს. ეს რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ კარ­გი ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­კე­თე­ბა უკვე მწი­რი ფი­ნან­სე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია...

გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, გა­და­ცე­მა "საქ­მის" წამ­ყვა­ნი:

- "საქ­მე" ერთ-ერთი ძვე­ლი გა­და­ცე­მა გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ "რა­დი­ო­პა­ლიტ­რის" ეთერ­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ, 2008 წელს და­ი­წყო. დღეს ვცდი­ლობთ, გა­და­ცე­მა­ში ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­ვიც­ვათ. "პა­ლიტ­რა TV"-ის ვებგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს ვეც­ნო­ბით და ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

- გა­და­ცე­მა "საქ­მემ" რა ეტა­პე­ბი გან­ვლო, ვიდ­რე იმ სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და, რო­გორც ახლა "პა­ლიტ­რა TV"-ის ეთერ­ში გა­დის?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, გვინ­დო­და, რომ გა­და­ცე­მა ეთერ­ში ჩა­ნა­წე­რის სა­ხით გა­სუ­ლი­ყო, შემ­დეგ - პირ­და­პი­რი ეთე­რით. მერე სტუ­მა­რი "გაჩ­ნდა"... როცა ფორ­მა­ტი გა­ი­ზარ­და და შე­იძ­ლე­ბო­და, გა­და­ცე­მა­ში მხო­ლოდ 1 სტუ­მა­რი არ გვყო­ლო­და, დე­ბა­ტე­ბის იდეა დაგ­ვე­ბა­და... რაც მთა­ვა­რია, გა­და­ცე­მის და­სა­წყის­ში­ვე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ამ­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის იო­ლად გა­სა­გე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თის სხვა გა­და­ცე­მე­ბიც არ­სე­ბობს. მათ ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევთ?

- ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ფი­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს ძა­ლი­ან კარგ კონ­კუ­რენ­ცი­ას ვუ­წევთ. ალ­ბათ, "საქ­მე" ყვე­ლა­ზე ძვე­ლი გა­და­ცე­მაა. სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ამ სა­ხის გა­და­ცე­მე­ბი ქრე­ბო­და და ისევ ჩნდე­ბო­და. ჩვენ­თან სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. "საქ­მე" აუ­დი­ტო­რი­ის გე­მოვ­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი გახ­ლავთ. როცა ჩვენს ეთერ­ში ექ­სკლუ­ზი­ვი გა­დის, შემ­დეგ სხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თის და ასე­ვე, სე­რი­ო­ზულ სა­ინ­ფორ­მა­ციო შო­უ­ებ­ში მისი "გა­დამ­ღე­რე­ბა" ხდე­ბა. ეს ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია.

თა­მარ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი, "სა­ხალ­ხო დარ­ბა­ზის" წამ­ყვა­ნი, "რა­დი­ო­პა­ლიტ­რის" პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რი:

- "პა­ლიტ­რა TV" პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ახლა დგამს, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­შია. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ განვვი­თარ­დე­ბით. ტე­ლე­ვი­ზია რთუ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლია, მაგ­რამ პერ­სპექ­ტი­ვა ყვე­ლა იმ საქ­მეს აქვს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­შიც დიდი სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა დევს. სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში დღეს ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოა, მაგ­რამ მე თუ მკი­თხავთ, ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია იქ­მნე­ბა. ცხა­დია, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნას ვცდი­ლობთ, რომ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებს ღირ­სე­უ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­ვუ­წი­ოთ. ამა­ზე ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დი მუ­შა­ობს.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ!..

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ახალი ტელევიზია და წამყვანები, რომლებსაც უკვე იცნობთ

ახალი ტელევიზია და წამყვანები, რომლებსაც უკვე იცნობთ

"პალიტრა TV-მ" მაუწყებლობა დაიწყო: ახალი სატელევიზიო პროექტებისა და საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი და საინტერესო რადიოგადაცემების ეკრანზე ხილვა მაყურებლებს Global TV -სა და სხვა საკაბელო არხებზე შეუძლიათ. სატელევიზიო სფეროში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ტელევიზია თავის დამკვიდრებას ხარისხიანი პროდუქციით აპირებს...

თამთა კვარაცხელია, "დილის პალიტრის" წამყვანი:

- დიდი ხანია, რაც "დილის პალიტრა" არსებობს, მაგრამ ტელეეთერი ჩვენთვის სიახლე გახლავთ. ნელ-ნელა ვეჩვევით ფრაზას - "გვისმინეთ და თან, გვიყურეთ". "გატელევიზორება" და დილის გადაცემის "გადახალისება" ერთმანეთს დაემთხვა: ახალი პროდიუსერი - ირმა სინაურიძე-მაყაშვილი გვყავს, რომელმაც "დილის პალიტრა" უკეთესობისკენ "გადააწყო". გადაცემას ახალი რუბრიკები დაემატა, ძველი გაუმჯობესდა. ცხადია, ეს ყველაფერი მაყურებლების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა.

- შენი აზრით, "დილის პალიტრა" რითია განსაკუთრებული?

- განსაკუთრებული წამყვანები ჰყავს (იცინის). უკვე 3 წელია, რაც მე და ლაშა გაბუნია "დილის პალიტრას" ერთად ვუძღვებით. წინათ "რადიოპალიტრის" ეთერში საღამოს გადაცემაც მიმყავდა, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებს ყველაზე უკეთ დილით ვამჟღავნებ. როგორც ჟურნალისტს, საკუთარი თავი დილის ეთერის გარდა, ვერსად წარმომიდგენია. ადრე გაღვიძება ჩემთვის პრობლემა არ არის. ალბათ ამიტომაც, ამდენი ხანია "დილის პალიტრის" წამყვანი ვარ და ჩემი საქმე არასოდეს დამზარებია, არც მომბეზრებია. განახლებული გადაცემა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა გახლავთ. წინათ ეკრანზე მუშაობის გამოცდილება არ მქონია. ახლა კამერასთან ვისწავლე მუშაობა. გარეგნობაზე უფრო მეტად ვზრუნავ: მართალია, რადიოს ეთერშიც მოწესრიგებული ვიყავი, მაგრამ - მაკიაჟის გარეშე. ახლა დამატებითი საზრუნავი გაგვიჩნდა: ეთერში გასვლამდე, მე და ლაშა ერთმანეთს გადავამოწმებთ ხოლმე, თუ როგორ გამოვიყურებით. შვილს ველოდები. ამიტომ არცთუ ისე კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ ვცდილობ, ეს ეკრანს არ დაეტყოს (იღიმის)...

პროვოკატორის არსებობის შესახებ "გზის" მკითხველებს არ ესწავლებათ. "რადიო და ტელეეთერს წერა მირჩევია, ბუზღუნა "ბებერი" ვარ და პროვოკატორობის გარდა, სერიოზულ სტატიებსაც ვწერ," - გვითხრა პროვოკატორმა, რომლის გადაცემაც palitratv.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვით, ტოქშოუებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.

ზვიად დოლიძე, გადაცემა "პროვოკატორის" წამყვანი:

- ტელეეთერის გამო, საკმაო უხერხულობას ვგრძნობ. რადიოში კომფორტულად ვიყავი. ისიც არ მიხაროდა, ინტერნეტში გამოსახულება რომ გადიოდა. თუკი რამე მეზარება ქვეყანაზე, წვერის გაპარსვაა. თან, გადაწყდა, რომ ისეთი იმიჯი მქონოდა, როგორიც ჟურნალ "გზაში", პროვოკატორის ლოგო გახლავთ: კეპი, სათვალე... ჰოდა, ახლა ეთერში გასტრონომთან ჩაცუცქული ძველი ბიჭივით ვზივარ და სერიოზულ თემებზე ვლაპარაკობ. წინათ, ორშაბათობით ეთერი სტუმრის გარეშე მიმყავდა. ახლა ხელმძღვანელობასთან იმას მივაღწიე, რომ უკვე კვირაში 3 დღე ვისვენებ - "პროვოკატორი" ეთერში შაბათ-კვირას და ორშაბათს არ გადის. სამშაბათს ეთერს მონატრებული ვუბრუნდები ხოლმე.

კიდევ რაღაც პროექტის განხორციელება გვინდა, რომელიც ყველა თაობისთვის და ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის საინტერესო იქნება. გადაცემის სამუშაო სახელწოდება "ძველი ამბები" გახლავთ. მასში გამოცდილ, ბევრის მნახველ ადამიანებს (უხუცესი პოლიტიკოსი, ძველი ფეხბურთელი, თბილისის კოლორიტი და ა. შ.) ვესაუბრებით... მინდოდა, რომ ეს პროექტი რადიოში გასულიყო, მაგრამ ტელეგადაცემაში შეიძლება, კინო ან ფოტოდოკუმენტები ვაჩვენოთ, ამიტომ სატელევიზიო ფორმატი უპრიანი იქნება...

მერაბ მეტრეველი, გადაცემების - "რეზიუმეს" და "მოკლე ჩართვის" წამყვანი:

- "პალიტრაში" 2009 წელს მოვედი. მანამდე "მოამბეში" ვმუშაობდი, რომელიც პროტესტის ნიშნად დავტოვე. ისეთ მედიასაშუალებას ვეძებდი, რომელიც პოლიტიკასთან "მიბმული" არ იქნებოდა. "პალიტრა TV" ამიტომაც ავირჩიე: სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით, მას პოლიტიკური ინტერესი არ ჰქონია - არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აფინანსებდა.

- პოლიტიკური ტოქშოუს ყოველდღე მომზადებას როგორ ახერხებთ? როგორც ვიცი, ხანდახან დღეში 3 პირდაპირი ეთერი გაქვთ...

- ეს საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, რომ მედიაბაზარი პოლიტიკური ტოქშოუებით უკვე გაჯერებულია. შეიძლება, სტუმრების შერჩევა პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ისეთი ბობოქარი პოლიტიკური ცხოვრებაა, რომ ვახერხებთ - გადაცემის თემაც აქტუალური იყოს და სტუმარიც აქტუალური გვყავდეს.

- გადაცემა "მოკლე ჩართვა" სპეციალურად "ტელეპალიტრისთვის" შეიქმნა?

- დიახ. მაგალითად, "რეზიუმე" თავდაპირველად, რადიოპროექტი იყო, შემდეგ "გატელევიზორდა", "მოკლე ჩართვა" კი სატელევიზიო პროექტია. ეს ერთგვარი ინტერაქტივი გახლავთ, რომელიც მაყურებლებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევს. მათ გადაცემაში ტელეფონით ან "სკაიპით" მონაწილეობა შეუძლიათ.

- სატელევიზიო სფეროში თქვენი გამოცდილების საფუძველზე, გვითხარით, - "ტელეპალიტრას" რა პერსპექტივა აქვს?

- მისი მთავარი პლუსი ის არის, რომ ჰოლდინგი გახლავთ, რომელიც გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. მის ცხოვრებაში ტელევიზია ახალი ეტაპია. თუკი ხელმძღვანელობა ამ ეტაპსაც ისეთი ყურადღებით მოეპყრობა, როგორც სხვა ეტაპებს, სატელევიზიო სფეროში წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ეს რთული იქნება, მაგრამ კარგი ტელევიზიის გაკეთება უკვე მწირი ფინანსებითაც შესაძლებელია...

გიორგი კალანდაძე, გადაცემა "საქმის" წამყვანი:

- "საქმე" ერთ-ერთი ძველი გადაცემა გახლავთ, რომელიც ჯერ კიდევ "რადიოპალიტრის" ეთერში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წელს დაიწყო. დღეს ვცდილობთ, გადაცემაში ეკონომიკისა და ბიზნესის ყველა მიმართულება მოვიცვათ. "პალიტრა TV"-ის ვებგვერდის მეშვეობით, საზოგადოების გამოხმაურებებს ვეცნობით და ვითვალისწინებთ.

- გადაცემა "საქმემ" რა ეტაპები განვლო, ვიდრე იმ სახით ჩამოყალიბდებოდა, როგორც ახლა "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის?

- თავდაპირველად, გვინდოდა, რომ გადაცემა ეთერში ჩანაწერის სახით გასულიყო, შემდეგ - პირდაპირი ეთერით. მერე სტუმარი "გაჩნდა"... როცა ფორმატი გაიზარდა და შეიძლებოდა, გადაცემაში მხოლოდ 1 სტუმარი არ გვყოლოდა, დებატების იდეა დაგვებადა... რაც მთავარია, გადაცემის დასაწყისშივე ჩამოვყალიბდით, რომ ეკონომიკური ამბები საზოგადოებისათვის იოლად გასაგები უნდა ყოფილიყო.

- ქართულ სატელევიზიო სივრცეში ეკონომიკური ხასიათის სხვა გადაცემებიც არსებობს. მათ ღირსეულ კონკურენციას უწევთ?

- ეკონომიკური პროფილის საინფორმაციო საშუალებებს ძალიან კარგ კონკურენციას ვუწევთ. ალბათ, "საქმე" ყველაზე ძველი გადაცემაა. სხვა ტელევიზიებში ამ სახის გადაცემები ქრებოდა და ისევ ჩნდებოდა. ჩვენთან სტაბილურობა შენარჩუნებულია. "საქმე" აუდიტორიის გემოვნებაზე მორგებული გახლავთ. როცა ჩვენს ეთერში ექსკლუზივი გადის, შემდეგ სხვა ეკონომიკური ხასიათის და ასევე, სერიოზულ საინფორმაციო შოუებში მისი "გადამღერება" ხდება. ეს ჩვენთვის დიდი პატივია.

თამარ ცაგარეიშვილი, "სახალხო დარბაზის" წამყვანი, "რადიოპალიტრის" პროგრამების მენეჯერი:

- "პალიტრა TV" პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს, ჩამოყალიბების პროცესშია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვვითარდებით. ტელევიზია რთულად გასაკეთებელია, მაგრამ პერსპექტივა ყველა იმ საქმეს აქვს, რომლის საფუძველშიც დიდი სურვილი და შესაძლებლობა დევს. სატელევიზიო სფეროში დღეს ძალიან კონკურენტული გარემოა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქცია იქმნება. ცხადია, მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნას ვცდილობთ, რომ სხვა ტელევიზიებს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ. ამაზე ძალიან კარგი გუნდი მუშაობს.

- წარმატებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები