პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე - "ახალი კონსტიტუციის გარკვეული მუხლები დღესვე უნდა ამოქმედდეს"
დავით ბაქრაძე - "ახალი კონსტიტუციის გარკვეული მუხლები დღესვე უნდა ამოქმედდეს"

ოპო­ზი­ცია მმარ­თველ გუნდს სთა­ვა­ზობს, რომ ახა­ლი კონ­ტი­ტუ­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი ამოქ­მედ­დეს დღეს­ვე და არა ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. რო­გორც ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით ბაქ­რა­ძე აცხა­დებს, გარ­კვე­უ­ლი მუხ­ლე­ბი დღეს­ვე უნდა ამოქ­მედ­დეს, გარ­კვე­ულ ნა­წილ­ზე კი, აჩ­ქა­რე­ბა არ ღირს.

"ჩვენ სა­უ­ბა­რი გვაქვს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დიდი ნა­წი­ლის დღეს­ვე ამოქ­მე­დე­ბა­ზე და არა მთლი­ა­ნად. სწო­რედ ამა­ზეა სა­უ­ბა­რი - რა ნა­წი­ლი ამოქ­მედ­დე­ბა დღეს და რა ნა­წი­ლი ოქ­ტომ­ბერ­ში. ჩვე­ნი პო­ზი­ცი­აა, რომ ყვე­ლა იმ თე­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში რაც აწუ­ხებს მთავ­რო­ბას, კერ­ძოდ, ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბა პრე­ზი­დენტს და მთავ­რო­ბას შო­რის, მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს შო­რის, პრე­ზი­დენტს და პარ­ლა­მენტს შო­რის, ყვე­ლა ამ ნა­წილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მზად ვართ ვი­ყოთ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლე­ბი და ეს ნა­წი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად ავა­მოქ­მე­დოთ დღეს­ვე. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს, აქ მი­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბა. გარ­კვე­ულ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სიჩ­ქა­რე არ ღირს და შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათი ამოქ­მე­დე­ბა და ძა­ლა­ში მოხ­დეს ოქ­ტომ­ბრი­დან, რო­გორც იგეგ­მე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში შე­თან­ხმე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს და გახ­სნის გზას სხვა სა­კი­თხე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად.

"მათ შო­რის, ამ და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის და და­კა­ვე­ბე­ბის ტალ­ღის შე­სა­ჩე­რებ­ლად და მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის და სიმ­შვი­დის ახალ ეტაპ­ზე გა­და­სას­ვლე­ლად. ვფიქ­რობთ, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვი­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის­თვი­საც და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი იყო - რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხალ­ხის­თვის და ქვეყ­ნის­თვის და არა ის, თუ რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ე­რი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ ეს იყო ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა. მე შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­და­ნაც ამ წი­ნა­და­დე­ბას გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა და ჩვენ ახლა ვმუ­შა­ობთ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე, კონ­კრე­ტულ მუხ­ლებ­ზე, თუ რა ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს დღეს­ვე", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

დავით ბაქრაძე - "ახალი კონსტიტუციის გარკვეული მუხლები დღესვე უნდა ამოქმედდეს"

დავით ბაქრაძე - "ახალი კონსტიტუციის გარკვეული მუხლები დღესვე უნდა ამოქმედდეს"

ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, რომ ახალი კონტიტუციის დიდი ნაწილი ამოქმედდეს დღესვე და არა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. როგორც ვიდეომიმართვაში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, გარკვეული მუხლები დღესვე უნდა ამოქმედდეს, გარკვეულ ნაწილზე კი, აჩქარება არ ღირს.

"ჩვენ საუბარი გვაქვს კონსტიტუციის დიდი ნაწილის დღესვე ამოქმედებაზე და არა მთლიანად. სწორედ ამაზეა საუბარი - რა ნაწილი ამოქმედდება დღეს და რა ნაწილი ოქტომბერში. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა იმ თემასთან მიმართებაში რაც აწუხებს მთავრობას, კერძოდ, ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტს და მთავრობას შორის, მთავრობას და პარლამენტს შორის, პრეზიდენტს და პარლამენტს შორის, ყველა ამ ნაწილთან მიმართებაში, მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და ეს ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად ავამოქმედოთ დღესვე. რაც შეეხება სხვა უფლებამოსილებებს, აქ მიდის მოლაპარაკება. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიჩქარე არ ღირს და შესაძლებელია, მათი ამოქმედება და ძალაში მოხდეს ოქტომბრიდან, როგორც იგეგმებოდა", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გახსნის გზას სხვა საკითხების დასარეგულირებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის და საზოგადოების დასამშვიდებლად.

"მათ შორის, ამ დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად და მთლიანობაში საზოგადოების სტაბილურობის და სიმშვიდის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი ხალხისთვისაც და ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო - რა არის მნიშვნელოვანი ხალხისთვის და ქვეყნისთვის და არა ის, თუ რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი პრეზიდენტი, პრემიერი ან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური და ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული წინადადება. მე შემიძლია დავადასტურო, რომ უმრავლესობის მხრიდანაც ამ წინადადებას გარკვეული პოზიტიური რეაგირება მოჰყვა და ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ მუხლებზე, თუ რა ნაწილი შეიძლება ამოქმედდეს დღესვე", - განაცხადა ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა