საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ შეთანხმება მიღწეულია
ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ შეთანხმება მიღწეულია

ბა­თუმ­ში მე­ჩე­თის აშე­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­კა­რა­ში ვი­ზი­ტი­სას აღი­ნიშ­ნა, რომ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნაც­ვალ­გე­ბის პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან კულ­ტუ­რის ძეგ­ლებს მოვ­ლა სჭირ­დე­ბა, ვი­სიც არ უნდა იყოს ის.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რომ ოშ­კი­სა და იშხნის რეს­ტავ­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ხოლო ბა­თუმ­ში გა­მო­ი­ყო­ფა ად­გი­ლი, სა­დაც აშენ­დე­ბა სამ­ლოც­ვე­ლო მუ­სულ­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. პირ­ველ რიგ­ში, ეს კეთ­დე­ბა ქარ­თვე­ლი მუ­სულ­მა­ნე­ბის­თვის, რად­გან მათ უნდა ჰქონ­დეთ თა­ვი­ან­თი მრწამ­სის შე­სა­ბა­მი­სად ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ად­გი­ლი ჯერ შერ­ჩე­უ­ლი არ არის, თუმ­ცა არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზე­ბი და ამ თე­მა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აჭა­რის მთავ­რო­ბა მი­ი­ღებს. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­თვის უც­ნო­ბია ის არ­ქი­ტექ­ტუ­რაც, რომ­ლი­თაც ბა­თუმ­ში მე­ჩე­თი აშენ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ შეთანხმება მიღწეულია

ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ შეთანხმება მიღწეულია

ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ანკარაში ვიზიტისას აღინიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით ნაცვალგების პრინციპის გამოყენება დაუშვებელია, რადგან კულტურის ძეგლებს მოვლა სჭირდება, ვისიც არ უნდა იყოს ის.

"აქედან გამომდინარე, მიღწეული შეთანხმება, რომ ოშკისა და იშხნის რესტავრაციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპეციალისტები, ხოლო ბათუმში გამოიყოფა ადგილი, სადაც აშენდება სამლოცველო მუსულმანური რელიგიის წარმომადგენლებისთვის. პირველ რიგში, ეს კეთდება ქართველი მუსულმანებისთვის, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი მრწამსის შესაბამისად ლოცვის საშუალება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა არსებობს გარკვეული მონახაზები და ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობა მიიღებს. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უცნობია ის არქიტექტურაც, რომლითაც ბათუმში მეჩეთი აშენდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"