Blue-ს სოლისტი ირაკლი ფირცხალავას რესტორანში VIA GRA-ს ყოფილ სოლისტთან გამოიჭირეს

Blue-ს სოლისტი ირაკლი ფირცხალავას რესტორანში VIA GRA-ს ყოფილ სოლისტთან გამოიჭირეს

ბრიტანული ჯგუფის Blue-ს სოლისტი, 29 წლის ლი რაინი მოსკოვში, ირაკლი ფირცხალავას რესტორანში რუს მომღერალ ანა სედოკოვასთან ერთად გამოიჭირეს. 30 წლის სედოკოვა ცნობილი ჯგუფის, VIA GRA-ს ყოფილი სოლისტია. რესტორან Vinograd-ში, სადაც რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავდნენ, წყვილი დაუფარავად ეარშიყებოდა ერთმანეთს.

ფირცხალავას რესტორანში გამართული წვეულება გრანდიოზული კონცერტის Big Love Show-ს შემდეგ "ავთერ-ფართი" იყო. კონცერტზე სიმღერების უმრავლესობა Blue-მ შეასრულა. ბრიტანული ჯგუფი რუსეთში პროდუსერულმა კომპანია Star Technology-მ ჩაიყვანა.

წლის ყველაზე რომანტიული შოუს წამყვანი ტრადიციულად დიჯეი მაკს პრივალოვი იყო, რომელსაც პარტნიორობას ანა სედოკოვა უწევდა. ანამ უცხოელი ვარკვლავები დანახვისთანავე მოხიბლა - ბიჭებმა მას "რუსეთის ყველაზე სექსუალური მომღერალი" უწოდეს. ანას მიმართ ყველაზე მეტი ინტერესი ლი რაინმა გამოიჩინა. რაინი ჯგუფის ფრონტმენია.

ბრიტანულმა ჯგუფმა 2011 წელს ბათუმში პოპმუსიკის საერთაშორისო კონკურსის "Golden Talent 2011"-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და ქართველი მსმენელისთვის რამდენიმე ცნობილი ჰიტი შეასრულა.

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება