პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა 8 თებერვლის მოვლენებზე ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას მოითხოვს
გიგი უგულავა 8 თებერვლის მოვლენებზე ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას მოითხოვს

დე­და­ქა­ლა­ქის მერი გიგი უგუ­ლა­ვა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან 8 თე­ბერ­ვალს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის და­კი­თხვას მო­ი­თხოვს.

"ვი­თხოვ და­ი­კი­თხოს თვი­თონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც წეს­რი­გის დაც­ვა ევა­ლე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბამ ასე­ვე უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს, ვის ეჩურ­ჩუ­ლე­ბო­და ნანა კა­კა­ბა­ძე და ვის­ღან იღებ­და ინ­სტრუქ­ცი­ებს", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს პო­ლი­ცია უმოქ­მე­დო იყო.

"რა­ტომ არ მი­ვე­დი და­კი­თხვა­ზე იმ შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, ჩემი გახ­სნი­ლია, ამის შე­სა­ხებ უკვე გან­ვმარ­ტე. იმი­ტომ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის წარმ­მარ­თვე­ლი მი­ნის­ტრი აშ­კა­რად არ­ღვევს უდა­ნა­შუ­ა­ლო­ბის პრე­ზუმ­ცი­ას - მან წი­ნას­წარ გა­მოგ­ვა­ცხა­და პრო­ვო­კა­ტო­რე­ბად, წი­ნას­წარ შე­თხზა ვერ­სია და შე­ე­ცა­და მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი უსუ­სუ­რო­ბა და­ე­მა­ლა. მი­მაჩ­ნია, რომ ამით მან, პირ­ველ რიგ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლის ღირ­სე­ბა შე­ლა­ხა, როცა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი უმოქ­მე­დო­ბის­კენ უბიძ­გა მათ და თუ პო­ლი­ცი­ე­ლის მუნ­დირს და ღირ­სე­ბას იცავს მი­ნის­ტრი, ეს უპირ­ვე­ლე­სად უნდა გა­კეთ­დეს იმით, რომ მის­ცეს მათ სა­შუ­ა­ლე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დოს. ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, ესაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­დაც პო­ლი­ცია არ ჩა­ე­რე­ვა და არ და­ამ­ყა­რებს წეს­რიგს. იმ დღეს რაც მოხ­და, ნი­შან­დობ­ლი­ვია სხვა რა­მის გამო - ხვალ სხვა 200 ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლთან და მო­ი­თხოვს ანა­ლო­გი­უ­რად, ზეგ პეტ­რეს­თან მივ­ლენ, მა­ზეგ პავ­ლეს­თან და შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მი­ვი­ღოთ ქა­ო­სი. იმის­თვის რომ აღიკ­ვე­თოს ქა­ო­სი, ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას წესი და არ უნდა შე­ე­ცა­დოს არა­ვინ თა­ვი­სი უმოქ­მე­დო­ბა გა­და­აბ­რა­ლოს სხვას", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

თბი­ლი­სის მერ­მა დღეს კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა, რომ და­კი­თხვის ად­გილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბას და­ე­ლო­დე­ბა.

ამას­თან, შსს-ს გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გა­მო­ძი­ე­ბა მი­მარ­თავს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, რათა გას­ცეს ბრძა­ნე­ბა გიგი უგუ­ლა­ვას გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნა­შე იძუ­ლე­ბით წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ.

"თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არა­ერ­თგზის გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მოწ­მის სტა­ტუ­სით და­კი­თხვა­ზე არ გა­მო­ცხად­და. შე­სა­ბა­მი­სად მის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბი­თი ზო­მე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა მი­მარ­თავს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, რათა გას­ცეს ბრძა­ნე­ბა გიგი უგუ­ლა­ვას გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნა­შე იძუ­ლე­ბით წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ. პი­რის იძუ­ლე­ბით მოყ­ვა­ნის წესი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის 1998 წლის 20 თე­ბერ­ვლის კო­დექ­სის 175-ე მუხ­ლით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიგი უგულავა 8 თებერვლის მოვლენებზე ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას მოითხოვს

გიგი უგულავა 8 თებერვლის მოვლენებზე ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას მოითხოვს

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის დაკითხვას მოითხოვს.

"ვითხოვ დაიკითხოს თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვისაც წესრიგის დაცვა ევალებოდა. გამოძიებამ ასევე უნდა გამოავლინოს, ვის ეჩურჩულებოდა ნანა კაკაბაძე და ვისღან იღებდა ინსტრუქციებს", - განაცხადა უგულავამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე განმარტებით, ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების დროს პოლიცია უმოქმედო იყო.

"რატომ არ მივედი დაკითხვაზე იმ შენობაში, რომელიც, სხვათა შორის, ჩემი გახსნილია, ამის შესახებ უკვე განვმარტე. იმიტომ, რომ გამოძიების წარმმართველი მინისტრი აშკარად არღვევს უდანაშუალობის პრეზუმციას - მან წინასწარ გამოგვაცხადა პროვოკატორებად, წინასწარ შეთხზა ვერსია და შეეცადა მისი დანაშაულებრივი უსუსურობა დაემალა. მიმაჩნია, რომ ამით მან, პირველ რიგში, პოლიციელის ღირსება შელახა, როცა დანაშაულებრივი უმოქმედობისკენ უბიძგა მათ და თუ პოლიციელის მუნდირს და ღირსებას იცავს მინისტრი, ეს უპირველესად უნდა გაკეთდეს იმით, რომ მისცეს მათ საშუალება კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ესაა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება, სადაც პოლიცია არ ჩაერევა და არ დაამყარებს წესრიგს. იმ დღეს რაც მოხდა, ნიშანდობლივია სხვა რამის გამო - ხვალ სხვა 200 ადამიანი შეიკრიბება ივანიშვილის სახლთან და მოითხოვს ანალოგიურად, ზეგ პეტრესთან მივლენ, მაზეგ პავლესთან და შეიძლება ქვეყანაში მივიღოთ ქაოსი. იმისთვის რომ აღიკვეთოს ქაოსი, ყველამ უნდა დაიცვას წესი და არ უნდა შეეცადოს არავინ თავისი უმოქმედობა გადააბრალოს სხვას", - აღნიშნა უგულავამ.

თბილისის მერმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დაკითხვის ადგილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებას დაელოდება.

ამასთან, შსს-ს გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ.

"თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ