მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს მირ­ქმის, უფ­ლი­სად­მი მი­გე­ბე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია II სა­ზე­ი­მო წირ­ვა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში აღავ­ლი­ნა.

მირ­ქმა - ღვთი­სად­მი მი­გე­ბე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი, უფ­ლის 12 დღე­სას­წა­ულ­თა შო­რის ერთ-ერთი უდი­დე­სია. იუ­დე­ველ­თა წე­სის მი­ხედ­ვით, პირ­ველ­შო­ბი­ლი ყრმა მე-40 დღეს ტა­ძარ­ში მი­ყავ­დათ და ღვთის­თვის მსხვერ­პლს სწი­რავ­დნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სი­ღა­რი­ბის შემ­თხვე­ვა­ში წყვილ გვრიტს ან მტრე­დის ხუნდს.

წმ. სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთის­მშო­ბელ­მა მა­რი­ამ­მა და მარ­თალ­მა იო­სებ­მა ტაძ­რად მი­იყ­ვა­ნეს, რათა უფ­ლის­თვის ძღვე­ნი შე­ე­წი­რათ. წმინ­და სვი­მონ ღვთის­მიმრქმელ­მა იცნო ტა­ძარ­ში მიყ­ვა­ნი­ლი მა­ცხო­ვა­რი, რო­მელ­საც იგი, ან­გე­ლო­ზის სი­ტყვი­სა­მებრ, სამ­ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­ხანს ელო­და. ებ­რა­უ­ლი­დან ბერ­ძნუ­ლად წმინ­და წე­რი­ლის თარ­გმნის დროს მას სურ­და "ქალ­წულ­მა მუც­ლად იღო" სი­ტყვა ქა­ლით შე­ეც­ვა­ლა. მას ან­გე­ლო­ზი გა­მო­ე­ცხა­და და შეს­წო­რე­ბა აუკ­რძა­ლა. უთხრა, რომ წმ. სვი­მო­ნი ქალ­წუ­ლი­სა­გან შო­ბილ მა­ცხო­ვარს იხი­ლავ­და.

წმინ­და სვი­მო­ნი ტა­ძარ­ში მიყ­ვა­ნილ იე­სოს კრძალ­ვით მი­ე­გე­ბა, თა­ვის მკლავ­ზე მი­ირ­ქვა, მი­იწ­ვი­ნა და გა­ნა­ცხა­და: "აწ გა­ნუ­ტე­ვე მო­ნაი შენი მე­უ­ფეო, სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა. მშვი­დო­ბით, რა­მე­თუ იხი­ლეს თვალ­თა ჩემ­თა მა­ცხო­ვა­რე­ბაი შენი". ამ ფაქ­ტის შემ­დეგ წმინ­და სვი­მო­ნი მალე აღეს­რუ­ლა.

დღე­სას­წა­უ­ლის გამო დღეს მორ­წმუ­ნე­თათ­ვის თევ­ზით ხსნი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმ. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა "ქალწულმა მუცლად იღო" სიტყვა ქალით შეეცვალა. მას ანგელოზი გამოეცხადა და შესწორება აუკრძალა. უთხრა, რომ წმ. სვიმონი ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.

წმინდა სვიმონი ტაძარში მიყვანილ იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: "აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი". ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

დღესასწაულის გამო დღეს მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"