Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები
როგორ დავიცვათ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები

არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შო გრა­ფი­კი, გა­უფრ­თხი­ლებ­ლად სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რა­ზეც შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი ჩი­ვი­ან.

რა უნდა იცო­დეთ შრო­მით უფ­ლე­ბებ­ზე, რა გე­კუთ­ვნით და რისი უფ­ლე­ბა გაქვთ? -კი­თხვებს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტი, ლიკა წიკ­ლა­უ­რი პა­სუ­ხობს.

ელე­ნე ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი:

2013 წლის 21 იან­ვრამ­დე ვმუ­შა­ობ­დი თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ უკა­ნო­ნოდ გა­მო­მიშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან. ამ დრო­ი­სათ­ვის მე უკვე ვი­ყა­ვი 4 თვის ორ­სუ­ლი რა­ზე­დაც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 111 მუხ­ლის თა­ნახ­მად, მო­ხე­ლე (ქალი), არ შე­იძ­ლე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სამ­სა­ხუ­რი­დან ორ­სუ­ლო­ბის, ან ბავ­შვის 3 წლის ასა­კამ­დე აღ­ზრდის პე­რი­ოდ­ში შტა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო". მაგ­რამ მა­ინც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ბრძა­ნე­ბა­ში, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად მი­თი­თე­ბუ­ლია შტა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა. 28 იან­ვარს მივ­მარ­თე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელს სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნის მიზ­ნით, მაგ­რამ პა­სუ­ხი დღემ­დე ვერ მი­ვი­ღე. გთხოვთ, და­მეხ­მა­რეთ სამ­სა­ხუ­რის აღ­დგე­ნა­ში.

-სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის 111 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე ნამ­დვი­ლად იკ­რძა­ლე­ბა ორ­სუ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქალ­ბა­ტო­ნის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შტა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის მო­ტი­ვით. მას უფ­ლე­ბა აქვს თა­ვი­სი დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს. მას უფ­ლე­ბა აქვს ამ ბრძა­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ნო­ბი­დან რო­დე­საც მას გა­და­ე­ცა ეს ბრძა­ნე­ბა, ერთი თვის ვა­და­ში გა­ა­სა­ჩივ­როს სა­სა­მარ­თლო­ში. თუ ვა­დე­ბი და­ცუ­ლია შე­უძ­ლია მოგ­ვმარ­თოს და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია რო­გორც სარ­ჩე­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ ასე­ვე შგ­ვიზ­ლია ად­ვო­კა­ტი­რე­ბის სა­კი­თხიც გა­და­წყდეს. მაგ­რამ ამის­თვის უნდა მოგ­ვმარ­თოს და მო­ი­ტა­ნოს დო­კუ­მენ­ტე­ბი.

ქეთი დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი:

ვმუ­შა­ობ კერ­ძო სამ­სა­ხურ­ში, მაქვს თუ არა უფ­ლე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ვთხო­ვო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გრა­ფი­კის შეც­ვლა (კა­ნო­ნით თუ არის ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი დაშ­ვე­ბუ­ლი, პი­რა­დად სთხო­ვო ეს გა­სა­გე­ბია).

-კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ყვე­ლა ის პი­რო­ბა რაც შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბა­შია, მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუკი დამ­საქ­მე­ბელს რა­ღაც არ გა­უ­ფუჭ­დე­ბა და მის ნე­ბას და­ემ­თხვე­ვა და­საქ­მე­ბუ­ლის ნება შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ კა­ნონ­ში პირ­და­პირ ცალ­მხრი­ვი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე პირ­და­პირ ცვლი­ლე­ბა არ არის გა­წე­რი­ლი. ანუ შე­თან­ხმე­ბა­ზე დავ­დი­ვართ ისევ და თხოვ­ნა­ზე.

მაგ­და რუ­ხა­ძე:

რამ­დე­ნად სწო­რად არის სა­ქარ­თვე­ლო­ში შრო­მის კო­დექ­სი გა­წე­რი­ლი და თუ შე­იძ­ლე­ბა გვი­თხა­რით. კა­ნო­ნით რამ­დე­ნი სა­მუ­შაო სა­ა­თია გათ­ვლი­ლი ნორ­მა­ლურ სა­მუ­შაო გრა­ფი­კად?

-შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ხარ­ვე­ზებ­ზე ძა­ლი­ან დიდი ხანი შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო. კა­ნო­ნი ზო­გა­დად არის მაგ­რამ ბევრ ხარ­ვეზს შე­ი­ცავს და ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ უკვე თვი­თონ კა­ნონ­მდებ­ლე­ბიც და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვაც არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბას დღეს მოქ­მე­დი შრო­მის კო­დექ­სი­სი რე­დაქ­ცი­ით კვი­რა­ში 41 სა­ათს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს თუ შე­თან­ხმე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს კა­ნონპ­რო­ექ­ტი რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ მუ­შა­დე­ბა და თუ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­ვი­და ძა­ლა­ში და გახ­და კა­ნო­ნი მაგ შემ­თხვე­ვა­ში 41 სა­ა­თი იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვა­რი და მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბა­ზე აღარ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 41 სა­ა­თის ზე­ვით ჩა­ით­ვლე­ბა ზე­და­ნაკ­ვე­თურ სა­მუ­შა­ოდ.

მაია ქარ­ქუ­საშ­ვი­ლი:

რო­გო­რია გან­სხვა­ვე­ბა სა­ჯა­რო და კერ­ძო სამ­სა­ხუ­რე­ბის შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის მხრივ და რისი უფ­ლე­ბა, (უპი­რა­ტე­სო­ბა) აქვთ კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან შე­და­რე­ბით.

სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ურ­თი­ერ­თო­ბებს არე­გუ­ლი­რებს სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი. ეს უფრო სპე­ცი­ფი­უ­რი კა­ნო­ნია და მეტი უფ­ლე­ბე­ბია ასე ვთქვათ და­საქ­მე­ბულ­თა და­სა­ცა­ვად.რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს აქ უკვე მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სი. შრო­მის კო­დექსში დღეს არ­სე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ით არ­ცთუ ისე და­ცუ­ლი არ არის და­საქ­მე­ბუ­ლი, კერ­ძოდ კა­ნონ­ში გვაქვს ჩა­მოთ­ვლი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რა შემ­თხვე­ვაშ შე­იძ­ლე­ბა შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­წყვე­ტა.ერთ-ერთი ესე­თი სა­ფუძ­ვე­ლი წე­რია შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოშ­ლა, რა წი­ნა­პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მოშ­ლა ეს კა­ნონ­ში არ არის გა­წე­რი­ლი რა­საც სამ­წუ­ხა­როდ დამ­საქ­მებ­ლე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად იყე­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შსა­ხებ კა­ნონს იქ ასე­თი დათ­ქმა არ არის და ზუს­ტად არის ამომ­წუ­რა­ვი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად თუ ეს წი­ნა­პი­რო­ბა არ არ­სე­ბობს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა არ ხდე­ბა და­საქ­მე­ბულ­თან.

გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე:

ახა­ლი შრო­მის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ცვლა­ში ვინც მუ­შა­ობს, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ერთ ცვლა­ში 12 სა­ა­თი მუ­შა­ო­ბა, თუ 8 სა­ა­თი­ა­ნებ­ზე უნდა გა­და­ვიდ­ნენ? თუ 8 სა­ა­თი­ა­ნი ცვლე­ბი გა­კეთ­დე­ბა ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცუდი იმ მიზ­ნით, რომ და­ქი­რა­ვე­ბულ მუ­შალს ოჯახ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დრო სა­ერ­თოდ არ დარ­ჩე­ბა.

-ახა­ლი შრო­მის კო­დექ­სი არ არის მი­ღე­ბუ­ლი, ანუ არ­სე­ბობს კან­პონპ­რო­ექ­ტი სა­დაც ამ კო­დექსში იგეგ­მე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი მაგ­რამ ჯერ არ არის შე­ტა­ნი­ლი. თუმ­ცა ამ პრო­ექ­ტი­დაც გან­სა­ზღვრუ­ლია რომ ცვლებსშო­რის ხან­გრძლი­ვო­ბა არ უნდა იყოს 12 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი.

მკი­თხვე­ლი გი­ორ­გი:

შვე­ბუ­ე­ლე­ბებს გვი­თან­ხმდე­ბი­ან წი­ნას­წარ, წლის და­სა­წის­ში და თან ამ შვე­ბუ­ლე­ბას 24 დღეს გვი­ყო­ფენ ორ ნა­წი­ლად 12-12დღედ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ეს და­რე­გუ­ლირ­დეს კა­ნო­ნით?

-კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლია რომ 24 სა­მუ­შაო დღე ეკუთ­ვნით ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბას კა­ნონ­შიც წე­რია რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია დამ­საქ­მე­ბელ­მა წი­ნას­წარ შე­ა­თან­ხმოს რი­გი­თო­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რო­გორ გა­დი­ან შვე­ბუ­ლე­ბა­ში. შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბის უფ­ლე­ბა და­საქ­მე­ბულს გა­აჩ­ნია მაგ­რამ ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ დამ­საქ­მე­ბელ­თან შე­ა­თან­ხმოს. თუ დამ­საქ­მე­ბელს არ შე­უძ­ლია სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ერ­თად მის­ცეს 24 სა­მუ­შაო დღე მაგ­რამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ 24 დღს აძ­ლევს და უბ­რა­ლოდ რა­ღაც რი­გი­თო­ბას ათან­ხმებს მას კა­ნო­ნით ამის უფ­ლე­ბა აქვს.

და­ვით გო­გუა:

თუ შე­იძ­ლე­ბა კა­ნო­ნით მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დეს ადა­მი­ა­ნი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ სხვა და­ი­ნიშ­ნოს?

-სა­ვა­რა­უ­დოდ აქ სა­უ­ბა­რია სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ზე. ზო­გა­დად შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყოს ერთი პირი. მაგ­რამ რო­დე­საც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ხდე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა ცხად­დე­ბა კონ­კურ­სი და შე­სა­ბა­მი­სად კონ­კურ­სში შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­ჯვოს სხვა პირ­მა. თუ სა­უ­ბა­რია კერ­ძო სექ­ტორ­ზე ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­იძ­ლე­ბა დამ­საქ­მე­ბელ­მა სხვა პირ­თან გა­ა­ფორ­მოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ამა­ში არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა არ არის.

ნა­თია:

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო სამ­სა­ხუ­რებ­ში მა­ინც ირ­ღვე­ვა და­საქ­მე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბი. 2009 წელს და­ვი­წყე სამ­სა­ხუ­რი ერთ-ერთ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, დღის რე­ჟი­მი არის ძა­ლი­ან გა­დამ­ღლე­ლი. უამ­რა­ვი საქ­მე გვაქვს. თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვშრო­მობთ. არ­ცერთ წელს შვე­ბუ­ლე­ბას არ მაძ­ლევს უფ­რო­სი,- შენს საქ­მეს ვინ გა­ა­კე­თებ­სო. სულ ორი კვი­რით ვი­თხო­ვე შვე­ბუ­ლე­ბა 2011- 2012–ში და უარი მი­ვი­ღე. აქვს თუ არა უფ­ლე­ბა უფ­როსს, რომ ასე გა­დაბ­მუ­ლად ამუ­შა­ოს მისი ხელ­ქვე­ი­თი და ორი ვკი­რაც არ მი­ცეს დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა?

-კა­ნო­ნი კრძა­ლავს ამას. სა­მუ­შა­ოს ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თუ გა­ფუჭ­დე­ბა რა­ღაც და ვერ ხდე­ბა შვე­ბუ­ლე­ბის მი­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა შვე­ბუ­ლე­ბა ერთხელ გა­და­ი­ტა­ნონ და ისიც შემ­დეგ წელ­ზე. სა­ერ­თოდ რომ არ მის­ცენ მას არა­ნა­ი­რი შვე­ბუ­ლე­ბა რა­მო­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რათ­ქმა­უნ­და ეს რო­გორც შრო­მის კო­დექ­სის ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტი­ვის უხე­ში დარ­ღვე­ვაა და ამ ქალ­ბა­ტონს უფ­ლე­ბა აქვს რომ თა­ვის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად იდა­ვოს.

ნა­ტა­ლია ქარ­ცი­ვა­ძე:

ვმუ­შა­ობ­დი ერთ-ერთ კერ­ძო ფირ­მა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე­ნე­ჯერ­მა ამით­ვალ­წუ­ნა და აშ­კა­რად ეძებ­და მი­ზეზს ჩემს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი არ ქო­ნია, დი­რექ­ტორ­თან აგ­ზავ­ნი­და ჩუ­მად ცრუ წე­რი­ლებს. ბო­ლოს და­მი­რე­კეს კად­რე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ხარ და მალე წადი შენ­თვის ჯო­ბი­აო. მუ­შა­ო­ბა აუ­ტა­ნე­ლი გახ­და და წა­მო­ვე­დი. დი­რექ­ტორ­თან გაგ­ზავ­ნი­ლი მქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი, რის გა­მოც სხვა ფი­ლი­ა­ლებ­ში უშ­ვებ­დნენ. ვიცი, რომ მე­ნე­ჯერს შუ­ა­ლე­დურ რგოლ­თან აქვს ახლო კავ­ში­რი და ერ­თობ­ლი­ვად იმოქ­მე­დეს, რაც დი­რექ­ტორ­მა არ იცის. ჩემ­ზე მი­ღე­ბუ­ლი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დი­რექ­ტორ­მა გა­და­წყვი­ტა ჩემ­თვის არც მო­ეს­მი­ნა, რომ სი­მარ­თლე და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა. ეხლა მსგავს მგო­მა­რე­ო­ბა­შია სხვა თა­ნამ­შრო­მე­ლი. ასე დავ­რჩი უმუ­შე­ვა­რი, თა­ნაც შემ­ცვლელს ვერ პო­უ­ლო­ბენ. გთხოვთ ამიხ­სნათ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვამ­ტკი­ცო, რომ არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია...იქ­ნებ და­მეხ­მა­როთ.

-თუ და­საქ­მე­ბულს მი­აჩ­ნია რომ უკა­ნო­ნოდ გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან და რა­ღაც არარ­სე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი და­ე­დო მის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მას უფ­ლე­ბა აქვს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იდა­ვოს სა­სა­მარ­თლო­ში და მო­ი­თხო­ვოს რო­გორც სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნა ისე გა­ნაც­დუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა. თუ და­ამ­ტკი­ცებს იმას რომ სამ­სა­ხუ­რი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას მას შე­უძ­ლია მი­აღ­წი­ოს იმას რომ აღ­დგეს სამ­სა­ხურ­ში. დახ­მა­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა მას შე­უძ­ლია მო­ვი­დეს ჩვენ­თან და მო­ი­ტა­ნოს დო­კუ­მენ­ტე­ბი. ჩვენ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უფა­სოა.

გია დვა­ლი:

აქვს თუა არა უფ­ლე­ბა კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­საქ­მე­ბულ პირს, პა­რა­ლე­ლუ­რად იმუ­შა­ოს სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და შე­უძ­ლია თუ არა კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს თა­ნამ­შრო­მე­ლი ამის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

-შე­თავ­სე­ბით მუ­შო­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ კი ეს ხელს არ შე­უშ­ლის იმ ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას. გა­მო­ნაკ­ლი­სია მხო­ლოდ ის რომ არ უნდა იყოს კონ­კუ­რენ­ტი სა­წარ­მო. შე­სა­ბა­მი­სად თუ არც ხა­რისხზე და არც დრო­ზე არა­ი­სა­ხე­ბა მისი სხვა­გან მუ­შა­ო­ბა მისი ამ მო­ტი­ვით სამ­სა­ხუ­რი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

მკი­თხვე­ლი ნინო:

ვმუ­შა­ობ კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, (ვარ მარ­ტო­ხე­ლა დედა), შა­ბა­თო­ბით ბავ­შვის და­ტო­ვე­ბის პრობ­ლე­მა მაქვს, რად­გან შა­ბათს ვმუ­შა­ობ. სმსა­ხურ­ში კი ბავ­შვე­ბის მიყ­ვა­ნა აკ­რძა­ლუ­ლია. ირ­ღვე­ვა თუ არა ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი უფ­ლე­ბა?

-შა­ბათს მუ­შა­ო­ბა კა­ნო­ნით არ იკ­რძა­ლე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია 6 დღი­ა­ნი სა­მუ­შა­ოც არ­სე­ბობ­დეს და ამას კა­ნო­ნი არ კრძა­ლავს. თუკი მას აღე­ბუ­ლი აქვს ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მან უნდა იმუ­შა­ოს და ასე­ვე თუ კომ­პა­ნია კრძა­ლავს ბავ­შვე­ბის მი­ღე­ბას კომ­პა­ნი­ას ამი­სი უფ­ლე­ბაც აქვს და ამ მხრივ კა­ნო­ნი არ ირ­ღვე­ვა.

ნანა:

რო­გორც ცნო­ბი­ლია, შრო­მით კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის. 1) აი­სა­ხე­ბა ეს კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, თუ მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს შე­ე­ხე­ბა. 2) რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბია კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში.

-ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის ნამ­დვი­ლად, მაგ­რამ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექსში და ეს ძი­რი­თა­დად ეხე­ბა უფრო მე­ტად კერ­ძო სექ­ტორს. მარ­თა­ლია სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში დათ­ქმა გვაქვს, რომ გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში შრო­მი კო­დექ­სის მოქ­მე­დე­ბაც ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი რაც მზად­დე­ბა, უფრო ეხე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს. ზო­გა­დად თუ კი შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი კერ­ძო იქ­ნე­ბა თუ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შრო­მი­თი კო­დექ­სი ვრცელ­დე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ერ­თი­და­ი­გი­ვე პი­რო­ბებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბა არ არ­სე­ბობს. თუ ეს ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლის­ხმობს რა გან­სხვა­ვე­ბაა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­სა და კერ­ძო შრო­მით ურ­თი­ერ­თი­ბა­შო­რის შე­მიძ­ლია ვთქვა რომ კერ­ძო სექ­ტორ­ში უფრო ნაკ­ლე­ბად არის და­საქ­მე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა და­ცუ­ლი. თუ შე­ვა­და­რებთ კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად და­ცუ­ლი გა­მო­დის.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ დავიცვათ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები

როგორ დავიცვათ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები

არანორმირებული სამუშო გრაფიკი, გაუფრთხილებლად სამსახურიდან დათხოვნა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაზეც შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამო დასაქმებული პირები ჩივიან.

რა უნდა იცოდეთ შრომით უფლებებზე, რა გეკუთვნით და რისი უფლება გაქვთ? -კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ლიკა წიკლაური პასუხობს.

ელენე ბერძენიშვილი:

2013 წლის 21 იანვრამდე ვმუშაობდი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ხელმძღვანელობის შეცვლის  შემდეგ უკანონოდ გამომიშვეს სამსახურიდან. ამ დროისათვის მე უკვე ვიყავი 4 თვის ორსული რაზედაც ინფორმირებული იყო ჩვენი ახალი ხელმძღვანელობა. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 111 მუხლის თანახმად, მოხელე (ქალი), არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის, ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების გამო''. მაგრამ მაინც გამათავისუფლეს.

ბრძანებაში, გათავისუფლების მიზეზად მითითებულია შტატების შემცირება. 28 იანვარს მივმართე მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურში აღდგენის მიზნით, მაგრამ პასუხი დღემდე ვერ მივიღე. გთხოვთ, დამეხმარეთ სამსახურის აღდგენაში.

-საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ნამდვილად იკრძალება ორსულობის განმავლობაში ქალბატონის განთავისუფლება შტატების შემცირების მოტივით. მას უფლება აქვს თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს. მას უფლება აქვს ამ ბრძანების ოფიციალური გაცნობიდან როდესაც მას გადაეცა ეს ბრძანება, ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. თუ ვადები დაცულია შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ შეგვიძლია როგორც სარჩელის მომზადებაში დავეხმაროთ ასევე შგვიზლია ადვოკატირების საკითხიც გადაწყდეს. მაგრამ ამისთვის უნდა მოგვმართოს და მოიტანოს დოკუმენტები.

ქეთი დიღმელაშვილი:

ვმუშაობ კერძო სამსახურში, მაქვს თუ არა უფლება ხელმძღვანელობას ვთხოვო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შეცვლა (კანონით თუ არის ასეთი პრეცედენტი დაშვებული, პირადად სთხოვო ეს გასაგებია).

-კანონის თანახმად ყველა ის პირობა რაც შრომით ურთიერთობაშია, მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუკი დამსაქმებელს რაღაც არ გაუფუჭდება და მის ნებას დაემთხვევა დასაქმებულის ნება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ კანონში პირდაპირ ცალმხრივი მოთხოვნის საფუძველზე პირდაპირ ცვლილება არ არის გაწერილი. ანუ შეთანხმებაზე დავდივართ ისევ და თხოვნაზე.

მაგდა რუხაძე:

რამდენად სწორად არის საქართველოში შრომის კოდექსი გაწერილი და თუ შეიძლება გვითხარით. კანონით რამდენი სამუშაო საათია გათვლილი ნორმალურ სამუშაო გრაფიკად?

-შრომის კანონმდებლობის ხარვეზებზე ძალიან დიდი ხანი შემიძლია ვისაუბრო. კანონი ზოგადად არის მაგრამ ბევრ ხარვეზს შეიცავს და ამაზე მუშაობენ უკვე თვითონ კანონმდებლებიც და საკანონმდებლო ინიციატივაც არსებობს. რაც შეეხება სამუშაო დროის ხანგრძლივობას დღეს მოქმედი შრომის კოდექსისი რედაქციით კვირაში 41 საათს არ უნდა აღემატებოდეს თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არსებობს კანონპროექტი რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ მუშადება და თუ ეს კანონპროექტი შევიდა ძალაში და გახდა კანონი მაგ შემთხვევაში 41 საათი იქნება მაქსიმალური ზღვარი და მხარეთა შეთანხმებაზე აღარ იქნება დამოკიდებული. 41 საათის ზევით ჩაითვლება ზედანაკვეთურ სამუშაოდ.

მაია ქარქუსაშვილი:

როგორია განსხვავება საჯარო და კერძო სამსახურების შრომითი ხელშეკრულებების მხრივ და რისი უფლება, (უპირატესობა)  აქვთ კერძო ორგანიზაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან შედარებით.

საჯარო სამსახურში ურთიერთობებს არეგულირებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. ეს უფრო სპეციფიური კანონია და მეტი უფლებებია ასე ვთქვათ დასაქმებულთა დასაცავად.რაც შეეხება კერძო სამსახურში დასაქმებულ პირებს აქ უკვე მოქმედებს საქართველოს შრომის კოდექსი. შრომის კოდექსში დღეს არსებული რედაქციით არცთუ ისე დაცული არ არის დასაქმებული, კერძოდ კანონში გვაქვს ჩამოთვლილი შესაძლებლობები რა შემთხვევაშ შეიძლება შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა.ერთ-ერთი ესეთი საფუძველი წერია შრომითი ხელშეკრულების მოშლა, რა წინაპირობების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მოშლა ეს კანონში არ არის გაწერილი რასაც სამწუხაროდ დამსაქმებლები ძალიან ცუდად იყენებენ. რაც შეეხება საჯარო სამსახურის შსახებ კანონს იქ ასეთი დათქმა არ არის და ზუსტად არის ამომწურავი განთავისუფლების წინაპირობები, შესაბამისად თუ ეს წინაპირობა არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტა არ ხდება დასაქმებულთან.

გიორგი ტყემალაძე:

ახალი შრომის კანონის მიხედვით, ცვლაში ვინც მუშაობს, შესაძლებელია თუ არა ერთ ცვლაში 12 საათი მუშაობა, თუ 8 საათიანებზე უნდა გადავიდნენ? თუ 8 საათიანი ცვლები გაკეთდება ეს იქნება ძალიან ცუდი იმ მიზნით, რომ დაქირავებულ მუშალს ოჯახთან ნორმალური ურთიერთობის დრო საერთოდ არ დარჩება.

-ახალი შრომის კოდექსი არ არის მიღებული, ანუ არსებობს კანპონპროექტი სადაც ამ კოდექსში იგეგმება ცვლილებები მაგრამ ჯერ არ არის შეტანილი. თუმცა ამ პროექტიდაც განსაზღვრულია რომ ცვლებსშორის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

მკითხველი გიორგი:

შვებუელებებს გვითანხმდებიან წინასწარ, წლის დასაწისში და თან ამ შვებულებას 24 დღეს გვიყოფენ ორ ნაწილად 12-12დღედ. შესაძლებელია, რომ ეს დარეგულირდეს კანონით?

-კანონით განსაზღვრულია რომ 24 სამუშაო დღე ეკუთვნით ანაზღაურებადი. რაც შეეხება გამოყენებას კანონშიც წერია რომ შესაძლებელია დამსაქმებელმა წინასწარ შეათანხმოს რიგითობა თანამშრომლების როგორ გადიან შვებულებაში. შვებულების აღების უფლება დასაქმებულს გააჩნია მაგრამ ასევე აუცილებელია რომ დამსაქმებელთან შეათანხმოს. თუ დამსაქმებელს არ შეუძლია სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ერთად მისცეს 24 სამუშაო დღე მაგრამ წლის განმავლობაში ამ 24 დღს აძლევს და უბრალოდ რაღაც რიგითობას ათანხმებს მას კანონით ამის უფლება აქვს.

დავით გოგუა:

თუ შეიძლება კანონით მოვალეობას ასრულებდეს ადამიანი 2 წლის განმავლობაში და შემდეგ სხვა დაინიშნოს?

-სავარაუდოდ აქ საუბარია საჯარო სამსახურზე. ზოგადად შესაძლებელია მოვალეობის შემსრულებელი იყოს ერთი პირი. მაგრამ როდესაც საჯარო სამსახურში ხდება თანამდებობის დაკავება ცხადდება კონკურსი და შესაბამისად კონკურსში შეიძლება გაიმარჯვოს სხვა პირმა. თუ საუბარია კერძო სექტორზე ამ შემთხვევაშიც შეიძლება დამსაქმებელმა სხვა პირთან გააფორმოს ხელშეკრულება და ამაში არანაირი დარღვევა არ არის.

ნათია:

საქართველოში სახელმწიფო და კერძო სამსახურებში მაინც ირღვევა დასაქმებულის უფლებები.  2009 წელს დავიწყე სამსახური ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, დღის რეჟიმი არის ძალიან გადამღლელი.  უამრავი საქმე გვაქვს. თავდაუზოგავად ვშრომობთ. არცერთ წელს შვებულებას არ მაძლევს უფროსი,- შენს საქმეს ვინ გააკეთებსო. სულ ორი კვირით ვითხოვე შვებულება 2011- 2012–ში და უარი მივიღე. აქვს თუ არა უფლება უფროსს, რომ ასე გადაბმულად ამუშაოს მისი ხელქვეითი და ორი ვკირაც არ მიცეს დასვენების საშუალება?

-კანონი კრძალავს ამას. სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე თუ გაფუჭდება რაღაც და ვერ ხდება შვებულების მიცემა შეიძლება შვებულება ერთხელ გადაიტანონ და ისიც შემდეგ წელზე. საერთოდ რომ არ მისცენ მას არანაირი შვებულება რამოდენიმე წლის განმავლობაში რათქმაუნდა ეს როგორც შრომის კოდექსის ისე საერთაშორისო აქტივის უხეში დარღვევაა და ამ ქალბატონს უფლება აქვს რომ თავის უფლებების დასაცავად იდავოს.

ნატალია ქარცივაძე:

ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო ფირმაში წლების განმავლობაში. მენეჯერმა ამითვალწუნა და აშკარად ეძებდა მიზეზს ჩემს გასათავისუფლებლად. თუმცა სერიოზული არგუმენტი არ ქონია, დირექტორთან აგზავნიდა ჩუმად ცრუ წერილებს. ბოლოს დამირეკეს კადრებიდან გათავისუფლებული ხარ და მალე წადი შენთვის ჯობიაო.  მუშაობა აუტანელი გახდა და წამოვედი. დირექტორთან გაგზავნილი მქონდა სერიოზული არგუმენტები, რის გამოც სხვა ფილიალებში უშვებდნენ. ვიცი, რომ მენეჯერს შუალედურ რგოლთან აქვს ახლო კავშირი და ერთობლივად იმოქმედეს, რაც დირექტორმა არ იცის. ჩემზე მიღებული არასწორი ინფორმაციების საფუძველზე  დირექტორმა გადაწყვიტა ჩემთვის არც მოესმინა, რომ სიმართლე დამემტკიცებინა. ეხლა მსგავს მგომარეობაშია სხვა თანამშრომელი. ასე დავრჩი უმუშევარი, თანაც შემცვლელს ვერ პოულობენ. გთხოვთ ამიხსნათ, როგორ შეიძლება დავამტკიცო, რომ არაფერი დამიშავებია...იქნებ დამეხმაროთ.

-თუ დასაქმებულს მიაჩნია რომ უკანონოდ გაანთავისუფლეს სამსახურიდან და რაღაც არარსებული საფუძველი დაედო მის განთავისუფლებას, მას უფლება აქვს განთავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში იდავოს სასამართლოში და მოითხოვოს როგორც სამსახურში აღდგენა ისე განაცდურის ანაზღაურება. თუ დაამტკიცებს იმას რომ სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი არ შეესაბამება რეალობას მას შეუძლია მიაღწიოს იმას რომ აღდგეს სამსახურში. დახმარებას რაც შეეხება მას შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და მოიტანოს დოკუმენტები. ჩვენთან კონსულტაციები უფასოა.

გია დვალი:

აქვს თუა არა უფლება კერძო ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს, პარალელურად იმუშაოს სხვა ორგანიზაციაში და შეუძლია თუ არა კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელს თანამშრომელი ამის გამო გაათავისუფლოს.

-შეთავსებით მუშობა და საქმიანობა კანონით დაშვებულია. შესაძლებელია თუ კი ეს ხელს არ შეუშლის იმ ძირითად საქმიანობას. გამონაკლისია მხოლოდ ის რომ არ უნდა იყოს კონკურენტი საწარმო. შესაბამისად თუ არც ხარისხზე და არც დროზე არაისახება მისი სხვაგან მუშაობა მისი ამ მოტივით სამსახურიდან განთავისუფლება არ შეიძლება.

მკითხველი ნინო:

ვმუშაობ კერძო ორგანიზაციაში, (ვარ მარტოხელა დედა), შაბათობით ბავშვის დატოვების პრობლემა მაქვს, რადგან შაბათს ვმუშაობ. სმსახურში კი ბავშვების მიყვანა აკრძალულია. ირღვევა თუ არა ამ შემთხვევაში ჩვენი უფლება?

-შაბათს მუშაობა კანონით არ იკრძალება. შესაძლებელია 6 დღიანი სამუშაოც არსებობდეს და ამას კანონი არ კრძალავს. თუკი მას აღებული აქვს ეს ვალდებულება მან უნდა იმუშაოს და ასევე თუ კომპანია კრძალავს ბავშვების მიღებას კომპანიას ამისი უფლებაც აქვს და ამ მხრივ კანონი არ ირღვევა.

ნანა:

როგორც ცნობილია, შრომით კოდექსში ცვლილებები შედის. 1) აისახება ეს კერძო ორგანიზაციებზე, თუ მხოლოდ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს შეეხება. 2) რა დადებითი და უარყოფითი მხარეებია კერძო და სახელმწიფო სამსახურების შრომით ხელშეკრულებებში.

-ცვლილებები შედის ნამდვილად, მაგრამ ეს ცვლილებები შედის საქართველოს შრომის კოდექსში და ეს ძირითადად ეხება უფრო მეტად კერძო სექტორს. მართალია საჯარო სამსახურში დათქმა გვაქვს, რომ გარკვეულ ნაწილში შრომი კოდექსის მოქმედებაც ვრცელდება, მაგრამ ძირითადი ცვლილებების პაკეტი რაც მზადდება, უფრო ეხება კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს. ზოგადად თუ კი შრომით ხელშეკრულებაზეა საუბარი კერძო იქნება თუ საჯარო სამსახურთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება იქნება ჩვეულებრივად შრომითი კოდექსი ვრცელდება და ჩვეულებრივად ერთიდაიგივე პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. არანაირი განსხვავება არ არსებობს. თუ ეს ქალბატონი გულისხმობს რა განსხვავებაა საჯარო სამსახურსა და კერძო შრომით ურთიერთიბაშორის შემიძლია ვთქვა რომ კერძო სექტორში უფრო ნაკლებად არის დასაქმებული უფლება დაცული. თუ შევადარებთ კერძო სექტორში დასაქმებული საჯარო მოხელესთან შედარებით ნაკლებად დაცული გამოდის.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას