მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
182-ე საჯარო სკოლაში მეშვიდეკლასელი ბიჭი გააუპატიურეს
182-ე საჯარო სკოლაში მეშვიდეკლასელი ბიჭი გააუპატიურეს

ვარ­კე­თილ­ში, 182-ე სა­ჯა­რო სკო­ლამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ჯერ კი­დევ ორი­ო­დე წლის წინ მი­იქ­ცია, როცა სკო­ლის დი­რექ­ტო­რად ყო­ფი­ლი მან­და­ტუ­რი, 23 წლის სოფო სა­ბუ­ლუა და­ი­ნიშ­ნა. პირ­ვე­ლი, რაც "ნორჩმა დი­რექ­ტორ­მა" გა­ა­კე­თა, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი და გა­მოც­დი­ლი 14 პე­და­გო­გის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო, თუმ­ცა შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც 182-ე სკო­ლა­ში თვე­ნა­ხევ­რის წინ მოხ­და, პე­და­გოგ­თა მა­სობ­რივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე შემ­ზა­რა­ვია.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 182-ე სკო­ლის მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი ბიჭი უფ­როსკლა­სელ­თა მხრი­დან სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას გა­ნიც­დი­და. ბი­ჭუ­ნა­ზე ძა­ლა­დობ­დნენ ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­საფ­ლა­ო­ზე, მან­და­ტუ­რე­ბით "გა­მაგ­რე­ბულ" სკო­ლის ეზო­ში, სა­პირ­ფა­რე­შო­ში და ა.შ. ბოლო შემ­თხვე­ვა, რის შემ­დე­გაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ და მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­მა შე­ი­ტყვეს, დე­კემ­ბრის ბო­ლოს მოხ­და. მეშ­ვი­დე და მე­ცხრეკ­ლა­სელ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ბიჭი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აიყ­ვა­ნეს სკო­ლის სხვენ­ში და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა კი­დევ ერთხელ და­უ­პი­რეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, მან მო­ძა­ლა­დე­ებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია. სა­წა­დელს რომ ვერ მი­აღ­წია, ერთ-ერ­თმა გაბ­რა­ზე­ბულ­მა მო­ძა­ლა­დემ ბავ­შვს პირ­ში ჩა­ა­შარ­და. ში­ში­სა და სირ­ცხვი­ლის გამო, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მოს­წავ­ლემ მომ­ხდა­რის გამ­ხე­ლა ვერ გა­ბე­და და ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გახ­მა­ურ­და, რაც ერთ-ერ­თმა მო­ძა­ლა­დემ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტრა­ბა­ხი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და­ცინ­ვა და­ი­წყო.

ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, სკო­ლას აღ­შფო­თე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი მი­ა­წყდნენ და საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჩარ­თეს. "ვერ­სი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში, ერთ-ერთი მოს­წავ­ლის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ რო­გორც კი ამ სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ გა­ი­გეს, მო­ძა­ლა­დე ბავ­შვე­ბის კლა­სე­ლებ­მა მათ­თან ერ­თად სწავ­ლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს და რამ­დე­ნი­მე ბავ­შვს სკო­ლი­დან წას­ვლა მო­უ­წია.

"მო­ძა­ლა­დე­ებს შო­რის მეშ­ვი­დე და მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ. რა თქმა უნდა, ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ სკო­ლი­დან წას­ვლა მო­უ­წი­ათ, თუმ­ცა მთა­ვა­რი მო­ძა­ლა­დე არც ერ­თმა სა­ჯა­რო სკო­ლამ არ მი­ი­ღო და ბო­ლოს, ერთ-ერ­თმა კერ­ძო სკო­ლამ შე­ი­ფა­რა. ეს ბავ­შვე­ბი კი გა­და­ვიდ­ნენ, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი იმ­დე­ნად შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რის გამო, რომ კარ­გა ხანს შვი­ლე­ბის სკო­ლა­ში გაშ­ვე­ბას ვერ ვბე­დავ­დით. ფაქ­ტია, ეს ყვე­ლა­ფე­რი სკო­ლის კედ­ლებ­ში, დი­რექ­ცი­ი­სა და მან­და­ტუ­რის გვერ­დით მოხ­და და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და­ცუ­ლე­ბი არ არი­ან. ეს ამ­ბა­ვი რომ "გას­კდა", კლა­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა თქვა, ეს მო­ძა­ლა­დე ბავ­შვე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე რა­ღაც სა­ეჭ­ვოდ იქ­ცე­ოდ­ნენ. ერ­თმა­ნეთს რა­ღა­ცებს ანიშ­ნებ­დნენ, "პირი, პი­რიო" გას­ძა­ხებ­დნენ, მაგ­რამ რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ეს უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბო­დაო. როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­გეთ, დიდი ამ­ბა­ვი ატყდა. ამ მეშ­ვი­დეკ­ლა­სელ ბიჭს დედა და ბე­ბია ზრდი­ან და მო­ძა­ლა­დე ბავ­შვს გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი მი­უც­ვივ­დნენ სახ­ლში. იყო ერთი გა­წევ-გა­მო­წე­ვა. მერე პატ­რულს გა­მო­უ­ძა­ხეს და საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო. ფაქ­ტია, რომ ამ ნა­მან­და­ტუ­რა­ლი დი­რექ­ტო­რის მოს­ვლის შემ­დეგ სკო­ლა სკო­ლას აღარ ჰგავს, მაგ­რამ ასეთ რა­მეს მა­ინც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით".

182-ე სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა სოფო სა­ბუ­ლუ­ამ "ვერ­სი­ის" კი­თხვე­ბი ისე გა­იკ­ვირ­ვა, თით­ქოს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად ჩვენ­გან გა­ი­გო.

"და­ვი­წყოთ იმით, რომ ეს ჩვენს სკო­ლა­ში არ მომ­ხდა­რა, მე­ო­რეც, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, სხვა ბავ­შვებს შო­რის მოხ­და ჩხუ­ბი და.. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა ძა­ლი­ან უხე­შად ნათ­ქვა­მია და მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ეს მოხ­და ზა­ფხულ­ში და არა დე­კემ­ბერ­ში, თან ჩვენს სკო­ლა­ში არ მომ­ხდა­რა. ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ჩვენს სკო­ლა­ში არ ყო­ფი­ლა. მე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­შიც ვი­ყა­ვი. არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ და ყვე­ლა­ფე­რი ავუხ­სე­ნი. პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­საც ავუხ­სე­ნი და ეს საქ­მე და­ი­ხუ­რა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ იყ­ვნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. მორ­ჩა ეს ამ­ბა­ვი და დამ­თავ­რდა".

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის თავ­და­ჯე­რე­ბა­სა და ოპ­ტი­მიზმს არ იზი­ა­რე­ბენ 182-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის მშო­ბელ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­მა, დი­რექ­ტო­რი­სა და მან­და­ტუ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა. სა­მი­ნის­ტრო­ში "ვერ­სი­ას" და­უ­დას­ტუ­რეს, რომ 4 თე­ბერ­ვალს, 182-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მშო­ბელ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­და და გან­მარ­ტეს, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის შეს­წავ­ლა და სკო­ლა პა­სუხს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­დებ­ში მი­ი­ღებს.

სამ­წუ­ხა­როდ, 182 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა ერ­თა­დერ­თი არაა და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ტა ინ­ფორ­მა­ცი­ამ ბავ­შვთა შო­რის სხვა­დას­ხვა ტი­პის ძა­ლა­დო­ბა­ზე. "ვერ­სი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შარ­შან და წელს, მოს­წავ­ლე­თა შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის, ისა­ნი-სამ­გო­რი­სა და ვა­კის სკო­ლებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო ორ შემ­თხვე­ვა­ში მო­ძა­ლა­დე­ცა და მსხვერ­პლიც ერთი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლდათ. ფსი­ქო­ლო­გი თა­მუ­ნა ობო­ლა­ძე მო­ზარ­დთა შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მომ­რავ­ლე­ბით, აღ­ზრდი­სა და ფსი­ქი­კის პრობ­ლე­მე­ბით ხსნის. "ვერ­სი­ის" კი­თხვას, იმოქ­მე­და თუ არა მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქი­კა­ზე ცი­ხის კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბამ, ფსი­ქო­ლო­გი პა­სუ­ხობს, რომ ცი­ხის კად­რებ­მა რა­ღაც დო­ზით ძა­ლა­დო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

"სამ­წუ­ხა­როდ, მო­ზარ­დთა შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი ხში­რია, თუმ­ცა ამის აფი­ში­რე­ბა ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა. მსხვერ­პლი თით­ქმის ყო­ველ­თვის მა­ლავს მომ­ხდარს, რად­გან მო­ძა­ლა­დის­გან, სექ­სუ­ა­ლუ­რის გარ­და, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­საც გა­ნიც­დის, რაც აი­ძუ­ლებს, რომ ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა არ ილა­პა­რა­კოს. თუ და­ვა­მა­ტებთ მსხვერ­პლში სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბას და იმას, რომ ჩვენ­ში ეს ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მაა, გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ამა­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობს, რაც ფაქ­ტე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას არ­თუ­ლებს. გე­თან­ხმე­ბით, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე რა­ღაც დო­ზით, გავ­ლე­ნა ცი­ხის კად­რებ­მაც მო­ახ­დი­ნა, მაგ­რამ ამას უფრო ღრმა მი­ზე­ზე­ბიც აქვს. ეს არის, ზო­გა­დად, ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის მომ­რავ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მსგავ­სი სა­ხის ძა­ლა­დო­ბას იწ­ვევს და ა.შ."

ფსი­ქო­ლოგ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ოთხი ტი­პის ძა­ლა­დო­ბი­დან (ფი­ზი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა - როცა იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია ბავ­შვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი) ქარ­თველ­მა მო­ზარ­დებ­მა ოთხი­ვე წარ­მა­ტე­ბით აით­ვი­სეს. და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ, "იუ­ნი­სე­ფის" და­ფი­ნან­სე­ბი­თა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ბავ­შვთა ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვა ჩა­ტარ­და. კვლე­ვის შე­დე­გად, ქარ­თულ სკო­ლებ­ში ყვე­ლა ტი­პის ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლინ­და. მათ შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზე ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა, შემ­დეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი და ბო­ლოს, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა. ფსი­ქო­ლო­გის გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თულ სკო­ლებ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი სი­ტყვი­ე­რად და­დას­ტურ­და.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ტყვი­ე­რად ასე­თი ფაქ­ტე­ბი და­დას­ტურ­და, ამის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­დას­ტუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რად­გან მსხვერ­პლის­თვის ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის ვადა მხო­ლოდ 24 სა­ა­თია", - აცხა­დებს თა­მუ­ნა ობო­ლა­ძე.

ფსი­ქო­ლო­გი გან­მარ­ტავს, რომ ტა­ბუს გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბა­დაა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რა მი­იჩ­ნე­ვა სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბად.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ, სულ ორ-სამ ფსი­ქო­ლოგს აქვს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ბავ­შვებ­თან პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას მარ­ტო სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი ვერ შეძ­ლებს. მას შე­უძ­ლია, გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­როს და ამის შემ­დეგ ბავ­შვთა ფსი­ქო­ლოგ­თან ან ფსი­ქო­თე­რა­პევტთან გაგ­ზავ­ნოს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სის გა­სავ­ლე­ლად. მით უმე­ტეს, რომ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ძა­ლა­დე ბავ­შვებს, მათი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­ვა პრობ­ლე­მას არ მოხ­სნის, რად­გან დას­ჯას ერთი მი­ზა­ნი აქვს - მო­ძა­ლა­დე დრო­ე­ბით ჩა­მო­ა­ცი­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ თუ მის­გან მო­ძა­ლა­დის ტიპი ყა­ლიბ­დე­ბა, ის მო­მა­ვალ­შიც იგი­ვეს გა­ი­მე­ო­რებს. მო­ძა­ლა­დე ბავ­შვს ისე­ვე სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, რო­გორც მსხვერ­პლს და დას­ჯა­ზე კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ მან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი კურ­სი გა­ი­ა­როს".

ნელი თორ­დია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

182-ე საჯარო სკოლაში მეშვიდეკლასელი ბიჭი გააუპატიურეს

182-ე საჯარო სკოლაში მეშვიდეკლასელი ბიჭი გააუპატიურეს

ვარკეთილში, 182-ე საჯარო სკოლამ საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ მიიქცია, როცა სკოლის დირექტორად ყოფილი მანდატური, 23 წლის სოფო საბულუა დაინიშნა. პირველი, რაც "ნორჩმა დირექტორმა" გააკეთა, დამსახურებული და გამოცდილი 14 პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლება იყო, თუმცა შემთხვევა, რომელიც 182-ე სკოლაში თვენახევრის წინ მოხდა, პედაგოგთა მასობრივ გათავისუფლებაზე შემზარავია.

ცნობილი გახდა, რომ 182-ე სკოლის მეშვიდეკლასელი ბიჭი უფროსკლასელთა მხრიდან სექსუალურ ძალადობას განიცდიდა. ბიჭუნაზე ძალადობდნენ ახლომდებარე სასაფლაოზე, მანდატურებით "გამაგრებულ" სკოლის ეზოში, საპირფარეშოში და ა.შ. ბოლო შემთხვევა, რის შემდეგაც სექსუალური ძალადობის შესახებ სკოლის დირექციამ და მოსწავლეთა მშობლებმა შეიტყვეს, დეკემბრის ბოლოს მოხდა. მეშვიდე და მეცხრეკლასელმა მოსწავლეებმა ბიჭი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აიყვანეს სკოლის სხვენში და გაუპატიურება კიდევ ერთხელ დაუპირეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო, მან მოძალადეებს წინააღმდეგობა გაუწია. საწადელს რომ ვერ მიაღწია, ერთ-ერთმა გაბრაზებულმა მოძალადემ ბავშვს პირში ჩააშარდა. შიშისა და სირცხვილის გამო, დაზარალებულმა მოსწავლემ მომხდარის გამხელა ვერ გაბედა და ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ერთ-ერთმა მოძალადემ მომხდართან დაკავშირებით, ტრაბახი და დაზარალებულის დაცინვა დაიწყო.

ამბის გახმაურების შემდეგ, სკოლას აღშფოთებული მშობლები მიაწყდნენ და საქმეში სამართალდამცავები ჩართეს. "ვერსიასთან" საუბარში, ერთ-ერთი მოსწავლის დედამ განაცხადა, რომ როგორც კი ამ საზარელი შემთხვევის შესახებ გაიგეს, მოძალადე ბავშვების კლასელებმა მათთან ერთად სწავლაზე უარი განაცხადეს და რამდენიმე ბავშვს სკოლიდან წასვლა მოუწია.

"მოძალადეებს შორის მეშვიდე და მეცხრეკლასელი ბიჭები იყვნენ. რა თქმა უნდა, ამ ამბების შემდეგ სკოლიდან წასვლა მოუწიათ, თუმცა მთავარი მოძალადე არც ერთმა საჯარო სკოლამ არ მიიღო და ბოლოს, ერთ-ერთმა კერძო სკოლამ შეიფარა. ეს ბავშვები კი გადავიდნენ, მაგრამ მშობლები იმდენად შეშინებულები ვართ მომხდარის გამო, რომ კარგა ხანს შვილების სკოლაში გაშვებას ვერ ვბედავდით. ფაქტია, ეს ყველაფერი სკოლის კედლებში, დირექციისა და მანდატურის გვერდით მოხდა და ჩვენი შვილები დაცულები არ არიან. ეს ამბავი რომ "გასკდა", კლასის ხელმძღვანელმა თქვა, ეს მოძალადე ბავშვები გაკვეთილზე რაღაც საეჭვოდ იქცეოდნენ. ერთმანეთს რაღაცებს ანიშნებდნენ, "პირი, პირიო" გასძახებდნენ, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ეს უბედურება ხდებოდაო. როცა ყველაფერი გავიგეთ, დიდი ამბავი ატყდა. ამ მეშვიდეკლასელ ბიჭს დედა და ბებია ზრდიან და მოძალადე ბავშვს გამწარებულები მიუცვივდნენ სახლში. იყო ერთი გაწევ-გამოწევა. მერე პატრულს გამოუძახეს და საქმეში პოლიცია ჩაერთო. ფაქტია, რომ ამ ნამანდატურალი დირექტორის მოსვლის შემდეგ სკოლა სკოლას აღარ ჰგავს, მაგრამ ასეთ რამეს მაინც ვერ წარმოვიდგენდით".

182-ე სკოლის დირექტორმა სოფო საბულუამ "ვერსიის" კითხვები ისე გაიკვირვა, თითქოს მომხდარის შესახებ პირველად ჩვენგან გაიგო.

"დავიწყოთ იმით, რომ ეს ჩვენს სკოლაში არ მომხდარა, მეორეც, გაუპატიურების მცდელობა არ ყოფილა, უბრალოდ, სხვა ბავშვებს შორის მოხდა ჩხუბი და.. გაუპატიურების მცდელობა ძალიან უხეშად ნათქვამია და მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს მოხდა ზაფხულში და არა დეკემბერში, თან ჩვენს სკოლაში არ მომხდარა. ჩვენი ბავშვები იყვნენ, მაგრამ ჩვენს სკოლაში არ ყოფილა. მე განათლების სამინისტროშიც ვიყავი. არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ და ყველაფერი ავუხსენი. პროკურატურასა და სამართალდამცავებსაც ავუხსენი და ეს საქმე დაიხურა იქიდან გამომდინარე, რომ იყვნენ არასრულწლოვნები და გაუპატიურება არ ყოფილა. მორჩა ეს ამბავი და დამთავრდა".

სკოლის დირექტორის თავდაჯერებასა და ოპტიმიზმს არ იზიარებენ 182-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლები. ჩვენი ინფორმაციით, სკოლის მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა, დირექტორისა და მანდატურის პასუხისმგებლობის მოთხოვნით, განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართა. სამინისტროში "ვერსიას" დაუდასტურეს, რომ 4 თებერვალს, 182-ე საჯარო სკოლის მშობელთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება შევიდა და განმარტეს, რომ მიმდინარეობს საქმის შესწავლა და სკოლა პასუხს კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს.

სამწუხაროდ, 182 საჯარო სკოლაში მომხდარი შემთხვევა ერთადერთი არაა და ბოლო წლების განმავლობაში იმატა ინფორმაციამ ბავშვთა შორის სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე. "ვერსიის" ინფორმაციით, შარშან და წელს, მოსწავლეთა შორის სექსუალური ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორისა და ვაკის სკოლებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ შემთხვევაში მოძალადეცა და მსხვერპლიც ერთი სქესის წარმომადგენელი გახლდათ. ფსიქოლოგი თამუნა ობოლაძე მოზარდთა შორის სექსუალური ძალადობის ფაქტებს საზოგადოებაში ძალადობის მომრავლებით, აღზრდისა და ფსიქიკის პრობლემებით ხსნის. "ვერსიის" კითხვას, იმოქმედა თუ არა მოზარდების ფსიქიკაზე ციხის კადრების ჩვენებამ, ფსიქოლოგი პასუხობს, რომ ციხის კადრებმა რაღაც დოზით ძალადობის პროვოცირება მოახდინა.

"სამწუხაროდ, მოზარდთა შორის სექსუალური ძალადობის ფაქტები ხშირია, თუმცა ამის აფიშირება ნაკლებად ხდება. მსხვერპლი თითქმის ყოველთვის მალავს მომხდარს, რადგან მოძალადისგან, სექსუალურის გარდა, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც განიცდის, რაც აიძულებს, რომ ამის შესახებ ხმამაღლა არ ილაპარაკოს. თუ დავამატებთ მსხვერპლში სირცხვილის გრძნობას და იმას, რომ ჩვენში ეს ტაბუდადებული თემაა, გასაკვირი არაა, რომ ამაზე არავინ ლაპარაკობს, რაც ფაქტების დამტკიცებას ართულებს. გეთანხმებით, რომ სექსუალური ძალადობის ფაქტების რაოდენობაზე რაღაც დოზით, გავლენა ციხის კადრებმაც მოახდინა, მაგრამ ამას უფრო ღრმა მიზეზებიც აქვს. ეს არის, ზოგადად, ძალადობის ფაქტების მომრავლება საზოგადოებაში, აღზრდასთან დაკავშირებული და ფსიქიკური პრობლემები, რომლებიც მსგავსი სახის ძალადობას იწვევს და ა.შ."

ფსიქოლოგთან საუბარში გავარკვიეთ, რომ ბუნებაში არსებული ოთხი ტიპის ძალადობიდან (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური და უგულებელყოფა - როცა იგნორირებულია ბავშვის აუცილებელი მოთხოვნილებები) ქართველმა მოზარდებმა ოთხივე წარმატებით აითვისეს. დაახლოებით სამი წლის წინ, "იუნისეფის" დაფინანსებითა და განათლების სამინისტროს მონაწილეობით, ბავშვთა ძალადობასთან დაკავშირებით, ეროვნული კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგად, ქართულ სკოლებში ყველა ტიპის ძალადობა გამოვლინდა. მათ შორის პირველ ადგილზე ემოციური ძალადობა, შემდეგ სექსუალური და ბოლოს, უგულებელყოფა. ფსიქოლოგის განმარტებით, ქართულ სკოლებში სექსუალური ძალადობის ფაქტები სიტყვიერად დადასტურდა.

"მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად ასეთი ფაქტები დადასტურდა, ამის საფუძვლიანად დადასტურება შეუძლებელი გახდა, რადგან მსხვერპლისთვის ექსპერტიზის ჩატარების ვადა მხოლოდ 24 საათია", - აცხადებს თამუნა ობოლაძე.

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ტაბუს გამო, საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული და ვერ აცნობიერებს, რა მიიჩნევა სექსუალურ ძალადობად.

"საქართველოში, ალბათ, სულ ორ-სამ ფსიქოლოგს აქვს სექსუალურ ძალადობაზე მუშაობის გამოცდილება. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან პრობლემის მოგვარებას მარტო სკოლის ფსიქოლოგი ვერ შეძლებს. მას შეუძლია, გარკვეული სამუშაოები ჩაატაროს და ამის შემდეგ ბავშვთა ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან გაგზავნოს სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად. მით უმეტეს, რომ არსებობს სპეციალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. რაც შეეხება მოძალადე ბავშვებს, მათი სისხლის სამართლებრივი დევნა და ციხეში გამომწყვდევა პრობლემას არ მოხსნის, რადგან დასჯას ერთი მიზანი აქვს - მოძალადე დროებით ჩამოაცილოს საზოგადოებას, მაგრამ თუ მისგან მოძალადის ტიპი ყალიბდება, ის მომავალშიც იგივეს გაიმეორებს. მოძალადე ბავშვს ისევე სჭირდება დახმარება, როგორც მსხვერპლს და დასჯაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, რომ მან რეაბილიტაციის შესაბამისი კურსი გაიაროს".

ნელი თორდია

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"