მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამბავი თაქთაქიშვილის ცხვირზე და დავითაშვილის ლოყაზე
ამბავი თაქთაქიშვილის ცხვირზე და დავითაშვილის ლოყაზე

რა კავ­ში­რია ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის ცხვირ­სა და კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ლო­ყას შო­რის? მა­გა­ლი­თად, ეკა ბე­სე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, ორი­ვე დე­პუ­ტა­ტის სხე­უ­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წი­ლი კა­ნო­ნით ერ­თნა­ი­რად უნდა იყოს და­ცუ­ლი. თუმ­ცა ცხვირ­სა და ლო­ყას შო­რის სხვა კავ­ში­რი­ცაა - სწო­რედ 8 თე­ბერ­ვლის მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას, რომ­ლის დრო­საც თაქთა­ქიშ­ვილს ცხვი­რის გა­უ­ტე­ხეს, მი­ი­ღო და­ვი­თაშ­ვილ­მა ლო­ყა­ში სერ­გო რა­ტი­ა­ნის­გან.

თუმ­ცა ყვე­ლა­ზე და­ჩაგ­რუ­ლი მა­ინც რა­ტი­ა­ნია. ხუმ­რო­ბა საქ­მე ხომ არ არის, ცემა-ტყე­პა­ში 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-ჯერ გა­ეხ­ვიო - ჯერ 8 თე­ბერ­ვალს მოხ­ვდა ქუ­ჩა­ში ტაქ­სის­ტის­გან (თაქთა­ქიშ­ვილ­თან ერ­თად), 13 თე­ბერ­ვალს კი, "მა­ესტროს" ეთერ­ში დე­პუ­ტატ და­ვი­თაშ­ვი­ლის­გან. ისე, აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­პუ­ტა­ტი ნელ-ნელა ცე­მის სტა­ტუსს იმაღ­ლებს და ლო­გი­კუ­რად, კი­დევ 5 დღე­ში, პრე­მი­ერ­მა თუ არა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მა­ინც უნდა გა­ლა­ხოს.

ხუმ­რო­ბა იქით იყოს და "მა­ესტროს" ეთერ­ში 13 თე­ბერ­ვლის ცემა-ტყე­პას სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. კერ­ძოდ, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იმას კი არ არ­ჩევ­დნენ, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია, ხალ­ხის რჩე­უ­ლე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში ერ­თმა­ნეთს დე­დას რომ აგი­ნე­ბენ, არა­მედ იმას - ვინ ვინ სცე­მა. ეს გა­სა­გე­ბია, რად­გან ქარ­თვე­ლე­ბი ვართ და არ გვსურს გა­ლა­ხუ­ლის იმი­ჯის ტა­რე­ბა იმის მი­უ­ხე­და­ვად, ჩხუ­ბი სკო­ლის უკან იყო თუ ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ.

სხვა­თა შო­რის, ეტყო­ბა, და­ვი­თაშ­ვილ­მა იფიქ­რა - ემანდ ვინ­მემ რა­ტი­ა­ნის­გან გა­ლა­ხუ­ლად არ ჩამ­თვა­ლო­სო და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ამ­ტკი­ცებ­და:"ნა­ცი­ო­ნა­ლი" დე­პუ­ტა­ტის ხელი ლო­ყა­ში არ მომ­ხვედ­რი­აო.

მომ­ხდა­რი დაგ­მო ორი­ვე მხა­რემ - "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც" და კო­ა­ლი­ცი­ა­მაც. სხვა­თა შო­რის, თინა ხი­და­შელ­მა გა­ნა­ცხა­და:"ნერ­ვებს თუ ვერ თო­კავ, სჯობს სახ­ლში დარ­ჩე და და­ის­ვე­ნო". ისე გა­მო­უ­ვი­და, მულო შენ გე­უბ­ნე­ბი და რძა­ლო შენ გა­ი­გეო.

ამ ლო­გი­კით, მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე და­ვი­თაშ­ვი­ლი სახ­ლი­დან გა­რეთ ვერ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო. თუ სად­მე, რო­გორც დღეს უყ­ვართ ხოლ­მე თქმა, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ცემა-ტყე­პა ატყდე­ბო­და, იქ და­ვი­თაშ­ვი­ლი (თუ იყო მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე) ყო­ველ­თვის წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რა იყო. სხვა­თა შო­რის, ამ სტა­ტი­ის ავ­ტორს მისი "პირ­ვე­ლი სის­ხლიც" ახ­სოვს, რო­დე­საც 1999-2004 წლე­ბის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში მა­შინ­დე­ლი "მოქკავ­ში­რე­ლი" და­ვი­თაშ­ვი­ლი "აღორ­ძი­ნე­ბის" წევ­რზე გა­ი­ქა­ჩა. ამის შემ­დეგ მას მო­ჩხუბ­რის იარ­ლი­ყი მი­ე­კე­რა.

ეს კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბო­და თა­ვად და­ვი­თაშ­ვილს. 2006 წელს და­ვი­თაშ­ვი­ლი ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ გვპირ­დე­ბო­და - 2007 წელს გიგა ბო­კე­რი­ას აუ­ცი­ლებ­ლად ვცე­მო.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" - მათი ტაქ­ტი­კა ერთ ანეკ­დოტს გვა­გო­ნებს, რო­მელ­შიც მა­ზო­ხის­ტი იხ­ვე­წე­ბა:"მცე­მეთ, მცე­მე­თო". მი­აღ­წევ რომ გაგ­ლა­ხონ, ჩაწ­ვე­ბი ლო­გინ­ში, მო­გი­ნა­ხუ­ლებს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი და შენს სას­თუ­მელ­თან შეშ­ფოთ­დე­ბა (ღრმად ან უკი­დუ­რე­სად). თუმ­ცა ამ ანეკ­დოტ­ში სა­დის­ტიც არის, რო­მე­ლიც მა­ზო­ხისტს ეუბ­ნე­ბა: "არ გცემ, არ გცე­მო". ეს ეპი­ზო­დი არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას უკვე აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

კერ­ძოდ, თავ­შე­კა­ვე­ბის სურ­ვი­ლი არ არ­სე­ბობს და მო­რი­გი ცემა-ტყე­პის შემ­დეგ ორი­ვე მხა­რე კმა­ყო­ფი­ლია. ერთი იმი­ტომ, რომ და­სავ­ლეთ­ში შეშ­ფოთ­დე­ბი­ან - არი­ქა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცი­ას ავიწ­რო­ე­ბენ. მე­ო­რეს კი, თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბა აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, ში­გა­და­შიგ ზო­გი­ერთ ახ­ლად გა­მომ­ცხვარ ჩი­ნო­სანს მარ­თლაც ანეკ­დო­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა უწევს - ცო­ცხლად გა­ტყა­ვე­ბით რომ ვი­მუქ­რე­ბო­დი, არ მი­იჩ­ნი­ოთ ამა თუ იმ უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ პო­ზი­ცი­ა­დო.

მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლოთ, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მა­ზო­ხის­ტო­ბას არ შე­ეშ­ვე­ბი­ან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კი არ გა­ი­თა­ვი­სებს, რომ უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და ცოტა სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­საც არ მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, არ­სე­ბუ­ლი დიდი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორომ­ტრი­ა­ლი შე­საძ­ლოა, ტრა­გე­დი­ად გა­და­იქ­ცეს.

ამის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ გა­ტე­ხილ ცხვი­რებ­ზე და ლო­ყებ­ზე აღარ მოგ­ვი­წევს წერა.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ვი­დეო: ვის ადა­ნა­შა­უ­ლებთ "მა­ესტროს" ეთერ­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში: კობა და­ვი­თაშ­ვილს თუ სერ­გო რა­ტი­ანს?

იხი­ლეთ ვი­დეო: ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა კობა და­ვი­თაშ­ვილ­სა და სერ­გო რა­ტი­ანს შო­რის პირ­და­პირ ეთერ­ში

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ სცე­მეს ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამბავი თაქთაქიშვილის ცხვირზე და დავითაშვილის ლოყაზე

ამბავი თაქთაქიშვილის ცხვირზე და დავითაშვილის ლოყაზე

რა კავშირია ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირსა და კობა დავითაშვილის ლოყას შორის? მაგალითად, ეკა ბესელიას განმარტებით, ორივე დეპუტატის სხეულის აღნიშნული ნაწილი კანონით ერთნაირად უნდა იყოს დაცული. თუმცა ცხვირსა და ლოყას შორის სხვა კავშირიცაა - სწორედ 8 თებერვლის მოვლენებზე საუბრისას, რომლის დროსაც თაქთაქიშვილს ცხვირის გაუტეხეს, მიიღო დავითაშვილმა ლოყაში სერგო რატიანისგან.

თუმცა ყველაზე დაჩაგრული მაინც რატიანია. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ცემა-ტყეპაში 5 დღის განმავლობაში 2-ჯერ გაეხვიო - ჯერ 8 თებერვალს მოხვდა ქუჩაში ტაქსისტისგან (თაქთაქიშვილთან ერთად), 13 თებერვალს კი, "მაესტროს" ეთერში დეპუტატ დავითაშვილისგან. ისე, აღნიშნული დეპუტატი ნელ-ნელა ცემის სტატუსს იმაღლებს და ლოგიკურად, კიდევ 5 დღეში, პრემიერმა თუ არა, პარლამენტის თავმჯდომარემ მაინც უნდა გალახოს.

ხუმრობა იქით იყოს და "მაესტროს" ეთერში 13 თებერვლის ცემა-ტყეპას საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. კერძოდ, მომხმარებლები იმას კი არ არჩევდნენ, რამდენად მისაღებია, ხალხის რჩეულები პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დედას რომ აგინებენ, არამედ იმას - ვინ ვინ სცემა. ეს გასაგებია, რადგან ქართველები ვართ და არ გვსურს გალახულის იმიჯის ტარება იმის მიუხედავად, ჩხუბი სკოლის უკან იყო თუ ტელეკამერების წინ.

სხვათა შორის, ეტყობა, დავითაშვილმა იფიქრა - ემანდ ვინმემ რატიანისგან გალახულად არ ჩამთვალოსო და პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა:"ნაციონალი" დეპუტატის ხელი ლოყაში არ მომხვედრიაო.

მომხდარი დაგმო ორივე მხარემ - "ქართულმა ოცნებამაც" და კოალიციამაც. სხვათა შორის, თინა ხიდაშელმა განაცხადა:"ნერვებს თუ ვერ თოკავ, სჯობს სახლში დარჩე და დაისვენო". ისე გამოუვიდა, მულო შენ გეუბნები და რძალო შენ გაიგეო.

ამ ლოგიკით, მთელი პოლიტიკური კარიერის მანძილზე დავითაშვილი სახლიდან გარეთ ვერ უნდა გამოსულიყო. თუ სადმე, როგორც დღეს უყვართ ხოლმე თქმა, პოლიტიკურად მოტივირებული ცემა-ტყეპა ატყდებოდა, იქ დავითაშვილი (თუ იყო მიმდებარე ტერიტორიაზე) ყოველთვის წამყვანი ფიგურა იყო. სხვათა შორის, ამ სტატიის ავტორს მისი "პირველი სისხლიც" ახსოვს, როდესაც 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტში მაშინდელი "მოქკავშირელი" დავითაშვილი "აღორძინების" წევრზე გაიქაჩა. ამის შემდეგ მას მოჩხუბრის იარლიყი მიეკერა.

ეს კარგად მოეხსენებოდა თავად დავითაშვილს. 2006 წელს დავითაშვილი ტელეკამერების წინ გვპირდებოდა - 2007 წელს გიგა ბოკერიას აუცილებლად ვცემო.

რაც შეეხება "ნაციონალებს" - მათი ტაქტიკა ერთ ანეკდოტს გვაგონებს, რომელშიც მაზოხისტი იხვეწება:"მცემეთ, მცემეთო". მიაღწევ რომ გაგლახონ, ჩაწვები ლოგინში, მოგინახულებს ევროპარლამენტარი და შენს სასთუმელთან შეშფოთდება (ღრმად ან უკიდურესად). თუმცა ამ ანეკდოტში სადისტიც არის, რომელიც მაზოხისტს ეუბნება: "არ გცემ, არ გცემო". ეს ეპიზოდი არსებულ ვითარებას უკვე აღარ შეესაბამება.

კერძოდ, თავშეკავების სურვილი არ არსებობს და მორიგი ცემა-ტყეპის შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილია. ერთი იმიტომ, რომ დასავლეთში შეშფოთდებიან - არიქა, საქართველოში ოპოზიციას ავიწროებენ. მეორეს კი, თვითკმაყოფილების გრძნობა აქვს. სამაგიეროდ, შიგადაშიგ ზოგიერთ ახლად გამომცხვარ ჩინოსანს მართლაც ანეკდოტური განცხადებების გაკეთება უწევს - ცოცხლად გატყავებით რომ ვიმუქრებოდი, არ მიიჩნიოთ ამა თუ იმ უწყების ოფიციალურ პოზიციადო.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თუ "ნაციონალები" მაზოხისტობას არ შეეშვებიან, "ქართული ოცნება" კი არ გაითავისებს, რომ უკვე ხელისუფლებაშია და ცოტა საკადრო პოლიტიკასაც არ მიაქცევს ყურადღებას, არსებული დიდი ქართული პოლიტიკური ორომტრიალი შესაძლოა, ტრაგედიად გადაიქცეს.

ამის შემდეგ, სამწუხაროდ, მხოლოდ გატეხილ ცხვირებზე და ლოყებზე აღარ მოგვიწევს წერა.

გიორგი კვიტაშვილი

იხილეთ ვიდეო: ვის ადანაშაულებთ "მაესტროს" ეთერში მომხდარ დაპირისპირებაში: კობა დავითაშვილს თუ სერგო რატიანს?

იხილეთ ვიდეო: ფიზიკური დაპირისპირება კობა დავითაშვილსა და სერგო რატიანს შორის პირდაპირ ეთერში

იხილეთ ვიდეო: როგორ სცემეს ჩიორა თაქთაქიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა