პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცჯალათები ქართველი ბავშვების ტრეფიკინგს ეწეოდნენ"
"ნაცჯალათები ქართველი ბავშვების ტრეფიკინგს ეწეოდნენ"

პო­ლიტ­დევ­ნი­ლი გოჩა კე­ლენ­ჯე­რი­ძე 16 წე­ლია სამ­შობ­ლო­ში არ ყო­ფი­ლა. 1997 წლის 16 ივ­ნისს პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ეს­პა­ნეთს მი­ა­შუ­რა, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღო. მა­ლე­ვე გახ­და მად­რი­დის ექიმ­თა კო­ლე­გი­ის წევ­რი. 2001 წლი­დან ჯერ იუს­ტი­ცი­ის, შემ­დეგ კი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ფუნ­ქცი­ო­ნე­რი ექი­მია. 2012 წლი­დან არის "ამ­ნეს­ტი ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნე­ლის" ეს­პა­ნე­თის სექ­ცი­ის წევ­რი და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ცდი­ლობს ქარ­თველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. ბა­ტო­ნი გოჩა კე­ლენ­ჯე­რი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეს­პა­ნე­თი­დან აფა­სებს:

- სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან ნაც­მოძ­რა­ო­ბის მიერ ნა­წა­მე­ბი ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა. ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაც­მოძ­რა­ო­ბის გა­სა­მარ­თლე­ბას მო­ი­თხოვს და თვი­თონ­ვე და­ი­წყო ამ სა­მარ­თლი­ა­ნი და სა­სი­ცო­ცხლო მო­თხოვ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა - არა­ვი­თა­რი კო­ჰა­ბი­ტა­ცია, დიქ­ტა­ტო­რი ცი­ხე­ში! ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უდი­დე­სი სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბა და გო­ნი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს - არ წა­მო­ეგ­ნენ ნაც­მოძ­რა­ო­ბის პრო­ვო­კა­ცი­ას და უარი თქვეს არა­ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე... ეს არის და­სა­წყი­სი თვით­მარ­ქვია პრე­ზი­დენ­ტი­სა და ნა­ცჯა­ლა­თე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა პრო­ვინ­ცი­ა­ლი ფა­შის­ტე­ბის­გან, რაც თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის ვა­ლია. რა თქმა უნდა, სა­სი­ხა­რუ­ლო არ არის, როცა ასე­თი რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხდე­ბა, მაგ­რამ ამის მი­ზე­ზი ნა­ცჯა­ლა­თე­ბის თა­ვი­სუფ­ლად პარ­პა­შია. ვგმობ ნე­ბის­მი­ერ ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ ნა­წა­მე­ბი ხალ­ხის­გან ნა­თა­ვა­ზე­ბი ალი­ყუ­რი არ მიკ­ვირს. გიგი უგუ­ლა­ვამ და სხვა ნა­ცჯა­ლა­თებ­მა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­გვა­რი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი ვე­ღარ უნდა გა­უ­ბე­დონ! უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ნა­ცე­მი ვიცი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და არა ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ! უგუ­ლა­ვა უშიშ­რო­ე­ბის მა­ღა­ლი რან­გის აგენ­ტია, ის სის­ხლისღვრას ამ­ზა­დებს და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ჩა­მო­შო­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აყე­ნებს დღის წეს­რიგ­ში. თბი­ლი­სი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ნა­ცტი­რა­ნი­ი­სა­გან... რომ არა სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბა, რომ­ლებ­საც ნაც­მოძ­რა­ო­ბა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას აბ­რა­ლებს, ნა­ცჯა­ლა­თე­ბი დიქ­ტა­ტორ ჩა­უ­შეს­კუს ბედს გა­ი­ზი­ა­რებ­დნენ...

- 8 თე­ბერ­ვალს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­ინც წარ­დგა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე...

- სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გა­მოს­ვლა ორი კუ­თხით უნდა გან­ვი­ხი­ლოთ: ნაც­რე­ვან­შის მუ­ქა­რა და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ფაქ­ტო­რი. ამ უკა­ნას­კნელ­ზე ად­რეც მო­გახ­სე­ნეთ, რო­გორც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პირ­მა, ექიმ­მა. მისი ფსი­ქო­ზუ­რი პა­ნი­კის სა­ზო­მი ამ­ჟა­მად მის წი­ნა­შე მსხდა­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის გა­ო­ცე­ბუ­ლი და ირო­ნი­უ­ლი სა­ხე­ე­ბი იყო. გო­რის "გმი­რი" სპაზ­მე­ბის შე­ტე­ვი­სას ისე იყო შე­ში­ნე­ბუ­ლი, მის შუ­შა­ბანდთან ღა­მუ­რას რომ გა­ეფ­რი­ნა, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, თავ­ზე გა­დახ­ტო­მო­და ელ­ჩებს და ფან­ჯრი­დან ეს­კუ­პა... თა­ვის გა­მოს­ვლა­ში მან სი­ძულ­ვი­ლის დის­ტან­ცი­ით გა­ა­ი­გი­ვა სა­კუ­თა­რი თავი პირ­ველ პრე­ზი­დენ­ტთან და ბუნ­კერ­სა და ახალ სა­მო­ქა­ლა­ქო ომზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი, - მე ვერ ჩამ­კე­ტავთ ბუნ­კერ­შიო. ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ მიშა ბე­ლა­დის ცნო­ბი­ე­რე­ბა ეგუ­ე­ბა ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბის გარ­და­უ­ვა­ლო­ბას, მაგ­რამ იმუქ­რე­ბა და სის­ხლი­ან რე­ვანშს ამ­ზა­დებს - სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვარ­ყვა­რე­სა­ვით კვლავ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რობს. ამ გა­მოს­ვლის ანა­ლი­ზი ადას­ტუ­რებს მის ან­ტი­ქარ­თვე­ლო­ბას და სა­შიშ კრი­მი­ნა­ლურ პო­ტენ­ცი­ალს, რომ­ლის აღ­კვე­თაც მხო­ლოდ ხალ­ხს ძა­ლუძს.

- ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეთ, ნაც­რე­ჟიმ­მა ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ბავ­შვი გა­აშ­ვი­ლა უცხო­ეთ­შიო...

- დიახ, ნაც­მოძ­რა­ო­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი კი­დევ ერთი შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტი იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში. დად­გინ­და, რომ 9-წლი­ა­ნი ტი­რა­ნი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ცჯა­ლა­თე­ბი ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის ტრე­ფი­კინგს ეწე­ოდ­ნენ. სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ბავ­შვი გა­ყი­და ვი­თომ გაშ­ვი­ლე­ბის წე­სით და ამით სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­ყი­დეს მო­მა­ვა­ლი! ე.წ. გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის ბედი უც­ნო­ბია - მყიდ­ვე­ლებ­მა ისი­ნი შვი­ლო­ბი­სათ­ვის იყი­დეს, რი­ტუ­ა­ლე­ბის­თვის თუ მათი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად... სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა ეს­პა­ნეთ­ში ზუ­რაბ პო­ლო­ლი­კაშ­ვილ­მა თვი­თონ მო­ის­მი­ნა ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბით მო­ვაჭ­რე მხა­რის მიერ, რო­გორ გა­ი­ყი­და ქარ­თვე­ლი ბავ­შვი ეს­პა­ნეთ­ში 33 ათას დო­ლა­რად. არა­და, ნაც­რე­ჟი­მი უარს ეუბ­ნე­ბო­და ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის შვი­ლად აყ­ვა­ნა­ზე... არ­სე­ბობს ამ სა­ზა­რე­ლი საქ­მის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბიც. ვა­ცხა­დებ მზად­ყოფ­ნა­სა და სურ­ვილს, ვი­თა­ნამ­შრომ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო ორ­გა­ნო­ებ­თან, რომ­ლებ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვიყ­ვან გა­ყი­დუ­ლი ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის კვალ­ზე. ეს და­ნა­შა­უ­ლი - ბავ­შვე­ბის ტრე­ფი­კინ­გი - სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"ნაცჯალათები ქართველი ბავშვების ტრეფიკინგს ეწეოდნენ"

"ნაცჯალათები ქართველი ბავშვების ტრეფიკინგს ეწეოდნენ"

პოლიტდევნილი გოჩა კელენჯერიძე 16 წელია სამშობლოში არ ყოფილა. 1997 წლის 16 ივნისს პოლიტიკური რეპრესიების გამო საქართველო დატოვა და ესპანეთს მიაშურა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მალევე გახდა მადრიდის ექიმთა კოლეგიის წევრი. 2001 წლიდან ჯერ იუსტიციის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციონერი ექიმია. 2012 წლიდან არის "ამნესტი ინტერნეიშენელის" ესპანეთის სექციის წევრი და შეძლებისდაგვარად ცდილობს ქართველთა უფლებების დაცვას. ბატონი გოჩა კელენჯერიძე საქართველოში მიმდინარე პროცესებს ესპანეთიდან აფასებს:

- საჯარო ბიბლიოთეკასთან ნაცმოძრაობის მიერ ნაწამები ხალხი შეიკრიბა. ქართველი საზოგადოება ნაცმოძრაობის გასამართლებას მოითხოვს და თვითონვე დაიწყო ამ სამართლიანი და სასიცოცხლო მოთხოვნის განხორციელება - არავითარი კოჰაბიტაცია, დიქტატორი ციხეში! ამ ადამიანებმა უდიდესი სამოქალაქო შეგნება და გონიერება გამოიჩინეს - არ წამოეგნენ ნაცმოძრაობის პროვოკაციას და უარი თქვეს არაცივილიზებულ ქმედებებზე... ეს არის დასაწყისი თვითმარქვია პრეზიდენტისა და ნაცჯალათების გასამართლებისა, საქართველოს გათავისუფლებისა პროვინციალი ფაშისტებისგან, რაც თითოეული ქართველი დემოკრატისა და თავისუფალი ადამიანის ვალია. რა თქმა უნდა, სასიხარულო არ არის, როცა ასეთი რამ საზოგადოებაში ხდება, მაგრამ ამის მიზეზი ნაცჯალათების თავისუფლად პარპაშია. ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, მაგრამ ნაწამები ხალხისგან ნათავაზები ალიყური არ მიკვირს. გიგი უგულავამ და სხვა ნაცჯალათებმა ქართველ საზოგადოებას ამგვარი პროვოკაციები ვეღარ უნდა გაუბედონ! უკაცრავად, მაგრამ ნაცემი ვიცი რეანიმაციაში და არა ტელეკამერების წინ! უგულავა უშიშროების მაღალი რანგის აგენტია, ის სისხლისღვრას ამზადებს და კანონის უზენაესობა, სახელმწიფოებრივი ინტერესები თანამდებობიდან მისი დაუყოვნებლივი ჩამოშორების ვალდებულებას აყენებს დღის წესრიგში. თბილისი უნდა გათავისუფლდეს ნაცტირანიისაგან... რომ არა საქართველოს შს მინისტრი და დემოკრატიული მთავრობა, რომლებსაც ნაცმოძრაობა პოლიტიკურ დევნას აბრალებს, ნაცჯალათები დიქტატორ ჩაუშესკუს ბედს გაიზიარებდნენ...

- 8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი მაინც წარდგა საზოგადოების წინაშე...

- სააკაშვილის ეს გამოსვლა ორი კუთხით უნდა განვიხილოთ: ნაცრევანშის მუქარა და ფსიქიატრიული ფაქტორი. ამ უკანასკნელზე ადრეც მოგახსენეთ, როგორც პასუხისმგებელმა პირმა, ექიმმა. მისი ფსიქოზური პანიკის საზომი ამჟამად მის წინაშე მსხდარი დიპლომატიური კორპუსის გაოცებული და ირონიული სახეები იყო. გორის "გმირი" სპაზმების შეტევისას ისე იყო შეშინებული, მის შუშაბანდთან ღამურას რომ გაეფრინა, ადვილი შესაძლებელი იყო, თავზე გადახტომოდა ელჩებს და ფანჯრიდან ესკუპა... თავის გამოსვლაში მან სიძულვილის დისტანციით გააიგივა საკუთარი თავი პირველ პრეზიდენტთან და ბუნკერსა და ახალ სამოქალაქო ომზე გააკეთა აქცენტი, - მე ვერ ჩამკეტავთ ბუნკერშიო. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მიშა ბელადის ცნობიერება ეგუება ხანგრძლივი პატიმრობის გარდაუვალობას, მაგრამ იმუქრება და სისხლიან რევანშს ამზადებს - სააკაშვილი ყვარყვარესავით კვლავ დაბრუნებაზე ფიქრობს. ამ გამოსვლის ანალიზი ადასტურებს მის ანტიქართველობას და საშიშ კრიმინალურ პოტენციალს, რომლის აღკვეთაც მხოლოდ ხალხს ძალუძს.

- ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერეთ, ნაცრეჟიმმა ათასობით ქართველი ბავშვი გააშვილა უცხოეთშიო...

- დიახ, ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი შემზარავი დანაშაულის ფაქტი იქნა წარმოდგენილი საქართველოს საელჩოში. დადგინდა, რომ 9-წლიანი ტირანიის განმავლობაში ნაცჯალათები ქართველი ბავშვების ტრეფიკინგს ეწეოდნენ. სააკაშვილის რეჟიმმა ათასობით ქართველი ბავშვი გაყიდა ვითომ გაშვილების წესით და ამით საქართველოს გაუყიდეს მომავალი! ე.წ. გაშვილებული ქართველი ბავშვების ბედი უცნობია - მყიდველებმა ისინი შვილობისათვის იყიდეს, რიტუალებისთვის თუ მათი ორგანოების გამოსაყენებლად... საქართველოს ელჩმა ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილმა თვითონ მოისმინა ქართველი ბავშვებით მოვაჭრე მხარის მიერ, როგორ გაიყიდა ქართველი ბავშვი ესპანეთში 33 ათას დოლარად. არადა, ნაცრეჟიმი უარს ეუბნებოდა ეთნიკურად ქართველ ემიგრანტებს ქართველი ბავშვების შვილად აყვანაზე... არსებობს ამ საზარელი საქმის დამადასტურებელი დოკუმენტებიც. ვაცხადებ მზადყოფნასა და სურვილს, ვითანამშრომლო საქართველოს საგამომძიებლო ორგანოებთან, რომლებსაც აუცილებლად გავიყვან გაყიდული ქართველი ბავშვების კვალზე. ეს დანაშაული - ბავშვების ტრეფიკინგი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ