პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი ხუციშვილი - აფხაზეთსა და ცხინვალში ჰგონიათ, რომ შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვს შორის გარიგება ხდება
გოგი ხუციშვილი - აფხაზეთსა და ცხინვალში ჰგონიათ, რომ შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვს შორის გარიგება ხდება

კონ­ფლიქ­ტო­ლოგ გოგი ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც კი და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის დი­ა­ლო­გი, მა­შინ­ვე გამ­კაცრ­და პო­ზი­ცი­ე­ბი ცხინ­ვალ­სა და სო­ხუმ­ში.

ამის შე­სა­ხებ გოგი ხუ­ციშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და. შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგა­რი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას, ასე­ვე სა­ექ­სპერ­ტო აზრს.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არის ძი­რი­თა­დი თან­ხვედ­რა პო­ზი­ცი­ებ­ში, რო­მე­ლიც აქვს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ, რომ მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია იყოს აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან და იყოს ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და­ლა­პა­რა­კე­ბის, მეტი ნდო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის. ამას ხელი უნდა შე­უ­წყოს სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­მა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ჯერ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბა, თუმ­ცა უკვე ჩანს, რომ პრო­ცე­სე­ბი გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია თუნ­დაც იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის დი­ა­ლო­გი რო­გორც კი და­ი­წყო, მა­შინ­ვე გამ­კაცრ­და პო­ზი­ცი­ე­ბი ცხინ­ვალ­სა და სო­ხუმ­ში", - გა­ნა­ცხა­და გოგი ხუ­ციშ­ვილ­მა.

მისი თქმით, აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში ჰგო­ნი­ათ, რომ შე­საძ­ლოა, თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის რა­ი­მე ფა­რუ­ლი გა­რი­გე­ბა ხდე­ბა, რო­მე­ლიც მათ­ზე აი­სა­ხე­ბა. კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი აცხა­დებს, რომ მოს­კო­ვი თა­ვის მხრივ ცდი­ლობს და­არ­წმუ­ნოს ისი­ნი - მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა თქმა უნდა, მსგავ­სი რამ არ ხდე­ბა. ჩვენ არც ვა­პი­რებთ, რომ მათ ზურგს უკან რა­ი­მე გა­რი­გე­ბე­ბი გვქონ­დეს მოს­კოვ­თან", - დას­ძი­ნა გოგი ხუ­ციშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გოგი ხუციშვილი - აფხაზეთსა და ცხინვალში ჰგონიათ, რომ შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვს შორის გარიგება ხდება

გოგი ხუციშვილი - აფხაზეთსა და ცხინვალში ჰგონიათ, რომ შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვს შორის გარიგება ხდება

კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის განცხადებით, როგორც კი დაიწყო საქართველო-რუსეთს შორის დიალოგი, მაშინვე გამკაცრდა პოზიციები ცხინვალსა და სოხუმში.

ამის შესახებ გოგი ხუციშვილმა ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილისა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. შეხვედრაზე განიხილება ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები,  რომელიც მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ასევე საექსპერტო აზრს.

"შეიძლება ითქვას, რომ არის ძირითადი თანხვედრა პოზიციებში, რომელიც აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და რეინტეგრაციის სამინისტროს ახალ შემადგენლობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ მეტი კომუნიკაცია იყოს აფხაზებთან და ოსებთან და იყოს ახალი საშუალებები დალაპარაკების, მეტი ნდობის ჩამოყალიბების. ამას ხელი უნდა შეუწყოს საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე პროცესმა. ამ მიმართულებითაც ჯერ პირველი ნაბიჯები იდგმება, თუმცა უკვე ჩანს, რომ პროცესები გადაჯაჭვულია თუნდაც იმით, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიალოგი როგორც კი დაიწყო, მაშინვე გამკაცრდა პოზიციები ცხინვალსა და სოხუმში", - განაცხადა გოგი ხუციშვილმა.

მისი თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალში ჰგონიათ, რომ შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვს შორის რაიმე ფარული გარიგება ხდება, რომელიც მათზე აისახება. კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ მოსკოვი თავის მხრივ ცდილობს დაარწმუნოს ისინი - მსგავსი არაფერი ხდება.

"სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ არც ვაპირებთ, რომ მათ ზურგს უკან რაიმე გარიგებები გვქონდეს მოსკოვთან", - დასძინა გოგი ხუციშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?