საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრების ვალენტინობა და ტაძრამდე მოფენილი იების ბილიკი
მინისტრების ვალენტინობა და ტაძრამდე მოფენილი იების ბილიკი

ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ჩვე­ნამ­დე ბევ­რმა ლე­გენ­დამ მო­აღ­წია. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თქმუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და მღვდე­ლი ვა­ლენ­ტი­ნი, რო­მე­ლიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ჯვარს სა­ი­დუმ­ლოდ სწერ­და. მა­შინ ჯა­რის­კა­ცებს ცო­ლის შერ­თვა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ, რათა ოჯახს არ მო­ეც­დი­ნა. ურ­ჩო­ბის­თვის ვა­ლენ­ტი­ნი 14 თე­ბერ­ვალს სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. სწო­რედ ამი­ტომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ყო­ველ 14 თე­ბერ­ვალს ვა­ლენ­ტი­ნო­ბას ანუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ.

ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ამ დღე­სას­წა­ულს სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღ­ნიშ­ნა­ვენ.

თამ­თა ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი, სო­ზარ სუ­ბა­რის მე­უღ­ლე:

- ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვემ­ზა­დე­ბით. სა­ერ­თოდ მი­მაჩ­ნია, რომ ერ­თმა­ნეთს ყო­ვე­ლი დღე უნდა გა­ვუ­ლა­მა­ზოთ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, სო­ზარს მო­ლოც­ვაც კი და­ვი­წყე­ბია.

- და გწყე­ნი­ათ?

- არა, ჩემ­თვის ეს ტრა­გე­დია ნამ­დვი­ლად არ არის. სო­ზარს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს, სულ რომ არ ელი, ისე­თი რა­მით გა­გა­ხა­რებს, ვა­ლენ­ტი­ნო­ბას მო­გი­ლო­ცავს თუ არა, მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარც აქვს. მის­გან სით­ბო, ყუ­რა­დღე­ბა და სი­ურპრი­ზე­ბი არ მაკ­ლია. სა­საყ­ვე­დუ­რო ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი მაქვს.

- შარ­შან­დე­ლი ვა­ლენ­ტი­ნო­ბა რო­გორ აღ­ნიშ­ნეთ?

- შარ­შან ამ დროს სო­ზა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო. მივ­ლი­ნე­ბით სხვა ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გვი­ან ღამე და­მი­რე­კა და მო­მი­ლო­ცა. რომ დაბ­რუნ­და, სა­ჩუ­ქა­რიც ჩა­მო­მი­ტა­ნა.

- სა­ჩუქ­რე­ბით თა­ვა­დაც ანე­ბივ­რებთ?

- რა თქმა უნდა. უმე­ტე­სად პრაქ­ტი­კულ სა­ჩუქ­რებს ვუ­ძღვნი. შარ­შან წვე­რის სა­პარ­სი გა­უ­ფუჭ­და. ვი­ცო­დი, ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი მო­დე­ლი მოს­წონ­და. მა­ღა­ზი­ებ­ში ფას­დაკ­ლე­ბას ელო­დე­ბო­და, რომ შე­ე­ძი­ნა. წა­ვე­დი და ვუ­ყი­დე. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და.

- მას შემ­დეგ, რაც მი­ნის­ტრი გახ­და, ოჯახ­ში ძა­ლი­ან ცოტა დროს ატა­რებს. სად­მე ერ­თად წას­ვლას, გან­ტვირ­თვას ახერ­ხებთ?

- სო­ზარს ყო­ველ­თვის დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი ჰქონ­და, ამას მიჩ­ვე­უ­ლიც ვარ, მაგ­რამ მისი მი­ნის­ტრო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­ჟი­მით ცხოვ­რე­ბას მო­ი­თხოვს. ჩვენ­თვის არც კვი­რა­დღე არ­სე­ბობს, არც დილა და არც სა­ღა­მო, სულ სამ­სა­ხურ­შია. მე ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი მქონ­და, 1-ელ იან­ვარს დედა გარ­და­მეც­ვა­ლა. სო­ზა­რი ცდი­ლობ­და, ჩემ გვერ­დით მდგა­რი­ყო, მამ­ხნე­ვებ­და. მად­ლო­ბა მას ამის­თვის. იმ დროს ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და. დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვედ­რა­ზე გას­ვლა უწევ­და. ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში გი­თხა­რით, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს-მეთ­ქი. ჩემს გა­ო­ცე­ბას ხში­რად ახერ­ხებს.

- შე­გიძ­ლი­ათ, გა­იხ­სე­ნოთ?

- ახა­ლი გა­თხო­ვი­ლი რომ ვი­ყა­ვი და მის დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ზე ვწუ­წუ­ნებ­დი, და­მი­რე­კავ­და და მე­ტყო­და, - ვერ მოვ­დი­ვარ, და­მაგ­ვი­ან­დე­ბაო. მეც მო­ვი­წყენ­დი ხოლ­მე, მაგ­რამ 5 წუთ­ში სახ­ლში იყო. მისი ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი დაბ­რუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. სუ­ნა­მო­სა და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შერ­ჩე­ვაც იცის. ადრე, შა­ბათ-კვი­რას გუ­და­ურ­ში წას­ვლა­საც ვა­ხერ­ხებ­დით. და­მი­რე­კავ­და - 1 სა­ათ­ში მო­ვალ, მო­ემ­ზა­დე, 2 დღით წა­ვი­დე­თო. მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი წუთი ჩემ­თვის და ბავ­შვე­ბის­თვი­საც, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია.

- წელს რო­გორ მი­უ­ლო­ცავთ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას?

- ამა­ზე ჯერ არ მი­ფიქ­რია, მად­ლო­ბა, რომ წი­ნას­წარ შე­მახ­სე­ნე. ვეც­დე­ბი, გა­ვა­ხა­რო. უსა­ჩუქ­როდ არ დავ­ტო­ვებ. ამ 2 დღე­ში რა­მეს მო­ვი­ფიქ­რებ.

ნინო ცი­რე­კი­ძე, ნო­დარ ხა­დუ­რის მე­უღ­ლე:

- ჩვენ­თვის ყო­ვე­ლი დღე ვა­ლენ­ტი­ნო­ბაა. ვერ ვი­ტყვი, რომ 14 თე­ბერ­ვა­ლი ის დღეა, რომ­ლის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი. სი­მარ­თლე გი­თხრა, არც კი მახ­სოვს, ნო­დარ­მა შარ­შან­დე­ლი ვა­ლენ­ტი­ნო­ბა რო­გორ მო­მი­ლო­ცა.

- ჩვე­ნი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი რო­მან­ტი­კუ­ლი კა­ცია?

- კი, ყვა­ვი­ლე­ბის ჩუ­ქე­ბაც უყ­ვარს. როცა იცის, რამე მინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად ყი­დუ­ლობს.

- ორი­გი­ნა­ლო­ბით თუ გა­მო­ირ­ჩე­ვა?

- ორი­გი­ნა­ლო­ბით დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ვა (იცი­ნის). დრო არ აქვს და... ამ ეტაპ­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

- რამ­დენ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებთ?

- 9 წე­ლია, ცოლ-ქმა­რი ვართ, 10 წე­ლია, რაც ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ.

- ამ ხნის მან­ძილ­ზე რო­მე­ლი იყო ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი დღე თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- ის დღე, როცა მან­ქა­ნა მა­ჩუ­ქა.

- ეს რო­გორ გა­ა­კე­თა?

- ერთ დღეს მი­თხრა, მო­ემ­ზა­დე, სა­დღაც უნდა წა­გიყ­ვა­ნოო. სად მივ­ყავ­დი, არ გა­მიმ­ხი­ლა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერთ-ერთი ფირ­მის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მი­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, მან­ქა­ნა უნდა გი­ყი­დოო. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ეს 4 წლის წინ იყო.

- სა­ჩუქ­რე­ბით თქვენ თუ ანე­ბივ­რებთ?

- რა თქმა უნდა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ, გა­ვა­ნე­ბივ­რო.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რა უხა­რია?

- როცა ხე­დავს, რომ ბედ­ნი­ე­რი და კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს უხა­რია. მისი მთა­ვა­რი სა­ჩუ­ქა­რი ეს არის. რაც მი­ნის­ტრი გახ­და, მას­თან ბევრ დროს ვე­ღარ ვა­ტა­რებ. სამ­სა­ხურ­ში ხში­რად ვა­კი­თხავ და ბავ­შვე­ბიც მიმ­ყავს. ახლა ნო­და­რის გა­რე­შე ბა­კუ­რი­ან­ში ვართ, აქ რამ­დე­ნი­მე დღე დავ­რჩე­ბით.

- და წლე­ვან­დელ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას ერ­თად ვერ აღ­ნიშ­ნავთ?

- ვერა, ერ­თმა­ნეთს ტე­ლე­ფო­ნით მი­ვუ­ლო­ცავთ. ვნა­ხოთ, რომ ჩა­მო­ვალ, რას და­მახ­ვედ­რებს. მის­თვის სი­ურპრი­ზი მე უკვე მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს.

კოტე თო­ლორ­და­ვა, მსა­ხი­ო­ბი:

- თუ გინ­და, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ხა­რო, ამის­თვის სა­ბა­ბად დღე­სას­წა­უ­ლი არ არის სა­ჭი­რო. შარ­შან ვა­ლენ­ტი­ნო­ბას მე და გა­ნომ ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ. ნა­ჩხუბ­რე­ბი ვი­ყა­ვით და ამ დღეს ჯვრის­წე­რით შევ­რიგ­დით. ოღონდ გა­ნომ არ იცო­და, ჯვარს თუ ვი­წერ­დით.

- ყო­ველ­თვის ორი­გი­ნა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი. ამ­ჯე­რად რა მო­ი­ფიქ­რე?

- ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი ყვა­ვი­ლი ვი­ყი­დე. მისი სახ­ლის კა­რი­დან მან­ქა­ნამ­დე იე­ბის ბი­ლი­კი გა­ვა­კე­თე. მა­შინ რა­ღაც სა­რეკ­ლა­მო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლე­ბი. მო­ვა­ტყუე, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა არის და რუს­თა­ველ­ზე 1-ელ სკო­ლას­თან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მიხ­ვი­დე-მეთ­ქი. სკო­ლი­დან ქა­შუ­ე­თის შე­სას­ვლე­ლამ­დეც იე­ბის ბი­ლი­კი მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. განო რუს­თა­ვე­ლამ­დე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მო­იყ­ვა­ნა. - ეკ­ლე­სი­ა­ში რა შეხ­ვედ­რა გაქ­ვსო? - მკი­თხა გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა. მო­ვა­ტყუე, - ამ საქ­მე­ში მა­მა­ოც არის ჩარ­თუ­ლი-მეთ­ქი.

- სახ­ლი­დან გა­მო­სულს, იე­ბის ბი­ლი­კი რომ დახ­ვდა, არ გა­უკ­ვირ­და?

- ამას თა­ვად გე­ტყვის, განო ჩემ­თან ერ­თა­დაა (კო­ტეს­თან ინ­ტერ­ვი­უს ტე­ლე­ფო­ნით ვწერ­დი).

განო:

- სახ­ლში ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი მო­ვი­და და ზუს­ტად ისე­თი ვარ­დი მო­მი­ტა­ნა, რო­გო­რიც კო­ტემ ქორ­წი­ლის დღეს - ამ­წე­თი. მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - ძა­ლი­ან გთხოვ, ამ შეხ­ვედ­რა­ზე შარ­ვლით არ წა­მოხ­ვი­დე, კაბა ჩა­იც­ვიო. ცო­ტა­თი და­ვი­ბე­ნი, მაგ­რამ და­ვუ­ჯე­რე. სახ­ლი­დან რომ გა­მო­ვე­დით, ყვა­ვი­ლე­ბის და­ნახ­ვა გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ რა ვი­ცო­დი, კო­ტეს ნა­ხე­ლა­ვი თუ იყო. ეზო­ში მე­ზობ­ლის კაც­მა ჩხუ­ბი ატე­ხა, - რა უბე­დუ­რე­ბაა ამ­დე­ნი ყვა­ვი­ლი, ვინც და­ყა­რა, მო­ვი­დეს და და­ა­ლა­გო­სო. ჩემი მე­გო­ბა­რი და ის კაცი შე­კა­მათ­დნენ. მერე სხვა მე­ზობ­ლე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ, დიდი ამ­ბა­ვი ატყდა. ჩვენ გა­მო­ვი­ქე­ცით და რუს­თა­ველ­ზე გა­ვე­დით. სკო­ლას­თან კოტე და­ვი­ნა­ხე. - ამას აქ რა უნდა, ნა­ჩხუბ­რე­ბი ვართ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი მე­გო­ბარს. - საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რაა და რა დროს გა­ბუტ­ვა­აო? და­ვი­ნა­ხე, რომ ტაძ­რის შე­სას­ვლე­ლამ­დე იე­ბის ბი­ლი­კი იყო, მან­ქა­ნე­ბი არ მოძ­რა­ობ­დნენ. უცებ კო­ტემ ხელი ჩა­მავ­ლო და ტაძ­რის­კენ წა­მიყ­ვა­ნა. იქ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი დაგ­ვხვდნენ და... მოკ­ლედ, შევ­რიგ­დით, ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა ჯვრის­წე­რით დამ­თავ­რდა.

- ხში­რად ჩხუ­ბობთ?

- საკ­მა­ოდ, მაგ­რამ არას­დროს მი­ზე­ზი სე­რი­ო­ზუ­ლი არ არის. ცოტა ხნის წი­ნაც ვი­ყა­ვით ნა­ჩხუბ­რე­ბი. დი­ლით მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა, - განო, შენი კორ­პუ­სის წინ რა­ღაც წარ­წე­რე­ბია, შენი სა­ხე­ლი წე­რი­აო. მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ზე ქა­ღალ­დე­ბი მი­უკ­რავს, სან­თლე­ბი მი­უ­მაგ­რე­ბია... ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ებს აკე­თებს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი და­ბა­დე­ბის დღე. ამ დღეს ხელი მო­ვა­წე­რეთ. სა­ღა­მოს და­მი­რე­კა, - რუს­თა­ველ­ზე შემ­ხვდი, გა­ვი­სე­ირ­ნო­თო. - არ მინ­და, ძა­ლი­ან ცივა-მეთ­ქი. გინ­და თუ არა, მო­დიო და მეც წა­ვე­დი. ერთ-ერთი სას­ტუმ­როს ვე­რან­და­ზე ამიყ­ვა­ნა, სა­დაც მხო­ლოდ ჩვენ ვი­ყა­ვით. ისე­თი ლა­მა­ზი სა­ღა­მო იყო, რას შე­ვა­და­რო, არ ვიცი. 12 სა­ათ­ზე ვი­ო­ლი­ნო­თი ტან­გო და­უკ­რეს და ვი­ცეკ­ვეთ. მერე სა­ჩუქ­რად ლა­მა­ზად შე­ფუ­თუ­ლი ტე­ლე­ფო­ნი მი­ვი­ღე.

- სი­ურპრი­ზებს თა­ვა­დაც ხში­რად უწყობ?

- რა თქმა უნდა. და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა არ უყ­ვარს. მო­ტყუ­ე­ბით ხან სად მიმ­ყავს, ხან - სად. წელს რა­ღაც ორი­გი­ნა­ლუ­რი მო­ვი­ფიქ­რე, იდეა თა­ვა­დაც მომ­წონს. ბუ­ნებ­რი­ვია, ჯერ ვერ გა­გიმ­ხელთ.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ასე­თი დღე­ე­ბი ბევ­რი უნდა იყოს. კარ­გი გან­წყო­ბა მექ­მნე­ბა. ვერ ვი­ტყვი, რომ ტრა­დი­ცი­ად მაქვს ქცე­უ­ლი და ყო­ველ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას აღ­ვნიშ­ნავ. ზოგ­ჯერ 14 თე­ბერ­ვა­ლი ისე ჩა­ივ­ლის, არც გვახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ ამ ბოლო წლებ­ში უფრო აღარ მა­ვი­წყდე­ბა. ზოგ­ჯერ ვა­ხო­საც ვახ­სე­ნებ, ხვალ ვა­ლენ­ტი­ნო­ბაა-მეთ­ქი (იცი­ნის). მის­გან სა­ჩუქ­რე­ბი ნამ­დვი­ლად არ მაკ­ლია, მაგ­რამ ამ დღეს მა­ინც რა­ღა­ცას ველი.

- შარ­შან­დე­ლი ვა­ლენ­ტი­ნო­ბა გა­იხ­სე­ნე.

- სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი მო­მარ­თვა.

- შენს გა­ო­ცე­ბას ხში­რად ახერ­ხებს?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ გა­მა­ო­ცა, როცა ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი მა­ჩუ­ქა. მა­შინ ნა­ჩხუბ­რე­ბი ვი­ყა­ვით. სამ­სა­ხურ­ში მო­მა­კი­თხა, რა­ღაც სცე­ნე­ბი დად­გა, ტყუ­ი­ლე­ბიც მი­თხრა, მერე შე­რი­გე­ბის ნიშ­ნად ხელი გა­მო­მი­წო­და და ხელ­ში ბე­ჭე­დი ეჭი­რა. მა­ნამ­დე ისე მა­ნერ­ვი­უ­ლა, იმ წუ­თის სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მოვ­ნე­ბა ბო­ლომ­დე ვერც კი შე­ვიგ­რძე­ნი. მარ­თლა არ ვე­ლო­დი, ეს სი­ურპრი­ზი იყო. ის ბე­ჭე­დი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მას შემ­დეგ აღარც მო­მიხ­სნია.

- იგი­ვე კი­თხვა ვა­ხოს ვინ­მემ რომ და­უს­ვას, შენი აზ­რით, რას გა­იხ­სე­ნებს?

- ჩემს რო­მელ სი­ურპრიზს გა­იხ­სე­ნებ (იცი­ნის)? იმ დღეს, როცა ეთე­რი­დან გა­ვა­გე­ბი­ნე, რომ ცო­ლად მო­მიყ­ვა­ნა. სა­ცხოვ­რებ­ლად ერ­თად რომ გა­და­ვე­დით, ეს ამ­ბა­ვი მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­მა და რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მა იცოდ­ნენ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში "დღის შო­უ­ში" ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რომ წა­ვე­დი, მივ­წე­რე, - მი­ყუ­რებ-მეთ­ქი? - ტე­ლე­ვი­ზორ­თან ვზი­ვარ და გე­ლო­დე­ბიო. ეთერ­ში რომ შე­ვე­დი, ია ფა­რუ­ლა­ვამ გა­მო­ა­ცხა­და, - ექ­სკლუ­ზი­ვი გვაქვს, ჩვე­ნი სა­ლო­მე გა­თხოვ­დაო. სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი, ვახო კი­დევ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იჯდა. ვინ აღარ ურე­კავ­და და საყ­ვე­დუ­რობ­და, - ეს ამ­ბა­ვი რა­ტომ არ გაგ­ვა­გე­ბი­ნეო? იმ­დე­ნად შო­კი­რე­ბუ­ლი იყო, ეთე­რი­დან რომ გა­ვე­დი, არც კი და­უ­რე­კავს.

- წელს რას გეგ­მავ?

- არ ვიცი, ჯერ არ მო­მი­ფიქ­რე­ბია, ალ­ბათ სად­მე გა­ვი­სე­ირ­ნებთ. იმე­დია, უსა­ჩუქ­რო­დაც არ დამ­ტო­ვებს და გა­მა­ხა­რებს. წელს რა მოხ­დე­ბა, ამ ამ­ბავს მო­მა­ვალ­ში მოვ­ყვე­ბი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მინისტრების ვალენტინობა და ტაძრამდე მოფენილი იების ბილიკი

მინისტრების ვალენტინობა და ტაძრამდე მოფენილი იების ბილიკი

ვალენტინობის დღესასწაულზე ჩვენამდე ბევრმა ლეგენდამ მოაღწია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თქმულების მიხედვით, იტალიაში ცხოვრობდა მღვდელი ვალენტინი, რომელიც შეყვარებულებს ჯვარს საიდუმლოდ სწერდა. მაშინ ჯარისკაცებს ცოლის შერთვა ეკრძალებოდათ, რათა ოჯახს არ მოეცდინა. ურჩობისთვის ვალენტინი 14 თებერვალს სიკვდილით დასაჯეს. სწორედ ამიტომ შეყვარებულები ყოველ 14 თებერვალს ვალენტინობას ანუ შეყვარებულების დღეს აღნიშნავენ.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ამ დღესასწაულს საქართველოშიც აღნიშნავენ.

თამთა ყუბანეიშვილი, სოზარ სუბარის მეუღლე:

- ვალენტინობის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად არ ვემზადებით. საერთოდ მიმაჩნია, რომ ერთმანეთს ყოველი დღე უნდა გავულამაზოთ. ყოფილა შემთხვევა, სოზარს მოლოცვაც კი დავიწყებია.

- და გწყენიათ?

- არა, ჩემთვის ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. სოზარს მოულოდნელობები ახასიათებს, სულ რომ არ ელი, ისეთი რამით გაგახარებს, ვალენტინობას მოგილოცავს თუ არა, მნიშვნელობა აღარც აქვს. მისგან სითბო, ყურადღება და სიურპრიზები არ მაკლია. სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მაქვს.

- შარშანდელი ვალენტინობა როგორ აღნიშნეთ?

- შარშან ამ დროს სოზარი საქართველოში არ იყო. მივლინებით სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა. გვიან ღამე დამირეკა და მომილოცა. რომ დაბრუნდა, საჩუქარიც ჩამომიტანა.

- საჩუქრებით თავადაც ანებივრებთ?

- რა თქმა უნდა. უმეტესად პრაქტიკულ საჩუქრებს ვუძღვნი. შარშან წვერის საპარსი გაუფუჭდა. ვიცოდი, ყველაზე მეტად რომელი მოდელი მოსწონდა. მაღაზიებში ფასდაკლებას ელოდებოდა, რომ შეეძინა. წავედი და ვუყიდე. ძალიან გაუხარდა.

- მას შემდეგ, რაც მინისტრი გახდა, ოჯახში ძალიან ცოტა დროს ატარებს. სადმე ერთად წასვლას, განტვირთვას ახერხებთ?

- სოზარს ყოველთვის დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, ამას მიჩვეულიც ვარ, მაგრამ მისი მინისტრობა წარმოუდგენელი რეჟიმით ცხოვრებას მოითხოვს. ჩვენთვის არც კვირადღე არსებობს, არც დილა და არც საღამო, სულ სამსახურშია. მე ძალიან მძიმე დღეები მქონდა, 1-ელ იანვარს დედა გარდამეცვალა. სოზარი ცდილობდა, ჩემ გვერდით მდგარიყო, მამხნევებდა. მადლობა მას ამისთვის. იმ დროს ძალიან დაძაბული პერიოდი ჰქონდა. დღეში რამდენჯერმე შეხვედრაზე გასვლა უწევდა. ინტერვიუს დასაწყისში გითხარით, მოულოდნელობები ახასიათებს-მეთქი. ჩემს გაოცებას ხშირად ახერხებს.

- შეგიძლიათ, გაიხსენოთ?

- ახალი გათხოვილი რომ ვიყავი და მის დატვირთულ რეჟიმზე ვწუწუნებდი, დამირეკავდა და მეტყოდა, - ვერ მოვდივარ, დამაგვიანდებაო. მეც მოვიწყენდი ხოლმე, მაგრამ 5 წუთში სახლში იყო. მისი ასეთი მოულოდნელი დაბრუნება ძალიან მიხაროდა. სუნამოსა და კოსმეტიკური საშუალებების შერჩევაც იცის. ადრე, შაბათ-კვირას გუდაურში წასვლასაც ვახერხებდით. დამირეკავდა - 1 საათში მოვალ, მოემზადე, 2 დღით წავიდეთო. მასთან ერთად გატარებული თითოეული წუთი ჩემთვის და ბავშვებისთვისაც, ძალიან ძვირფასია.

- წელს როგორ მიულოცავთ ვალენტინობას?

- ამაზე ჯერ არ მიფიქრია, მადლობა, რომ წინასწარ შემახსენე. ვეცდები, გავახარო. უსაჩუქროდ არ დავტოვებ. ამ 2 დღეში რამეს მოვიფიქრებ.

ნინო ცირეკიძე, ნოდარ ხადურის მეუღლე:

- ჩვენთვის ყოველი დღე ვალენტინობაა. ვერ ვიტყვი, რომ 14 თებერვალი ის დღეა, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადები. სიმართლე გითხრა, არც კი მახსოვს, ნოდარმა შარშანდელი ვალენტინობა როგორ მომილოცა.

- ჩვენი ფინანსთა მინისტრი რომანტიკული კაცია?

- კი, ყვავილების ჩუქებაც უყვარს. როცა იცის, რამე მინდა, აუცილებლად ყიდულობს.

- ორიგინალობით თუ გამოირჩევა?

- ორიგინალობით დიდად არ გამოირჩევა (იცინის). დრო არ აქვს და... ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს გასაკეთებელი.

- რამდენწლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ?

- 9 წელია, ცოლ-ქმარი ვართ, 10 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.

- ამ ხნის მანძილზე რომელი იყო ყველაზე რომანტიკული დღე თქვენს ურთიერთობაში?

- ის დღე, როცა მანქანა მაჩუქა.

- ეს როგორ გააკეთა?

- ერთ დღეს მითხრა, მოემზადე, სადღაც უნდა წაგიყვანოო. სად მივყავდი, არ გამიმხილა. მოულოდნელად, ერთ-ერთი ფირმის სავაჭრო ცენტრში მიმიყვანა და მითხრა, მანქანა უნდა გიყიდოო. ძალიან გამიხარდა, ეს 4 წლის წინ იყო.

- საჩუქრებით თქვენ თუ ანებივრებთ?

- რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, გავანებივრო.

- ყველაზე მეტად რა უხარია?

- როცა ხედავს, რომ ბედნიერი და კარგ ხასიათზე ვარ, ყველაზე მეტად ეს უხარია. მისი მთავარი საჩუქარი ეს არის. რაც მინისტრი გახდა, მასთან ბევრ დროს ვეღარ ვატარებ. სამსახურში ხშირად ვაკითხავ და ბავშვებიც მიმყავს. ახლა ნოდარის გარეშე ბაკურიანში ვართ, აქ რამდენიმე დღე დავრჩებით.

- და წლევანდელ ვალენტინობას ერთად ვერ აღნიშნავთ?

- ვერა, ერთმანეთს ტელეფონით მივულოცავთ. ვნახოთ, რომ ჩამოვალ, რას დამახვედრებს. მისთვის სიურპრიზი მე უკვე მოფიქრებული მაქვს.

კოტე თოლორდავა, მსახიობი:

- თუ გინდა, საყვარელი ადამიანი გაახარო, ამისთვის საბაბად დღესასწაული არ არის საჭირო. შარშან ვალენტინობას მე და განომ ჯვარი დავიწერეთ. ნაჩხუბრები ვიყავით და ამ დღეს ჯვრისწერით შევრიგდით. ოღონდ განომ არ იცოდა, ჯვარს თუ ვიწერდით.

- ყოველთვის ორიგინალობით გამოირჩევი. ამჯერად რა მოიფიქრე?

- ძალიან, ძალიან ბევრი ყვავილი ვიყიდე. მისი სახლის კარიდან მანქანამდე იების ბილიკი გავაკეთე. მაშინ რაღაც სარეკლამო საქმიანობაში ვიყავით ჩართულები. მოვატყუე, საქმიანი შეხვედრა არის და რუსთაველზე 1-ელ სკოლასთან აუცილებლად უნდა მიხვიდე-მეთქი. სკოლიდან ქაშუეთის შესასვლელამდეც იების ბილიკი მქონდა გაკეთებული. განო რუსთაველამდე ჩემმა მეგობარმა მოიყვანა. - ეკლესიაში რა შეხვედრა გაქვსო? - მკითხა გაკვირვებულმა. მოვატყუე, - ამ საქმეში მამაოც არის ჩართული-მეთქი.

- სახლიდან გამოსულს, იების ბილიკი რომ დახვდა, არ გაუკვირდა?

- ამას თავად გეტყვის, განო ჩემთან ერთადაა (კოტესთან ინტერვიუს ტელეფონით ვწერდი).

განო:

- სახლში ჩვენი მეგობარი მოვიდა და ზუსტად ისეთი ვარდი მომიტანა, როგორიც კოტემ ქორწილის დღეს - ამწეთი. მეგობარმა მითხრა, - ძალიან გთხოვ, ამ შეხვედრაზე შარვლით არ წამოხვიდე, კაბა ჩაიცვიო. ცოტათი დავიბენი, მაგრამ დავუჯერე. სახლიდან რომ გამოვედით, ყვავილების დანახვა გამიხარდა, მაგრამ რა ვიცოდი, კოტეს ნახელავი თუ იყო. ეზოში მეზობლის კაცმა ჩხუბი ატეხა, - რა უბედურებაა ამდენი ყვავილი, ვინც დაყარა, მოვიდეს და დაალაგოსო. ჩემი მეგობარი და ის კაცი შეკამათდნენ. მერე სხვა მეზობლებიც გამოვიდნენ, დიდი ამბავი ატყდა. ჩვენ გამოვიქეცით და რუსთაველზე გავედით. სკოლასთან კოტე დავინახე. - ამას აქ რა უნდა, ნაჩხუბრები ვართ-მეთქი, - ვუთხარი მეგობარს. - საქმიანი შეხვედრაა და რა დროს გაბუტვააო? დავინახე, რომ ტაძრის შესასვლელამდე იების ბილიკი იყო, მანქანები არ მოძრაობდნენ. უცებ კოტემ ხელი ჩამავლო და ტაძრისკენ წამიყვანა. იქ ჩვენი მეგობრები დაგვხვდნენ და... მოკლედ, შევრიგდით, ჩვენი საქმიანი შეხვედრა ჯვრისწერით დამთავრდა.

- ხშირად ჩხუბობთ?

- საკმაოდ, მაგრამ არასდროს მიზეზი სერიოზული არ არის. ცოტა ხნის წინაც ვიყავით ნაჩხუბრები. დილით მეგობარმა დამირეკა, - განო, შენი კორპუსის წინ რაღაც წარწერებია, შენი სახელი წერიაო. მოპირდაპირე კორპუსზე ქაღალდები მიუკრავს, სანთლები მიუმაგრებია... ასეთ სისულელეებს აკეთებს და ძალიან მიხარია. არასდროს დამავიწყდება ჩემი დაბადების დღე. ამ დღეს ხელი მოვაწერეთ. საღამოს დამირეკა, - რუსთაველზე შემხვდი, გავისეირნოთო. - არ მინდა, ძალიან ცივა-მეთქი. გინდა თუ არა, მოდიო და მეც წავედი. ერთ-ერთი სასტუმროს ვერანდაზე ამიყვანა, სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ისეთი ლამაზი საღამო იყო, რას შევადარო, არ ვიცი. 12 საათზე ვიოლინოთი ტანგო დაუკრეს და ვიცეკვეთ. მერე საჩუქრად ლამაზად შეფუთული ტელეფონი მივიღე.

- სიურპრიზებს თავადაც ხშირად უწყობ?

- რა თქმა უნდა. დაბადების დღის აღნიშვნა არ უყვარს. მოტყუებით ხან სად მიმყავს, ხან - სად. წელს რაღაც ორიგინალური მოვიფიქრე, იდეა თავადაც მომწონს. ბუნებრივია, ჯერ ვერ გაგიმხელთ.

სალომე გოგიაშვილი, ტელეწამყვანი:

- ასეთი დღეები ბევრი უნდა იყოს. კარგი განწყობა მექმნება. ვერ ვიტყვი, რომ ტრადიციად მაქვს ქცეული და ყოველ ვალენტინობას აღვნიშნავ. ზოგჯერ 14 თებერვალი ისე ჩაივლის, არც გვახსენდება, მაგრამ ამ ბოლო წლებში უფრო აღარ მავიწყდება. ზოგჯერ ვახოსაც ვახსენებ, ხვალ ვალენტინობაა-მეთქი (იცინის). მისგან საჩუქრები ნამდვილად არ მაკლია, მაგრამ ამ დღეს მაინც რაღაცას ველი.

- შარშანდელი ვალენტინობა გაიხსენე.

- საზღვარგარეთ ვიყავით წასულები და ყვავილები მომართვა.

- შენს გაოცებას ხშირად ახერხებს?

- ყველაზე მეტად მაშინ გამაოცა, როცა ნიშნობის ბეჭედი მაჩუქა. მაშინ ნაჩხუბრები ვიყავით. სამსახურში მომაკითხა, რაღაც სცენები დადგა, ტყუილებიც მითხრა, მერე შერიგების ნიშნად ხელი გამომიწოდა და ხელში ბეჭედი ეჭირა. მანამდე ისე მანერვიულა, იმ წუთის სიხარული და სიამოვნება ბოლომდე ვერც კი შევიგრძენი. მართლა არ ველოდი, ეს სიურპრიზი იყო. ის ბეჭედი ძალიან მიყვარს, მას შემდეგ აღარც მომიხსნია.

- იგივე კითხვა ვახოს ვინმემ რომ დაუსვას, შენი აზრით, რას გაიხსენებს?

- ჩემს რომელ სიურპრიზს გაიხსენებ (იცინის)? იმ დღეს, როცა ეთერიდან გავაგებინე, რომ ცოლად მომიყვანა. საცხოვრებლად ერთად რომ გადავედით, ეს ამბავი მხოლოდ ოჯახის წევრებმა და რამდენიმე მეგობარმა იცოდნენ. რამდენიმე დღეში "დღის შოუში" ვიყავი მიწვეული. ტელევიზიაში რომ წავედი, მივწერე, - მიყურებ-მეთქი? - ტელევიზორთან ვზივარ და გელოდებიო. ეთერში რომ შევედი, ია ფარულავამ გამოაცხადა, - ექსკლუზივი გვაქვს, ჩვენი სალომე გათხოვდაო. სახლში რომ დავბრუნდი, ვახო კიდევ გაოგნებული იჯდა. ვინ აღარ ურეკავდა და საყვედურობდა, - ეს ამბავი რატომ არ გაგვაგებინეო? იმდენად შოკირებული იყო, ეთერიდან რომ გავედი, არც კი დაურეკავს.

- წელს რას გეგმავ?

- არ ვიცი, ჯერ არ მომიფიქრებია, ალბათ სადმე გავისეირნებთ. იმედია, უსაჩუქროდაც არ დამტოვებს და გამახარებს. წელს რა მოხდება, ამ ამბავს მომავალში მოვყვები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"