პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
European Voice - საჭიროა, ივანიშვილმა შეწყვიტოს ისე მართვა, თითქოს კოალიციის აღმასრულებელი დირექტორია
European Voice - საჭიროა, ივანიშვილმა შეწყვიტოს ისე მართვა, თითქოს კოალიციის აღმასრულებელი დირექტორია

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მა European Voice აქ­ვეყ­ნებს ედ­ვარდ ლუ­კა­სის სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "არა­სა­მარ­თლი­ა­ნი თა­მა­ში და უსა­მარ­თლო პრო­ტეს­ტი; სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა რის­კავს, უმარ­თა­ვი გახ­დეს".

ორ­მხრი­ვი უნ­დობ­ლო­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, - წერს ედ­ვარდ ლუ­კა­სი, - სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ე­ცად­ნენ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ში ყოფ­ნას ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რაც ნამ­დვი­ლად შე­ქე­ბის ღირ­სია. სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ა­ში შე­სამ­ჩნე­ვია თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი, რო­მელ­საც, რო­გორც წესი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფა მოჰ­ყვე­ბა. გა­სულ კვი­რას სა­ა­კაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­წლი­უ­რი სი­ტყვით გა­მოს­ვლა სურ­და. თუმ­ცა, ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებ­მა პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. ის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­მოს­ვლას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ დე­მონ­სტრან­ტებ­მა - ძი­რი­თა­დად ცოტა ხნის წინ სამ­თავ­რო­ბო ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ყო­ფილ­მა პა­ტიმ­რებ­მა – შე­ნო­ბა­ში არ შე­უშ­ვეს. ისი­ნი თავს და­ესხნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვას, რის შე­დე­გა­დაც პრე­ზი­დენ­ტის პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხუთი წევ­რი და­შავ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხეა, რო­მელ­საც რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყეს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ივა­ნიშ­ვილ­მა მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­ლე­ვე დაგ­მო ძა­ლა­დო­ბა და მი­ე­სალ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნულ დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლას. ვნე­ბე­ბი და­ცხრა. ასეთ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გა­რი­გე­ბამ შე­საძ­ლოა, ნერ­ვუ­ლი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც ჯე­რაც ახ­სოვს სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, ეს უკე­თე­სია, ვიდ­რე პირ­და­პი­რი კონფრონ­ტა­ცია.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ბა­ნაკ­ში ყვე­ლა­ზე დიდ შეშ­ფო­თე­ბას ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ დრო­ით თა­მა­ში იწ­ვევს. ის სტა­ფი­ლო­ე­ბი­თა და ჯო­ხე­ბით (ეს უკა­ნას­კნე­ლი ზოგ­ჯერ ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა) ცდი­ლობს, შე­ა­ვიწ­რო­ვოს პარ­ლა­მენ­ტში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რი­გე­ბი. მეტი მო­ღა­ლა­ტის ხარ­ჯზე, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უმ­რავ­ლე­სო­ბის ორი მე­სა­მე­დი ექ­ნე­ბა. თე­ო­რი­უ­ლად, თუ ასე მოხ­და, ამან შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაშ­ლა და სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა (ან სუ­ლაც და­პა­ტიმ­რე­ბა), - მი­იჩ­ნევს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ივა­ნიშ­ვილ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ღე­ბულ რჩე­ვებს ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­აქ­ცი­ოს, - წერს ბრი­ტა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, - მას არ სჭირ­დე­ბა ბრბოს­თან პირ­ფე­რო­ბა. მის­თვის სა­უ­კე­თე­სო სვლა ქვეყ­ნის იმ­დე­ნად კარ­გად მარ­თვა იქ­ნე­ბა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კრი­ტი­კა უმი­ზე­ზო გა­მოჩ­ნდეს და ამომ­რჩევ­ლებ­მა პრე­ზი­დენ­ტა­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი აირ­ჩი­ონ. ნაც­ვლად ამი­სა კი, ის რის­კავს, და­ამ­ტკი­ცოს მას­ზე შექ­მნი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა (მათ შო­რის მისი მომ­ხრე­ე­ბის მხრი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლიც), რომ მას მარ­თლაც არ ეს­მის დე­მოკ­რა­ტია, არ სურს ოპო­ზი­ცია, ხელს უწყობს ქუ­ჩებ­ში გა­მოს­ვლე­ბას, სურს მარ­თოს სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც მისი ბიზ­ნე­სიმ­პე­რი­ის ნა­წი­ლი და არა - რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, კა­ნონ­მარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.

ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ი­მე­დო­ო­ბა, რო­გორც ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა, - აღ­ნიშ­ნავს ედ­ვარდ ლუ­კა­სი, - საფრ­თხე­შია რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტში. პირ­ვე­ლი სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კაა. და­ში­ნე­ბა – იქ­ნე­ბა ეს ხე­ლე­ბის გა­დაგ­რე­ხა სცე­ნის მიღ­მა, თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­მე­რე­ბის წინ მუშ­ტე­ბის ქნე­ვა – ამ­ცი­რებს მის დამ­ნა­შა­ვე­ებს. მან უნდა აჩ­ვე­ნოს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­ზე უკე­თე­სია და არა - უა­რე­სი. პრობ­ლე­მა არა მხო­ლოდ ოპო­ნენ­ტებ­თან მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია: მის მომ­ხრე­ებ­საც სჭირ­დე­ბათ უკე­თე­სი მო­პყრო­ბა. კერ­ძოდ, სა­ჭი­როა, ივა­ნიშ­ვილ­მა შე­წყვი­ტოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ისე მარ­თვა, თით­ქოს ის კო­ა­ლი­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია: სხვა პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი მისი ურჩი მე­ნე­ჯე­რე­ბი კი არა, პარტნი­ო­რე­ბი არი­ან.

სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ას­პექ­ტში, - წერს ბრი­ტა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, - მი­სა­სალ­მე­ბე­ლია რუ­სეთ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა (ღვი­ნი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ექ­სპორ­ტის აღ­დგე­ნა), თუმ­ცა ეს არ უნდა მოხ­დეს სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის ხარ­ჯზე. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცია და აშშ-ის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ სა­უბ­რის თემა კი არა, არა­მედ სა­სა­ცი­ცოხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სის სა­კი­თხია, რო­მელ­საც მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს ეხე­ბა სატ­რან­სპორ­ტო, სარ­კი­ნიგ­ზო და ნავ­თობ­სა­დე­ნის პრო­ექ­ტებ­საც, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს, რო­გორც ენერ­გე­ტი­კუ­ლი და სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნი­სა. იქ­ნებ, ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მან თურ­ქეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გა­ზარ­დოს - დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­ზო­ბელ­თან, რუ­სე­თის გავ­ლე­ნის და­ბა­ლან­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ერთი სი­ტყვით, ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა და­ეყ­რდნოს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ნა­წილს და არა სა­ჯა­როდ დაგ­მოს ეს ყვე­ლა­ფე­რი.

"თუ სა­ქარ­თვე­ლო არას­წო­რი გზით წავა, ევ­რო­პა­სა და აშშ-ში ბევ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ა­პყრობს ყუ­რა­დღე­ბას სხვა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას. ივა­ნიშ­ვილ­მა ბრძო­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ლი­დე­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მო­ი­გო. მაგ­რამ, ნამ­დვი­ლი ბრძო­ლა ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის გა­მარ­თუ­ლი ბრძო­ლაა",-აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­შია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია European Voice-ს მი­ხედ­ვით.

European Voice - საჭიროა, ივანიშვილმა შეწყვიტოს ისე მართვა, თითქოს კოალიციის აღმასრულებელი დირექტორია

European Voice - საჭიროა, ივანიშვილმა შეწყვიტოს ისე მართვა, თითქოს კოალიციის აღმასრულებელი დირექტორია

საერთაშორისო გამოცემა European Voice აქვეყნებს ედვარდ ლუკასის სტატიას სათაურით - "არასამართლიანი თამაში და უსამართლო პროტესტი; საქართველოში ძალაუფლებისთვის ბრძოლა რისკავს, უმართავი გახდეს".

ორმხრივი უნდობლობისა და სიძულვილის მიუხედავად, - წერს ედვარდ ლუკასი, - საქართველოს ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეეცადნენ კოჰაბიტაციაში ყოფნას ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ნამდვილად შექების ღირსია. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში შესამჩნევია თვითგანადგურების პოლიტიკური გეგმები, რომელსაც, როგორც წესი, ნაციონალური კატასტროფა მოჰყვება. გასულ კვირას სააკაშვილს პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვით გამოსვლა სურდა. თუმცა, ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლას შეეცადა, მაგრამ დემონსტრანტებმა - ძირითადად ცოტა ხნის წინ სამთავრობო ამნისტიის შედეგად ციხიდან გათავისუფლებულმა ყოფილმა პატიმრებმა – შენობაში არ შეუშვეს. ისინი თავს დაესხნენ სააკაშვილის გარემოცვას, რის შედეგადაც პრეზიდენტის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხუთი წევრი დაშავდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩიორა თაქთაქიშვილის დასისხლიანებული სახეა, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყეს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, საბედნიეროდ, ივანიშვილმა მომხდარის შემდეგ მალევე დაგმო ძალადობა და მიესალმა სააკაშვილის მიერ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნულ დათმობებზე წასვლას. ვნებები დაცხრა. ასეთმა პოლიტიკურმა გარიგებამ შესაძლოა, ნერვული ხმაური გამოიწვიოს. თუმცა, ქვეყანაში, რომელსაც ჯერაც ახსოვს სამოქალაქო ომი, ეს უკეთესია, ვიდრე პირდაპირი კონფრონტაცია.

"სააკაშვილის ბანაკში ყველაზე დიდ შეშფოთებას ივანიშვილის მიერ დროით თამაში იწვევს. ის სტაფილოებითა და ჯოხებით (ეს უკანასკნელი ზოგჯერ ოჯახის წევრების წინააღმდეგაც გამოიყენება) ცდილობს, შეავიწროვოს პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგები. მეტი მოღალატის ხარჯზე, "ქართულ ოცნებას" უმრავლესობის ორი მესამედი ექნება. თეორიულად, თუ ასე მოხდა, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა და სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადაყენება (ან სულაც დაპატიმრება), - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

ივანიშვილმა ამ მიმართულებით მიღებულ რჩევებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი, - მას არ სჭირდება ბრბოსთან პირფერობა. მისთვის საუკეთესო სვლა ქვეყნის იმდენად კარგად მართვა იქნება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა უმიზეზო გამოჩნდეს და ამომრჩევლებმა პრეზიდენტადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი აირჩიონ. ნაცვლად ამისა კი, ის რისკავს, დაამტკიცოს მასზე შექმნილი შთაბეჭდილება (მათ შორის მისი მომხრეების მხრიდან გავრცელებულიც), რომ მას მართლაც არ ესმის დემოკრატია, არ სურს ოპოზიცია, ხელს უწყობს ქუჩებში გამოსვლებას, სურს მართოს საქართველო, როგორც მისი ბიზნესიმპერიის ნაწილი და არა - როგორც დემოკრატიული, კანონმართული სახელმწიფო.

ივანიშვილის საიმედოობა, როგორც ავტორიტეტული მთავრობის ხელმძღვანელისა, - აღნიშნავს ედვარდ ლუკასი, - საფრთხეშია რამდენიმე ასპექტში. პირველი საშინაო პოლიტიკაა. დაშინება – იქნება ეს ხელების გადაგრეხა სცენის მიღმა, თუ სატელევიზიო კამერების წინ მუშტების ქნევა – ამცირებს მის დამნაშავეებს. მან უნდა აჩვენოს, რომ სააკაშვილზე უკეთესია და არა - უარესი. პრობლემა არა მხოლოდ ოპონენტებთან მის დამოკიდებულებაშია: მის მომხრეებსაც სჭირდებათ უკეთესი მოპყრობა. კერძოდ, საჭიროა, ივანიშვილმა შეწყვიტოს "ქართული ოცნების" ისე მართვა, თითქოს ის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორია: სხვა პარტიის ლიდერები მისი ურჩი მენეჯერები კი არა, პარტნიორები არიან.

საგარეო პოლიტიკის ასპექტში, - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი, - მისასალმებელია რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შემსუბუქება (ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის აღდგენა), თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სხვა პრიორიტეტების უგულებელყოფის ხარჯზე. საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და აშშ-ისთან ურთიერთობა მხოლოდ საუბრის თემა კი არა, არამედ სასაციცოხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესის საკითხია, რომელსაც მისი პერსონალური ყურადღება სჭირდება. ეს ეხება სატრანსპორტო, სარკინიგზო და ნავთობსადენის პროექტებსაც, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მომავალს, როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნისა. იქნებ, ყველაზე სწრაფად მან თურქეთთან ურთიერთობა უნდა გაზარდოს - დღეისათვის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მეზობელთან, რუსეთის გავლენის დაბალანსების თვალსაზრისით. ერთი სიტყვით, ივანიშვილი უნდა დაეყრდნოს მემკვიდრეობით მიღებულ ყველაზე საუკეთესო ნაწილს და არა საჯაროდ დაგმოს ეს ყველაფერი.

"თუ საქართველო არასწორი გზით წავა, ევროპასა და აშშ-ში ბევრი სიამოვნებით მიაპყრობს ყურადღებას სხვა რომელიმე ქვეყანას. ივანიშვილმა ბრძოლა სააკაშვილის პერსონიზირებული ლიდერობის წინააღმდეგ მოიგო. მაგრამ, ნამდვილი ბრძოლა ქვეყნის მომავლისთვის გამართული ბრძოლაა",-აღნიშნულია სტატიაშია.

მომზადებულია European Voice-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა