მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა გივი თარ­გა­მა­ძე ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო და მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერ­ფაქ­სი" იუ­წყე­ბა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ვლა­დი­მერ მარ­კი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თარ­გა­მა­ძეს ბრა­ლად ედე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა "მე­მარ­ცხე­ნე ფრონ­ტის" ლი­დერ სერ­გეი უდალ­ცოვ­თან და მის თა­ნა­შემ­წე ლე­ო­ნიდ რაზ­ვო­ზჟა­ევ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით.

"რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბი­დან მი­ვი­ღეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი, რომ თარ­გა­მა­ძე არ სარ­გებ­ლობს რა­ი­მე სა­ხის იმუ­ნი­ტე­ტით სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მარ­კინ­მა.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი თარ­გა­მა­ძის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ზე იშუ­ამ­დგომ­ლებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი სერ­გეი უდალ­ცო­ვი, ლე­ო­ნიდ რაზ­ვო­ზჟა­ე­ვი და კონ­სტან­ტი­ნე ლე­ბე­დე­ვი გივი თარ­გა­მა­ძეს არე­უ­ლო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე შე­უ­თან­ხმდნენ. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შეხ­ვედ­რა 2012 წლის ივ­ნის­ში შედ­გა.

მათი სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც ფა­რუ­ლი კა­მე­რით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, გა­და­ცე­მა "პრო­ტეს­ტის ანა­ტო­მი­ა­ში" აჩ­ვე­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბამ ჩა­ნა­წე­რი სარ­წმუ­ნოდ მი­იჩ­ნია, თარ­გა­მა­ძე კი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს არ იც­ნობს.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გივი თარ­გა­მა­ძე 6 მა­ისს "ბა­ლოტ­ნა­ი­ას მო­ე­დან­ზე" პო­ლი­ცი­ა­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში "კონ­კრე­ტულ როლს" ას­რუ­ლებ­და. რუ­სეთ­ში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და "ბა­ლოტ­ნა­ი­ას საქ­მე" ამ ეტაპ­ზე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია. საქ­მე­ში 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რუსეთმა გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბრალდებულად ცნო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.

საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ მარკინის ინფორმაციით, თარგამაძეს ბრალად ედება რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზება "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვთან და მის თანაშემწე ლეონიდ რაზვოზჟაევთან კოორდინაციით.

"რუსეთის საგარეო უწყებიდან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ თარგამაძე არ სარგებლობს რაიმე სახის იმუნიტეტით სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით", - განაცხადა მარკინმა.

უახლოეს მომავალში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თარგამაძის წინასწარ პატიმრობაზე იშუამდგომლებს.

გამოძიების ვერსიით, რუსი ოპოზიციონერები სერგეი უდალცოვი, ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინე ლებედევი გივი თარგამაძეს არეულობების დაფინანსებაზე შეუთანხმდნენ. მათივე განმარტებით, შეხვედრა 2012 წლის ივნისში შედგა.

მათი საუბარი, რომელიც ფარული კამერით არის გადაღებული, გადაცემა "პროტესტის ანატომიაში" აჩვენეს. გამოძიებამ ჩანაწერი სარწმუნოდ მიიჩნია, თარგამაძე კი ირწმუნებოდა, რომ რუს ოპოზიციონერებს არ იცნობს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გივი თარგამაძე 6 მაისს "ბალოტნაიას მოედანზე" პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების ორგანიზებაში "კონკრეტულ როლს" ასრულებდა. რუსეთში მასობრივი არეულობის ორგანიზება და "ბალოტნაიას საქმე" ამ ეტაპზე გაერთიანებულია. საქმეში 20-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა